Sunday, March 13, 2016

ფაუსტ ნადარაია: რეპლიკები და მოსაზრებები (სხვადასხვა დროის ჩანაწერებიდან)

es wig­ni mwer­li­sa da Jur­na­lis­tis fau­st na­da­ra­i­as li­te­ra­tu­ru­li sta­ti­e­bis (uf­ro swo­rad, ro­gorc Tvi­Ton uwo­debs, rep­li­ke­bi­sa da mo­saz­re­be­bis) kre­bu­lia. mas­Si gan­sa­kuT­re­bu­li ad­gi­li eT­mo­ba ag­reT­ve pe­ri­o­dul pre­sa­Si ad­re ga­moq­vey­ne­bul kri­ti­kul-po­le­mi­kur we­ri­lebs meg­ru­li enob­ri­vi kul­tu­ri­sad­mi Cve­ni sa­xel­mwi­fo­eb­yri­vi da­mo­ki­de­bu­le­bis Se­sa­xeb.

aq­vea sxva­das­xva xa­si­a­Tis Ca­na­we­re­bic, rom­le­bic sa­in­te­re­sod iki­Txe­ba.






 







მეგრული  ნანა

        ბევ­რი სიმ­ღე­რა არ­სე­ბობს ამ ქვეყ­ნად, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი არის ერ­თი სიმ­ღე­რა - ,,ი­ავ­ნა­ნა“. არ არ­სე­ბობს დე­და, რო­მელ­საც თა­ვი­სი შვი­ლის­თვის არ ემ­ღე­როს იგი.
        გა­ნუ­ზომ­ლად დი­დია დე­დის სიმ­ღე­რის ზე­მოქ­მე­დე­ბის ძა­ლა ადა­მი­ან­ზე. გა­ვიხ­სე­ნოთ ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მშვე­ნი­ე­რი მოთხ­რო­ბა ,,ი­ავ­ნა­ნამ რა ჰქმნა“?, რო­მელ­საც ჩვენს სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ბა­და­ლი არ მო­ე­პო­ვე­ბა. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ამ მოთხ­რო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა მის წმინ­და ფსი­ქო­ლო­გიზ­მში­ა, ე. ი. იმა­ში, რაც იავ­ნა­ნას მოს­მე­ნამ შეძ­ლო, რა­მაც ლე­კად ქცე­ულ 13 წლის ქე­თოს ად­რინ­დე­ლი ბავ­შვო­ბის და­კარ­გუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი აღუძ­რა და კვლავ ქარ­თველ ქა­ლად აქ­ცი­ა.
      იავ­ნა­ნა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მა­შინ, ალ­ბათ, სიმ­ღე­რაც არ იქ­ნე­ბო­და დე­და­მი­წის ზურ­გზე და პო­ე­ზი­ის მად­ლიც მო­აკ­ლდე­ბო­და ცხოვ­რე­ბა­სო, - ამ­ბობს ერ­თი მწე­რა­ლი.
     დე­დე­ბი პირ­ვე­ლი პო­ე­ტე­ბი არი­ან, ისი­ნი უთე­სა­ვენ პო­ე­ზი­ის მარ­ცვალს თა­ვი­ანთ შვი­ლებს სულ­ში. ამ მარ­ცვლე­ბი­დან იზ­რდე­ბა და იფურ­ჩქნე­ბა შემ­დე­გ ყვა­ვი­ლე­ბი. ყვე­ლა­ზე მძი­მე და სა­ში­ნელ წუ­თებ­ში იხ­სე­ნე­ბენ მა­მა­კა­ცე­ბი აკ­ვან­ში მოს­მე­ნილ სიმ­ღე­რას.
დე­და­მი­წა­ზე რამ­დე­ნი ენა­ცა­ა, იმ­დე­ნი იავ­ნა­ნა არ­სე­ბობს. მეგ­რულ­ში ,,ნა­ნა“ მხო­ლოდ აკ­ვნის სიმ­ღე­რა რო­დი­ა, ის სა­ზო­გა­დო სა­ხე­ლის ,,დე­დის“ ბა­და­ლი სიტყ­ვა­ა. ამი­ტო­მა­ა, რომ აკ­ვნის სიმ­ღე­რას ,,ნა­ნას“ ვუ­წო­დებთ, ვი­ნა­ი­დან ის ,,ნა­ნას’ ე. ი. დე­დის სპე­ტა­კი სიყ­ვა­რუ­ლი­თაა გამ­თბა­რი.
მეგ­რუ­ლი ნა­ნა, რო­გორც ყვე­ლა ,,ი­ავ­ნა­ნა“, არის სამ­შობ­ლო­სად­მი უსაზ­ღვრო სიყ­ვა­რუ­ლის წმინ­და სა­გა­ლო­ბე­ლი, რო­მელ­საც ოდით­გან­ვე უმ­ღე­რო­და მეგ­რე­ლი დე­და თა­ვის შვილს:
ნა­ნა­ი­ა, ნა­ნა სქუა
ნა­ნაშ ჭი­რი­მა,
არ­კვა­ნი­შა იშამ­ჯა­ნუ
ვარ­დიშ პი­რი მა.
გამ­ნუ­ონ­წყი შქარ­თუ­ნი დო
აშ­ვო­ჯი­ნი მა,
ბჟა დო თუ­თას ქო­გუ­რა­ფუ
იში ჭი­რი­მა.
დღა­სუ ვე­გი­ჭყო­ლი­დუა
გოლ­ვა­ფი­რი მა,

ჸა­თე ნა­ნა მარ­გა­ლუ­რი
სქა­ნი ჭი­რი­მა!
სქა­ნი კუნ­თხუ სა­ქორ­თუ­ო,
ნა­ნაშ ჰა­მო ბჟა,
სქან ფა­ცხა დო სქან კე­ბუ­რი
სქა­ნი ჭი­რი­მა.
           სა­მეგ­რე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ეს სა­აკ­ვნე სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც სპი­რი­დონ კვა­რა­ცხე­ლი­ას­გან ჩა­უ­წე­რია და გა­მო­აქ­ვეყ­ნა კა­ლის­ტრა­ტე სა­მუ­ში­ამ, მეგ­რელ­მა კაც­მა არა­სო­დეს არ უნ­და და­ი­ვი­წყოს.
          სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ 2007 წელს გა­მო­ცე­მულ მარ­თლაც უძვირ­ფა­სეს წიგ­ნში ,,მეგ­რუ­ლი პო­ე­ზი­ა“  (შემდგე­ნე­ლი ლია ნა­რო­უშ­ვი­ლი) ეს ლექ­სი არაა შე­ტა­ნი­ლი.
     მარ­თა­ლი­ა, იქ 33-ე გვერ­დზე და­ბეჭ­დი­ლია ,,სი­სა ტუ­რა“, რომ­ლის და­სა­წყი­სი სტრი­ქო­ნე­ბი ემ­თხვე­ვა ჩვენს მი­ერ აქ წარ­მოდ­გე­ნილ ,,ნა­ნას“ და­სა­წყის სტრი­ქო­ნებს, მაგ­რამ უნ­და ით­ქვას, რომ ,,სი­სა ტუ­რა“ მა­ინც სხვა ნა­წარ­მო­ე­ბი­ა, რომ­ლის ავ­ტო­რად კა­ლის­ტრა­ტე სა­მუ­შია ლა­დი სა­ლა­ყა­ი­ას ასა­ხე­ლებს.
        ამი­ტომ, ჩვე­ნი აზ­რით, მეგ­რუ­ლი პო­ე­ზი­ის შემ­დგო­მი გა­მო­ცე­მის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ,,ნა­ნას“ ხალ­ხუ­რი და ავ­ტო­რი­სე­უ­ლი სტრი­ქო­ნე­ბის ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ვნა.
        მეგ­რულ ხალ­ხურ პო­ე­ზი­ა­ში არ­სე­ბობს ,,ნა­ნას“ რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი, რო­მელ­თა­გან ერთ -ერ­თი მეც მაქვს ჩე­მე­ბუ­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და გა­და­ქარ­თუ­ლე­ბუ­ლი. აი, ისიც:
ნა­ნა­ი­ა, ნა­ნა შვი­ლო  ნა­ნას ჭი­რი­მე.
კაკ­ლის აკ­ვან­ში მი­წევ­ხარ  ვარ­დის პი­რი მე.
გა­დაგ­ხა­დე სა­ბა­ნი და და­გაკ­ვირ­დი მე
მზეს და მთვა­რეს ემ­სგავ­სე­ბი შე­ნი ჭი­რი­მე.
გი­ყუ­რებ და თვალს ვე­ღარ გწყვეტ ხარ მშვე­ნი­ე­რი,
მი­ხა­რი­ა, მა­მა­შე­ნის გაქვს შენ იე­რი.
ისე სა­ა­მუ­რად გძი­ნავს რომ გა­მა­ო­ცე,
გა­იღ­ვი­ძე, ჩე­მო ბი­ჭო,­მკერ­დზე მა­კო­ცე.
სა­ა­მუ­რად მი­ტომ გძი­ნავს შენ გე­ნაც­ვა­ლე,
რომ ფიქ­რე­ბი არ გეხ­ვე­ვა და არ გაწ­ვა­ლებს.
ან რა შე­ნი საქ­მე არის ჯერერთ ფიქ­რე­ბი,
შენ არა­ფერს მო­გაკ­ლე­ბენ ეს ძუ­ძუ­ე­ბი.
გა­იზ­რდე­ბი, შენც გექ­ნე­ბა სა­ფიქ­რე­ბე­ლი,
ნა­ხავ რა­რიგ მუხ­თა­ლია წუ­თი­სო­ფე­ლი.
მან სის­წო­რე ცო­ტა იცის, სიც­რუე - ბევ­რი.
ჯერ ცხოვ­რე­ბას არ იც­ნობ და ხარ ბედ­ნი­ე­რი.
დი­დი გახ­დე, შე­ებ­რძო­ლე უსა­მარ­თლო­ბას,
გა­უმ­კლავ­დი ამ ცხოვ­რე­ბის უკუღ­მარ­თო­ბას.
გა­უ­მაგ­რდი ქვეყ­ნის ტრი­ალს მიჰ­ყევ ბო­ლომ­დი,
შე­იყ­ვა­რე კე­თი­ლი და გძულ­დეს ბო­რო­ტი.
არა­სო­დეს და­ი­ვი­წყო  შე­მო­გევ­ლე მე,
ეს მეგ­რუ­ლი ნა­ნა­ია შე­ნი ჭი­რი­მე,
შე­ნი ტურ­ფა სა­ქარ­თვე­ლო, დე­დის ტკბი­ლი რძე,
შე­ნი ფა­ცხა და კე­რია შე­ნი ჭი­რი­მე.














დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხი
ლექს არ­ვინ და­ი­თა­ვი­სოთ
ნათ­ქვა­მი კო­ბა­ი­სა­ო.
ხალ­ხუ­რი.

         ამას წი­ნათ, მწე­რა­ლი ზა­ურ კა­ლან­დია გა­ზეთ ,,ლი­ტე­რა­ტუ­რულ“  სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­ლის­ტკი­ვი­ლით წერ­და:
         ,,ი­მის ში­შით, რა­მე არ დაგ­ვწა­მო­ნო, მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის ბრწყინ­ვა­ლე ნი­მუ­შე­ბი ვერ გად­მოგ­ვი­ქარ­თუ­ლე­ბია (რაც სვა­ნებ­მა კარ­გა ხა­ნია თარ­გმნეს და დი­დე­ბუ­ლი საქ­მე გა­ა­კე­თეს) ... არა­და ისიც ცნო­ბი­ლი­ა, არა ერ­თი თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ტი მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ით რა­რი­გად სარ­გებ­ლობს და ერის სა­უნ­ჯეს ხე­ლა­ღე­ბით ძარ­ცვავს...“.
       და ეს რომ ნამ­დვი­ლად ასე­ა, ამას ადას­ტუ­რებს  იმა­ვე გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჩე­მი წე­რი­ლი ,,ო­რი­გი­ნა­ლუ­რი თუ ნა­თარ­გმნი?“ (1987 წ. 12 ივ­ნი­სი), რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ნო­დარ ჯა­ლა­ღო­ნი­ას ლექ­სე­ბის კრე­ბულს ,,ძვე­ლი კოლ­ხუ­რი ჰან­გე­ბი“. მე ვწერ­დი:
        ,,ნო­დარ ჯა­ლა­ღო­ნი­ას ძვე­ლი კოლ­ხუ­რი ჰან­გე­ბი დი­და­დაა და­ვა­ლე­ბუ­ლი მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ი­სა­გან...“
     ,,მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შე­ბის გად­მო­ქარ­თუ­ლე­ბის­თვის ნ. ჯა­ლა­ღო­ნი­ა, რა თქმა უნ­და, მად­ლო­ბის ღირ­სი­ა, მაგ­რამ პო­ე­ტი მეტ პა­ტი­ვის­ცე­მას და­იმ­სა­ხუ­რებ­და, რომ  ხალ­ხუ­რი ლექ­სე­ბი თა­ვის ორი­გი­ნა­ლურ ნა­წარ­მო­ე­ბად არ გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა-­მეთ­ქი.
       ამის გა­მო ნო­დარ ჯა­ლა­ღო­ნია ძა­ლი­ან გა­მი­ნა­წყენ­და და გა­ზეთ ,,ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ 1987 წლის 10 ივ­ლი­სის ნო­მერ­ში და­ბეჭ­და წე­რი­ლი ,,ერ­თი შე­ნიშ­ვნის გა­მო“, რი­თაც მან კი­დევ ერ­თხელ ცხად­ყო თა­ვი­სი ტენ­დენ­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის მი­მართ.
          მარ­თა­ლი­ა, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, აღ­ნიშ­ნულ წე­რილ­ზე თა­ვი­დან არ მი­პა­სუხ­ნი­ა, მაგ­რამ ახ­ლა, რო­დე­საც ყველა აშკარად და სა­მარ­თლი­ა­ნად ლა­პა­რა­კო­ბს მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის მხატ­ვრუ­ლი თარ­გმა­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, დუ­მი­ლი არას­წო­რად მი­მაჩ­ნია და თავს მო­ვა­ლედ ვთვლი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც ვუ­პა­სუ­ხო ჩემს ,,ო­პო­ნენტს“.
     მაშ, შე­ვუდ­გეთ საქ­მეს და ვი­ლა­პა­რა­კოთ ფაქ­ტე­ბით.
     მო­ვუს­მი­ნოთ ნო­დარ ჯა­ლა­ღო­ნი­ას:
ხომ მწა­რეა მთე­ლი ღა­მე
თვალ­მა ძი­ლი თუ ვერ ჰპო­ვა?!
მაგ­რამ არის უფ­რო მწა­რე,
რომ ელი და აღარ მო­ვა.
და ამა­ზე უფ­რო მწა­რე
მას არა და, შენ რომ გიყ­ვარს
სულ მთლად თა­ვის მო­საკ­ლა­ვი
შე­ნი სატ­რფო თუ სხვას მიჰ­ყავს.
     (ნ. ჯა­ლა­ღო­ნი­ა, ,,მწა­რე­ა“).
       მე ჩემს წე­რილ­ში და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად ვაჩ­ვე­ნე ამ ლექ­სის არა­ო­რი­გი­ნა­ლუ­რო­ბა.
        გა­ვიხ­სე­ნოთ ნათ­ქვა­მი:
        „იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა არის ამ ლექ­სში ხალ­ხუ­რი და რა არის ჯა­ლა­ღო­ნი­ა­სე­უ­ლი, ავი­ღოთ ცნო­ბი­ლი წიგ­ნი ,,ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიტყ­ვი­ე­რე­ბა, მეგ­რუ­ლი ტექ­სტე­ბი“ თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, 1975წ. შედ­გე­ნი­ლი პრო­ფე­სორ ტო­გო გუ­და­ვას მი­ერ, გა­დავ­შა­ლოთ 81-ე გვერ­დი, სა­დაც მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი ლექ­სის ,,დე­დავ რა  მწა­რე­ას“ პწკა­რე­დუ­ლი თარ­გმა­ნი ასე იკი­თხე­ბა“
,,დე­დავ, რა მწა­რეა
რომ წევ­ხარ და არა გძი­ნავს,
მას­ზე უა­რე­სია
რომ ელი და აღარ მო­ვა,
მას­ზე უფ­რო მწა­რე ყო­ფი­ლა
რომ გიყ­ვარს და არა გყავ­დეს,
მთლად თა­ვის მო­საკ­ლა­ვი
შე­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სხვას რომ ჰყავ­დეს“.
         ახ­ლა, რომ ასე­თი შე­კითხ­ვა დავ­სვათ ნ. ჯა­ლა­ღო­ნი­ას ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ლექ­სი არის თუ არა ორი­გი­ნა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი, - თქვენ იმ­წამ­სვე მი­პა­სუ­ხებთ, რომ არა, ვი­ნა­ი­დან მას­ში მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი ლექ­სის რო­მე­ლი­მე სტრი­ქო­ნი კი არ არის გად­მო­თარ­გმნი­ლი, არა­მედ მთე­ლი ლექ­სი - და­სა­წყი­სი­დან და­სას­რუ­ლამ­დე.“
         თა­ვის სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში ნ. ჯა­ლა­ღო­ნი­ამ ვერ შეძ­ლო ამ აზ­რის გა­ბა­თი­ლე­ბა, მა­შა­სა­და­მე, მე მის­თვის სი­მარ­თლე მით­ქვამს.
        ლექ­სში ,,არ გიყ­ვარ­ვარ მე?“ ნ. ჯა­ლა­ღო­ნია ამ­ბობს:
არ მოგ­წონ­ვარ მე?
არ გიყ­ვარ­ვარ მე?
არ გინ­დი­ვარ, მი­ხა­რი­ა,
შე­ნი ჭი­რი­მე.
რად მიწყ­რე­ბი მე?
რად მი­ძუ­ლებ მე?
შენ ხარ თუ რამ მი­ხა­რია
შე­ნი ჭი­რი­მე
ეს არის ორი­გი­ნა­ლუ­რი ლექ­სი?
გა­ვეც­ნოთ მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი ლექ­სის ,,არ გიყ­ვარ­ვარ მე“-ს ბწკა­რე­დულ თარ­გმანს:
არ გიყ­ვარ­ვარ მე?
არ გინ­დი­ვარ მე?
არ მოგ­წონ­ვარ, მა­ხა­რი­ა,
შე­ნი ჭი­რი­მე!
მიწყ­რე­ბი მე?
გე­ჯავ­რე­ბი მე?
რა­ტომ, შე­მო­გევ­ლე,
შე­ნი ჭი­რი­მე.
         /იხ. ,,ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის მა­სა­ლე­ბი,“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა ,,მეც­ნი­ე­რე­ბა“ 1971წ გვ4!/
კო­მენ­ტა­რი, ვგო­ნებ, ზედ­მე­ტია
       ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ უსა­ბუ­თო პრე­ტენ­ზი­ად მეჩ­ვე­ნე­ბა, ,,ავ­ტო­რის“ გან­ცხა­დე­ბა:
        ,,ძვე­ლი კოლ­ხუ­რი ჰან­გე­ბი“ იწე­რე­ბო­და ზუს­ტად ისე, რო­გორც ანო­ტა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ვი­ყე­ნებ­დი ხალ­ხუ­რი ლექ­სის ფორ­მებს, მო­ტი­ვებს. ზო­გი­ერთ ლექსს მარ­ტო ხალ­ხუ­რი ლექ­სის სა­თა­უ­რი აქვს. ზოგ­ჯერ ხალ­ხუ­რი ლექ­სის ერ­თი სტრი­ქო­ნი­დან იწე­რე­ბო­და ორი თუ სა­მი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ლექ­სი. ასეა მთე­ლი კრე­ბუ­ლი შედ­გე­ნი­ლი­-ო“.
ნუ­თუ შე­იძ­ლე­ბა ასე აშ­კა­რად გაბ­რიყ­ვე­ბა მკითხ­ვე­ლი­სა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი თვა­ლით წა­ი­კი­თხა ჩემს წე­რილ­ში მოყ­ვა­ნი­ლი მეგ­რუ­ლი ტექ­სტე­ბი?
         მე ვამ­ბობ­დი: ნ. ჯა­ლა­ღო­ნი­ას ,,არ გიყ­ვარ­ვარ მე“, „მწა­რე­ა“ და ,,სი­სა ტუ­რა“ მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი ლექ­სე­ბი­ა-­მეთ­ქი. თა­ვის სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში ჯა­ლა­ღო­ნია ამის გა­მო კრინტს არ ძრავს. სა­მა­გი­ე­როდ მას მოჰ­ყავს სხვა ლექ­სე­ბი ,,ჩა­რი­რა­მა“, ,,თუმც გზა გა­და­მი­კე­ტე“ და მე­კი­თხე­ბა: ,,ნუ­თუ ჩე­მი ლექ­სი მეგ­რუ­ლი ლექ­სის თარ­გმა­ნი­ა?“
         მე სხვა ლექ­სე­ბის გა­მო ვე­და­ვე­ბი, ის კი ,,ჩა­რი­რა­მას“ მი­სა­ხე­ლებს. სა­ო­ცა­რი­ა!
        ნ. ჯა­ლა­ღო­ნია წერს:
        ,,ფ.  ნა­და­რა­ი­ას იმ 16 სტრი­ქო­ნის გარ­და შე­იძ­ლე­ბა შე­ვაშ­ვე­ლო კი­დევ 60 სტრი­ქო­ნი. ამა­ზე მეტს რაც არ უნ­და მო­ვინ­დო­მოთ, ვერც მე ვი­პო­ვი  და ვერც   ფ.  ნა­და­რა­ი­ა. ეს 80-მდე სტრი­ქო­ნი სწო­რედ ის სტრი­ქო­ნე­ბი­ა, რომ­ლე­ბიც სიტყ­ვა-­სიტყ­ვით არა, მაგ­რამ მა­ინც ემ­თხვე­ვა ხალ­ხუ­რი ლექ­სე­ბის სტრი­ქო­ნებ­სო“.
      კარ­გად ჩა­უკ­ვირ­დი მკითხ­ვე­ლო!
     ,,სიტყ­ვა - სიტყ­ვით არა, მაგ­რამ მა­ინც ემ­თხვე­ვა ხალ­ხუ­რი ლექ­სე­ბის სტრი­ქო­ნებ­ს-ო.
       ეს კი სრუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ა, ბა­ტო­ნო ნო­დარ!
         თქვე­ნი ლექ­სე­ბი სიტყ­ვა­სიტყ­ვით არ ემ­თხვე­ვა ხალ­ხუ­რი ლექ­სე­ბის სტრი­ქო­ნებს, მაგ­რამ რა­ტომ არ ემ­თხვე­ვა? იმი­ტომ, რომ ისი­ნი ,,პო­ე­ტუ­რად“ თარ­გმნი­ლი ლექ­სე­ბია და არა ბწკა­რე­დე­ბი.
         აი, სად არის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა!
         და ის ,,პო­ე­ტუ­რად“ თარ­გმნი­ლი ლექ­სე­ბი, რომ მეგ­რუ­ლი ფოლ­კლო­რი­დან არის გად­მო­ქარ­თუ­ლე­ბუ­ლი, ამის სა­ი­ლუს­ტრა­ცი­ოდ და­ვა­სა­ხე­ლებ კი­დევ ერთ მა­გა­ლითს:
,,ვარ­დი და ჭინ­ჭა­რი
/ხალ­ხუ­რი/
ვარ­დსა და ჭინ­ჭარს
ერ­თად ქო­ნი­ათ ბი­ნა,
ორი­ვე გა­საზ­რდე­ლი
ღვთი­სა­გან გა­ჩე­ნი­ლია
თუ ვარდს კოც­ნა ხვდე­ბა
ჭინ­ჭარ­საც ეკუთ­ვნის მი­ხედ­ვა.
ვარ­დი და ჭინ­ჭა­რი
/ჯა­ლა­ღო­ნი­ა­სე­უ­ლი/
ისიც შვი­ლი არის მი­წის,
გა­ზა­ფხულ­ზე ჰყვა­ვის ისიც
ისიც შვი­ლი არის უფ­ლის
ისიც უმ­ზერს მზეს და მა­ისს,
ვარდს თუ კოც­ნით, არ ეკუთ­ვნის
ჭინ­ჭარს შე­მო­ხედ­ვა მა­ინც
          რო­გორც ვხე­დავთ, აქ ზო­გი­ერ­თი სტრი­ქო­ნი სიტყ­ვა - სიტყ­ვით არ ემ­თხვე­ვა ხალ­ხუ­რი ლექ­სის სტრი­ქო­ნებს, მაგ­რამ ასე­თი გან­სხვა­ვე­ბა იძ­ლე­ვა იმის სა­ფუძ­ველს, რომ ეს ლექ­სი ნ. ჯა­ლა­ღო­ნი­ას ორი­გი­ნა­ლურ ნა­წარ­მო­ე­ბად მი­ვიჩ­ნი­ოთ?
        ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ მარ­თლაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო არ გვეთ­ქვა: „ნ. ჯა­ლა­ღო­ნი­ას“ ძვე­ლი „კოლ­ხუ­რი ჰან­გე­ბი“ დი­და­დაა და­ვა­ლე­ბუ­ლი მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ი­სა­გან, უფ­რო მე­ტიც, მა­თი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი ლექ­სე­ბის თარ­გმანს წარ­მო­ად­გენს. მაგ­რამ, „ავ­ტო­რი“ ებღა­უ­ჭე­ბა ჩემს ნათ­ქვამს აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის - შე­სა­ხებ და სა­ო­ცა­რი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბით მი­პა­სუ­ხებს: ,,აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩე­მე­უ­ლი­ა“-ო.
        იცის, მშვე­ნივ­რად იცის ნ. ჯა­ლა­ღო­ნი­ამ, რომ ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ,,ძვე­ლი კოლ­ხუ­რი ჰან­გე­ბის“ ყვე­ლა ლექ­სის შე­და­რე­ბა, მეგ­რულ ტექ­სტებ­თან, ვი­ნა­ი­დან მეგ­რუ­ლი ფოლ­კლო­რის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი­ა.
       ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ მეც დრო­ე­ბით და­ვე­თან­ხმო მას და ვა­ღი­ა­რო, რომ ,,ძვე­ლი კოლ­ხუ­რი ჰან­გე­ბის­“აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ე.ი ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი ჯა­ლა­ღო­ნი­ა­სე­უ­ლი­ა, მაგ­რამ ვი­სია და­ნარ­ჩე­ნი ლექ­სე­ბი? ამ კითხ­ვა­ზეც ხომ უნ­და მი­პა­სუ­ხოს ,,ავ­ტორ­მა’?
ერთ სა­კითხ­საც მინ­და შე­ვე­ხო.
        ,,მე პი­რა­დად თა­ნახ­მა ვარ ჩე­მი სა­კუ­თა­რი ლექ­სე­ბი, ის ზე­მო ნახ­სე­ნე­ბი ათა­სამ­დე სტრი­ქო­ნი ხალ­ხურ ლექ­სე­ბად ჩა­ით­ვა­ლოს“ - ამ­ბობს ნ. ჯა­ლა­ღო­ნია და იქ­ვე დას­ძენს: - ,,მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს არც ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არც ფ. ნა­და­რა­ი­ას სურ­ვილ­ზე­-ო“.
        პა­ტივ­ცე­მულ პო­ეტს უნ­და მო­ვახ­სე­ნო, რომ სა­კუ­თა­რი ნა­ცოდ­ვი­ლა­რის ხალ­ხუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბა ისე­თი­ვე და­ნა­შა­უ­ლი­ა, რო­გორც ხალ­ხუ­რის მით­ვი­სე­ბა. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ფოლ­კლო­რუ­ლად გა­მო­ცხად­დეს ის, რაც ნამ­დვი­ლად ხალხს არ შე­უქ­მნია და კო­ლექ­ტი­ურ შე­მოქ­მე­დე­ბითს ქუ­რა­ში არ გა­უ­ტა­რე­ბი­ა.
        მე არ მით­ქვამს, რომ ნ. ჯა­ლა­ღო­ნი­ას ,,ძვე­ლი კოლ­ხუ­რი ჰან­გე­ბი“ მთლი­ა­ნად ხალ­ხურ ლექ­სე­ბად უნ­და გა­მო­ვა­ცხა­დოთ“- მეთ­ქი. ჩემ­თვის უდა­ვო­ა, რომ პო­ეტს ბევ­რი ლექ­სი და­წე­რი­ლი აქვს ზუს­ტად ისე, რო­გორც ანო­ტა­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ხალ­ხუ­რი ლექ­სე­ბის მე­ლო­დი­უ­რო­ბა, მო­ტი­ვი, მაგ­რამ ასე­ვე უდა­ვოა ისიც, რომ ციკ­ლში ,,ძვე­ლი კოლ­ხუ­რი ჰან­გე­ბი“ მას შე­ტა­ნი­ლი აქვს ისე­თი ლექ­სე­ბიც, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ მეგ­რუ­ლი პო­ე­ტუ­რი ფოლ­კლო­რი­დან არის გად­მო­თარ­გმნი­ლი. ასე­თე­ბი­ა: ,,სი­სა ტუ­რა“, ,,ვარ­დი და ჭინ­ჭა­რი“, ,,მწა­რე­ა“, ,,არ გიყ­ვარ­ვარ მე“, ,,ვარ­დის აზ­რი“, ,,დი­ოვ­ნა­ნა“ და ამ ლექ­სე­ბი­სათ­ვის კრე­ბულ­ში უნ­და არ­სე­ბობ­დეს ცალ­კე რუბ­რი­კა ,,თარ­გმა­ნე­ბი“.
          ამით მე, რა თქმა უნ­და, შე­მეძ­ლო ეს წე­რი­ლი და­მემ­თავ­რე­ბი­ნა, მაგ­რამ მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის, ვფიქ­რობ, ინ­ტე­რესს მოკ­ლე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა ორი­ო­დე სიტყ­ვით შე­ვე­ხო იმ უმ­თავ­რეს ,,ბრალ­დე­ბა­საც’, რო­მე­ლიც წა­მი­ყე­ნა ნ. ჯა­ლა­ღო­ნი­ამ ,,მეგ­რუ­ლი­დან თარ­გმნის“  გა­მო.
       ,,პატ. ფ. ნა­და­რა­ია ისე ხში­რად და იო­ლად წერს  ,,თარ­გმნი­ლია მეგ­რუ­ლი­დან“, უნ­და ითარ­გმნოს ქარ­თუ­ლი ლექ­სით“, რომ არც უფიქ­რდე­ბა ამით რა პრობ­ლე­მას ეხე­ბა­-ო“.
       ,,თარ­გმნი­ლია მეგ­რუ­ლი­დან“ -რა არის აქ აღ­საშ­ფო­თე­ბე­ლი?
         ნ. ჯა­ლა­ღო­ნი­ას აზ­რით, გა­მოთ­ქმა ,,თარ­გმნი­ლია მეგ­რუ­ლი­დან“, ისეთ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლად უნ­და ჩა­ით­ვა­ლოს, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად ,,ორ­ღო­ბის პატ­რი­ო­ტო­ბა“,
        -რო­გორ­?!-ი­კი­თხავს გა­ო­ცე­ბუ­ლი მკითხ­ვე­ლი. რა არის ცუ­დი იმა­ში, რომ მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზია ითარ­გმნოს ქარ­თუ­ლი ლექ­სით და  ცნო­ბი­ლი გახ­დეს მეგ­რუ­ლის არ მცოდ­ნე პირ­თათ­ვი­საც? გა­ნა ასე­თი მოქ­მე­დე­ბა ,,ორ­ღო­ბის პატ­რი­ო­ტო­ბა­ა“?
          ეტყო­ბა ჩე­მი ,,ო­პო­ნენ­ტი“ ასეთ პი­როვ­ნე­ბად მარ­ტო მე არ მგუ­ლის­ხმობს, თო­რემ ასე და­წერ­და: ორ­ღო­ბის პატ­რი­ო­ტი ნა­და­რა­ია და არა-„ ორ­ღო­ბის პატ­რი­ო­ტე­ბი­ო“.
იგი წერს:
         ,,დრო და დრო“ ორ­ღო­ბის პატ­რი­ო­ტე­ბი ,,შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად ხელს წა­უ­პო­ტი­ნე­ბენ ამ ვაშლს, მათ არ იცი­ან, რომ ის აკ­რძა­ლუ­ლი ვაშ­ლი­ა, რომ­ლის ხე­ლის ხლე­ბა და ჭა­მა არ შე­იძ­ლე­ბა­-ო“.
           თუ ნ. ჯა­ლა­ღო­ნია მარ­თლა ფიქ­რობს, რომ მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი ლექ­სე­ბის ქარ­თუ­ლად თარ­გმნა აკ­რძა­ლუ­ლი­ა, მა­შინ სა­კი­თხა­ვი­ა, რა უფ­ლე­ბით გად­მო­ა­ქარ­თუ­ლა სვა­ნუ­რი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზია და­ვით წე­რე­დი­ან­მა? ასეთ პა­სუხს ხომ არ მი­ვი­ღებთ - არც დ. წე­რე­დი­ანს ჰქონ­და ამის უფ­ლე­ბა­ო.
      ძნე­ლი­ა, ძა­ლი­ან ძნე­ლია ასე­თი თვალ­საზ­რი­სის გა­ზი­ა­რე­ბა, მაგ­რამ ვა­ტყობ, ნ. ჯა­ლა­ღო­ნი­ას და­სარ­წმუ­ნებ­ლად ჩე­მი ავ­ტო­რი­ტე­ტი საკ­მა­რი­სი არა­ა, ამი­ტომ აჯო­ბებს მო­ვუს­მი­ნოთ ამ საქ­მის ისეთ სპე­ცი­ა­ლისტს, რო­გო­რიც არის პრო­ფე­სო­რი მი­ხე­ილ ჩი­ქო­ვა­ნი“.
        ,,ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ფოლ­კლო­რი ყვე­ლა ქარ­თვე­ლუ­რი ტო­მის  შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სის ნა­ყოფს წარ­მო­ად­გენს, ამ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ უნ­და იყოს ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯი. ლა­პა­რა­კია ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის მრა­ვალ­ტო­მე­ულ­ში სვა­ნუ­რი, მეგ­რუ­ლი, ჭა­ნუ­რი პო­ე­ტუ­რი ტექ­სტე­ბის  შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე - მრა­ვალ­ტო­მე­ულ­ში სვა­ნურ მეგ­რულ ჭა­ნუ­რი პო­ე­ტუ­რი ტექ­სტე­ბის მო­თავ­სე­ბა ხელს შე­უ­წყობს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტო­მე­ბის ფოლ­კლო­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და თა­ნაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს სრუ­ლი სა­ხით  წარ­მო­ვად­გი­ნოთ ის მხატ­ვრუ­ლი სა­უნ­ჯე, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უქ­მნია ქარ­თველ ერს“. /იხ. ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი’’ ტ 2 გა­მომ­ცემ­ლო­ბა“ ,,მეც­ნი­ე­რე­ბა“ 1973წ გვ 59 / პა­ტივ­ცე­მუ­ლი მი­ხე­ი­ლი იქ­ვე შე­ნიშ­ნავს, რომ მრა­ვალ­ტო­მე­ულ­ში შე­სულ სვა­ნურ - მეგ­რულ ჭა­ნურ ტექ­სტებს თან ახ­ლავს სიტყ­ვა-სიტყ­ვითი თარ­გმა­ნე­ბი.
        გა­მო­დის, რომ ,,მეგ­რუ­ლი­დან თარ­გმნა“ ჩვენს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში კარ­გა ხა­ნია დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა.
        ახ­ლა კი მო­ვუს­მი­ნოთ პო­ეტ აკა­დე­მი­კოს გრი­გოლ აბა­ში­ძეს:
        ,,სვა­ნუ­რი პო­ე­ტუ­რი ფოლ­კლო­რის ზღვა მა­სა­ლი­დან დ. წე­რე­დი­ანს სულ ოცი ლექ­სი შე­ურ­ჩე­ვია და გად­მო­უ­ღია ქარ­თუ­ლად, მოკ­ლე წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა­ში მთარ­გმნე­ლი ს­ვა­ნურ ხალ­ხურ პო­ე­ზი­ა­ზე თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სო დაკ­ვირ­ვე­ბებს გვი­ზი­ა­რებს და იმ პრინ­ცი­პებს გვაც­ნობს, რომ­ლი­თაც თარ­გმან­ზე მუ­შა­ო­ბი­სას უხელ­მძღვა­ნე­ლია /ლიტ. სა­ქარ­თვე­ლო“ 2 აპ­რი­ლი 1982 წ გვ 12/.
          თუ­კი შე­საძ­ლე­ბე­ლია ით­ქვას; ,,თარ­გმნი­ლია სვა­ნუ­რი­დან“, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ და ვწე­როთ. თარ­გმნი­ლია მეგ­რუ­ლი­დან? არა მგო­ნია პატ. ნ. ჯა­ლა­ღო­ნია ამ სა­კითხ­შიც მართალი იყოს. ამი­ტომ წა­ვი­დეს და ჰკი­თხოს მან ენათ­მეც­ნი­ე­რებს, არ­სე­ბობს თუ არა სვა­ნუ­რი ენა, მეგ­რუ­ლი ენა და მა­შინ გა­ი­გებს უდა­ვო სი­მარ­თლეს. არა და აი­ღოს ცნო­ბი­ლი წიგ­ნი-  „ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის შე­სავ­ლის სა­კი­თხე­ბი“, გა­მო­ცე­მუ­ლი აკად. გ. ახ­ვლე­დი­ა­ნის რე­დაქ­ცი­ით /თბი­ლი­სი 1972/ გა­და­შა­ლოს 315-ე გვერ­დი, სა­დაც ქარ­თვე­ლურ ენა­თა ჯგუ­ფის და­ხა­სი­ა­თე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ:
        ,,მეგ­რუ­ლი ენა - სა­მეგ­რე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უმ­წერ­ლო­ბო ენა - ორი დი­ა­ლექ­ტის /სე­ნა­კუ­რი­სა და ზუგ­დი­დურ სა­მურ­ზა­ყა­ნუ­ლის / შემ­ცვე­ლი“.
იქ­ნებ აკად. გ.  ახ­ვლე­დი­ა­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბა მეგ­რუ­ლი ენის შე­სა­ხებ არად უნ­და ჩა­ვაგ­დოთ?
         თუნ­დაც ჯვარს მაც­ვან, ვე­რა­სო­დეს და­ვი­ჯე­რებ, რომ აკად. გ. ახ­ვლე­დი­ა­ნი ნ. ჯა­ლა­ღო­ნი­ა­ზე ნაკ­ლე­ბი ავ­ტო­რი­ტე­ტი იყოს ქარ­თუ­ლი ენის სფე­რო­ში.
მაშ ასე:
         ციკ­ლში ,,ძვე­ლი კოლ­ხუ­რი ჰან­გე­ბი“ ნ. ჯა­ლა­ღო­ნი­ას შე­ტა­ნი­ლი აქვს ისე­თი ლექ­სე­ბიც, რომ­ლე­ბიც მეგ­რუ­ლი პო­ე­ტუ­რი ფოლ­კლო­რი­დან არის ზედ­მი­წევ­ნით გად­მო­თარ­გმნი­ლი და მათ­თვის კრე­ბულ­ში უნ­და არ­სე­ბობ­დეს ცალ­კე რუბ­რი­კა ,,თარ­გმა­ნე­ბი“. ზედ­მე­ტი არ იქ­ნე­ბო­და იმის აღ­ნიშ­ვნაც, თუ სა­ი­დან ითარ­გმნა ესა თუ ის ლექ­სი - გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბის ნი­მუ­შე­ბი­დან თუ ზე­პი­რად გა­გო­ნი­ლი­დან, ვი­ნა­ი­დან უა­მი­სოდ ძნე­ლია და­ზუს­ტე­ბა იმი­სა, თუ ვი­სია ,,ძვე­ლი კოლ­ხუ­რი ჰან­გე­ბის­“ აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა.
       გა­სა­გე­ბია, თუ კი­დევ სა­ჭი­როა ამის გან­მარ­ტე­ბა?
       მკითხ­ველს ვთხოვ სწო­რად გა­მი­გოს, ამ წე­რი­ლით მხო­ლოდ მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი ლექ­სე­ბის გა­მო ვე­და­ვე­ბი ნო­დარ ჯა­ლა­ღო­ნი­ას, თო­რემ სხვამ­ხრივ მე არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბად არ ვა­ფა­სებ მის შთამ­ბეჭ­დავ, გულ­ში ჩამ­წვდომ პო­ე­ზი­ას, რომ­ლის გა­მო შე­ვეც­დე­ბი მეც ვთქვა ჩე­მი სიტყ­ვა ახ­ლო მო­მა­ვალ­ში.
       მაგ­რამ მა­ნამ­დე კი კი­დევ ერ­თხელ ვიტყ­ვი:
       დრო­ა, დი­დი ხა­ნია დრო­ა, მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შე­ბი ითარ­გმნოს ქარ­თუ­ლი ლექ­სით, თო­რემ ზოგ­-ზო­გე­ბი ისე გა­უ­თა­მამ­დნენ მას, რომ გა­ივ­ლის საკ­მაო ხა­ნი და მა­მაღ­მერ­თიც ვერ გა­არ­ჩევს რა არის მას­ში ხალ­ხუ­რი და რა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი.
        მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი ლექ­სე­ბი თა­ვი­ანთ კუთ­ვნილ ად­გილს უც­დი­ან მსოფ­ლიო ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის სა­გან­ძურ­ში.





მეგ­რუ­ლი ენა უძ­ვე­ლე­სი ქარ­თვე­ლუ­რი ენაა...
(პა­სუ­ხად მურ­მან ლე­ბა­ნი­ძეს)

       დი­დად პა­ტივ­ცე­მუ­ლო მურ­მან!
       გა­ზეთ ,,ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ მა­ი­სის ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და თქვე­ნი ოთხ­სტრო­ფი­ა­ნი უსა­თა­უ­რო ლექ­სი, რო­მელ­მაც დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვი­ა, რად­გან მი­სი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ბევ­რმა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ზურ­გში ლახ­ვრის ჩა­ცე­მად მი­იჩ­ნია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტეს სა­მეგ­რე­ლოს კუ­თხის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, რად­გან თქვენს ლექ­სში ძი­რი­თა­დად მეგ­რე­ლე­ბი და მეგ­რუ­ლი ენაა გა­ლან­ძღუ­ლი და დამ­ცი­რე­ბუ­ლი.
     ასე არ არის?
აბა, კი­დევ ერ­თხელ, ყუ­რა­დღე­ბით წა­ვი­კი­თხოთ ეს თქვე­ნი სტრი­ქო­ნე­ბი:
ვით  დე­და - მტკვარ­თან ჭო­როხს და ენ­გურს,
რი­ონს და ტე­ხურს, იორს და არაგვს,
აგ­რეთ­ვე ენას, - ქარ­თულ­თან მეგ­რულს, -
ხმა ამო­ი­ღოს უფ­ლე­ბა არ აქვს...
თქვენ დუშ­მანს სიტყ­ვა უქ­ცი­ეთ საქ­მედ,
თქვენ სხვა აღ­ძა­რით თქვენს მარ­ტივ გლეხ­ში,
ვა­ი, სირ­ცხვი­ლო, რუს­თვე­ლი თარ­გმნეთ, -
მი­ჯღარ­კ-მო­ჯღარ­კეთ ქარ­თუ­ლი ლექ­სი.
აღარ ვაგ­რძე­ლებ ამა­ზე სიტყ­ვას,-
ვართ ჩვენ ორი ძე ხომ ერ­თი დე­დის, -
სა­ჭი­რო გახ­და და ერ­თხელ ით­ქვა,
სა­ჭი­რო­ე­ბა ნუმც გვექ­ნეს მე­ტის!
ვით დე­და-­მტკვარ­თან ჭო­როხს და ენ­გურს,
რი­ონს და ტე­ხურს, იორს და არაგვს,
აგ­რეთ­ვე ენას, - ქარ­თულ­თან მეგ­რულს, -
ხმა ამო­ი­ღოს უფ­ლე­ბა არ აქვს.
       რა არის ეს, ბა­ტო­ნო მურ­მან? პო­ეტ კაცს ეს რამ და­გა­წე­რი­ნათ? ვი­თომ რა­ტომ არა აქვს მეგ­რულს ხმის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბა? ან რას ერ­ჩით სვა­ნე­თის მთე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე ბო­ბო­ქარ ენ­გურს, ,,რო­მე­ლიც“ სა­თა­ვი­დან შე­სარ­თა­ვამ­დე, ორი­ვე სა­ნა­პი­რო­თი წმინ­და ქარ­თუ­ლი მდი­ნა­რეა“.
          ჩვე­ნი ერის ღირ­სე­უ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის, მწერ­ლი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ბა­ტონ ლა­დო ალ­ფე­ნი­ძის აღ­მო­ჩე­ნით, ენ­გუ­რი მსოფ­ლიო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი მდი­ნა­რე­ა, რო­მელ­საც თა­ლე­სის ფი­ლო­სო­ფი­უ­რი წყლის - სამ­ყა­როს პირ­ველ­სა­წყი­სის სა­ხე­ლი ჰქვი­ა.
          ასე რომ, მე­ტა­ფო­რუ­ლად, ენ­გუ­რი,­,ყვე­ლა­ზე ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მდი­ნა­რეა მთელ მსოფ­ლი­ო­ში“.
          ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს დე­და - მდი­ნა­რე მტკვარს, ბა­ტო­ნო მურ­მან, ნუ და­გა­ვიწყ­დე­ბათ, რომ იგი სა­თა­ვეს იღებს იმ  ის­ტო­რი­ულ მხა­რე­ში, რომ­ლის თავ­და­პირ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ნი კოლ­ხე­ბი იყ­ვნენ. მარ­თა­ლი­ა, ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ახ­ლა თურ­ქე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია და იქა­უ­რი აბო­რი­გე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა თით­ქმის აღა­რა­ვის ახ­სოვს, მაგ­რამ მტკვარს არა­ფე­რი და­ვი­წყე­ბი­ა, მან ყვე­ლა­ფე­რი იცის კოლ­ხას ტო­მის შე­სა­ხებ, ამი­ტომ გთხოვთ უფ­რო კარ­გად მი­უგ­დოთ ყუ­რი მის დუ­დუნს და იქ­ნებ მას­ში ძველ­კოლ­ხუ­რი (ძველ­მეგ­რუ­ლი) ჰან­გე­ბიც აღ­მო­ა­ჩი­ნოთ.
         მაგ­რამ თქვენ ხომ მეგ­რუ­ლის გა­გო­ნე­ბაც არ გსურთ.
         მეგ­რუ­ლი ენის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, აბა, სხვა რა არის ამ სტრი­ქო­ნებ­ში:
...აგ­რეთ­ვე ენას,-
ქარ­თულ­თან მეგ­რულს, -
ხმა ამო­ი­ღოს უფ­ლე­ბა არ აქვს.
        კი მაგ­რამ, რა­ტომ, ბა­ტო­ნო მურ­მან? ვინ მოგ­ცათ თქვენ მეგ­რუ­ლი ენის აკ­რძალ­ვის უფ­ლე­ბა? სა­მეგ­რე­ლო­ში მეგ­რელ­მა კაც­მა მეგ­რუ­ლად არ უნ­და ილა­პა­რა­კოს? მეგ­რუ­ლი ლექ­სი არ უნ­და და­წე­როს? ,,ჩე­ლა“, ,,სი­სა­ტუ­რა“, ,,კუ­ჩხი ბე­დი­ნე­რი“ ან  ,,ო­დო­ია’ არ იმ­ღე­როს? ან რა­ტომ არ უნ­და ითარ­გმნოს მეგ­რუ­ლი პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შე­ბი ქარ­თუ­ლად (და სხვა ენებ­ზეც)? ამით ვი­თომ რა და­შავ­დე­ბა? გა­ნა მეგ­რუ­ლი ენაც ქარ­თვე­ლუ­რი ენა არ არის? მე­რე რა, რომ ის უმ­წერ­ლო­ბო ენა­ა? გა­ნა ამის­თვის მას პა­ტი­ვის­ცე­მა არ სჭირ­დე­ბა? გა­იხ­სე­ნეთ დი­დი ინ­გლი­სე­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რის მაქს მი­უ­ლე­რის სიტყ­ვე­ბი: ის უმ­წერ­ლო­ბო ენე­ბიც, რო­მელ­თაც არა­სო­დეს შე­უქ­მნი­ათ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, ისე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რო­გორც ჰო­მე­რო­სის პო­ე­ზი­ა, ან­და ცი­ცე­რო­ნის პრო­ზა.
          აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენც, მაქს მი­უ­ლე­რის სიტყ­ვე­ბის პე­რიფ­რა­ზით თუ ვიტყ­ვით, შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ენათ­მეც­ნი­ე­რუ­ლი გან­ხილ­ვის თვალ­საზ­რი­სით, მეგ­რუ­ლი ენაც ისე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რო­გორც რუს­თა­ვე­ლის პო­ე­ზია ან­და ცურ­ტა­ვე­ლის პრო­ზა.
         მეგ­რუ­ლი ენა უძ­ვე­ლე­სი ქარ­თვე­ლუ­რი ენა­ა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით შე­იძ­ლე­ბა მრა­ვა­ლი ახა­ლი სიტყ­ვა ით­ქვას მეც­ნი­ე­რე­ბა­ში. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, მარ­ტო ჩვე­ნი ტო­პო­ნი­მე­ბის შე­სას­წავ­ლად რად ღირს იგი.
          სულ მეგ­რუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა აჭა­რა­ში, გუ­რი­ა­ში, იმე­რეთ­ში არ­სე­ბუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ხე­ლე­ბი და მეგ­რუ­ლი ენის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად ვე­რაფ­რით ვერ აის­ხნე­ბა მა­თი ნამ­დვი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად: სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ონ­ში არის სო­ფე­ლი დი­დი ჯი­ხა­ი­ში (სა­ი­და­ნაც იყო ნი­კო ნი­კო­ლა­ძე), მაგ­რამ თუ მეგ­რულ ენას არ ფლობ და არ იცი, რომ ,,ჯი­ხა“ არის ქარ­თუ­ლი ,,ცი­ხე“ სიტყ­ვის მეგ­რუ­ლი შე­სატყ­ვი­სი, ვე­რას­დროს ვერ გა­ი­გებ, რომ ჯი­ხა­ი­ში ციხ­-ის-ს ნიშ­ნავს.
          სამ­ტრე­დი­ა­ში არის აგ­რეთ­ვე სო­ფე­ლი ,,ქვა­ყუ­დე“, რომ­ლის სა­ხე­ლიც მხო­ლოდ მეგ­რუ­ლით აიხ­სნე­ბა. ,,ყუ­დე“ არის სახ­ლი, ქვა­ყუ­დე კი ნიშ­ნავს ქვის სახლს.
          გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის, გა­ლაკ­ტი­ო­ნის მშობ­ლი­უ­რი სოფ­ლის სა­ხე­ლი ,,ჭყვი­ში“-ც, რო­მე­ლიც რი­ო­ნის პი­რას მდე­ბა­რე­ობს, მეგ­რულ სიტყ­ვას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ეს არ­ცაა გა­საკ­ვი­რი, რადგან იმ ად­გი­ლებ­ში ძ­ვე­ლად მეგ­რე­ლე­ბი ყო­ფი­ლა და­სახ­ლე­ბუ­ლი.
          სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მა­მის, დი­დი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც ეხ­ლა იმერ­ლე­ბი და გუ­რუ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ, წი­ნათ მხო­ლოდ მეგ­რულ - ლა­ზურ ტო­მებს ეკუთ­ვნო­და, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს იქ­ვე მოჰ­ყავს რო­მა­ე­ლი მწერ­ლი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის პლი­ნი­უ­სის ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ რი­ო­ნი მეგ­რე­ლე­ბის მი­წა­ზე დი­ო­დაო (იხ. ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ,,ქარ­თვე­ლი ერის ის­ტო­რი­ა“, 1913 წ. გვ. 315).
        პლი­ნი­უ­სის ამ ცნო­ბას ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ქარ­თულ გე­ოგ­რა­ფი­ულ სა­ხე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­თა და მეგ­რუ­ლი ენის დახ­მა­რე­ბით ასა­ბუ­თებს, უფ­რო სარ­წმუ­ნოს ხდის.
           ასე რომ, მეგ­რუ­ლი ენის არ­სე­ბო­ბას, მის შეს­წავ­ლას და და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­მო­ყე­ნე­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მეც­ნი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც, რაც სამ­წუ­ხა­როდ ბევრს არ ეს­მის და უნ­და, რომ არც სხვას ეს­მო­დეს. მა­გა­ლი­თად, თქვენ, ბა­ტო­ნო მურ­მან, იმ თქვენს ,,ლექ­ს-ვერ­დიქ­ტში’ (ა­სე უწო­და მას ზა­ურ კა­ლან­დი­ამ) მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­გაქვთ მეგ­რუ­ლი ენი­სათ­ვის და პრო­კუ­რო­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლი ტო­ნით აცხა­დებთ: მეგ­რულს ქარ­თულ­თან ხმის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბა არა აქ­ვსო.
        და კი­დევ:
თქვენ დუშ­მანს სიტყ­ვა უქ­ცი­ეთ საქ­მედ,
თქვენ სხვა აღ­ძა­რით თქვენს მარ­ტივ გლეხ­ში.
         სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­მე­ლი სიტყ­ვა უქ­ცია სა­მეგ­რე­ლომ დუშ­მანს საქ­მედ? თქვენ, ბა­ტო­ნო მურ­მან, რა თქმა უნ­და, გაქვთ უფ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ მეგ­რუ­ლი თარ­გმანის შე­სა­ხებ, და­ი­წუ­ნოთ ან მო­ი­წო­ნოთ ჟვა­ნი­ას თუ შა­ნა­ვას ნა­მუ­შე­ვა­რი, მაგ­რამ რო­გორც პო­ეტს და რო­გორც ქარ­თველ კაცს უფ­ლე­ბა არ გაქვთ ასე თქვათ მეგ­რუ­ლი ენის შე­სა­ხებ: ,,ხმა ამო­ი­ღოს უფ­ლე­ბა არ აქ­ვს“-ო. ან იმ ,,მარ­ტივ გლეხ­ში“ რას გუ­ლის­ხმობთ, ბა­ტო­ნო მურ­მან? ასე ქედ­მაღ­ლუ­რად რა­ტომ გა­დაჰ­ყუ­რებთ მეგ­რელ გლეხს? ნუ­თუ არ იცით, რომ ის ,,მარ­ტი­ვი გლე­ხე­ბი“ ხან­და­ხან ისეთ ლექ­სებ­საც კი წე­რენ, რომ ,,ა­რის­ტოკ­რატ“ ლე­ბა­ნი­ძე­ებ­საც შე­შურ­დე­ბათ. არ გჯე­რათ?
     აი, ნა­ხეთ:
ვარ­დი და ჭინ­ჭა­რი
(მეგ­რუ­ლი)
ვარ­დი­სუ დო ჭუ­ჭე­ლი­სუ
არ­თო ნოღ­ვე­დე­სუ ბი­ნა,
ჟი­რი­ხო­ლო მა­ფა­ლუ რე,
ღო­რონ­თი­ში ენარ­ჩქი­ნა.
ვარ­დის ჯუ­და ქოხ­ვა­დუ­და
ჭუ­ჭელ­სით ხვად მი­კო­ჯი­ნა.
     ბა­ტო­ნო მურ­მან, თქვენ, ალ­ბათ, არ იცით მეგ­რუ­ლი ენა, ამი­ტომ ახ­ლა მე შე­ვეც­დე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ქარ­თუ­ლით აგი­მეტყ­ვე­ლოთ ეს ლექ­სი. ვნა­ხოთ, რო­გორ გა­მო­მი­ვა.  აბა, წა­ი­კი­თხეთ:
ვარ­დი და ჭინ­ჭა­რი
(ჩე­მე­უ­ლი)
ვარდს და ჭინ­ჭარს რა­ხა­ნია
და­უდ­ვი­ათ ერ­თად ბი­ნა,
ერ­თიც ხა­რობს და მე­ო­რეც
ღმერ­თმა ასე გა­ა­ჩი­ნა.
ვარდს თუ ვკოც­ნით, ვე­ფე­რე­ბით
და ვართ მი­სი ეშ­ხით მთვრა­ლი,
რა იქ­ნე­ბა, ჭინ­ჭარ­საც რომ
გა­და­ვავ­ლოთ ხში­რად თვა­ლი.
      ბა­ტო­ნო მურ­მან! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა, ვინც კი გრძნობს რა არის პო­ე­ზი­ა, და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ასე­თი მშვე­ნი­ე­რი სტრი­ქო­ნე­ბი არა­თუ ხალ­ხურ მე­ლექ­სე­ებ­თან, ცნო­ბილ პო­ე­ტებ­თა­ნაც იშ­ვი­ა­თი­ა. აქ არის ჭეშ­მა­რი­ტი  პო­ე­ზია და ჭეშ­მა­რი­ტი ფი­ლო­სო­ფი­აც. ამ ლექსს გო­ე­თეც მო­ა­წერ­და ხელს (მე ამას მეგ­რულ ტექ­სტზე ვამ­ბობ და არა ჩემს თარ­გმან­ზე, რო­მე­ლიც, რა თქმა უნ­და, სიტყ­ვა­სიტყ­ვით არ მის­დევს დე­დანს).
      ვინ იცის კი­დევ რამ­დე­ნი მშვე­ნი­ე­რი ლექ­სია მეგ­რულ ხალ­ხურ პო­ე­ზი­ა­ში, ლექ­სე­ბი სამ­შობ­ლო­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, წუ­თი­სო­ფელ­ზე, სო­ცი­ა­ლურ უსა­მარ­თლო­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ოკე­ა­ნეა ადა­მი­ა­ნის აზ­როვ­ნე­ბი­სა. ბა­ტო­ნო მურ­მან, ხომ უნ­და ითარ­გმნოს ისი­ნი ქარ­თუ­ლად ( და სხვა ენებ­ზეც)? მაგ­რამ ჩვენ, მეგ­რე­ლებს, იმის ში­შით, სე­პა­რა­ტის­ტო­ბა რომ არ დაგ­ვწა­მონ, ეს ვერ გაგ­ვი­ბედ­ნი­ა. და ამი­ტო­მა­ა, რომ მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი მარ­გა­ლი­ტე­ბის მხატ­ვრულ თარ­გმა­ნებს დღემ­დე არ იც­ნობს ქარ­თვე­ლი მკითხ­ვე­ლი.
         ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტო­ბის დროს, 1987 წლის 12 ივ­ნისს გა­ზეთ ,,ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ქარ­თვე­ლო­ში“ და­ი­ბეჭ­და ჩე­მი წე­რი­ლი ,,ო­რი­გი­ნა­ლუ­რი თუ ნა­თარ­გმნი“, სა­დაც, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად იმა­საც ვწერ­დი, რომ დრო­ა, დი­დი ხა­ნია დრო­ა, მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შე­ბი ითარ­გმნოს ქარ­თუ­ლი ლექ­სით - მეთ­ქი, მაგ­რამ კი­ნა­ღამ ჯვარს მაც­ვეს:
        ,,ფ. ნა­და­რა­ია ისე ხში­რად და იო­ლად წერს ,,თარ­გმნი­ლია მეგ­რუ­ლი­დან“, უნ­და ითარ­გმნოს ქარ­თუ­ლი ლექ­სით, რომ არც უფიქ­რდე­ბა ამით რა პრობ­ლე­მას ეხე­ბა.. ეს ის აკ­რძა­ლუ­ლი ვაშ­ლი­ა, რომ­ლის ხე­ლის ხლე­ბა და ჭა­მა არ შე­იძ­ლე­ბა“­-ო.
           არა­და, მე დღე­საც არ მეს­მის რა არის ცუ­დი იმა­ში, რომ  მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზია ითარ­გმნოს ქარ­თუ­ლი ლექ­სით და ცნო­ბი­ლი გახ­დეს იგი მეგ­რუ­ლის არ­მცოდ­ნე პირ­თათ­ვი­საც. ხომ გა­მოს­ცეს სვა­ნუ­რი ხალ­ხუ­რი ლექ­სე­ბი­სა და ეპო­სე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი თარ­გმა­ნე­ბი დ. წე­რე­დი­ან­მა, ვ. ონი­ან­მა და ვ. საღ­ლი­ან­მა. ასე­ვე უნ­და ითარ­გმნოს მეგ­რუ­ლი პო­ე­ზი­ა. იგი ღირ­სია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მთარ­გმნე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბი­სა.
        მაგ­რამ ზოგ ფსევ­დო­ქარ­თველს მეგ­რუ­ლი ლექ­სე­ბის თარ­გმნა და მა­თი წარ­მა­ტე­ბა გა­ა­ხა­რებს კი არა, იმის აღი­ა­რე­ბაც აში­ნებს თურ­მე, რომ ია­კობ ცურ­ტა­ვე­ლის მოთხ­რო­ბის მთა­ვა­რი გმი­რი შუ­შა­ნი­კი ჭა­ნი ყო­ფი­ლა და ამ ფაქტს ხალხს უმა­ლავს, რად­გან ურ­ჩევ­ნია ის ისევ სომ­ხად დარ­ჩეს, ვიდ­რე ჭა­ნი, ლა­ზი ან მეგ­რე­ლი იყოს.
         ამას მათ­ქმე­ვი­ნებს შემ­დე­გი:
         ამ რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ, მწე­რალ­მა ლა­დო ალ­ფე­ნი­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა მშვე­ნი­ე­რი სტა­ტია ცურ­ტა­ვე­ლის მოთხ­რო­ბის მთა­ვა­რი გმი­რის - შუ­შა­ნი­კის წი­ნა­პარ­თა ჭა­ნუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც იგი მეც­ნი­ე­რუ­ლად ასა­ბუ­თებს, რომ შუ­შა­ნიკ მა­მი­კო­ნი­ა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლურ სამ­ყა­როს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. სტა­ტი­ის ავ­ტორს მოჰ­ყავს იმ სო­მეხ ავ­ტორ­თა აზ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­მი­კო­ნი­ა­ნებს ლა­ზე­ბად ანუ ჭა­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. მა­გა­ლი­თად, სო­მე­ხი ლი­ტე­რა­ტო­რის ნე­ლი ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის სიტყ­ვით: ,,არ­სე­ბობს აზ­რი, რომ პირ­ვე­ლი მა­მი­კო­ნი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ლა­ზე­ბი ანუ ჭა­ნე­ბი“. იგი­ვეს ამ­ტკი­ცებს თურ­მე სო­მე­ხი ის­ტო­რი­კო­სი მოვ­სეს ხო­რე­ნა­ცი.
          რო­გორც ლა­დო ალ­ფე­ნი­ძის სტა­ტი­ი­დან ვგე­ბუ­ლობთ, მა­მი­კო­ნი­ან­თა ჭა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის სა­კითხს იზი­ა­რებ­და დი­დი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, აკად. ე. თა­ყა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პა­რა­ლე­ლუ­რად იმა­საც ას­კვნი­და თურ­მე, რომ ,,აზ­რი ბაგ­რა­ტი­ონ­თა ჭან - ლა­ზუ­რი წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ სწო­რი უნ­და იყო­სო“.
          ვარ­დან და შუ­შა­ნიკ მა­მი­კო­ნი­ა­ნე­ბის წი­ნაპ­რე­ბი რომ ჭა­ნე­ბი ანუ ლა­ზე­ბი იყ­ვნენ, ეს სომ­ხეთ­ში 1500 წლის წი­ნა­თაც კარ­გად სცოდ­ნი­ათ, ხო­ლო ჩვენ­თან კი ამის გა­გო­ნე­ბა ბევრს ახ­ლაც არ სურს. რა­ტომ?
         ლა­დო ალ­ფე­ნი­ძემ არა მარ­ტო ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, არა­მედ თა­ვის პო­ე­ტურ ნა­წარ­მო­ებ­შიც დას­ვა ეს კითხ­ვა, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზულ პა­სუხს მო­ი­თხოვს:
სა­ო­ცა­რი­ა, რის­თვის ის­წავ­ლა
მან ფარ­ნა­ო­ზის ანი და ბა­ნი,
რა­ტომ აში­ნებს ზოგ ფსევ­დო ქარ­თველს,
რომ შუ­შა­ნი­კი აღ­მოჩ­ნდა ჭა­ნი?!
შენ არ გა­ბე­დო ამის და­წე­რა, -
ბრიყ­ვი გე­ნი­ოსს აში­ნებს და­ნით.
ჩი­ნე­ლი იყოს, გინ­და სო­მე­ხიც,
მაგ­რამ არ უნ­და იყოს ის ჭა­ნი.
ასეთ იდი­ოტს ჭა­ნეთ­ზე უფ­რო,
რომ შე­აყ­ვა­რა ჰა­ი­ას­ტა­ნი?!
რა­ტომ ვუ­მა­ლავთ ხალხს - შუ­შა­ნი­კის
მა­მა - პა­პა რომ აღ­მოჩ­ნდა ჭა­ნი?!
        ხალხს იმა­საც არ ეუბ­ნე­ბი­ან, რომ  ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბიც ლა­ზე­ბი იყ­ვნენ. მო­ვუს­მი­ნოთ ისევ ლა­დო ალ­ფე­ნი­ძეს:
ქარ­თულ გო­ნე­ბას გა­ჩე­ნის დღი­დან
ღვთის და მა­ცი­ლის ბე­ჭე­დი აზის,
სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­მაც არ იცის
ბაგ­რა­ტი­ო­ნი რომ არის ლა­ზი.
ამ დი­ნას­ტი­ის შემ­ქმნე­ლის ჯი­ღა
ეკუთ­ვნის კოლ­ხეთს, ტა­ოს და ფა­ზისს,
თა­ყა­იშ­ვი­ლის წიგ­ნშიც წე­რია
ბაგ­რა­ტი­ო­ნი რომ არის ლა­ზი.
ის­ტო­რი­ა­საც გა­ჩე­ნის დღი­დან
ვა­ტყობ მა­ცი­ლის ბე­ჭე­დი აზის.
ამი­ტომ ერ­მა დღე­საც არ იცის
ბაგ­რა­ტი­ო­ნი რომ არის ლა­ზი.
          მარ­თლაც, რა­ტომ ხდე­ბა ასე? რა­ტომ არ წე­რენ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში და რა­ტომ არ ეუბ­ნე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ებს  ,,შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბის“ სწავ­ლე­ბი­სას სკო­ლა­ში, რომ შუ­შა­ნიკ მა­მი­კო­ნი­ა­ნი და სა­ერ­თოდ მა­მი­კო­ნი­ა­ნე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად ქარ­თვე­ლე­ბი, კერ­ძოდ ჭა­ნე­ბი, ლა­ზე­ბი, ლა­ზე­თის სა­მე­ფოს დი­ნას­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყო­ფი­ლან. მე­რე გა­და­სუ­ლან სომ­ხეთ­ში (ლ. ალ­ფა­ნი­ძე­) ან ვინ და რა­ტომ მა­ლავს ბაგ­რა­ტი­ონ­თა ლა­ზო­ბას? ამას თქვენ იმი­ტომ გე­კი­თხე­ბით, ბა­ტო­ნო მურ­მან, რომ ვი­ცი, ყო­ვე­ლი­ვე ეს შეგ­ნებუ­ლად კეთ­დე­ბა ჩვე­ნი ცრუ-­პატ­რი­ო­ტე­ბის მი­ერ მხო­ლოდ იმ მო­საზ­რე­ბით, რა მო­საზ­რე­ბი­თაც და­ი­წე­რა ეს თქვე­ნი ლექ­სი:
ვით დე­და - მტკვარ­თან ჭო­როხს და ენ­გურს,
რი­ონს და ტე­ხურს, იორს და არაგვს,
აგ­რეთ­ვე ენას, ქარ­თულ­თან მეგ­რულს, -
ხმა ამო­ი­ღოს უფ­ლე­ბა არ აქვს.
       აღი­ა­რეთ, რომ შეც­დით, ბა­ტო­ნო მურ­მან! მეგ­რე­ლებს უყ­ვართ თქვე­ნი პო­ე­ზია და ისი­ნი ამას გა­პა­ტი­ე­ბენ. ცნო­ბი­ლი­ა, რომ ასე­თი შეც­დო­მა სულ­ხან - სა­ბა­საც მო­უ­ვი­და. სა­ქარ­თვე­ლოს მა­მად წო­დე­ბულ­მა ჩვენ­მა სა­ბამ, რო­მელ­მაც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ით მთე­ლი ევ­რო­პა შე­მო­ი­ა­რა, აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მეგ­რე­ლებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ისე­თი შეც­დო­მა და­უშ­ვა, არც ერ­თი  წვრილ­ფე­ხა მეც­ნი­ე­რი თუ პო­ლი­ტი­კო­სი რომ არ იკად­რებ­და -  ,,სიბ­რძნე სიც­რუ­ი­სას“ ავ­ტორ­მა მეგ­რე­ლებს ავე­ნო­ვა­ნე­ბი უწო­და და თა­ვის ლექ­სი­კონ­ში სიტყ­ვა  ,,ჟღურ­ტუ­ლის“ გან­მარ­ტე­ბი­სას პირ­და­პირ ასე ჩა­წე­რა:
,,ჟღურ­ტუ­ლი - მეგ­რელ­თა­გან მრუ­დი ლა­პა­რა­კი...
ეს არს მეგ­რელ­თა და მის­თა­ნა­თა ავე­ნო­ვან­თა ლა­პა­რა­კი“.
         არა­და მეგ­რუ­ლი  ენა ხომ უძ­ვე­ლე­სი ქარ­თვე­ლუ­რი ენა­ა, ამ ენა­ზე ლა­პა­რა­კობ­და არ­გო­ნავ­ტე­ბის თქმუ­ლე­ბის ერთ - ერ­თი გმი­რი, კოლ­ხე­თის მდი­და­რი და სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მე­ფე აი­ე­ტი და მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი მე­დე­ა, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი დღეს მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იცის. კოლ­ხუ­რი (ი­გი­ვე მეგ­რუ­ლი) დამ­წერ­ლო­ბის შე­სა­ხებ ღა­ღა­დებ­დნენ ძვე­ლი ბერ­ძე­ნი პო­ე­ტე­ბი - ჰო­მე­რო­სი და აპ. რო­დო­სე­ლი, მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის მა­მა ჰე­რო­დო­ტე და მრა­ვა­ლი სხვა.
და ეს ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი არა მარ­ტო მეგ­რე­ლებს, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხის შვი­ლებს უნ­და უხა­რო­დეს, ახ­ლა კი მინ­და ეს წე­რი­ლი და­ვამ­თავ­რო ჩე­მი­ვე ლექ­სით - ,,ცხელ კვალ­ზე და­წე­რი­ლი პა­სუ­ხი მურ­მან ლე­ბა­ნი­ძეს“:
სხვას ვის რა უნ­და, შენ გიყ­ვარს მტკვა­რი,
მე ვუმ­ღერ ენ­გურს, ის კი­დევ არაგვს...
მაგ­რამ, მურ­მა­ნო, ჭეშ­მა­რიტ პო­ეტს
სხვა ენა სძულ­დეს უფ­ლე­ბა არ აქვს.
მა­ო­ცებს შენს ტკბილ პო­ე­ზი­ა­ში
რად გა­უ­რიე ასე­თი გეს­ლი,
ვა­ი, სირ­ხცვი­ლო, ვის რად სჭირ­დე­ბა
ცრუ­ე­როვ­ნუ­ლი ეს შე­ნი ლექ­სი.
შენ, სამ­წუ­ხა­როდ, არ იც­ნობ ენ­გურს
და უნებ­ლი­ეთ სთეს შუღ­ლის მარ­ცვალს, -
ვინც ებ­რძვის ენებს - სვა­ნურს და მეგ­რულს,
მურ­მა­ნო, იგი ქარ­თველ ერს ძარ­ცვავს.
ვინც გა­დაგ­კი­და შენ ამ ბნელ საქ­მეს,
იმას გა­უწყ­რეს მა­ღა­ლი ზე­ნა,
აბა, რა შე­ნი და­საძ­რა­ხია
აი­ე­ტის და მე­დე­ას ენა.
სხვას ვის რა უნ­და, შენ გიყ­ვარს მტკვა­რი,
მე ვუმ­ღერ ენ­გურს, ის კი­დევ არაგვს....
მაგ­რამ, მურ­მა­ნო, ჭეშ­მა­რიტ პო­ეტს
სხვა ენა სძულ­დეს უფ­ლე­ბა არ აქვს.




სა­მეგ­რე­ლოს ბო­დი­ში უნა მო­უ­ხა­დონ

     მარ­თა­ლი­ა, ამ სა­კი­თხის გარ­შე­მო მე რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნა­თაც ვწერ­დი, მაგ­რამ დღეს, რო­ცა ძველ გა­ზე­თებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით კი­დევ ერ­თხელ ხელ­ში მომ­ხვდა გა­ზეთ ,,ა­ხა­ლი ქუ­თა­ი­სის“ ის ნო­მე­რი, სა­დაც და­ბეჭ­დი­ლია ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის გუ­რამ ალექ­სან­დრი­ას წე­რი­ლი ,,უ­სა­ფუძ­ვლო ში­ში“, რო­მელ­შიც  ვკი­თხუ­ლობთ:
         ,,მეგ­რე­ლებს ახ­სოვთ ,,და­თა თუ­თაშ­ხი­ას“ ავ­ტო­რის ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი მო­წო­დე­ბა ,,გა­და­ვუ­ა­როთ სა­მეგ­რე­ლოს!“ პო­ეტ ჯან­სულ ჩარ­კვი­ა­ნის მუ­ქა­რა: ,,თუ მეგ­რე­ლე­ბი ჭკუ­ით არ იქ­ნე­ბით, სუყ­ვე­ლას გაგ­წყვეტთ“ (იხ. გაზ. ,,ა­ხა­ლი ქუ­თა­ი­სი“ 1999 წ.12 მა­ი­სი).
         მე კი­დევ ერ­თხელ გა­ო­ცე­ბით ჩავ­ყუ­რებ 16 წლის წი­ნათ და­ბეჭ­დილ ამ გა­ზეთს და ვფიქ­რობ: ჯან­სულ ჩარ­კვი­ა­ნის პო­ე­ზი­ის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ მიკ­ვირს ,,და­თა თუ­თაშ­ხი­ას“ ავ­ტორს რამ ათ­ქმე­ვი­ნა ეს სა­ში­ნე­ლი ფრა­ზა: ,,გა­და­ვუ­ა­როთ სა­მეგ­რე­ლოს“. ხო­ლო თუ არ უთ­ქვამს, სიკ­ვდი­ლამ­დე რა­ტომ ვერ შეძ­ლო ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ბა­თი­ლე­ბა?
          სა­მეგ­რე­ლოს ჯან­სულ ჩარ­კვი­ან­თან ერ­თად ბო­დი­ში უნ­და მო­უ­ხა­დოს პო­ეტ­მა რე­ზო ამა­შუ­კელ­მაც, რო­მე­ლიც თურ­მე ,,შა­ყი­რით“ იხ­სე­ნი­ებ­და მეგ­რე­ლებს ,,ლ“-ს რბი­ლად გა­მოთ­ქმის გა­მო და მათ მაფ­შა­ლი­ებს უწო­დებ­და და­ცინ­ვით (ა­პო­ლონ ჟორ­და­ნი­ა). მახ­სოვს, პო­ეტ­მა შუ­კო ჯი­ქი­ა­მ აღ­ნიშ­ნა, რე­ზო ამა­შუ­კელს თა­ვის ერთ-ერთ გა­მოს­ვლა­ში ისიც კი უკად­რე­ბია შე­ფარ­ვით, რომ რუს­თა­ველ­ზე მეგ­რე­ლე­ბი მომ­რავ­ლდნენ და მა­თი ჟღურ­ტუ­ლი მე­ტის­მე­ტად აუ­ტა­ნე­ლი­ა­ო.
           მე თა­ვი­დან­ვე აღ­ვნიშ­ნე, რომ ჯან­სულ ჩარ­კვი­ა­ნის პო­ე­ზი­ის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ - მეთ­ქი, მაგ­რამ ახ­ლა უნე­ბუ­რად მახ­სენ­დე­ბა მი­სი ერ­თი ლექ­სი:
ღმერ­თო, ძმო­ბა არ გა­თე­ლო
არ მოხ­ვი­დე რის­ხვად,
და­ი­ფა­რე სა­ქარ­თვე­ლო
ში­ნა­უ­რი მტრის­გან.
         მარ­თლაც, ღმერ­თმა და­ი­ფა­როს სა­ქარ­თვე­ლო იმ ში­ნა­უ­რი თუ გა­რე­შე მტრის­გან, რო­მე­ლიც შეძ­ლებს თქვას: ,,მეგ­რე­ლე­ბო გაგ­წყვეტთ“, ,,გა­და­ვუ­ა­როთ სა­მეგ­რე­ლოს“, ,,მეგ­რუ­ლი ლა­პა­რა­კი აუ­ტა­ნე­ლი­ა“.
         ვფიქ­რობ ცამ­დე მარ­თა­ლია პო­ე­ტი ვახ­ტანგ ხარ­ჩი­ლა­ვა, რო­მე­ლიც წერს: ,,ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში ხან­და­ხან იმ­პე­რი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გად­მო­ნაშ­თე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რაც მეგ­რულ ენას­თან და, სა­ერ­თოდ, სა­მეგ­რე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში იჩენს თავს მა­ხინ­ჯი ცრუ­ე­როვ­ნუ­ლი ფორ­მე­ბით“.
          ამი­ტომ მე ვი­სურ­ვებ­დი, რომ სა­ნამ ჯერ კი­დევ დრო­ა, პო­ე­ტებ­მა ჯან­სუღ ჩარ­კვი­ან­მა და რე­ზო ამა­შუ­კელ­მა არა ისევ შუ­რის­ძი­ე­ბი­თა და მრის­ხა­ნე­ბით, არა­მედ ქარ­თუ­ლი გო­ნე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­დინ­ჯი­თა და შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბით უარ­ყონ თა­ვი­ან­თი იმ­პე­რი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გად­მო­ნაშ­თე­ბი და სა­მეგ­რე­ლოს ბო­დი­ში მო­უ­ხა­დონ.
მი­ხე­ილ ქვლი­ვი­ძის ერ­თი ლექ­სის გა­მო

       ად­რეც არა­ერ­თხელ მით­ქვამს და ახ­ლაც უყოყ­მა­ნოდ ვიტყ­ვი: მი­ხე­ილ ქვლი­ვი­ძე კარ­გი პო­ე­ტი­ა.
         მე ახ­ლაც ჩემს სა­წერ მა­გი­და­ზე მი­დევს მი­სი ლექ­სე­ბის წიგ­ნი ,,შენ­თან ყოფ­ნი­დან უშე­ნო­ბამ­დე“ და პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლი ,,ლექ­სამ­დე და ლექ­სის შემ­დეგ“. ვიც­ნობ მის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ პო­ლო­ნე­ლი პო­ე­ტე­ბის ლექ­სთა თარ­გმა­ნებს, ვარ მი­სი პო­ე­ზი­ის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, მაგ­რამ...
       მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ამ კარგ პო­ეტ­საც ჰქო­ნია ერ­თი ისე­თი ცუ­დი ლექ­სი, რომ­ლის წა­კითხ­ვამ მე, რო­გორც მეგ­რელ კაცს, საკ­მაო ტკი­ვი­ლი გან­მაც­დე­ვი­ნა.
         და, ალ­ბათ, არა მარ­ტო მე, არა­მედ მეგ­რუ­ლი წარ­მო­შო­ბის არც ერთ ქარ­თველს არ შე­უძ­ლია  უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ წა­ი­კი­თხოს მი­ხე­ილ ქვლი­ვი­ძის ეს სტრი­ქო­ნე­ბი:
გაღ­მით აფხა­ზი ხარ,
მეგ­რე­ლი გა­მოღ­მა,
კა­ცად არ ვარ­გი­ხართ არც ერ­თი...
ამ უკა­ნას­კნელ ხანს
შენს რუ­სულს რა­ტომ­ღაც
სომ­ხუ­რი და­ე­ტყო აქ­ცენ­ტი.
         მარ­თა­ლი­ა, მი­ხე­ილ ქვლი­ვი­ძის ამ ლექსს სა­თა­უ­რად აქვს ,,გა­ა­ფხა­ზე­ბულ მეგ­რელს“, მაგ­რამ ეს ბევრ რა­მეს არ ცვლის. პი­რი­ქით, უხერ­ხუ­ლო­ბა­ში აგ­დებს მის ავ­ტორს, რო­მელ­საც არ ვი­ცი რა­ში დას­ჭირ­და ასე­თი ლექს - პრო­ვო­კა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა.
          ამ ლექსს სა­თა­უ­რად რომ ჰქონ­დეს ,,გა­ა­ფხა­ზე­ბულ ქარ­თველს“ და ტექ­სტში სიტყ­ვა ,,მეგ­რე­ლი“ ,,ქარ­თვე­ლით“ რომ იყოს შეც­ვლი­ლი, სა­და­ვოც არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, ხო­ლო სხვა­ნა­ი­რად, მარ­თლაც, არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არ მო­ე­ძებ­ნე­ბა ამ სტრი­ქო­ნებს:
გაღ­მით აფხა­ზი ხარ
მეგ­რე­ლი გა­მოღ­მა,
კა­ცად არ ვარ­გი­ხართ არც ერ­თი.
          მე თუ მკი­თხავთ, ქარ­თველ­მა კაც­მა არც მეგ­რე­ლებ­ზე და არც აფხა­ზებ­ზე არ უნ­და თქვას არა­სო­დეს: ,,კა­ცად არ ვარ­გი­ხარ არც ერ­თი“­-ო.
       ...ჩვენ აფხა­ზებ­თან ისევ სიყ­ვა­რულ­მა უნ­და შეგ­ვა­რი­გოს, სიყ­ვა­რულ­მა უნ­და გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნოს, რად­გან
წუ­თი­სო­ფე­ლი ასე­ა,
ღა­მე დღეს უთე­ნე­ბი­ა,
რაც მტრო­ბას და­უნ­გრე­ვი­ა,
სიყ­ვა­რულს უშე­ნე­ბი­ა.










ჩქი­მი ჭი­ჭე სა­მარ­გა­ლო

     ამას წი­ნათ, ქუ­თა­ი­სი­დან მარ­ტვილ­ში ავ­ტო­ბუ­სით მოვ­დი­ო­დი. მძღო­ლი მაგ­ნი­ტო­ფონს ამ­ღე­რებ­და. მეგ­რუ­ლი ჰან­გე­ბი ჰქონ­და ჩა­წე­რი­ლი. მათ შო­რის  ,,ჩქი­მი ჭი­ჭე სა­მარ­გა­ლო“.  არ ვი­ცი, რო­მე­ლი გუნ­დი ას­რუ­ლებ­და, მაგ­რამ ტექსტს და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად მღე­როდ­ნენ.
     რა კი ეს სიმ­ღე­რა - ,,ჩქი­მი ჭი­ჭე სა­მარ­გა­ლო“ - ჩემს ლექ­სზეა შექ­მნი­ლი (რაც ბევ­რმა არც კი იცის). მინ­და ყვე­ლამ, ვინც მას მღე­რის, კი­დევ ერ­თხელ ყუ­რა­დღე­ბით წა­ი­კი­თხოს ეს სტრი­ქო­ნე­ბი:
ირ ქი­ა­ნა გი­ყორ­და­სუ,
მა­რა რშუ­დას სი მიქ რდუ­ნი,
ვეშ­გო­ჭყორ­დას დი­და ნა­ნას
მუ ნი­ნა­შა გი­ბირ­დუ­ნი.
ნა­ნა­დი­ხაშ არ­ძა კუნ­თხუს
სა­ყო­რო­ფოთ გუნ­ჯი გუ­რი,
მა­რა ვე­შე­ჭყო­ლი­დუა
სქა­ნი ნი­ნა მარ­გა­ლუ­რი.
ფჩირ­თუ­ქუ­და მა­პა­ტი­ით
დო ქოფ­თქუ­ანქ მარ­თალს გვა­ლო,
მა არ­ძა­შა ქო­მის­ხუ­ნუ
ჩქი­მი ჭი­ჭე სა­მარ­გა­ლო.
     მე ეს ლექ­სი, რო­მელ­ზეც მშვე­ნი­ე­რი მუ­სი­კაა შექ­მნი­ლი, ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი კუ­თხი­სა და ენის სიყ­ვა­რულ­მა და­მა­წე­რი­ნა, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს იგი და არ მინ­და მას ვინ­მე უდი­ე­რად მო­ეპყ­რას, თო­რემ სხვამ­ხრივ ყვე­ლა იმ მომ­ღერ­ლის მი­მართ (ვინც მას მღე­რის), რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, მად­ლო­ბის მე­ტი არა­ფე­რი მეთ­ქმის.
აკა­კის ერ­თი სტა­ტი­ის გა­მო

        1873 წელს ზუგ­დი­დის მაზ­რა­ში ვი­ღაც თა­ვა­დის შვი­ლი ჩი­ჩუა მო­უკ­ლავთ ავა­ზა­კებს და ცოლ - შვი­ლიც მძი­მედ და­უჭ­რი­ათ, რა­საც თურ­მე, მის უფ­როს შვილს აბ­რა­ლებ­დნენ. ამის გა­მო აკა­კის და­უ­წე­რია სტა­ტია ,,ა­ვა­ზა­კო­ბა სა­მეგ­რე­ლო­ში“, რო­მე­ლიც მის თხზუ­ლე­ბა­თა სრულ კრე­ბულ­შიც არის შე­ტა­ნი­ლი.
      აკა­კი წერს: ,,აქ (ე­.ი. სა­მეგ­რე­ლო­ში) უმე­ტე­სი ნა­წი­ლი  მა­მებ­თა­გა­ნი არა თუ არას აძ­ლე­ვენ შვი­ლებს, კი­დე­ვაც სდევ­ნი­ან და თუ შვი­ლი ად­რე მოკ­ვდა მა­მა­ზე, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ იტი­რებს და შავს ჩა­იც­ვამს მა­მა, მაგ­რამ გულ­ში კი­დე­ვაც უხა­რი­ა, რომ ჩემს სიკ­ვდილს უც­დი­და, მაგ­რამ ვერ მო­ეს­წრო და თა­ვის გუ­ნე­ბა­ში ამ­ბობს: ,,ჰე, მა გო­ხო­ლუქ ჯგი­რი ბო­ში, ვორ­ჯგი­ნი, ვორ­ჯგი­ნი! ( მე გახ­ლა­ვართ კარ­გი ბი­ჭი, ვა­ჯო­ბე, ვა­ჯო­ბე!).
     რა არის მი­ზე­ზი ამ­გვა­რი მხე­ცუ­რი გრძნო­ბი­სა და  და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა მა­მა - შვილს შუ­ა? კი­თხუ­ლობს აკა­კი და იქ­ვე უპა­სუ­ხებს: გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა.
          ამ ნათ­ქვა­მი­დან აშ­კა­რა­ა, რომ, თუ ის, რა­საც აკა­კი ამ­ბობს,  მარ­თა­ლი­ა, მა­შინ მეგ­რე­ლე­ბი მარ­თლაც რომ ვე­ლუ­რე­ბი და გა­უ­ნათ­ლებ­ლე­ბი ყო­ფი­ლან, მაგ­რამ თუ ტყუ­ი­ლი­ა, არ ვი­ცი რა ვთქვა გარ­და იმი­სა, რომ ზოგ­ჯერ დი­დი ადა­მი­ა­ნე­ბი დიდ შეც­დო­მებ­საც უშ­ვე­ბენ ხოლ­მე. რი­სი და­დას­ტუ­რე­ბაც გახ­ლავთ აკა­კის ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლი, რომ­ლის წა­კითხ­ვამ მარ­თლაც დი­დად გა­მაკ­ვირ­ვა. იქ­ნებ პო­ე­ტი მარ­თლა იც­ნობ­და ვინ­მე ისეთ მეგ­რელ კაცს, ვი­საც შვი­ლის სიკ­ვდი­ლი გა­უ­ხარ­და (რაც ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი­ა), მაგ­რამ მას აქე­და­ნაც კი ზო­გა­დი დას­კვნა არ უნ­და გა­მო­ე­ტა­ნა.
         იმის­თა­ნა შემ­თხვე­ვა, რომ შვილს მა­მა ან მა­მას შვი­ლი მო­ეკ­ლას, არა მარ­ტო სა­მეგ­რე­ლო­ში, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში (და ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში) ყო­ფი­ლა და იქ­ნე­ბა კი­დეც. მაგ­რამ ეს მთელ კუ­თხეს ან მთელ ქვე­ყა­ნას რო­დი შე­ე­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ თბი­ლის­ში სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, აკა­დე­მი­კო­სის ოჯახ­ში ერ­თმა ძმამ დე­და მოკ­ლა, მე­ო­რემ დე­დის მკვლე­ლი ძმა ... მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი მთელ თბი­ლის­ზე არა­ვის გა­ნუ­ზო­გა­დე­ბია და არა­ვის უთ­ქვამს თბი­ლის­ში მშობ­ლე­ბი, შვი­ლე­ბი და და - ძმე­ბი ერ­თმა­ნეთს მო­საკ­ლა­ვად დას­დე­ვე­ნო.
        ასე­ვე, ვინ­მე ავა­ზაკ ჩი­ჩუ­ას მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო არა­ვის არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა ეთ­ქვა, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში მა­მებს შვი­ლე­ბის და შვი­ლებს მა­მე­ბის სიკ­ვდი­ლი უხა­რი­ათ და ამის მი­ზე­ზი გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა არი­სო, რაც მთე­ლი კუ­თხის შე­უ­რაცხ­ყო­ფას ნიშ­ნავს.
        მა­მა - შვილს შო­რის ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­გორ­საც აღ­წერს აკა­კი თა­ვის სტა­ტი­ა­ში ,,არ ახა­ლი­ა, ძვე­ლი­ა“. და ეს სა­მარ­ცხვი­ნო მოვ­ლე­ნა ძა­ლი­ან ხში­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ისეთ „გა­უ­ნათ­ლე­ბულ“ ქვე­ყა­ნა­შიც, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გე­თი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და შე­გახ­სე­ნოთ თვალ­სა­ჩი­ნო ფრან­გი მწერ­ლის ან­დრე მო­რუ­ას სიტყ­ვე­ბი მი­სი კრი­ტი­კულ - ესე­ის­ტუ­რი წე­რი­ლი­დან ,,ფრან­სუა მო­რი­ა­კი:.
          ,,ფუ­ლი თვით წმინ­და ოჯახ­შიც სპობს ყო­ვე­ლი­ვე წმინ­და გრძნო­ბას. ბავ­შვე­ბი მო­უთ­მენ­ლად ელი­ან მემ­კვიდ­რე­ო­ბას და ამი­ტომ ხარ­ბად თვალს ადევ­ნე­ბენ მა­მის ახალ ნა­ო­ჭებს სა­ხე­ზე, გუ­ლის შე­ღო­ნე­ბას, ქო­შინს. მა­მამ კი იცის, რომ ბავ­შვე­ბი ერ­თთა­ვად უთ­ვალ­თვა­ლე­ბენ და ცდი­ლობს თა­ვის უღირს ნა­ში­ერთ მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და კარ­გად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი ფან­დე­ბის შემ­წე­ო­ბით მემ­კვიდ­რე­ო­ბა წა­არ­თვას“.
            და აქ გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რი­ა, რად­გან ყველ­გან, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ასე იქ­ცე­ვი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­ლო­ცა­ვი კერ­პი მხო­ლოდ ფუ­ლია და რო­მელ­თაც ყვე­ლას­თან (თუნ­დაც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­თან) მი­მარ­თე­ბა­ში მხო­ლოდ პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბა და გა­მორ­ჩე­ნის მი­ზა­ნი ამოქ­მე­დებთ. ვინ­მეს მეგ­რე­ლო­ბა, ქარ­თვე­ლო­ბა ან თუნ­დაც ფრან­გო­ბა აქ არა­ფერ შუ­ა­ში­ა.
        ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლოს ბულ­ბუ­ლად წო­დე­ბუ­ლი და თით­ქმის ყვე­ლა­ფერ­ში მარ­თა­ლი აკა­კი, ამ ერთ სტა­ტი­ა­ში ნამ­დვი­ლად შეც­და, ვინ­მე ჩი­ჩუ­ას მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი მთელ სა­მეგ­რე­ლო­ზე რომ  გა­ნა­ზო­გა­და და თქვა: მეგ­რულ ოჯა­ხებ­ში მა­მებ­სა და შვი­ლებს (გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის გა­მო ) ჭი­რი­ვით სძულთ ერ­თმა­ნე­თი­ო. თუმ­ცა, ჩე­მი აზ­რით, აკა­კის ეს შეც­დო­მა  მეგ­რელ­თმო­ძუ­ლე­ო­ბით რომ არ მოს­ვლი­ა, ამას ადას­ტუ­რებს სხვა სტა­ტი­ა­ში და­წე­რი­ლი მი­სი­ვე სიტყ­ვე­ბი:
       ,,... რაც შე­ე­ხე­ბა ნა­თე­სა­ო­ბას და მე­გობ­რო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით მე­გობ­რო­ბა მეგ­რე­ლებ­მა ძლი­ერ იცი­ან ... და ამ თვი­სე­ბით მეგ­რე­ლე­ბი დღე­საც სჯო­ბი­ან იმერ­-        ლებ­ს“-ო.
         დი­ახ, ეს სიტყ­ვე­ბი აკა­კის ეკუთ­ვნის და მი­სი წა­კითხ­ვის შემ­დეგ იქ­ნებ არც იყო სა­ჭი­რო თით­ქმის სა­უ­კუ­ნე­ნა­ხევ­რის წი­ნათ და­წე­რი­ლი აკა­კის ამ სტა­ტი­ის ხე­ლახ­ლა გახ­სე­ნე­ბა, მაგ­რამ აკა­კი ის ღვთა­ებ­რი­ვი შე­მოქ­მე­დი­ა,  რომ­ლის სიტყ­ვას სა­უ­კუ­ნე­ე­ბი ვერ გა­ა­ხუ­ნებს და მის ნათ­ქვამს ( თუნ­დაც შეც­დო­მი­ანს) ამ­ყო­ლი ყო­ველ­თვის ეყო­ლე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში ზოგ ვინ­მეს სა­მეგ­რე­ლოს შე­სა­ხებ ისე­თი გა­უ­გო­ნა­რი ცი­ლის­წა­მე­ბაც ათ­ქმე­ვი­ნოს, რა­საც თა­ნა­მედ­რო­ვე მეგ­რელ­თმო­ძუ­ლე­ნიც არ იკად­რე­ბენ. ჩვენც სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ აკა­კის ის სტა­ტია უპა­სუ­ხოდ არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.
         ერ­თი შე­ნიშ­ვნა კი­დევ:
         აკა­კის მე -13 ტომ­ში შე­ტა­ნი­ლია სტა­ტია ,,უბ­რა­ლო სა­უ­ბა­რი“, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ:
         ,,მარ­თა­ლია მეგ­რუ­ლი კი­ლო ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი­ა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­მა­გი­ე­როდ იგი­ვე მეგ­რუ­ლი დღეს სა­ლა­როა ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვი­ე­რე­ბი­სა“.
         ჯერ ერ­თი, მეგ­რუ­ლი არც კი­ლოა და არც დი­ა­ლექ­ტი, რო­გო­რა­დაც მი­იჩ­ნე­ვენ მას დღე­საც ზო­გი­ერ­თე­ბი. მეგ­რუ­ლი ენა თა­ვად არის ორი დი­ა­ლექ­ტის ( სე­ნა­კუ­რი­სა და ზუგ­დი­დურ­-სა­მურ­ზა­ყა­ნუ­ლის) შემ­ცვე­ლი და მე­ო­რეც, მეგ­რუ­ლი არ არის ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი. მეგ­რუ­ლი ენის ასე­თი და­ხა­სი­ა­თე­ბით აკა­კიმ სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვა, ისე­ვე რო­გორც შეც­და იგი ად­რე ვა­ჟა- ფშა­ვე­ლას­თან, რო­ცა ,,ხმე­ლი წი­ფე­ლი­სა“ და ,,შვლის ნუკ­რის ნა­ამ­ბო­ბის’ ავ­ტორს ენა და­უ­წუ­ნა.

მეგ­რულ - ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნის მე­ო­რე
გა­მო­ცე­მი­სათ­ვის

      გა­მომ­ცემ­ლო­ბა ,,ინ­ტე­ლექ­ტმა“ 1997 წელს გა­მოს­ცა გი­ვი ელი­ა­ვას ,,მეგ­რულ - ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნი (მა­სა­ლე­ბი)“.
რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, იგი­ვე ,,ინ­ტე­ლექ­ტი“ ამ­ჟა­მად აპი­რებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ლექ­სი­კო­ნის ხე­ლახ­ლა გა­მო­ცე­მას.
       მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ბო­ლო წლებ­ში გა­მო­ი­ცა ოთარ ქა­ჯა­ი­ა­სა და ალიო ქო­ბა­ლი­ას უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლი ლექ­სი­კო­ნე­ბი, ვფიქ­რობთ, რომ გ. ელი­ა­ვას ლექ­სი­კო­ნის ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ცე­მა უთუ­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ა. ოღონდ, ჩე­მი აზ­რით, ამ ლექ­სი­კო­ნის გან­მე­ო­რე­ბით და­ბეჭ­დვი­სას აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გას­წორ­დეს წი­ნა გა­მო­ცე­მა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი უზუს­ტო­ბა­ნი. სა­ი­ლუს­ტრა­ცი­ოდ მო­ვიყ­ვანთ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლითს. მა­გა­ლი­თად, გ. ელი­ა­ვას ,,მეგ­რულ - ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნის“ 1997 წლის გა­მო­ცე­მა­ში ბი­ნე­ხი თარ­გმნი­ლი­ა, რო­გორც (მცე­ნა­რე) ვე­ნა­ხი, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ქარ­თუ­ლით იმ მცე­ნა­რეს, რო­მე­ლიც ყურ­ძენს ის­ხამს, ვა­ზი ჰქვი­ა, ვე­ნა­ხი კი მი­წის ის ნაკ­ვე­თი­ა, რო­მელ­ზე­დაც ვა­ზია გა­შე­ნე­ბუ­ლი (ვაზ­ნა­რი, ვა­ზის ბა­ღი, ვე­ნა­ხი). მა­გა­ლი­თად, რო­ცა მეგ­რე­ლი კა­ცი ამ­ბობს: ,,მა­სარს მი­კო­კი­რი­ლი ბი­ნე­ხი“, ქარ­თუ­ლად ეს წი­ნა­და­დე­ბა უნ­და ითარ­გმნოს რო­გორც ,,სარ­ზე მიკ­რუ­ლი ვა­ზი“ და არა ,,სარ­ზე მიკ­რუ­ლი ვე­ნა­ხი“. ვნა­ხოთ სხვა წი­ნა­და­დე­ბაც: ,,ვაზს ხე­ხი­ლი­ვით ზე­ზე დგო­მა არ შე­უძ­ლი­ა“. აქაც ,,ვაზს“ ვერ შეც­ვლით ,,ვე­ნა­ხით“, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ­ში ვა­ზი და ვე­ნა­ხი სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ბის სიტყ­ვე­ბი­ა.
      მაგ­რამ ლექ­სი­კო­ნის შედ­გე­ნი­სას თუ ის ფაქ­ტია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რომ და­სავ­ლურ დი­ა­ლექ­ტებ­ში (რო­გორც ძველ ქარ­თულ­ში) ვე­ნა­ხი ერთ ძირ­ზეც ით­ქმის და იმ ად­გილ­ზეც, სა­დაც ვა­ზია გა­შე­ნე­ბუ­ლი, მა­შინ აჯო­ბებ­და ლექ­სი­კონ­ში ორი­ვე სიტყ­ვი­სათ­ვის მი­ე­ცათ რე­კო­მენ­და­ცია და ბი­ნე­ხი ასე ეთარ­გმნათ:
       ბი­ნე­ხი (მცე­ნა­რე) - ვა­ზი, ვე­ნა­ხი.
      ინ­ჭი­რი თარ­გმნი­ლი­ა, რო­გორც ან­წლი, მაგ­რამ ან­წლა­დაა თარ­გმნი­ლი ჯა­ფა­ზი­აც. ჯა­ფა­ზია ანუ ჯა­ფე­ზია ჭი­ა­ფე­რაა და არა ან­წლი.
      ქი­ლო­რი თარ­გმნი­ლი­ა, რო­გორც ქო­რი, მაგ­რამ ქი­ლო­რი ქო­რი არ არის. ქორს მეგ­რუ­ლად ქი­რი ჰქვი­ა, ქი­ლო­რი კი ხო­ხო­ბია.
       ჩი­ჩი­ლა­კი ქარ­თუ­ლა­დაც ჩი­ჩი­ლა­კი­ა. ზედ­მე­ტია გან­მარ­ტე­ბა: ,,სა­ა­ხალ­წლო ჩი­ჩი­ლა­კი“ (ა­რა­სა­ა­ხალ­წლო ჩი­ჩი­ლა­კი არ არ­სე­ბობს).
      პან­ტე თარ­გმნი­ლი­ა, რო­გორც მსხა­ლი, პან­ტა მსხა­ლი. მაგ­რამ პან­ტა გა­ნა მარ­ტო მსხა­ლი­ა? ხომ არ­სე­ბობს პან­ტა ვაშ­ლიც?
       ლექ­სი­კონ­ში ასე­ვე შეც­დო­მი­თაა თარ­გმნი­ლი სო­ტე­ლი­ა. სო­ტე­ლია ანუ სო­ტო­ლია წი­თე­ლი ფხა­ლია და არა ჭარ­ხა­ლი.
      სუ­რო თარ­გმნი­ლია უსურ­ვა­ზად, მაგ­რამ უსურ­ვა­ზი სუ­რო არ არის. უსურ­ვაზს მეგ­რუ­ლად ,,ჩი­ტიშ ყურ­ძე­ნი“ ჰქვი­ა, სუ­რო კი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვაა და მეგ­რუ­ლად მას სუ­რუს ან ცუ­რუს ეძა­ხი­ან.
       ბე­ჭე­დი მეგ­რუ­ლა­დაც ბე­ჭე­დი რო­დი­ა. ბე­ჭედს მეგ­რუ­ლად აქვს თა­ვი­სი სა­ხე­ლი - მარ­წკინ­დი. მარ­თა­ლია ეს სიტყ­ვა დღეს იშ­ვი­ა­თად იხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ლექ­სი­კო­ნის გა­მო­ცე­მის მი­ზა­ნი სწო­რედ ის არის, რომ ასე­თი მი­ვი­წყე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბი არ და­ი­კარ­გოს.
         ერ­ცქე­მი ნი­ა­მო­რია და არა შვე­ლი. შველს მეგ­რუ­ლად სქვე­რი ჰქვი­ა. გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც ხალ­ხუ­რი ლექ­სი:
ტა­ნი მშვე­ნი­ე­რი  გი­ღუ,
ერ­თი - მორ­თი სი სქვე­რი­ში,
ჭი­რი ქო­ბღო­ლა­მუ­და­სუ
სკა­ნი სქვა­მი კი­სე­რი­ში.
       ცნო­ბი­ლი­ა, რომ ყვე­ლა ხორ­ცის­მჭა­მელ დე­დალ ცხო­ველს ქარ­თუ­ლად ძუ ჰქვია (მაგ: ძუ მგე­ლი, ძუ ლო­მი, ძუ დათ­ვი და ა. შ.), რომ­ლის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი სიტყ­ვა მეგ­რულ­ში არის ჯუ­ა. აღ­ნიშ­ნულ ლექ­სი­კონ­ში კი სიტყ­ვა ,,ძუ“-ს გას­წვრივ ვკი­თხუ­ლობთ:  ძუ - ხვა­დი, ძუ ჯო­ღო­რი, ძუ ძაღ­ლი. ძუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმა­ვე დროს ხვა­დიც იყოს?
        იგი­ვე ით­ქმის სიტყ­ვა ქა­ბუ­ლა-ს შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ლექ­სი­კონ­ში თარ­გმნი­ლი­ა, რო­გორც უშო­ბე­ლი.
       უშო­ბე­ლი (მეგ­რუ­ლად: უხა­ფუ) მხო­ლოდ დე­და­ლი ხბოს (ერთ - ორ  წლამ­დე სა­ფუ­რე დე­კე­უ­ლის) აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ქა­ბუ­ლა კი მოზ­ვე­რი­ა.
       ასე­ვე არას­წო­რა­დაა თარ­გმნი­ლი სიტყ­ვა ფუ­ჯი, რო­მე­ლიც თარ­გმნი­ლი­ა, რო­გორც ფუ­რი და ნეზ­ვი. ფუ­რი, კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ფუ­ჯი ნეზ­ვი არ არის. ფუ­ჯი მხო­ლოდ მსხვილ­ფე­ხა დე­და­ლი სა­ქონ­ლის აღ­მნიშ­ვნე­ლი სიტყ­ვაა (მა­გა­ლი­თად: ფუ­ჯი ჩხო­უ, ფუ­ჯი კა­მე­ჩი). ასე­ვე, რო­გორც ქარ­თულ­ში არ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ფუ­რი თხა, ან,  ფუ­რი ღო­რი, მეგ­რელ­მა კაც­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია თქვას ,,ფუ­ჯი თხა“ ან ,,ფუ­ჯი ღე­ჯი“. ფუ­ჯის ქარ­თუ­ლი შე­სატყ­ვი­სი მხო­ლოდ ფუ­რია და არა ნეზ­ვი. ნეზვ თხას მეგ­რუ­ლად ჭყვი­რი ჰქვი­ა, ნეზვ ღორს კი - ყო­რი.
       ვერ­სი თარ­გმნი­ლი­ა, რო­გორც კი­ლო­მეტ­რი. მარ­თა­ლი­ა, ვერ­სიც და კი­ლო­მეტ­რიც ორი­ვე სიგ­რძის სა­ზო­მი ერ­თე­უ­ლი­ა, მაგ­რამ ვერ­სი მე­ტია კი­ლო­მეტ­რზე და მა­თი ერ­თმა­ნეთ­თან გა­ი­გი­ვე­ბა სწო­რი არ არის (ვერ­სი ქარ­თუ­ლა­დაც ვერ­სი­ა, რად­გან სიგ­რძის ეს ზო­მა მეგ­რულ­შიც და ქარ­თულ­შიც ძვე­ლი რუ­სე­თი­დან არის შე­მო­სუ­ლი).
      გო­რო (ქო­ბა­ლი) თარ­გმნი­ლი­ა, რო­გორც ფურ­ნე­ში გა­მომ­ცხვა­რი (ა­რა­ლა­ვა­ში) პუ­რი. არ ვი­ცი  რა სა­ჭი­რო იყო ამ­სიგ­რძე ახ­სნა - გან­მარ­ტე­ბა.  მეგ­რულ - ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნი ხომ თარ­გმნი­თი ლექ­სი­კო­ნია და არა გან­მარ­ტე­ბი­თი?
       თარ­გმნით ლექ­სი­კონ­ში შე­სუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი სიტყ­ვა კი უნ­და ითარ­გმნოს მოკ­ლედ და ლა­კო­ნუ­რად, მა­გა­ლი­თად,  ასე: ბერ­გი - თო­ხი, ბორ­ჯი - დრო, ყი­ლო - ვეფხ­ვი, ჭი­თა - წი­თე­ლი და ა. შ. ქარ­თულ ენა­საც აქვს გო­როს აღ­მნიშ­ვნე­ლი სიტყ­ვა, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტავს ფურ­ნე­ში გა­მომ­ცხვა­რი პუ­რის (ბუ­ხან­კა“-ს) მნიშ­ვნე­ლო­ბას. ქარ­თუ­ლად ასეთ პურს გო­გო­რა პურს ეძა­ხი­ან.
     ჰა­რა­მი თარ­გმნი­ლი­ა, რო­გორც არა­მი კა­ცი, ბო­რო­ტი. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, თარ­გმნით ლექ­სი­კონ­ში ასე­თი ზედ­მე­ტი გან­მარ­ტე­ბე­ბი სა­ჭი­რო არ არის, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­ცე­მუ­ლი გან­მარ­ტე­ბაც არას­წო­რი­ა. ჰა­რა­მი ქარ­თუ­ლად შუ­რი­ა­ნი­-ა (ჰა­რა­მი კო­ჩი - შუ­რი­ა­ნი კა­ცი).
       მა­ღა­ზა თარ­გმნი­ლი­ა, რო­გორც სა­სი­მინ­დე. აქ თით­ქოს სა­და­ვო არა­ფე­რი­ა, მა­ღა­ზა მარ­თლაც სა­სი­მინ­დე­ა, მაგ­რამ ნუ დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბა, რომ სა­სი­მინ­დეს, რო­მელ­საც მეგ­რუ­ლად აქვს თა­ვი­სი სა­ხე­ლი მა­ღა­ზა, ქარ­თუ­ლად ნა­ლია ეწო­დე­ბა. ასე, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და ეს სიტყ­ვე­ბი ლექ­სი­კონ­ში თავ - თა­ვის ად­გი­ლას ასე ყო­ფი­ლი­ყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი:
       ოსი­მინ­დე - სა­სი­მინ­დე,
       მა­ღა­ზა - ნა­ლი­ა.
       იგი­ვე ით­ქმნის სიტყ­ვა ,,ოს­კი“-ს, ანუ, ,,ოს­ქუ“-ს შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნულ ლექ­სი­კონ­ში სიტყ­ვა ოღე­ჯე თარ­გმნი­ლი­ა, რო­გორც სა­ღო­რე, რაც უდა­ვოდ სწო­რი­ა, მაგ­რამ იქ­ვე ,,ოს­ქუ“-ც სა­ღო­რე­დაა თარ­გმნი­ლი. კი ბა­ტო­ნო, ოს­ქუც, რა თქმა უნ­და სა­ღო­რე­ა, მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ სა­ღო­რეს, რო­გორც მეგ­რულ­ში ჰქვია ოს­კი ან ოს­ქუ, ასე­ვე აქვს მას ქარ­თულ­შიც თა­ვი­სი სა­ხე­ლი - იშე­ლი.
       შვე თარ­გმნი­ლი­ა, რო­გორც ბა­დე - ქო­ნი. სწო­რი­ა! მაგ­რამ და­ვი­წყე­ბუ­ლია ამ  სიტყ­ვის სხვა  მნიშ­ვნე­ლო­ბა: ზვა­ვი.
        უსუ­სუ­რი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა­ა, მეგ­რუ­ლად მი­სი შე­სატყ­ვი­სია ფირ­სი­კი.
        ჭრე­ლის მეგ­რუ­ლი შე­სატყ­ვი­სე­ბი­ა: ტერ­ტო, ღა­ჟუ­რა, ჭარ­გა, ჭერ­ჭო...
        ტყარ­ქო­თო­მი, რა თქმა უნ­და,  ტყის ქა­თა­მი­ა, მაგ­რამ ამ ტყის ქა­თამს მეგ­რულ­ში აქვს თა­ვი­სი სა­ხე­ლი -  კვან­თა­რი, რო­მე­ლიც ლექ­სი­კონ­ში სა­ერ­თოდ არ არის შე­სუ­ლი.
        ვფიქ­რობ მე­ტი მა­გა­ლი­თე­ბის მოხ­მო­ბა სა­ჭი­რო არ არის, რომ და­ვას­კვნათ: გ. ელი­ა­ვას ,,მეგ­რულ - ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნის“ ხე­ლახ­ლა გა­მო­ცე­მი­სათ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რა­თა პირ­ველ გა­მო­ცე­მა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი მე­ო­რე­შიც არ გან­მე­ორ­დეს. ამი­ტომ, სა­ნამ წიგ­ნი და­ი­ბეჭ­დე­ბა, გა­მომ­ცემ­ლო­ბამ იგი ყუ­რა­დღე­ბით უნ­და წა­ა­კი­თხოს მეგ­რუ­ლი ენის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე რო­მე­ლი­მე ფი­ლო­ლოგს, ვინც შეძ­ლებს შე­ი­ტა­ნოს მას­ში ღი­რე­ბუ­ლი შეს­წო­რე­ბა­ნი.














ისევ მეგ­რუ­ლი ენის შე­სა­ხებ
     ყვე­ლამ, ვინც მეგ­რე­ლებ­ზე და მეგ­რუ­ლი ენის შე­სა­ხებ რა­ი­მეს თქმას და­ა­პი­რებს, აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გა­იხ­სე­ნოს გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სიტყ­ვე­ბი:
    ,,სა­ქარ­თვე­ლოს სიძ­ლი­ე­რე სწო­რედ მის ტომ­თა ცო­ცხალ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ში­ა. მე იმის მომ­ხრეც ვიქ­ნე­ბო­დი, მწერ­ლო­ბა აყ­ვა­ვე­ბუ­ლი­ყოს მეგ­რუ­ლად.... ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა ამით არას და­კარ­გავს რა - პი­რი­ქით, კი­დე­ვაც მო­ი­გებს. მეგ­რულ­ში მრა­ვა­ლი სიტყ­ვაა ზედ­გა­მოჭ­რი­ლი და მრა­ვა­ლი თქმა მოხ­დე­ნი­ლი. ეს შე­საძ­ლოა სა­ზო­გა­დოდ იქ­ცეს ქარ­თუ­ლი­სათ­ვის, სვა­ნურ­ზე­დაც ესევ ით­ქმის“.
     მე მჯე­რა ამ სიტყ­ვე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა, მაგ­რამ მარ­ტო ჩე­მი და­ჯე­რე­ბა არა­ფე­რი­ა.
     მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე იმ­დე­ნად დი­დი­ა, რომ მის­თვის მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე­საც უნ­და და­ე­ჯე­რე­ბი­ნა და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნ­და და­ე­წე­რა მეგ­რუ­ლი ენის შე­სა­ხებ ასე­თი სტრი­ქო­ნე­ბი:
ვით დე­და მტკვარ­თან ჭო­როხს და ენ­გურს,
რი­ონს და ტე­ხურს, იორს და არაგვს,
აგ­რეთ­ვე ენას ქარ­თულ­თან - მეგ­რულს,
ხმა ამო­ი­ღოს უფ­ლე­ბა არ აქვს.
     მიკ­ვირს, ნუ­თუ პო­ეტ მურ­მან ლე­ბა­ნი­ძეს მარ­თლა ის უნ­დო­და, რომ მეგ­რუ­ლი ენა რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე მომ­კვდა­რი­ყო, რომ ამ ენა­ზე არა­ვის ელა­პა­რა­კა და არა­ვის არა­ფე­რი და­ე­წე­რა?
      ნუ­თუ მან არ იცო­და, რომ ,,ლა­ზუ­რი, მეგ­რუ­ლი და სვა­ნუ­რი შუქ­სა ჰფენს ჩვე­ნი სა­ერ­თო და სა­ზო­გა­დო ქარ­თუ­ლის იმ პე­რი­ოდს, რო­ცა ჯერ კი­დევ ჩვე­ნი ერის ის­ტო­რია არც კი და­წყე­ბუ­ლი­ყო“ (გრი­გოლ ყიფ­ში­ძე).
აკა­კი და ილია
   ,,კარ­გა ხა­ნია ჩვენს პრე­სა­ში აკა­კის ხსე­ნე­ბა თით­ქმის სრუ­ლე­ბით აღარ შეგ­ხვდე­ბათ, იგი ილი­ას და­აჩ­რდი­ლი­ნეს, რა­საც ილი­ა, ცო­ცხა­ლი, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ იკად­რებ­და, რად­გან მე -19 სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ამ ორი გო­ლი­ა­თის ერ­თმა­ნე­თი­სა­გან და­შო­რე­ბა არა­თუ დი­დი უსა­მარ­თლო­ბა­ა, დი­დი სიბ­რიყ­ვე­ცა­ა“. - წერს მწე­რა­ლი კი­ტა ბუ­ა­ჩი­ძე და  იქ­ვე გა­ნაგ­რძობს; ,,სხვა­თა­შო­რის, ზოგ­მა მაღ­ლამ­დგომ­მა ბრძენ­მა თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აკა­კი­სად­მი ახალ მოჭ­რილ ფულ­ზეც გა­მო­ხა­ტა; ათ ლა­რად აკა­კი შე­ა­ფა­სეს, ოცად - ილი­ა, მა­შინ, რო­ცა ორი­ვე­ნი ერ­თად უნ­და მდგა­რიყ­ვნენ, რო­გორც ესაა თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი გიმ­ნა­ზი­ის წინ აღ­მარ­თულ ძეგ­ლზე“.
    აკა­კი­სა და ილი­ა­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ახალ ფულ­ზე მარ­თლაც ასეა გა­მო­ხა­ტუ­ლი: ათ­ლა­რი­ან­ზე აკა­კი ახა­ტი­ა, ოცი­ან­ზე - ილი­ა. მაგ­რამ გა­ნა ეს იმას ნიშ­ნავს, რომ აკა­კი ილი­ა­ზე დაბ­ლა დგას? რა­საკ­ვირ­ვე­ლია არა!
      დღე­საც, ისე რო­გორც მათ სი­ცოცხ­ლე­ში­ვე ხდე­ბო­და ხოლ­მე, ზო­გი ილი­ას აყე­ნებს აკა­კი­ზე მაღ­ლა, ზო­გი კი პი­რი­ქით და აქ სა­გან­გა­შო არა­ფე­რი­ა, რად­გან რო­გორც გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე ამ­ბობს: ,,აკა­კი და ილია ტყუ­პე­ბი­ა, რომ­ლე­ბიც დას­ცილ­დნენ ერ­თი­მე­ო­რეს, მაგ­რამ ,,ტო­ლე­ბი“ დარ­ჩნენ მა­ინც. არ­ჩე­ვა­ნი ხან ერთს ერ­გე­ბა, ხან მე­ო­რეს. ,,ტო­ლებ­ში“ ეს ჩვე­უ­ლი ამ­ბა­ვი­ა“.
      მაგ­რამ კი­ტა ბუ­ა­ჩი­ძეც მარ­თა­ლი­ა: სა­ქარ­თვე­ლოს ახალ ფულ­ზე ილია და აკა­კი ერ­თმა­ნე­თის­გან არ უნ­და გა­ე­თი­შათ და ორი­ვე­ნი ერ­თად უნ­და მდგა­რიყ­ვნენ ისე, რო­გორც ესაა თბი­ლი­სის გიმ­ნა­ზი­ის წინ აღ­მარ­თულ ძეგ­ლზე, სა­ი­და­ნაც აკა­კი და ილია ერ­თად გას­ცქე­რი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს.
      ნამ­დვი­ლად ასე აჯო­ბებ­და.
კვლავ აკა­კი­სა და ილი­ას შე­სა­ხებ

        რო­გორც ილია ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბი­დან ვგე­ბუ­ლობთ, აკა­კის გა­უ­მარ­თლე­ბელ გაზ­ვი­ა­დე­ბად მი­აჩ­ნდა თურ­მე ილი­ას ,,გან­დე­გი­ლის“ და­სა­წყი­სი სტრი­ქო­ნე­ბი:
სა­დაც დი­დე­ბულს მთა­სა მყინ­ვარ­სა
ორ­ბნი, არ­წივ­ნი ვერ შეჰ­ხე­ბი­ან.
      -სა­დაც ორ­ბი და არ­წი­ვი ვერ მის­წვდე­ბა, იქ მო­ნას­ტე­რი ვერ  გა­მო­იქ­ვა­ბე­ბაო - უთ­ქვამს აკა­კის.
რო­დე­საც ზუ­რა­ბიშ­ვილს შე­უხ­სე­ნე­ბი­ა, რომ ეს პო­ე­ტუ­რი ჰი­პერ­ბო­ლა­ა­ო, აკა­კის უპა­სუხ­ნი­ა:
        -ჰი­პერ­ბო­ლა სი­ნამ­დვი­ლის გაზ­ვი­ა­დე­ბა­ა, გა­და­ჭარ­ბე­ბა, მაგ­რამ იქ, სა­დაც სი­ნამ­დვი­ლე არ არის, იმის გა­და­ჭარ­ბე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა­ო. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მე ასე არ დავ­წერ­დი­ო.
       რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, არ და­წერ­და­ო, გვარ­წმუ­ნებს მო­გო­ნე­ბე­ბის ავ­ტო­რი, მაგ­რამ....
       საქ­მე ის არის, რომ აკა­კის ამ დროს უკ­ვე და­წე­რი­ლი აქვს ,,თორ­ნი­კე ერის­თა­ვი“, სა­დაც ბეთ­ლე­მის სუ­რა­თი ასე აქვს და­ხა­ტუ­ლი:
ღრუ­ბელ­ზე მაღ­ლა, ორ­ბის სა­ბუ­დარს,
არ­ჩვებ - ჯიხ­ვე­ბის მა­ღალ სამ­თავროს,
წმინ­და მა­მებ­სა გა­მო­უქ­ვა­ბავთ
კლდე­ში სახ­ლე­ბი ოდეს­მე ერთ დროს.
      ის­მის ბუ­ნებ­რი­ვი კითხ­ვა: - თუ აკა­კის მი­ერ აღ­წე­რი­ლი სუ­რა­თი (ღრუ­ბელ­ზე მაღ­ლა წმინ­და მა­მე­ბის სახ­ლთა გა­მოქ­ვაბ­ვა) არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა რე­ა­ლო­ბას და ჰი­პერ­ბო­ლად ჩა­ით­ვლე­ბა, სა­ი­ნტე­რე­სო­ა, ილი­ას ,,გან­დე­გი­ლის“ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სტრი­ქო­ნებს რა ღმერ­თი გა­უწყ­რა და რა­ტო­მაა იგი და­სა­წუ­ნი?
       ორი­დან ერ­თი­ა: ან აკა­კი აქ ,,გან­დე­გი­ლის“ ავ­ტორს მარ­თლა უსა­ფუძ­ვლოდ აკ­რი­ტი­კებს (რაც უეჭ­ვე­ლად იმ ავ მე­ჭო­რე­თა წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს, რომ­ლე­ბიც იმ­თა­ვით­ვე ,,ამ­ტკი­ცებ­დნენ“, აკა­კის ილია არ უყ­ვარ­და და მას ყო­ველ­თვის აქი­ლი­კებ­და და ჰქირ­დავ­და­ო), ან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აჭარ­ბებს და თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში ჩვენს ბუმ­ბე­რაზ მგო­სანს ისეთ რა­მეს მი­ა­წერს, რაც მას არა­სო­დეს უთ­ქვამს ილი­ას შე­სა­ხებ.
ასეა თუ ისე, ერ­თი რამ უეჭ­ვე­ლად ცხა­დი­ა: ჰი­პერ­ბო­ლა რომ პო­ე­ტუ­რი გაზ­ვი­ა­დე­ბის ხერ­ხია და მას ხა­ტო­ვა­ნე­ბის მიზ­ნით მი­მარ­თა­ვენ, ,,თორ­ნი­კე ერის­თა­ვი­სა“ და ,,გან­დე­გი­ლის“ ავ­ტო­რებს არა­ვის­გან არ ეს­წავ­ლე­ბო­დათ.











რუს­თა­ვე­ლი თუ ნიც­შე?

        გერ­მა­ნელ მწე­რალ­სა და ფი­ლო­სო­ფოსს ფრიდ­რიხ ნიც­შეს აქვს ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მი:
         ,,ქალს არ შე­უძ­ლია მე­გობ­რო­ბა, მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი იცის, რაც სიყ­ვა­რუ­ლის იქი­თა­ა, იმის მი­მართ ქა­ლი გა­ნურ­ჩე­ვე­ლი­ა“.
         დი­დი ჰუ­მა­ნის­ტი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი შო­თა რუს­თა­ვე­ლი კი სულ სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობ­და ქა­ლებ­ზე (გა­იხ­სე­ნეთ ნეს­ტა­ნის, თი­ნა­თი­ნის, ას­მა­თი­სა და ფატ­მა­ნის სა­ხე­ე­ბი). მი­სი აზ­რით, ქა­ლი მო­რა­ლუ­რად და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად ისე­თი­ვე სრულ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნი­ა, რო­გორც მა­მა­კა­ცი და მას სიყ­ვა­რუ­ლიც  შე­უძ­ლია და მე­გობ­რო­ბაც.
          რო­მე­ლია მარ­თა­ლი: რუს­თა­ვე­ლი თუ ნიც­შე?
          ალ­ბათ, რუს­თა­ვე­ლი, თუმ­ცა არ­სე­ბობს ასე­თი მო­საზ­რე­ბაც: ,,ი­სიც, რა­საც ქა­ლე­ბი მე­გობ­რო­ბით გვი­წყა­ლო­ბებენ ხოლ­მე, სიყ­ვა­რუ­ლის­გან არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი“.



მიკ­ვირს, რა­ტომ გა­მორ­ჩათ

          დღეს წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­ძი­ნე ელ­ფის მი­ერ 2014 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ,,სიყ­ვა­რუ­ლის წიგ­ნი“ (შემ­დგე­ნე­ლი თამ­თა გრი­გო­ლი­ა, რე­დაქ­ტო­რი ხა­თუ­ნა ნო­ნი­აშ­ვი­ლი), სა­დაც აკა­კი წე­რეთ­ლის 8 ლექ­სია შე­ტა­ნი­ლი, ილი­ა­სი კი - 4.
           უდა­ვო­ა, რომ აკა­კის უფ­რო მე­ტი სატ­რფი­ა­ლო ლექ­სი აქვს, ვიდ­რე ილი­ას. ალ­ბათ, ამი­ტომ იყო, რომ 1989 წელს გა­მო­ცე­მულ ,,სიყ­ვა­რუ­ლის წიგ­ნშიც“ (შემ­დგენ­ლე­ბი: გი­ვი გე­გეჭ­კო­რი, ემ­ზარ კვი­ტა­იშ­ვი­ლი, ტა­რი­ელ ჭან­ტუ­რი­ა) აკა­კის 13 ლექ­სი იყო შე­ტა­ნი­ლი, ილი­ა­სი კი - 6.
         მე არა­ფე­რი მაქვს სა­და­ვო ,,სიყ­ვა­რუ­ლის წიგ­ნის“ შემ­დგენ­ლებ­თან, მაგ­რამ მიკ­ვირს, რომ ამ წიგ­ნის, რო­გორც პირ­ველ, ასე­ვე მე­ო­რე გა­მო­ცე­მა­ში არ მოხ­ვდა ილი­ას ეს შე­დევ­რი:
მა­შინ დავ­სტკბე­ბი სრუ­ლის სა­მო­თხით,
როს, ვით მე გეტ­რფი, შენ­ცა მეტ­რფო­დე,
და ქალ­წუ­ლო­ბის კრთო­მით, მორ­ცხვო­ბით
მე შენს სიყ­ვა­რულს მე­უბ­ნე­ბო­დე.
მე დაგ­ყუ­რებ­დე ტრფი­ა­ლე­ბი­თა,
შენ ჩემს გულ­ზე­და თა­ვი გეს­ვე­ნოს,
მწყუ­რო­დეს მაგ­რამ კრძა­ლუ­ლე­ბი­თა
მე შენ­თვის კოც­ნაც ვერ გა­მე­ბედ­ნოს.
ვიშ, მაგ შენს ნარ­ნარს გუ­ლის ცე­მა­სა
ვით ლოც­ვის ძგე­რას, ლმო­ბით ვის­მენ­დე,
და ცოდ­ვილ ფიქ­რთა ზედ მო­სე­ვა­სა
შე­ნის სიწ­მინ­დით ვი­გე­რი­ებ­დე.
      21 წლის ჭა­ბუ­კის ეს ლექ­სი უტოლ­დე­ბა პეტ­რარ­კას მი­ერ ლა­უ­რა­სად­მი მიძღ­ვნილ სო­ნე­ტებ­სო, წერს ამ ლექ­სის შე­სა­ხებ აკა­კი გა­წე­რე­ლი­ა.
მეც ამი­ტომ დამ­წყდა გუ­ლი, რომ ,,სიყ­ვა­რუ­ლის წიგ­ნის“ ვერც ერთ გა­მო­ცე­მა­ში ვერ ვი­ხი­ლე იგი, რაც მომ­დევ­ნო გა­მო­ცე­მის შემ­დგენ­ლებ­მა  აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.


ვინ უფ­რო სცო­დავს?

          პუშ­კი­ნის ,,ევ­გე­ნი ონე­გინ­ში“ ტა­ტი­ა­ნა ერ­თგუ­ლი რჩე­ბა თა­ვი­სი ქმრი­სა, რო­მე­ლიც არ უყ­ვარს და უარს ეუბ­ნე­ბა იმას, ვინც ნამ­დვი­ლად უყ­ვარს. აი, რო­გორ მი­მარ­თავს იგი ონე­გინს:
,,ი­სე მიყ­ვარ­ხარ, რად ვიც­ბი­ე­რო,
მაგ­რამ დღეს უკ­ვე მე ვე­კუთ­ვნი სხვას
და სიკ­ვდი­ლამ­დე ვუ­ერ­თგუ­ლებ მას.“
        გა­ლაკ­ტი­ო­ნის პო­ე­მა­ში კი (,,მწყემ­სი“) კოლ­ხი­დე­ლი ქა­ლი ელე­ნე, რო­მე­ლიც მა­მამ ერთ მდი­დარ ქალ­ზე და­ა­ქორ­წი­ნა, თავს უბე­დუ­რად გრძნობს და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შვი­ლიც ჰყავს, მიჯ­ნურს უარს არ ეუბ­ნე­ბა. აი, რო­გორ ფიქ­რობს ელე­ნე:
,,ვინც მიყ­ვარს იგი ჩემ­თან არ არის -
ფიქ­რობს ელე­ნე - რაა გან­გე­ბა...
გან­შო­რე­ბი­სა ნის­ლი დაგ­ვხა­რის,
მაგ­რამ მე მა­ინც ის მეყ­ვა­რე­ბა.
ჩე­მო ნუ­გე­შო, რო­დე­საც ქმა­რი
გა­დას­ცილ­დე­ბა მშობ­ლი­ურ კა­რებს,
ჩემ­კენ ის­წრა­ფე, გუ­ლი ქვა არი,
მას, ვინც არ უყ­ვარს, ვერ შე­იყ­ვა­რებს“.
     რო­გორც ვნა­ხეთ, ტა­ტი­ა­ნა ერ­თგუ­ლია თა­ვი­სი ქმრი­სა (რო­მე­ლიც არ უყ­ვარს) და უარს ეუბ­ნე­ბა ონე­გი­ანს (რო­მე­ლიც უყ­ვარს) მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თა­ვის სიყ­ვა­რულ­ზე მაღ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრს აყე­ნებს, ელე­ნეს სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გუ­ლი კი არ ემო­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კა­ნო­ნებს (ის უფ­რო სიყ­ვა­რუ­ლის კა­ნო­ნე­ბით მოქ­მე­დებს) და იმის­კენ მი­ის­წრაფ­ვის, ვინც უყ­ვარს.
        რას იტყ­ვით, ვინ უფ­რო სცო­დავს, ტა­ტი­ა­ნა თუ ელე­ნე?
        სა­ნამ ამ კითხ­ვას უპა­სუ­ხებ­დეთ, მინ­და შე­გახ­სე­ნოთ ცნო­ბი­ლი ფრან­გი მწე­რა­ლი ქა­ლის - ჟორჟ სან­დის სიტყ­ვე­ბი:
        ,,ცოდ­ვა ის კი არ არის, რომ გა­მო­იც­ვა­ლო საყ­ვა­რე­ლი და წახ­ვი­დე მას­თან, ვინც გიყ­ვარს, არა­მედ ის, რომ ეკუთ­ვნო­დე მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც არ გიყ­ვარს, თუნ­დაც ის ქმა­რი იყოს“.


ფიქ­რე­ბი აკა­კის ერ­თი პო­ე­მის გა­მო

      ,,თა­მარ ცბი­ე­რი“ აკა­კის ერთ - ერ­თი დრა­მა­ტუ­ლი პო­ე­მა­ა, სა­დაც პო­ე­ტი უგა­ლობს ქა­ლის მშვე­ნი­ე­რე­ბას, მის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას, სი­ლა­მა­ზეს. უმ­ღერს სიყ­ვა­რუ­ლის გრძნო­ბას, რო­გორც ადა­მი­ა­ნის გა­მა­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბელ უე­ბარ სა­შუ­ა­ლე­ბას.
        ,,თა­მარ ცბი­ე­რი“ სიყ­ვა­რუ­ლის პო­ე­მა­ა. მას­ში და­ხა­ტუ­ლი თა­მა­რი­სა და გო­ჩას სიყ­ვა­რუ­ლი მე უფ­რო ძლი­ე­რი და შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი მგო­ნი­ა, ვიდ­რე ,,გამ­ზრდელ­ში“ ჩაქ­სო­ვი­ლი მშვე­ნი­ე­რი სუ­რა­თი ბა­თუ­სა და ნა­ზიბ­რო­ლას სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ერ­თგუ­ლე­ბი­სა.
      ზო­გი­ერ­თებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამ პო­ე­მა­ში უარ­ყო­ფი­თი ქა­ლის სა­ხე დაგ­ვი­ხა­ტა აკა­კიმ, რომ მი­სი თა­მა­რი, მარ­თა­ლი­ა, ფი­ზი­კუ­რად მშვე­ნი­ე­რი­ა, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად მა­ხინ­ჯი­ა. მა­გა­ლი­თად, პროკ­ლე კე­კე­ლი­ძის აზ­რით, აკა­კი წე­რე­თელ­მა თა­მა­რის სა­ხით გვიჩ­ვე­ნა ,,მი­წი­ე­რი, ვნე­ბა­აშ­ლი­ლი, უზ­ნე­ო, მრუ­ში, მო­რა­ლუ­რად და­ცე­მუ­ლი და გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის სა­ხე“. პა­ტივ­ცე­მუ­ლი მკვლე­ვა­რი ამას არ სჯერ­დე­ბა და გა­ნაგ­რძობს: ,,ა­სე­თი ქა­ლე­ბის (ი­გუ­ლის­ხმე­ბა  თა­მა­რი) შეყ­ვა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლი­ა, რო­გორც სუ­ლი­ე­რი უშ­ვე­რო­ბა. იგი სიყ­ვა­რუ­ლის ღირ­სი არ არის“ (იხ. პ. კე­კე­ლი­ძე  ,,ა­კა­კი წე­რე­თე­ლი’, თბი­ლი­სი 1985. გვ 405).
         და­ვუ­ჯე­როთ მას?
          ვი­საც აკა­კის ზე­მოხ­სე­ნე­ნუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი წა­უ­კი­თხავს, ეხ­სო­მე­ბა კი­დეც, რომ ავ­ტო­რი სწო­რედ თა­მა­რის მი­სა­მარ­თით ათ­ქმე­ვი­ნებს გო­ჩას: ,,ა­ი, სად ვხე­დავ მე სა­თაყ­ვა­ნო მშვე­ნი­ე­რე­ბას­“-ო.
          ვინ არის თა­მა­რი?
თა­მა­რი ზღაპ­რუ­ლი სი­ლა­მა­ზის ქა­ლი­ა, რის გა­მოც ხში­რად ყო­ფი­ლა ქვეყ­ნის ამ­ბო­ხე­ბის მი­ზე­ზი. მე­ფე­ე­ბი, მთავ­რე­ბი, დი­დე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჯა­ხე­ბი­ან მი­სი გუ­ლის­თვის. ამ­გვარ­მა გა­რე­მო­ე­ბამ აი­ძუ­ლა ის მრა­ვალ­ჯერ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო და ცო­ლად ჰყო­ლო­და ხან ბრძენ გე­ნა­თელს, ხან ლე­ვან და­დი­ანს, ხან ბაგ­რატ მე­ფეს და ბო­ლოს იმე­რე­თის მე­ფეს გი­ორ­გი გუ­რი­ელს... მაგ­რამ თა­მარს, რო­მელ­საც ლე­ჩა­ქის ყურ­ზე ჰყავს გა­მობ­მუ­ლი მე­ფე­ე­ბი და დი­დე­ბუ­ლე­ბი, შე­უყ­ვარ­დე­ბა ვინ­მე ღა­რი­ბი მგო­სა­ნი გო­ჩა, რო­მელ­საც არა­ფე­რი გა­აჩ­ნი­ა, გარ­და ოც­ნე­ბი­სა. თა­მა­რი მზა­დაა უარ­ყოს თა­ვი­სი ბნე­ლი წარ­სუ­ლი და ამი­ე­რი­დან უმ­წიკ­ვლო სიყ­ვა­რუ­ლით და­უ­კავ­შირ­დეს გო­ჩას:
წარ­სუ­ლი ჩე­მი თუ ბო­რო­ტი­ა,
თუმც მე არა მაქვს გან­ზრახ­ვით ბრა­ლი,
ამი­ე­რი­დან შენ ხელთ იქ­ნე­ბა
და აცის­კროვ­ნე შენ მო­მა­ვა­ლი.
       გო­ჩას არ სჯე­რა მი­სი სიტყ­ვე­ბი­სა. ამი­ტომ ხელს ჰკრავს და ეუბ­ნე­ბა: მომ­შორ­დი­ო. მაგ­რამ გა­ივ­ლის ცო­ტა ხა­ნი და თა­მა­რი სიკ­ვდი­ლით და­ა­დას­ტუ­რებს სიყ­ვა­რულს მგოს­ნი­სად­მი და ამ უკა­ნას­კნელს სა­ნა­ნებ­ლად გა­უხ­დე­ბა თა­ვი­სი და­უ­ჯე­რებ­ლო­ბა.
       თუ კი მარ­თლა ისე­თი ზნე­და­ცე­მუ­ლი, მი­წი­ე­რი და და­უნ­დო­ბე­ლია თა­მა­რი, რო­გო­რა­დაც ახა­სი­ა­თე­ბენ მას ზო­გი­ერ­თე­ბი, მა­შინ, სა­კი­თხა­ვია რა­ტომ არ გა­ი­მე­ტა მან სა­სიკ­ვდი­ლოდ გო­ჩა, რო­მელ­მაც დე­დო­ფალს ბევ­რი სა­ლან­ძღა­ვი სიტყ­ვა აკად­რა. რა­ტომ? იმი­ტომ რომ უყ­ვარს. თა­მა­რი სიყ­ვა­რუ­ლის ნოს­ტალ­გი­ით გულ­გა­სე­ნი­ლი ქა­ლი­ა, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რულს ეძებს და სა­მარ­თლი­ა­ნად სვამს ასეთ კითხ­ვას:
და თუ აქამ­დე ვერ მი­პოვ­ნია
და­ნა­შა­უ­ლად რის­თვის მეთ­ვლე­ბა?
       თა­მარ­მა მხო­ლოდ გო­ჩა­ში იპო­ვა ის, რა­საც ეძებ­და. იპო­ვა და სწო­რედ ამ სიყ­ვა­რუ­ლის წყა­ლო­ბით იქ­ცა იგი სიწ­მინ­დის, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბად, რაც თვით­მკვლე­ლო­ბით და­ა­დას­ტუ­რა. გო­ჩა­მაც მხო­ლოდ თა­მარ­ში იხი­ლა სა­თაყ­ვა­ნო მშვე­ნი­ე­რე­ბა და ამი­ტომ წა­მო­ი­ძა­ხა: ,,რა დროს კვდე­ბა“­-ო.
       ახ­ლა კი სა­ნამ რა­მე დას­კვნას გა­ვა­კე­თებ­დეთ, მო­ვუს­მი­ნოთ თვი­თონ აკა­კის:
        ,,მაგ­და­ლი­ნე­ლიც ერთ მოტ­რფი­ა­ლე­თა­გა­ნი იყო, სა­ნამ არ მო­ვი­და ქვეყ­ნად მა­ცხო­ვა­რი ახა­ლი აღ­თქმით! მო­ი­ტა­ნა ზე­ნა სიყ­ვა­რუ­ლი. მაგ­და­ლი­ნელ­საც რომ ეს­მა, და­აგ­დო ძვე­ლი გზა, შე­უდ­გა ქრის­ტეს. და ეკ­ლე­სი­ამ არა თუ მი­უ­ტე­ვა მაგ­და­ლი­ნელს ძვე­ლი ცოდ­ვე­ბი, წმინ­და­ნად შე­რა­ცხა. ახ­ლა თქვენ, თუ არ შე­უნ­დობთ შე­ნა­ნე­ბულ თა­მარს წარ­სულს, შე­უ­რაცხ­ყოფთ თვით შე­მოქ­მედ­საც, რო­მელ­მაც თა­მარ­ში ჩა­სა­ხა სა­ოც­ნე­ბო  მშვე­ნი­ე­რე­ბა, რა­ში­აც თვით თა­მა­რი უდა­ნა­შა­უ­ლოა და არ ეთან­ხმე­ბით ეკ­ლე­სი­ას, რო­მელ­მაც წმინ­და ჰყო მაგ­და­ლი­ნე­ლი“.
         გა­ნა ამ სიტყ­ვე­ბით აკა­კი იმას არ გვე­უბ­ნე­ბა, რომ თა­მა­რის სა­ხით უზ­ნე­ო, მრუ­ში, მო­რა­ლუ­რად და­ცე­მუ­ლი ქა­ლი კი არ და­მი­ხა­ტავს, არა­მედ სიყ­ვა­რუ­ლის მი­ერ ამაღ­ლე­ბუ­ლი მაგ­და­ლი­ნე­ლის სა­ხე გიჩ­ვე­ნე­თო?
          ჩე­მი აზ­რით, აკა­კის პო­ზი­ტი­ურ ქალ­თა გა­ლე­რე­ა­ში არა­ნაკ­ლე­ბი თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლი ეკუთ­ვნის თა­მარს, ვიდ­რე ნა­თე­ლას, პი­რიმ­ზი­სას, პი­რიმ­თვა­რი­სას, მე­ლა­ნოს ან ნა­ზიბ­რო­ლას. მარ­თა­ლი­ა, ისი­ნი  უფ­რო ნაკ­ლებ ცოდ­ვილ­ნი არი­ან, ვიდ­რე თა­მა­რი, მაგ­რამ ნუ დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბა, რომ ,,ცა­თა ში­ნა უფ­რო დი­დი სი­ხა­რუ­ლია ერ­თი  ცოდ­ვი­ლის გა­მო, რო­მელ­მაც ცოდ­ვე­ბი შე­ი­ნა­ნა, ვიდ­რე ოთხ­მოც­დაცხ­რა­მე­ტი მარ­თლის გა­მო, რომ­ლებ­საც სი­ნა­ნუ­ლი არ სჭირ­დე­ბათ“.
    ,,თა­მარ ცბი­ე­რი“ ისე­თი ნა­წარ­მო­ე­ბი­ა, რომ­ლის გა­გე­ბის­თვის სა­ჭი­რო არაა მჩხრე­კე­ლო­ბა, არა­მედ მორ­წმუ­ნე ყა­ი­დის გო­ნე­ბა.


,,დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნის“ ერ­თი ად­გი­ლის
სწო­რად გა­გე­ბის­თვის

         კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ,,დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა­ში“ დას­მუ­ლია კითხ­ვა: სვე­ტი­ცხო­ვე­ლი თუ შო­რე­ნა? მარ­თლა რო­მელს ანი­ჭებს გა­დამ­წყვეტ უპი­რა­ტე­სო­ბას დი­დოს­ტა­ტი - ხე­ლოვ­ნე­ბას თუ ქალს?
          ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად მკითხ­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა კმა­ყო­ფილ­დე­ბა არ­სა­კი­ძის სიკ­ვდი­ლის­წი­ნა ჩვე­ნე­ბით, რო­დე­საც მას შო­რე­ნას ხა­ტე­ბა ეჩ­ვე­ნა და სუ­ლი სთხო­ვა პირ­მშვე­ნი­ერ­მა ოს­ტატს. ავ­ტო­რი გვე­უბ­ნე­ბა: ,,ცრემ­ლებ­მა იწ­ვი­მეს არ­სა­კი­ძის თვალ­თა­გან, ვერ მის­ცა სუ­ლი უნე­ტა­რეს სატ­რფოს, რად­გან დი­დი ხა­ნია სვე­ტი­ცხოვ­ლი­სათ­ვის შე­ე­წირ­ნა იგი“.
          ზო­გი­ერ­თი მკითხ­ვე­ლი სწო­რად ვერ გე­ბუ­ლობს ამ სტრი­ქო­ნებს და ასეთ დას­კვნას აკე­თებს: სვე­ტი­ცხო­ვე­ლის სიყ­ვა­რულ­მა გა­დას­წო­ნაო შო­რე­ნას  სიყ­ვა­რუ­ლი, არ­სა­კი­ძე სიყ­ვა­რულ­ზე მაღ­ლა ხე­ლოვ­ნე­ბას აყე­ნებ­სო, რაც, ასე არ არის.
          მარ­თა­ლია არ­სა­კი­ძე ამ­ბობს; ,,მე ჩე­მი ხე­ლოვ­ნე­ბა სი­ცოცხ­ლე­ზე მე­ტად შემ­ყვა­რე­ბი­ა, ხე­ლოვ­ნე­ბაა თა­ვად უკ­ვდა­ვე­ბა“-ო, მაგ­რამ იმა­ვე არ­სა­კი­ძემ მშვე­ნივ­რად იცის, რომ სიყ­ვა­რუ­ლიც უკ­ვდა­ვე­ბა­ა. აი, რას ეუბ­ნე­ბა იგი შო­რე­ნას: ,,ყვე­ლა­ფერს შენ შეგ­წი­რავ, შენ გა­ნაც­ვა­ლებ, ჩემს გუ­ლის სისხლს, ჩემს სუნ­თქვას, ოღონდ ნუ დამ­ტო­ვებ მარ­ტო“. იგი ამის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო უეჭ­ვე­ლად. რად­გან, თუ ავ­ტორს და­ვუ­ჯე­რებთ ,,სიყ­ვა­რუ­ლი ღმერ­თი ყო­ფი­ლა და შო­რე­ნა იყო მი­სი ღმერ­თი“.
        დი­ახ, არ­სა­კი­ძეს სი­ცოცხ­ლე­ზე მე­ტად უყ­ვარს თა­ვი­სი ხე­ლოვ­ნე­ბა, მაგ­რამ ნუ დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბა, რომ ის ამა­ვე დროს უბად­ლო მიჯ­ნუ­რი­ცა­ა. ამი­ტომ ეუბ­ნე­ბა იგი შო­რე­ნას:
        ,,შენ­მა ბედ­ნი­ე­რე­ბამ თუ მო­ი­თხო­ვა, სვე­ტი­ცხო­ველ­საც გავ­წი­რავ­დი ალ­ბათ“.
        სწო­რედ ეს ,,ალ­ბათ“ ეცა გულ­ზე ქალს.
        არ­სა­კი­ძეს, რა თქმა უნ­და, შე­ეძ­ლო არ ეთ­ქვა ეს ,,ალ­ბათ“, მაგ­რამ სატ­რფოს არ აკად­რა ტყუ­ი­ლი. სი­მარ­თლე კი ის არის, რომ მას უჭირს რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი­სათ­ვის უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბა.
        ის, რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი, არ თმობს სვე­ტი­ცხო­ველს, მაგ­რამ, რო­გორც მიჯ­ნუ­რი არ გას­წი­რავს შო­რე­ნა­საც, რად­გან სიყ­ვა­რუ­ლი ღმერ­თი ყო­ფი­ლა და შო­რე­ნა იყო მი­სი ღმერ­თი.
       გა­ვიხ­სე­ნოთ არ­სა­კი­ძი­სა და შო­რე­ნას გაქ­ცე­ვა მცხე­თი­დან, რომ­ლის შე­სა­ხებ მწე­რა­ლი ამ­ბობს: ,,ეს სა­ღა­მო გა­მო­არ­კვევ­და, რო­მე­ლი მათ­გა­ნი გა­დას­წო­ნი­და - სვე­ტი­ცხო­ვე­ლი თუ შო­რე­ნა?“ არ­სა­კი­ძე მზად იყო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სვე­ტი­ცხო­ვე­ლი და გაქ­ცე­უ­ლი­ყო შო­რე­ნას­თან ერ­თად, მაგ­რამ მან კარ­გად იცო­და, რომ ეს გზა ისე­ვე უი­მე­დო იყო, რო­გორც ყვე­ლა გზა შო­რე­ნას წი­ნა­შე მდე­ბა­რე. ავ­ტო­რი გვარ­წმუ­ნებს, გი­ორ­გი მე­ფე არამც და არამც არ დათ­მობ­დაო შო­რე­ნას - ვერ­სად გა­ექ­ცე­ოდ­ნე­ნო მას. ე. ი. გა­იქ­ცე­ო­და და და­კარ­გავ­და, რო­გორც  სვე­ტი­ცხო­ველს, ისე შო­რე­ნა­საც.
       დი­დოს­ტატ­მა მშვე­ნივ­რად იცის, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე ძლი­ე­რი­ა, მაგ­რამ მი­სი ტრა­გე­დია ის არის, რომ ცხოვ­რობს ისეთ ტი­რა­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ში, რო­მელ­შიც სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნე­ბი და მათ  შო­რის ხე­ლო­ვა­ნიც მოკ­ლე­ბუ­ლია ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.
         ტყუ­ი­ლად ჰგო­ნი­ათ ზო­გი­ერ­თებს, რომ ამ რო­მა­ნის მი­ზა­ნი მხო­ლოდ არ­სა­კი­ძის (ე­.ი. ხე­ლოვ­ნე­ბის) აპო­ლო­გია იყოს. ამის შე­სა­ხებ მო­ვუს­მი­ნოთ  თვი­თონ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას:
        ,,ჩე­მი სურ­ვი­ლი და წა­დი­ლი იყო მარ­თა­ლი სიტყ­ვა მეთ­ქვა გან­წი­რუ­ლი ხე­ლო­ვა­ნის ბედ­ზე მე­ფე გი­ორ­გი პირ­ვე­ლის ტი­რა­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ში, ლე­გენ­დას რომ მივ­ყო­ლო­დი, მა­შინ არ­სა­კი­ძი­სა და გი­ორ­გი პირ­ვე­ლის ქე­ბა­ნი და აპო­ლო­გია უნ­და და­მე­წე­რა­ო“.
        მწერ­ლის ამ სიტყ­ვე­ბი­და­ნაც ხომ აშ­კა­რად ჩანს, რომ ,,დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა­ში’ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ არ­სა­კი­ძი­სა და გი­ორ­გი მე­ფის აპო­ლო­გია კი არ დაგ­ვი­წე­რა, არა­მედ ამ რო­მა­ნით შექ­მნა მხატ­ვრუ­ლი ხა­ტი გან­წი­რუ­ლი ხე­ლო­ვა­ნი­სა გი­ორ­გი პირ­ვე­ლის ტი­რა­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ში.
        დი­ახ, არ­სა­კი­ძე ტი­რა­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მსხვერ­პლი ხე­ლო­ვა­ნია და არა ხე­ლოვ­ნე­ბას შე­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი.
         ავ­ტო­რის სიტყ­ვე­ბი: ,,ვერ მის­ცა მას სუ­ლი, რა­მე­თუ სვე­ტი­ცხოვ­ლი­სათ­ვის შე­ე­წირ­ნა იგი“, იმას კი არ ნიშ­ნავს, რომ არ­სა­კი­ძეს შო­რე­ნა­ზე მე­ტად სვე­ტი­ცხო­ვე­ლი უყ­ვარ­და, რომ იგი სიყ­ვა­რულ­ზე მაღ­ლა ხე­ლოვ­ნე­ბას აყე­ნებ­და, არა­მედ არ­სა­კი­ძეს აწუ­ხებ­და სი­ნა­ნუ­ლი იმი­სა, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის და­რად სიყ­ვა­რულს ვერ ემ­სა­ხუ­რა. სწო­რედ ამი­ტო­მაც იწ­ვი­მეს ცრემ­ლებ­მა მის თვალ­თა­გან.
        თვი­თონ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას არა­ერ­თხელ უთ­ქვამს: ,,მე დიდ აღ­მაფ­რე­ნას მგვრის ბუ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ქმნი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, მამ­რი­ცა და მდედ­რიც. უნ­და გა­მოვ­ტყდე, გრძნე­ულ ხე­ლო­ვან­თა მარ­მა­რი­ლო­სა­გან ნა­ქან­და­კარ და სა­ხელ­გან­თქმულ ფერ­წე­რის ოს­ტატ­თა კალ­მით ნა­ხატ ულა­მა­ზეს, უკ­ვდავ არ­სე­ბებს, მე უბ­რა­ლო მოკ­ვდა­ვი ტურ­ფა ასულ­ნი მერ­ჩივ­ნა და ახ­ლაც  იმათ ვამ­ჯო­ბი­ნე­ბო“. ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტორს ცხა­დია არ შე­ეძ­ლო მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბის კულ­ტი ექა­და­გა.
        მწერ­ლის სიტყ­ვე­ბი:  ,,ხე­ლოვ­ნე­ბაა თა­ვად უკ­ვდა­ვე­ბა“, ისე არ უნ­და გა­ვი­გოთ, რომ მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბამ იცის ადა­მი­ან­თა თავ­და­ვი­წყე­ბამ­დე გა­ტა­ცე­ბა და სიყ­ვა­რულ­მა არა. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ ჩვენ­ზე უკე­თე­სად იცო­და, რომ დი­დი ოს­ტა­ტი უნ­და იყოს დი­დი მიჯ­ნუ­რიც, რად­გან თევ­ზი­ვით ცივ­სის­ხლი­ა­ნებს ჯე­რაც არა­ფე­რი შე­უქ­მნი­ათ ამ­ქვეყ­ნად. დი­ახ,               კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ ჩვენ­ზე უკე­თე­სად იცო­და, რომ სიყ­ვა­რუ­ლი სა­ერ­თოდ და კერ­ძოდ ქა­ლი­სად­მი ყო­ველ­თვის იყო ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც. შორს რომ არ წა­ვი­დეთ, გა­ნა თა­მა­რის სიყ­ვა­რულ­მა არ შე­აქ­მნე­ვი­ნა რუს­თა­ველს ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“? სიყ­ვა­რულ­სა და ხე­ლოვ­ნე­ბას ხომ თა­ნა­ბა­რი წვლი­ლი მი­უძღ­ვის მის გა­უკ­ვდა­ვე­ბა­ში.
ხე­ლოვ­ნე­ბა უკ­ვდა­ვე­ბა­ა.
უკ­ვდა­ვე­ბაა სიყ­ვა­რუ­ლიც.
უსარ­გებ­ლოა სიყ­ვა­რულს მოკ­ლე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა, ანუ რო­გორც ჩვე­ნი სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი გა­ლაკ­ტი­ო­ნი იტყო­და ხოლ­მე: ,,თვით უკ­ვდა­ვე­ბაც არ არ­სე­ბობს უსიყ­ვა­რუ­ლოდ“.


