Friday, December 30, 2011

რეზო კონდრას ძე გაბისონიას ნაამბობი

„1974 წლის ზაფხულია. თანაკურსელ ქალიშვილებთან ერთად გეზი ავიღე კუს ტბისკენ. ფეხით ავდივართ. სუფთა ჰაერზე მალე მოგვშივდა, მაგრამ საკმარისი ფული არ აღმოგვაჩნდა, რომ კაფეში შევსულიყავით. „სოფელმუზეუმს“ რომ მივუახლოვდით, მწიფე ჭერამის სუნი გვეცა. ღობის გადაღმა, ჭერამით დახუნძლული ხე დავინახეთ.
რა ვქნათ? კვირა დღეა, ეზოში სულიერის ჭაჭანება არ არის, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა: ხომ შეიძლება შემთხვევით ვინმემ გამოიაროს. გოგონები მაქეზებენ _ ნუ გეშინია, ადი ხეზე, თუ რამე საფრთხე გამოჩნდა, განიშნებთო.
ქალიშვილების წინაშე სიფრთხილეს როგორ გამოვიჩენდი. გადავახტი ღობეს და წამში ხის კენწეროზე მოვექეცი. პარკი თან მაქვს. ხალისით ვყრი შიგ მწიფე ჭერამს. მესმის ღობესთან ჩასაფრებული გოგონების კისკისი. პარკი ავავსე. ახლა ამის ჩამოტანაა პრობლემა. რაც მეტ სიფრთხილეს ვიჩენ, მით მეტ შეცდომას ვუშვებ: ტოტი ჩამომიტყდა, ცოტა ჭერამიც დამეფანტა. არა უშავს, გოგონებს ეყოფათ. თითქმის ჩამოსული ვარ, უკვე ჩამოხტომაც შემიძლია... და უცებ, ბედი არ გინდა? საიდანღაც ნაგაზი ძაღლი გამოვარდა, ჭერამის ხეს აეტოტა და ღრენა დამიწყო. თუ მომწვდა, დავიღუპე, ჩამომათრევს. ერთი საფეხურით ავიწიე. პარკი მიშლის ხელს, მაგრამ ვერ ვიმეტებ. ძაღლი არ მეშვება. იქნებ რამე მოვუხერხო ამ ძაღლს, ჭერამს შორს გადავუგდებ, როგორც კი გაეკიდება, ჩამოვხტები და გავიქცევი. დრო არ მიდის, დრო სულ გაჩერდა. გოგონების ჩურჩული მესმის. საიდანღაც მოისმის მამაკაცის ხმა: ძაღლს ეძახის, ძაღლი მყისვე გაიქცა, მზერა გავაყოლე. მივიდა პატრონთან და ფეხქვეშ დაუწვა. გამიხარდა, შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ კვლავ ეჭვმა შემიპყრო: თუ ეს კაცი ყარაულია?! ვაკვირდები: დგას ერთ ადგილას, ხელჯოხს დაყრდნობილი და ფიქრობს რაღაცას. შავი კოსტიუმი და თეთრი პერანგი აცვია, კულტურული ადამიანი ჩანს. ვფიქრობ: „არა, არა, შეუძლებელია ეს კაცი ყარაული იყოს“. მაგრამ... ტყუილად ხომ არ მოვიდოდა აქ? უცხოელი ტურისტიც ხშირი სტუმარია აქაურობის, ამიტომაც ყარაულად განათლებული, ენების მცოდნე კაცი აუყვანიათ! ვაი, ჩემ თავს. რაღა ვქნა, ძაღლს გავუსხლტები, მაგრამ ამ კაცის მზერას როგორ დავუსხლტე? ვმერყეობ. გოგონები რაღაცას მანიშნებენ, თავგზა მებნევა. არაფერი მესმის მათი ჟესტიკულაციების.
_ უჰ, საბრალო მამაჩემი, შვილი ლექციებზე ჰგონია და ის კი საქურდავად დადის, რა მოუვა მამაჩემს, რომ ამ ამბავს გაიგებს? ამასობაში, ყარაული ფიქრებიდან გამოვიდა და მუზეუმის ეზოს სიღრმისკენ გაემართა ძაღლთან ერთად. დრო ვიხელთე და ხიდან ჩამოვხტი.ცოტა ფეხიც ვიტკინე, მაგრამ ეს არაფერი. ქალიშვილები მეხვევიან, მშვიდობიანად დაბრუნებას მილოცავენ. მე კი ბედს ვწყევლი, ჯერ ძაღლმა კინაღამ შემჭამა და მერე ეს ყარაული...
_ ვინ ყარაული? _ ეცინებათ გოგონებს, _ ბიჭო, ეს ყარაული კი არა, მწერალია, კონსტანტინე გამსახურდიაა.
_ რას ამბობთ? _ შევძახე და წამიერად აღვიდგინე სურათი: მაღალი კაცი, ხმელ_ხმელი, მოღრუბლული თვალებით!
დაძაბულობამ იმდენად დამღალა, ტბაზე არ ავსულვართ, უკან დავბრუნდით.
ეპილოგი.
ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ ჯარში გამიწვიეს. ვმსახურობდი აზერბაიჯანში, ქალაქ საბი რაბადში. რამდენიმე ვიყავით საქართველოდან. ერთი სვანი დამიმეგობრდა, ლიტერატურა უყვარდა. ამანათით მარტვილიდან გაზეთებსაც მიგზავნიდნენ, რომელთა პირველი წამკითხველი სვანი იყო. ერთხელაც მივიღე ამანათი, გაზეთები ამოვიღე და სვანს გადავაწოდე. ისიც ჩამოჯდა სკამზე, გადაშალა და იყვირა: _ ბიჭო, ვინ გარდაცვლილა?
_ ვინ?
_ ვინა და ჩვენი ბაბუა, კონსტანტინე გამსახურდია?
სვანს ისე მოსწონდა, ჩემი შეხვედრა კონსტანტინე გამსახურდიასა და მის ძაღლთან „სოფელ_მუზეუმის“ ეზოში, რომ ბევრჯერ მომაყოლინა ეს ამბავი. დავხედე მწერლის სურათს და ყველაფერი გამახსენდა... გამახსენდა შავ კოსტუმში გამოწყობილი, მაღალი, პირხმელი მწერალი, რომელიც დიდხანს იდგა ერთ ადგილას და თავის სამშობლოს ბედზე ფიქრობდა, მე კი ყარაული მეგონა და ყარაული გამოდგა _ თავის სამშობლოს ინტერესების ყარაული!“.
P. შ. ეს ამბავი რეზომ ორჯერ მომიყვა. ერთხელ, 30 წლის წინ, როცა ავად გავხდი და მარტვილის საავადმყოფოში დამაწვინეს. მეორედ _ ახლახან, ივლისის ცხელ დღეებში. რეზოს დიდი სურვილი ჰქონდა, ეს ცხოვრებისეული ფაქტი კინოში განხორციელებულიყო, მაგრამ ამაში ვერ დავეხმარე, ავადმყოფობამ შემიშალა ხელი. ახლა?
_ ვნახოთ! 

