Wednesday, May 31, 2017

"`მეგრული პოეზიის ანთოლოგიის" შესახებ


ახლახან მკითხველმა მიიღო გამომცემლობა `ივერიონის~ მიერ 2000 ტირაჟით გამოცემული 700 გვერდიანი `მეგრული პოეზიის ანთოლოგია~. (პროექტის ავტორი გური ოტობაია). ფაქტია, ასე სრულად და ამ სახით მეგრული პოეზიის ნიმუშები ჯერ არავის გამოუქვეყნებია.
_ ამ წიგნის გამოცემა ძველი კოლხეთის სულის სიდიადის გამოვლენაა... კოლხ კაცს ეს წიგნი აუცილებლად სჭირდებაო, _ თქვა ერთმა ჩემმა მეგობარმა და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ასეა.
Mმადლობა გური ოტობაიას და ყველა იმ პიროვნებას, ვინც მონაწილეობდა ამ დიდებული წიგნის გამოცემაში.
ანთოლოგიაში შესულია როგორც ხალხური, ასევე ორიგინალური ლექსები.
მარტო ამ კრებულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვასრომ თანამედროვე ავტორების მეგრული პოეზია პერსპექტივის თვალსაზრისით  დიდ მომავალს გვპირდება.
Mმეგრული პოეზიის თანამედროვე წარმომადგენლებზე უფრო ვრცლად და კონკრეტულად სხვა წერილში ვისაუბრებ.
ახლა კი თავს ნებას მივცემ ამ ანთოლოგიის შესახებ გამოვთქვა რამდენიმე შენიშვნა.
1.  წინასიტყვაობაში გვეუბნებიან, რომ `მეგრული პოეზიის ანთოლოგია~ ფოლკლორის კვალდაკვალ წარმოგვიდგენს განსხვავებული ასაკისა და პოეტური ტემპერამენტის ერგას (50), ნათელში მყოფ თუ სვეკურთხეულ ავტორს. სინამდვილეში კი, როცა წიგნს გაეცნობით, ნახავთ რომ იქ 50 კი არა 63 ავტორია. 15 რატომღაც ფოლკლორის განყოფილებაშია მოხვედრილი. Gგაუგებარია  რანიშნით მოხვდა მათი განცალკევება? მაგალითად, თუკი ცნობილი `ჩელას~ დამწერი პავლე აკობია `ავტორების~ განყოფილებაშია შეყვანილი, საინტერესოა რატომ მოხდა `ფოლკლორის~ განყოფილებაში ასევე მთელ სამეგრელოში ცნობილი ლექსის _ `თიწკმა იპიიქ გაჭირებულის~ _ ავტორი ლადი სალაყაია, ვისაც ეკუთვნის ეს შედევრიც: