Monday, December 2, 2013

ევროკავშირმა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს 2015 წლისთვის გეგმა დაუსახა – დეკლარაცია

ვილნიუსის სამიტის მონაწილეებმა 2015 წლისთვის განსახორციელებელი მიზნები დასახეს. გთავაზობთ დეკლარაციის იმ ნაწილს, სადაც კონკრეტულ მიზნებზეა საუბარი:
 დეკლარაციააღმოსავლეთის პარტნიორობაგზა წინსვლისკენ 
 პირველ რიგში, ევროკავშირი პარტნიორებთან ურთიერთობისა თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს
 2. უნდა გადაიდგას ნაბიჯები დემოკრატიის გასაძლიერებლად, ადამიანის უფლოებების გარანტირებული პატივისცემა და სამართლიანობის უზენაესობა, ასებე სასამართლო სისტემაში რეფორმების განხორციელება.   
 3. სტრატეგიული და მრავალმხრივი სტრატეგიული პროექტების განხორცილება, გამჭვირვალე, დაბალანსებული და ფინანსური გარემოს შექმნის ჩათვლით.  
 4. საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება ევროკავშირის მხარდაჭერით, მრავალმხრივი ეფექტური ინიციატივების გაძლიერება ფუნდამენტური დიალოგის მხარდასაჭერად.   
 5. ხალხთა შორის კონტაქტის გაძლიერება
 6. კონკრეტული ოპერაციების შესრულება და სტრატეგიის დასახვა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის
 7. ასოცირების სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაც შეიძლება სწრაფად, 2014 წლისათვის, ასოცირების შეთანხმების რეალიზების მოსამზადებლად, რაც მონიტორინგის საკვანძო ინსტრუმენტს წარმოადგენს;
 8. ევროკავშირის დახმარების უწყვეტი უზრუნველყოფა პარტნიორთა მიერ რეფორმების განხორციელების ხელშესაწყობად, მათ შორის ასოცირების შეთანხმების რეალიზებისათვის, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას, ამ სფეროში არსებული შეთანხმებების დროებითი გამოყენებისა და განხორციელების გათვალისწინებით;
 9. დაინტერესებული, ევროპელი პარტნიორების ჩართვა და პროგრესის მიღწევა საერთო-სატრანზიტო კონვენციისადმი მიერთებაში, როგორც შემდგომი ნაბიჯი ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში;
 10. სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევა, ნაბიჯების ეტაპობრივი გადადგმით, კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, იმ პირობით, რომ სიტუაცია კარგად მართვადი და უსაფრთხო იქნება.
 11. აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს მიმართულების გაძლიერება, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი, რეგიონული და ევროპული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება;
 12. საერთო ცოდნისა და ინოვაციების სივრცის თანდათანობით განვითარება იმისათვის, რომ უზრუნველყოს კვლევასა და ინოვაციებთან დაკავშირებით თანამშრომლობის რამდენიმე არსებული თვისების შეწყობილად მუშაობა;
 13. აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი მიმართულების შემდგომი გაღრმავება;

 14. ყველა სატრანსპორტო სფეროში შემდგომი მარეგულირებელი დაახლოებისაკენ სწრაფვა  და  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, აღმოსავლეთ პარტნიორობის სატრანსპორტო ქსელთან ერთად, ევროკავშირის არსებული პროგრამებისა და ინსტრუმენტების მეშვეობით, ევროპული და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და პრიორიტეტულ პროექტების  ჩართულობასთან მიახლოება, რომელიც აუმჯობესებს  TEN-T-ის (ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის აღმასრულებელი სააგენტოს) ძირითად ქსელთან კავშირებს;

No comments:

Post a Comment