რეზო კვესელავა


ზ.დ.-ს


vpthf lfrybylf, dth itvlufh kjvsf
dtqfh fv[ytdt,c dthfyc ghfblb,
v[jkjl obuyt,ib ufhlfcek lhjsf
se lffmhjkt,c vthfyc hfbylb.
dbc t.t, wfib~ fylf vbofpt
(vbofib bmyt, dbyvtw bgjdj!)
uekfvhtdbf vfvhsf cbyfpt
fy hjwf thpt fv,j, b'jj.
fov'j xfvjufdc yfmexfk cfhxjc=
kervf- kervf hjv uffmds dbhsfudt,c.
lf hjwf kfvbc ,jqvfv lfudf[hxjc,
ths fvjj[dhf fthc udbhsfdty!
coe[fy lhjekyb lhjpt ofcekpt...
fhw vjvfdfkb lqtj,c lfht,fl!
lfdlbdfh vfuhfv sbsmvbc fhw devpth,
mext,c lf'jabks tj,fht,fl.
lqtc fvbhfybc ufmhf jhfyb
lf ths xfceysmdfl seqf d'jaybs ltdc=
eylf vjahbyltc ifdb 'jhfyb,
facecbw fhbc hjv fh vjahbyltc...
ity rb cf'dtlehc vbupfdyb ptgbhc _
gfnbdc fh cwtvj uvbht,c lqtbcfc,
dbs fqahsjdfylb, hjvtkb itabs~
dbc cfl gjekj, cfmvbs rtbcfhc~
fhf[fkbf tc cfoe[fhb,
lfrhfdc tkathb lhj lf cb.dtkbc,
t.t,lyty vfuhfv, thsb vbs[fhb,
hff itltub ytnfd bv .t,ybc~
...qvthsvf fw[jyjc bc lbjutyt,
bfhf lqbcbs zhfmfyst,ekvf...
vt rb (hfw eylf vbdlbj utyt,c)
dfv,j,, hjv .t,yf lfvsfdht,ekf.
 ილია კუხალაშვილი

ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან!

გიორგი ხულორდავა

გიორგი ხულორდავა ვისაც კი გავაცანი, ყველა აღფრთოვანებული დარჩა მისი ინტელექტითა და ნიჭიერებით.
გიორგი სალხინოს საჯარო სკოლის მეცხრეკლასელია_გამორჩეული, ცნობისმოყვარე, კითხვას დაწაფებული, თავადაც შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული. იგი აქტიურად ღებულობს მონაწილეობას როგორც შიდა სასკოლო, ისე რაიონულ სასწავლო-შემოქმედებით ღონისძიებებში, არაერთი წამახალისებელი სიგელიც მიუღია, შესაშურია მისი ინტერესი წიგნებისადმი. კითხულობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ კლასიკოსებს. განსაკუთრებით მოსწონს რუსული ლიტერატურა და თარგმნის კიდეც დიდ რუს კორიფეებს.
არ მინდა ზედმეტი ხოტბა გამომივიდეს, მან თავადაც კარგად იცის, რომ გადაჭარბებული ქება ისევე მაწყინარია, როგორც დაუსაბუთებელი, გადაჭარბებული ძაგება. თუმცა კი ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა: თუ გიორგი ასეთი ტემპებით გააგრძელებს წინსვლას, მაშინ მას უპირატესი ალბათობით დიდი მომავალი უნდა ვუწინასწარმეტყველოთ. სწორედ ამ იმედით გთავაზობთ მის ორ ლექსს. ვფიქრობ მკითხველი თავად დარწმუნდება ჩემი ვარაუდის უტყუარობაში.
ილია კუხალაშვილი

მზის ამოსვლა
კლოდ მონეს ამავე სახელწოდების
სურათის მიხედვით
მოხუც მენავეს შვილი უზის პატარა ნავში,
ტბაზე ლივლივებს მობრჭყვიალე სხივები მზისა,
ირგვლივ მრავალნი დაცურავენ თევზები წყალში,
გაღმა ნაპირზე ჩანს ხეები კვიპაროსისა.

მწუხრი ილევა, განათდება მალე მიდამო,
მენავეები თევზაობენ მშვიდად და ნელად,
ქარი უბერავს და შეარხევს ზოგჯერ კვიპაროსს,
მზის შუქი წყალზე გადაიქცა მკვეთრ ანარეკლად.

თევზნი დააფრთხო ნიჩბის ხმამ და ფაციფუცობენ,
მენავეები წასასვლელად ემზადებიან,
მეორე ნავზე შესცქერიან ვიღაც უცხოებს
და მაინც ისევ მზის ამოსვლას ელოდებიან.



             მაისი
მრავალი ფერით შემოსა
მთანი და მინდორ-ველია,
გაალამაზა სამყარო,
როგორც ბუნების წესია.
მთელი დღე შრომობს მაისი,
შრომაში გააქვს დღენია,
აქეთ ყვავილი გაშალა,
იქით შეამკო ველია...
მთაში დაადნო თოვლი და
ბარში ახარა ხეები,
ამ დაუღალავ შრომაში
დამთავრდა მისი დღეები.



მეგრული ენობრივი კულტურის შენარჩუნება და განვითარებისათვის ზრუნვა სეპარატიზმი არ არი


ამ დღეებში მარტვილის წიგნის მაღაზიაინტელექტშიშევიძინე გამომცემლობაინტელექტისმიერ წელს გამოცემული ვახტანგ ჯავახაძის წიგნილექსიდან_ლექსამდე“ (ჩანაწერები), სადაც ავტორი სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად გვთავაზობს თავის მოსაზრებას მურმან ლებანიძის იმ ლექსზე, რომლის გამოქვეყნებამ თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სამეგრელოს კუთხის წარმომადგენლებში, რადგან იმ ლექსში ძირითადად მეგრელები და მეგრული ენა იყო გალანძღული და დამცირებული.
დარწმუნებული ვარ, რომ არა ბოლოდროინდელი აღზევებული სეპარატიზმი, ის ლექსი არ დაიწერებოდაო“, ბრძანებს ბატონი ვახტანგ ჯავახაძე (გვ. 136). საინტერესოა, რომელ სეპარატიზმზეა აქ საუბარი? აფხაზურზე? თუ აფხაზურზეა, რა შუაშია სამეგრელო და მეგრული ენა?
მკითხველს, ალბათ, ახსოვს მურმან ლებანიძის იმ ლექსის ეს სტრიქონები:
ვით დედა _ მტკვართან ჭოროხს და ენგურს,
რიონს და ტეხურს, იორს და არაგვს,
აგრეთვე ენას _ ქართულთან მეგრულს
ხმა ამოიღოს უფლება არ აქვს.
მე ამ ლექსის შესახებ ჯერ 1999 წელს გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომელიც, როგორც რაიონულ, ასევე სამხარეო და რესპუბლიკურ გაზეთებში დაიბეჭდა. ამიტომ ახლა ამ საკითხების გამო კამათს არავისთან არ ვაპირებ, მაგრამ ვახტანგ ჯავახაძის ზემოაღნიშნული ჩანაწერის წაკითხვის შემდეგ თავს მოვალედ ვთვლი ორიოდე სიტყვით იმ საკითხებზე შევაჩერო მკითხველის ყურადღება, რომელიც მეგრულ ენასა და ამ ენისადმი ჩვენს სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ეხება.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში დღესაც ბევრ ვინმეს ჰგონია, რომ მეგრული ენის განვითარებისათვის ხელის შეწყობა დამღუპველია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, რადგან ეს თურმე აღვივებს სეპარატიზმს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, რაც ჩვენზე უკეთესად იცოდა მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ჭეშმარიტმა კლასიკოსმა გრიგოლ რობაქიძემ, რომელიც ამბობდა: „საქართველოს სიძლიერე სწორედ მის ტომთა ცოცხალ თავისებურებაშია, მე იმის მომხრეც ვიქნებოდი, მწერლობა აყვავებულიყო მეგრულად, ქართული მწერლობა ამით არას დაკარგავს, _ პირიქით, კიდეც მოიგებსო“.
მე, რა თქმა უნდა, მჯერა ამ სიტყვების ჭეშმარიტებისა, მაგრამ მარტო ჩემი დაჯერება არაფერია.
გრიგოლ რობაქიძე იმდენად დიდია, რომ მისთვის სულკურთხეულ მურმან ლებანიძესაც უნდა დაეჯერებინა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეწერა მეგრული ენის შესახებ ასეთი სტრიქონები:
აგრეთვე ენას,_ ქართულთან მეგრულს
 ხმა ამოიღოს უფლება არ აქვს“.
