Thursday, February 27, 2014

საქართველოს პრემიერ მინისტრს, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

ბატონო ირაკლი! გავეცანით თქვენს მომართვას, სადაც თქვენ, როგორც პარტია `ქართული ოცნება-დემოკრატიულსაქართველოს~ თავმჯდომარე, საუბრობთ რა პარტიისა და მისი სტრუქტურების ახალ ეტაპზე, აღნიშნავთ:
 `ჩვენ ვიცით, რომ ბევრ იმ ადამიანს, რომელიც პირველი დღიდან მონაწილეობდა პარტიის მშენებლობაში, აქვს განცდა იმისა, რომ თავდადება სათანადოდ არ დაუფასდათ. Mმინდა გითხრათ, რომ ეს იმ სირთულეების ბრალი იყო, რომელიც ქვეყანამ გამოიარა. საბედნიეროდ ეს სირთულეები ყველამ ერთად ღირსეულად გადავლახეთ. Aამიტომ გარწმუნებთ, არც ერთი ადამიანი, რომელმაც ერთგულად და თავდადებით იშრომა და პირდაპირ ვიტყვი, იბრძოდა ჩვენთან ერთად, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩება.~
 მადლობა ასეთი დროული და საჭირო განცხადებისათვის.
 მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ამ განცხადებით თქვენ ახალი იმედი ჩაუსახეთ `ქართული ოცნების~ მარტვილელ აქტივისტებსაც.
 მოგახსენებთ, პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში `ქართულ ოცნებას~ სამეგრელოში ფოთის შემდეგ მარტვილში ჰქონდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (ცხრა ათასამდე ამომრჩეველმა მისცა ხმა). Mმიუხედავად ამისა, დღეს სამეგრელოში მარტვილი არის ერთადერთი რაიონი, სადაც  2012წლის 1 ოქტომბრის შემდეგ არაფერი შეცვლილა და ისევ ნაცები განაგებენ ყველაფერს. უფრო მეტიც: 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ `ქართული ოცნების~ აქტივისტებს აქ საერთოდ იგნორირება გაუკეთეს...
 კოალიცია `ქართული ოცნების~ პოლიტსაბჭოს წევრები (თუ ყველა არა, ზოგიერთები მაინც) საქმის კურსში არიან და იციან რა მოხდა მარტვილში, რა შეცდომები იქნა დაშვებული და ვინ იყვნენ ნაცმოძრაობიდან შემოგდებული ის არამზადები, რომლებიც `ქართული ოცნების~ ერთგული ბიჭებისთვის ცილისწამებითა და სახელის გატეხვით შეეცადნენ `ოცნების~ სახელით თანამდებობებზე მოეყვანათ ისევ `ნაცები~.
 `ქართული ოცნების~ პოლიტსაბჭოს წევრებმა და სხვა პოლიტიკურმა ფიგურებმა ახლა მაინც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არ უნდა დაუშვან მსგავსი შეცდომა  და მეტი ნდობა გამოუცხადონ იმ ადამიანებს, რომლებიც 1 ოქტომბრის არჩევნებამდე თავიანთ სიცოცხლეს სასწორზე  დებდნენ და ვაჟკაცურად ებრძოდნენ ქართველი ხალხის გამაუბედურებელ ნაციონალურ რეჟიმს. მე აქ მხედველობაში მყავს `ქართული ოცნების~ ის მარტვილელი აქტივისტები, რომლებიც ბატონ ზურაბ ბიგვავას  ხელმძღვანელობით თავდაუზოგავად იბრძოდნენ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმისა და ადგილობრივი ნაცმაფიოზების წინააღმდეგ.
 მარტვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ბიგვავა `ქართულ ოცნებაში~ ზოგიერთებივით 1 ოქტომბრის შემდეგ არ მოსულა. ის კოალიცია `ქართული ოცნების~ რაიონული შტაბის თავმჯდომარედ დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის  გარშემო გაერთიანებულ იმ გუნდს, რომელიც ნაცხელისუფლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად იბრძოდა. სწორედ მან შექმნა და ჩამოაყალიბა პირველად ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა გუნდი მარტვილში, როცა ზოგიერთები ნაციონალების შიშით ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ.
 ბატონი ზურაბ ბიგვავა მართალი, გაბედული და უღალატო პიროვნებაა, ამიტომაც უყვართ და ენდობა მას მარტვილის მოწინავე საზოგადოება.
 მაგრამ  ამ მოწინავე საზოგადოებასთან ერთად, როგორც საქართველოს სხვა რაიონებში, მარტვილშიც მრავლად არიან მედროვე ყვარყვარეები, რომლებიც შევარდნაძის დროს მოქკავშირის მზეს ფიცულობდნენ, შემდეგ შევარდნაძე რომ წავიდა, ნაციონალებად მოგვევლინენ და პირწავარდნილი მიშისტები გახდნენ. ახლა მიშიკოსგან რომ აღარაფერს მოელიან, ნელ-ნელა ახალ ნიღბებს ირგებენ და `ქართულ ოცნებაში~ მოცოცავენ.
 სამწუხაროა, რომ დღეს მარტვილში სწორედ ეს მედროვე  ყვარყვარეები ცდილობენ წყლის ამღვრევას. Uუფრო სამწუხარო კიდევ ის არის, რომ მათ ამაში კოალიციაში შემავალი ზოგიერთი პარტიის ხელმძღვანელებიც ეხმარებიან.
 თუ `ქართული ოცნება~ თავს შორს დაიჭერს ნაცებიდან შეგზავნილი მედროვე ყვარყვარეებისგან და მეტ ყურადღებას გამოიჩენს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავიდანვე უანგაროდ ედგნენ გვერდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, დარწმუნებული ვარ ყველაფერი დალაგდება და ადგილობრივ არჩევნებში `ქართული ოცნება~, როგორც მთელ საქართველოში, მარტვილშიც კარგ შედეგს დადებს.
 და ეს რომ ნამდვილად ასე მოხდება, ამის დასტურად მესახება ის მეტად დროული და საჭირო განცხადება, რომელიც თქვენ გააკეთეთ, ბატონო ირაკლი, და რომელმაც ჩვენს მოსახლეობაში იმედი გააღვიძა.
Nკიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ ამისათვის.
გისურვებთ ახალ ახალ წარმატებებს საქართველოსთვის სასიკეთო ყველა საქმეში.

უღრმესი პატივისცემით,                              
                  გაზეთ `მარტვილის~ რედაქტორი                                          ფაუსტ ნადარაია