Thursday, December 26, 2013

კალიგრაფიის კონკურსი მარტვილში

19 დეკემბერს მარტვილის  მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში  ჩატარდა ქართული კალიგრაფიის კონკურსი. კონკურსის მიზანია ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის  პოპულარიზაცია, ხელით წერის კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
  კონკურსში მონაწილეობდნენ  საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები, კონკურსში  მონაწილეობდა  ასევე  დაინტერესებული პირები.  მონაწილეთა ნამუშევრები შეაფასა ჟიურიმ.
კონკურსის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები პირველ კატეგორიაში  პირველი ადგილის მფლობელი გახდა სალხინოს საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიკა გულორდავამ, ხოლო  მეორე კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა კურზუს საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე თეკლე აშორტიამ.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ  პრიზებით  და დიპლომებით. კონკურსი ჩატარდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის იციატივით.

No comments:

Post a Comment