რას ნიშნავსხმა ამოიღოს უფლება არ აქვს?“ სამეგრელოში მეგრელმა კაცმა მეგრულად არ ილაპარაკოს? მეგრული სიმღერებიჩელა“, „სისატურა“, „კუჩხიბედნიერი“, „ოდოიაარ იმღეროს? ან განა დღესაც არ უნდა შეიქმნას ახალი მეგრული სიმღერები, მეგრული ლექსები? თუ ვინმე მეგრულ ენაზეც შექმნის ღირსეულ ნაწარმოებს, დაწერს მოთხრობას, ზღაპარს, იგავ-არაკს ან ლექსს, არ მესმის ამაში მაინცდამაინც სეპარატიზმი რატომ უნდა დავინახოთ? განა მეგრული ენა ქართველური ენა არ არის? მერე რა, რომ ის უმწერლობო ენაა? განა ამისათვის მას პატივისცემა არ სჭირდება? გაიხსენეთ დიდი ინგლისელი ენათმეცნიერის მაქს მიულერის სიტყვები: „ის უმწერლობო ენებიც, რომელთაც არასოდეს შეუქმნიათ ლიტერატურული ნაწარმოები, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჰომეროსის პოეზია, ანდა ციცერონის პროზა“.
მეგრული ენა უძველესი ქართველური ენაა, რომლის მეშვეობით შეიძლება მრავალი ახალი სიტყვა ითქვას მეცნიერებაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ჩვენი ტოპონიმების ასახსნელად რად ღირს იგი.
სულ მეგრული წარმოშობისაა აჭარაში, გურიაში, იმერეთში არსებული გეოგრაფიული სახელები და მეგრული ენის გაუთვალისწინებლად ვერაფრით ვერ აიხსნება მათი მნიშვნელობები. მაგალითად, სამტრედიის რაიონში არის სოფელი ჯიხაიში (საიდანაც იყო ნიკო ნიკოლაძე), მაგრამ თუ მეგრულ ენას არ ფლობ და არ იცი, რომჯიხაარის ქართულიციხესიტყვის მეგრული შესატყვისი, ვერასოდეს ვერ გაიგებ, რომ ჯიხაიში ციხისა- ნიშნავს.
სამტრედიაში არის აგრეთვე სოფელიქვაყუდე“, რომლის სახელიც მხოლოდ მეგრულით აიხსნება, „ყუდეარის სახლი, ქვაყუდე კი ნიშნავს ქვის სახლს. გენიალური ქართველი პოეტის გალაკტიონის მშობლიური სოფლის სახელიჭყვიში“-, რომელიც რიონის პირას მდებარეობს, მეგრულ სიტყვასთანაა დაკავშირებული და ეს არცაა გასაკვირი, რადგან იმ ადგილებში წინათ მეგრელები ყოფილან დასახლებული.
საქართველოს ისტორიის მამის, დიდი ივანე ჯავახიშვილის მტკიცებით, ჩვენი ქვეყნის ის ტერიტორიები, სადაც ახლა იმერლები და გურულები ცხოვრობენ, წინათ მხოლოდ მეგრულლაზურ ტომებს ეკუთვნოდა. ივანე ჯავახიშვილს იქვე მოჰყავს რომაელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პლინიუსის ცნობა იმის შესახებ, რომ რიონი მეგრელების მიწაზე დიოდაო (იხ. ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, 1913. გვ.315).
პლინიუსის ამ ცნობას ივანე ჯავახიშვილი ქართულ გეოგრაფიულ სახელებზე დაკვირვებითა და მეგრული ენის დახმარებით ასაბუთებს, უფრო სარწმუნოს ხდის.
ასე, რომ, მეგრული ენის არსებობას, მის შესწავლასა და დანიშნულებისამებრ გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეცნიერული თვალსაზრისითაც, რაც, სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის და უნდა, რომ არც სხვას ესმოდეს.
ცამდე მართალია პოეტი ვახტანგ ხარჩილავა, როდესაც წერს, რომქართული ენა სახელმწიფო ენაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სვანური და მეგრული უგულებელვყოთ, აბუჩად ავიგდოთ და კანონგარეშე გამოვაცხადოთო“.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მეგრული ენისა და სამეგრელოსადმი დანარჩენი საქართველოს გულგრილი დამოკიდებულებაარ ახალია, ძველია“. ეს აშკარად ჩანს ქართლის (იბერიის) სამეფოს პირველი მეფის ფარნავაზის დროიდანაც, რაზედაც შესანიშნავად ილაპარაკა მრავალ კოლხურ საიდუმლოებათა ამომხსნელმა მეცნიერმა და მწერალმა_ აკადემიკოსმა ლადო ალფენიძემ.
