Thursday, September 24, 2015

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სოსო დანელიას მილოცვა მარტვილელებს

       ძვირფასო მარტვილელებო, ჩემო თანარაიონელებო!
25 სექტემბერი წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცესისა და წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მოძღვრის, გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეა.
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!
ჩემი სურვილია ყველა მარტვილელი, ყველა ქართველი მტკიცედ და ერთგულად დავდგეთ ჩვენი დიდი წინაპრის ნაკვალევზე და ქრისტესმიერი სიყვარულით შევიყვაროთ ერთმანეთი.
მე, როგორც თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვიცნობ თქვენს პრობლემებს და საჯაროდ გპირდებით, რომ, რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ მათ გადასაჭრელად.
თქვენ ალბათ, იცით, რომ მე წლების განმავლობაში ბევრ უცხო ქვეყანაში მომიწია ცხოვრებამ და საკმაო გამოცდილება მაქვს მიღებული. გჯეროდეთ, მთელ ჩემს ენერგიასა და გამოცდილებას ჩემს მშობლიურ კუთხეს მოვახმარ, ხელს შევუწყობ რაიონში ბიზნესის განვითარებას და თქვენთან ერთად ყველაფერს ვიღონებ ეკონომიკის ასაღორძინებლად.
მარტვილის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საშუალებას იძლევა სოფლის მეურნეობის (მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მემარცვლეულობა და ..) განვითარებისათვის.
სოფლის მეურნეობასთან ერთად განვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. ვიბრძოლებ იმისათვის, რომ რაიონში რაც შეიძლება ნაკლები იყოს უმუშევართა რიცხვი, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება თავისი შრომით არჩინოს ოჯახი და ლუკმა-პურის საშოვნელად თურქეთსა და სხვა ქვეყნებში არ უხდებოდეს სიარული.
მჯერა, თქვენი თანადგომის და დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერსქართული ოცნებაგაიმარჯვებს. ჩვენ ერთად გადავდგამთ ღირსეულ ნაბიჯს ჩვენი რაიონის უკეთესი მომავლისათვის.
ძვირფასო მარტვილელებო! კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს. ჯანმრთელობა, სიკეთე, სიხარული და ბედნიერება ნუ მოაკლოს ღმერთმა თქვენს ოჯახებს.

სიყვარულითა და პატივისცემით,
სოსო დანელია,
მარტვილის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის 

კანდიდატი შუალედურ არჩევნებშიქართული ოცნებიდან

Thursday, June 4, 2015

მივმართავთ გუბერნატორს

       რატომ ეუბნებიან უარს მარტვილში "ქართული ოცნების" აქტივისტებს სამსახურში დანიშვნაზე

გაზეთ `მარტვილისმიმდინარე წლის მარტის ნომერში, რუბრიკით: `ეს გუბერნატორმა უნდა წაიკითხოს“, დაიბეჭდა რედაქტორის _ ფაუსტ ნადარაიას ინტერვიუ რეგიონული პრესისა და მიმდინარე პოლიტიკის საკითხებზე.
აღნიშნული გაზეთი გუბერნატორს ფოსტის საშუალებით გაეგზავნა, მაგრამ, როგორც გვითხრეს, ის იმ პერიოდში საქართველოში არ ყოფილა და ამიტომ ვწერთ ახლა ამ წერილს იგივე საკითხზე, განმეორებით.
საქმე ის არის, რომ დღეს მარტვილში ,,ნაციონალური მოძრაობის ის აქტივისტები, რომლებიც ადრე გაქანებული მიშისტები იყვნენ და ნაცების წინაშე თავმოსაწონებლად ბიძინა ივანიშვილსა და მის მხარდამჭერებს დედას აგინებდნენ, მუნიციპალიტეტის გამგეობაში თბილად არიან მოკალათებულნი და ეშმაკმა იცის, თუ ვის დავალებას ასრულებენ.
შეიძლება ვინმემ იფიქროს, იქნებ ,,ქართული ოცნებისაქტივისტებმა ტესტირება ვერ ჩააბარეს და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ,,ნაციონალურიხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტებს, მათ შორის განსაკუთრებით იმ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც თავიდანვე თავგამოდებით ებრძოდნენ სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს, დღეს მარტვილში ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგაც უარს ეუბნებიან სამსახურში მიღებაზე.
უფრო საოცარი და გასაკვირი კიდევ ის არის, რომ აქ ტესტირება-გასაუბრების გარეშე დანიშნულთა შორისაც არ არიან `ოცნებისაქტივისტები, აქაც ნაციონალების დროს დასაქმებული `ნაცებიდა მათი მხარდამჭერები არიან ისევ სამუშაოზე აყვანილნი.
მაგრამ ის, რაც ვთქვით, ვინმეს ლიტონ განცხადებად რომ არ მოეჩვენოს, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ:
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა გამგეობის აპარატში მის მიერ დანიშნული კადრებიდან ორ კაცს მაინც თუ დაასახელებს ისეთს, ვისაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ერთი საჯარო განცხადება მაინც აქვს გაკეთებული იმ უზნეობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც `ნაციონალური მოძრაობასჩადიოდა საქართველოში, ჩვენ იმ დღიდან ლიკვიდირებულად გამოვაცხადებთ ჩვენს გაზეთს და შევწყვეტთ მის გამოცემას. ხოლო თუ ის ამას ვერ შეძლებს, მაშინ კიდევ ერთხელ ვთხოვთ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ბატონ ლევან შონიას, კონტროლზე აიყვანოს მარტვილი და მუნიციპალიტეტის გამგებელს, ალ. გრიგალავას მოსთხოვოს, განმარტოს, თუ ვისი რეკომენდაციით ნიშნავს იგი საჯარო სამსახურში თანამშრომლებს და რატომ ეუბნება უარს `ოცნებისაქტივისტებს საჯარო სამსახურში მიღებაზე.
ხომ თქვა ყველას გასაგებად ირაკლი ღარიბაშვილმა: `ჩვენ გვერდით უნდა ამოვიყენოთ და იმედები არ გავუცრუოთ იმ ადამიანებს, რომლებიც პირველივე დღიდან ჩვენთან იდგნენ და ჩვენთან ერთად ებრძოდნენ სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს.
და კიდევ: `მივმართავთ ყველას, რომ აღარ დავუშვათ არსად, არც ერთ რაიონში ეგრეთწოდებული კოჰაბიტაცია! ეგ იქნება ჩვენი სირცხვილი“.
აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მოისმინოს აღნიშნულ საკითხზე გამგებლის ანგარიში და ნაციონალების მფარველ მარტვილის ხელმძღვანელობას არ მისცეს პრემიერის ამ სიტყვებისა და `ოცნებისაქტივისტების იგნორირების საშუალება, რაც დღევანდელ ვითარებაში არა მარტო `ოცნების“, არამედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს.

გაზეთ `მარტვილისრედაქცია