აი, მისი სიტყვები: „ქართლის ცხოვრებაში თითქმის არაფერია დაწერილი კოლხების ოქროს საწმისის შესახებ, არაფერია დაწერილი კირკეს ღვთისმშობლობის შესახებ... რატომ არ მიაჩნდა საჭიროდ მროველს და ავტორებს მოეხსენებინათ ერთი სტრიქონით მაინც ის, რაც ასე აღაფრთოვანებდათ ევრიპიდეს, სენეკას, ჰეროდოტეს, კანტს? რატომ? რატომაა ასე გაბზარული ჩვენი ისტორია და ეროვნული ცნობიერება საწყისიდანვე, ფარნავაზიდან და ლეონტი მროველიდან მოყოლებული დღემდე რატომ წერდნენ ოქროს საწმისზე ჰომეროსი, ჰესიოდე, ვერგილიუსი, აპოლონიოს როდოსელი, ევრიპიდე, სენეკა და რატომ დუმდნენ ქართველები თითქმის სამი ათასი წელი?“  იმავე ლადო ალფენიძის თქმით, „შესაძლოა ეს გამოწვეულია იმით, რომქართლის ცხოვრებისარაქრისტიანული პერიოდის ამსახველმა ტექსტმა მეტად მძიმექრისტიანული და არა მხოლოდ ქრისტიანულირედაქტირება განიცადა.
ქართლის ცხოვრებამართლაც არ იცნობს არც ოქროს საწმისის მითს და არც სხვა მითებს აიეტის, კირკეს, მედეას შესახებ.
ალბათ იმიტომ, რომ ქართლის ცხოვრება უპირატესად ქართლის ცხოვრებაა და არა იმდენადკოლხეთის ცხოვრება“.
ქართლის ცხოვრების ანალოგიური, მისი პარადიგმულიკოლხეთის ცხოვრებადაკარგულია ან განადგურებული. ამიტომ ქართველებს, შეიძლება ითქვას, დღეს მხოლოდ ნახევარ-ისტორია გაგვაჩნია სრული ისტორიის ნაცვლად.
ვახუშტი ბაგრატიონისა და სხვა ავტორთა თხზულებები ეგრისის, კოლხეთის შესახებ ვერ ავსებს ამ ხარვეზს.
ისტორიული ვაკუუმისშედარებით სრულფასოვანი შევსება ხდება ელინიური, ბიზანტიური, რომაული და სხვა წყაროების მიხედვით (ლადო ალფენიძე).
ახლა კი მინდა ეს წერილი
დავამთავრო ჩემივე ლექსითჩქიმი ჭიჭე სამარგალო“, რომელსაც დღეს თითქმის მთელი სამეგრელოცმღერის:
ირ ქიანა გიჸორდასუ
მარა რშუდას სი მიქ რდუნი,
ვეშგოჭყორდას დიდა ნანას
მუ ნინაშა გიბირდუნი.
საქორთუოშ არძა კუნთხუს
საჸოროფოდ გუნჯი გური,
მარა ვეშეჭყოლიდუა
სქანი ნინა მარგალური.
ვჩირთუქუდა მაპატიით
დო ქოფთქუან მართალს გვალო,
მა არძაშა ქომისხუნუ
ჩქიმი ჭიჭე სამარგალო.
ეს ლექსი ჩემი მშობლიური კუთხისა და ენის სიყვარულმა დამაწერინა და მასში არაფერია სეპარატისტული. მეგრული ენა უძველესი ქართველური ენაა. ამ ენაზე ლაპარაკობდა არგონავტების თქმულების ერთ-ერთი გმირი, კოლხეთის მდიდარი და სახელგანთქმული მეფე_აიეტი და მისი ქალიშვილი მედეა, რომელთა სახელები მთელმა მსოფლიომ იცის. კოლხური, იგივე მეგრული დამწერლობის შესახებ ღაღადებდნენ ძველი ბერძენი პოეტები_ჰომეროსი და აპოლონიოს როდოსელი, მსოფლიო ისტორიის მამა ჰეროდოტე და მრავალი სხვა. და ეს ისტორიული ფაქტი, არა მარტო მეგრელებს, არამედ საქართველოს ყველა კუთხის შვილებს, უნდა ეამაყებოდეს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მეგრული (ასევე სვანური) ენობრივი კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის ზრუნვა სეპარატიზმი სულაც არ არის და ასეთი ფიქრი მხოლოდ არატოლერანტული აზროვნების შედეგია.

ფაუსტ ნადარაია