შექ­სპი­რის 66-ე სო­ნე­ტის ქარ­თუ­ლი
თარ­გმა­ნე­ბი
      გა­მომ­ცემ­ლო­ბა ინ­ტე­ლექ­ტმა გა­მოს­ცა უი­ლი­ამ შექ­სპი­რის 66-ე სო­ნე­ტის თერ­თმე­ტი­ ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი (რე­დაქ­ტო­რი პა­ა­ტა ჩხე­ი­ძე).
     რო­გორც წიგ­ნის ანო­ტა­ცია გვა­უ­წყებს, შექ­სპი­რის სო­ნე­ტე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­მოც­და­მე­ექ­ვსე სო­ნე­ტი, რომ­ლის ში­ნა­არ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ოდინ­დელ და დღე­საც არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.
      ახ­ლა გთა­ვა­ზობთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ნე­ტის კი­დევ სამ თარ­გმანს, რო­მე­ლიც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ წიგ­ნში არ არის შე­ტა­ნი­ლი:
***
აწ, სა­ნუ­გე­შოდ სიკ­ვდილს ვუ­ძა­ხი,
რად­გან ღირ­სე­ბა დაკ­ნი­ნე­ბუ­ლა,
და გა­ქე­ლი­ლა საქ­მე უძ­რა­ხი
და სა­სო­ე­ბა შე­გი­ნე­ბუ­ლა,
და ფუჭ დი­დე­ბას უკ­მე­ვენ გუნ­დრუკს
და ტრფო­ბის ცეცხ­ლი და­ნაც­რე­ბუ­ლა
და ქმნა მარ­თლი­სა ემ­სგავ­სის ფუნ­დრუკს,
და სულ­მდა­ბა­ლიც გამ­კაც­რე­ბუ­ლა,
და ბრიყვთ მორ­ჩი­ლებს ცოდ­ნის ტა­ძა­რი,
და მეც­ნი­ე­რობს ტა­კი­მას­ხა­რა
და გრძნო­ბას არ აქვს თავ­შე­სა­ფა­რი
და უვი­ცო­ბის მსხვერ­პლი გამ­ხდა­რა,
ამ გრძნო­ბამ გუ­ლი სევ­დით და­ღა­რა,
სატ­რფოვ შენ გიხ­მობ, სიკ­ვდილს აღა­რა.
      თარ­გმნა მურ­მან კიკ­ვა­ძემ.
***
ვე­ძა­ხი სიკ­ვდილს, რომ გა­ვექ­ცე სიმ­რუ­დეს სოფ­ლის,
სა­დაც უღირ­სებს ღირ­სე­ულ­ნი და­მო­ნე­ბი­ან,
სა­დაც დიდ­კა­ცად მი­იჩ­ნე­ვენ გლა­ხა­კად შო­ბილს,
სა­დაც ღვთის საქ­მე თით­ქმის ყვე­ლას და­ვი­წყე­ბი­ა.
სა­დაც ოქ­რო­ში და­ცუ­რა­ვენ ნა­ძი­რა­ლე­ბი,
სა­დაც ღირ­სე­ბად შე­რა­ცხუ­ლა ბი­წი­ე­რე­ბა,
სა­დაც სა­მარ­თალს და­უ­ხუ­ჭავს გან­გებ თვა­ლე­ბი,
სა­დაც ზე­ცი­ურ პა­ტივ­შია მი­წი­ე­რე­ბა.
სა­დაც ჭეშ­მა­რიტ ხე­ლოვ­ნე­ბას აგ­დე­ბენ არად,
სა­დაც სი­მარ­თლის გა­სა­ღე­ბი ცრუს აბა­რი­ა,
სა­დაც უს­მე­ნენ ფსევ­დო - აქიმს დას­ტაქ­რის და­რად,
სა­დაც სი­კე­თე ბო­რო­ტე­ბის პა­ტი­მა­რი­ა.
სიკ­ვდილს ვე­ძა­ხი, სა­მუ­და­მოდ მსურს მოს­ვე­ნე­ბა,
მაგ­რამ ჩემს სატ­რფოს აქ უჩე­მოდ რა ეშ­ვე­ლე­ბა.
თარ­გმნა ფა­უსტ ნა­და­რა­ი­ამ
***
ასე დაღ­ლი­ლი ამ ყვე­ლაფ­რით სიკ­ვდილ­სღა ვუხ­მობ,
რად­გან ღირ­სე­ბა დაგ­ლა­ხავ­და ახ­ლა სრუ­ლი­ად,
რად­გან არა­რას ტანს უმ­შვე­ნებს სა­მო­სი უცხო,
რად­გან რწმე­ნა და სა­სო­ე­ბა შე­ნიღ­ბუ­ლი­ა.
რად­გან უღირ­სთა გან­დი­დე­ბა ხალ­ხმა ინე­ბა,
რად­გან უხე­შად გა­თე­ლი­ლა ქალ­წულ­თა კდე­მა,
რად­გან სი­მარ­თლის დაც­ვა ვერ­ვის ხე­ლე­წი­ფე­ბა,
რად­გან დი­დე­ბა შე­რის­ხუ­ლი უმ­წე­ოდ კვდე­ბა.
რად­გან აჩ­ლუნ­გებს ხე­ლოვ­ნე­ბას ბრძა­ნე­ბა მკაც­რი,
რად­გან უვი­ცი მი­იჩ­ნე­ვა სწავ­ლუ­ლად მხო­ლოდ,
რად­გან სი­მარ­თლეს დღეს ამ ქვეყ­ნად ვერ იც­ნობს კა­ცი,
რად­გან სი­კე­თეს ბო­რო­ტე­ბამ მო­უ­ღო ბო­ლო.
ასე დაღ­ლი­ლი ამ ყვე­ლაფ­რით, არ­ყოფ­ნას ვნატ­რობ,
მაგ­რამ არ მინ­და სიყ­ვა­რუ­ლი დავ­ტო­ვო მარ­ტო.
თარ­გმნა გი­ორ­გი ხუ­ლორ­და­ვამ
        ეტყო­ბა, წიგ­ნის შემ­დგენ­ლე­ბი არ იც­ნობ­დნენ ამ თარ­გმა­ნებს, რომ­ლებ­საც, იმე­დი­ა, შემ­დგო­მი გა­მო­ცე­მის­თვის გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.


აქ სხვა რა უნ­და ენა­ხა

         ალ­ბათ ყვე­ლას ახ­სოვს ილი­ას ნათ­ქვა­მი: ,,სა­მეგ­რე­ლო­ში მო­ვე­დი და სა­ქარ­თვე­ლო ვნა­ხე“­-ო, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე დი­დი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით მი­ი­ღო მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ. დღე­საც თით­ქმის ყვე­ლა გა­ზეთ­ში, სა­დაც კი სა­მეგ­რე­ლოს შე­სა­ხებ და­ი­წე­რე­ბა რა­მე, ილი­ას ეს ფრა­ზაა წი­ნა პლან­ზე წა­მო­წე­უ­ლი. ერ­თა­დერ­თი კა­ცი, რო­მელ­მაც კრი­ტი­კუ­ლად შე­ხე­და ილი­ას ამ ნათ­ქვამს, სერ­გი და­ნე­ლია იყო. ,,ი­ლი­ას რა­ტომ უნ­და გაკ­ვირ­ვე­ბო­და სა­მეგ­რე­ლო­ში სა­ქარ­თვე­ლო რომ იხი­ლა­ო“, უთ­ქვამს სა­ხელ­გან­თქმულ მეც­ნი­ერს და მეც სწო­რედ მის­მა სიტყ­ვებ­მა შთა­მა­გო­ნა, ამ რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ, და­მე­წე­რა ეს ლექ­სი:
აქ სხვა რა უნ­და ენა­ხა
(სერ­გი და­ნე­ლი­ას რეპ­ლი­კა ილი­ას ნათ­ქვამ­ზე)
სა­მეგ­რე­ლო­ში მო­ვე­დი
და სა­ქარ­თვე­ლო ვნა­ხე,
თქვა აქ ილი­ამ და ყვე­ლას
გაბ­რწყი­ნე­ბია სა­ხე.
მა­შინ თუ არ­ვინ იკი­თხა,
მინ­და ვი­კი­თხო ახ­ლა:
რად გა­უკ­ვირ­და სა­მეგ­რე­ლო­ში
მას სა­ქარ­თვე­ლოს ნახ­ვა?
მან არ იცო­და, სად მო­დი­ო­და?
(ამ ფიქრს შე­მინ­დობს ღმერ­თი),
აქ სხვა რა უნ­და ენა­ხა
სა­ქარ­თვე­ლო­ზე მე­ტი?!

        რო­ცა ეს ლექ­სი ერთ ჩემს მე­გო­ბარს წა­ვუ­კი­თხე, მითხ­რა, არ გა­ბე­დო და სად­მე არ და­ბეჭ­დო, თო­რემ, იცო­დე, მკრე­ხე­ლო­ბად ჩა­გით­ვლი­ა­ნო.
          მე ამ ლექ­სის და­სა­წე­რად, რო­გორც ზე­მოთ გი­თხა­რით, სა­ხელ­გან­თქმულ­მა მეც­ნი­ერ­მა, ,,ან­ტი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის ნარ­კვე­ვე­ბის“ ავ­ტორ­მა, დიდ­მა სერ­გი და­ნე­ლი­ამ მი­ბიძ­გა.
        მკრე­ხე­ლო­ბად კი იმან ჩა­მით­ვა­ლოს, ვინც სერ­გი და­ნე­ლი­ა­ზე უფ­რო დი­დი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი­ა.
P.S. მკითხ­ვე­ლი, ალ­ბათ, გრძნობს, რომ ამ რეპ­ლი­კა­ში პა­სუ­ხი ბო­ლომ­დე არ არის გა­ცე­მუ­ლი კითხ­ვა­ზე, თუ რა­ტომ გა­უკ­ვირ­და ილი­ას სა­მეგ­რე­ლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნახ­ვა (ა­მა­ზე სხვა დროს). ახლა კი მხოლოდ ერთ რა­მეს ვი­კი­თხავ: სა­ინ­ტე­რე­სო­ა, გა­უკ­ვირ­დე­ბო­და თუ არა ილი­ას ქარ­თლში ან თუნ­დაც კა­ხეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნახ­ვა? თუ არა, რა­ტომ?

  

,,მი­პარ­ვით მო­კალ სა­სი­ძო“

        გა­ზეთ ,,ქუ­თა­ი­სის“ 1990 წლის 6 სექ­ტემ­ბრის ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და ბა­ტონ კარ­ლო ჯა­შის წე­რი­ლი - ,,მარ­ტო წვრთნა რას უზამს“.
         ავ­ტო­რი ეხ­მა­უ­რე­ბა ამა­ვე გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ შალ­ვა ჩხე­ი­ძის წე­რილს - ,,დი­დი დი­დაქ­ტი­კო­სი“.
           სი­ა­მოვ­ნე­ბით აღ­ვნიშ­ნავ, რომ შ.ჩხე­ი­ძე და კ.ჯა­ში მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­გუ­ლის­ხმო მო­საზ­რე­ბებს გვთა­ვა­ზო­ბენ. მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია აქ­ვე არ აღ­ვნიშ­ნოთ ისიც, რომ ორი­ვე­ნი ცდე­ბი­ან, რო­ცა რუს­თვე­ლო­ლო­გი­ურ სა­კი­თხებს ეხე­ბი­ან და უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს უყე­ნე­ბენ ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ პერ­სო­ნა­ჟებს - ნეს­ტან­სა და ტა­რი­ელს.
         გა­ზე­თი ,,ქუ­თა­ი­სი“ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დი­დი ტი­რა­ჟით გა­მო­დის. მას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო კი­თხუ­ლობს, მეც ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე აღ­ნიშ­ნულ წე­რი­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­მოვ­თქვა ჩე­მი მო­საზ­რე­ბა.
         ბა­ტო­ნი კარ­ლო ჯა­ში წერს:
        ,,შ-ჩხე­ი­ძის ბრალ­დე­ბა ნეს­ტან­და­რე­ჯა­ნი­სად­მი, რომ მან თით­ქოს ტა­რი­ელს და­ა­ვა­ლა მი­პარ­ვით მო­ეკ­ლა ,,სა­სი­ძო“ (საქ­მრო), ხვა­რაზ­მშა­ჰის ძე, რი­თაც დი­დი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, სი­ყალ­ბეს წარ­მო­ად­გენს. ასე­თი რამ ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ არ წე­რი­ა­ო“ - ო.
         ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ კი, აი, რას ეუბ­ნე­ბა ნეს­ტა­ნი ტა­რი­ელს:

 რა მო­ვი­დეს, სი­ძე მო­კალ
 მის­თა სპა­თა აუწყ­ვედ­ლად
           ე.ი. რო­გორც კი მო­ვა, სი­ძე მო­კა­ლი მი­სი ჯა­რის და­უ­ხო­ცა­ვა­დო. აქე­დან ხომ ნათ­ლად ჩანს, სა­სი­ძოს მოკ­ვლა ნეს­ტან­მა რომ და­ა­ვა­ლა ტა­რი­ელს?! ბა­ტო­ნი კ. ჯა­ში კი  სა­ო­ცა­რი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბით აცხა­დებს: ,,ა­სე­თი რამ ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში არ წე­რი­ა“­-ო. სა­სი­ძოს მოკ­ვლა ტა­რი­ელის ტაქ­ტი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტაა და არა ვის­მე და­ვა­ლე­ბა­ო.
         იქ­ნებ მითხ­რან: ნეს­ტან­მა სა­სი­ძოს მოკ­ვლა კი და­ა­ვა­ლა ტა­რი­ელს, მაგ­რამ ის არ უთ­ქვამს, მი­პარ­ვით მო­კა­ლი­ო.
       რა გა­ე­წყო­ბა, ამის გა­სარ­კვე­ვა­დაც აჯო­ბებს ისევ ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ ჩა­ვი­ხე­დოთ. იქ ნეს­ტა­ნი ასე მი­მარ­თავს ტა­რი­ელს:
ას­რე ჰქმენ ჩე­მო ლო­მო და
მჯო­ბო ყო­ველ­თა გმირ­თა­ო,
მი­პარ­ვით მო­კალ სა­სი­ძო
ლაშ­ქარ­თა ნუ მო­ირ­თა­ო.
          რო­გორც ვი­ცით, ტა­რი­ელ­მა უყოყ­მა­ნოდ შე­ას­რუ­ლა მიჯ­ნუ­რის ეს და­ვა­ლე­ბა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ შ. ჩხე­ი­ძე და კ. ჯა­ში დიდ და­ნა­შა­უ­ლად უთ­ვლი­ან მას სა­სი­ძოს მი­პარ­ვით მოკ­ვლას. მა­თი აზ­რით, ალ­ბათ, ტა­რი­ელს ომი უნ­და გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა ხვა­რაზ­მე­ლე­ბი­სათ­ვის და სა­სი­ძო არ შე­მო­უშ­ვა, მაგ­რამ ნეს­ტან­მა მშვე­ნივ­რად იცის, რომ ასეთ მოქ­მე­დე­ბას უფ­რო დი­დი უბე­დუ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა:
თუ სა­სი­ძო არ მო­უშ­ვა
ვა, თუ მე­ფე გა­გიმ­წარ­დეს,
შენ და იგი წა­ი­კიდ­ნეთ
ინ­დო­ე­თი გარ­და­ქარ­დეს.
       ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი­ა: სა­სი­ძო რომ არ შე­მო­უშ­ვან, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, მე­ფე გან­რის­ხდეს, ტა­რი­ელს წა­ე­კი­დოს, ში­ნა­ო­მი ატყ­დეს და ინ­დო­ე­თი და­ი­ღუ­პოს.
         მაშ რა ქნან?    შე­მო­უშ­ვან სა­სი­ძო?
          ნეს­ტა­ნის აზ­რით, ეს სათ­ქმე­ლა­დაც არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან მათ სამ­შობ­ლო­ში უცხო­ე­ლე­ბი გა­ბა­ტონ­დე­ბი­ან: ,,ე­სე ამ­ბად არ ეგე­ბის, რო­მე სპარ­სნი გაგ­ვი­ხას­დენ“.
        სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ იყო და ნეს­ტან­მაც მი­ი­ღო ერ­თა­დერ­თი ბრძნუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და ტა­რი­ელს და­ა­ვა­ლა, რო­გორც კი ხვა­რაზ­მე­ლე­ბი მოვ­ლენ და მინ­დვრად და­ბა­ნაკ­დე­ბი­ან, მი­დი და სა­სი­ძო მი­პარ­ვით მო­კა­ლი­ო.
         რა­ტომ ურ­ჩევს ნეს­ტა­ნი ტა­რი­ელს სა­სი­ძოს მოკ­ვლას მა­ინ­ცდა­მა­ინც მი­პარ­ვით, მა­ლუ­ლად?
         იმი­ტომ, რომ არ უნ­და უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის სის­ხლი აჰ­კი­დოს მიჯ­ნურს.
        ტა­რი­ელ­მა მო­ი­წო­ნა ეს რჩე­ვა და მთე­ლი ხვა­რაზ­მე­ლე­ბის ამოწყ­ვე­ტას ერ­თი კა­ცის მოკ­ვლა არ­ჩი­ა, რი­თაც უბ­რა­ლო სისხლს გა­ნე­რი­და. ამით მან და­ნა­შა­უ­ლი კი არ ჩა­ი­დი­ნა, არა­მედ ქნა ,,სა­მარ­თა­ლი მარ­თა­ლი“.
       ისიც ნუ დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბა, რომ ტა­რი­ელს, რო­დე­საც სა­სი­ძოს კლავ­და, პი­რად მიჯ­ნუ­რო­ბას­თან ერ­თად, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლიც ამოძ­რა­ვებ­და, არ უნ­დო­და თა­ვი­სი სამ­შობ­ლოს ტახ­ტზე ვი­ღაც უცხო­ტო­მე­ლი დამ­ჯდა­რი­ყო, რად­გან თვი­თონ იყო პატ­რო­ნი ინ­დო­ე­თი­სა უძეო ფარ­სა­და­ნის შემ­დეგ.



პრო­ფე­სორ მა­გა­ლი თო­დუ­ას პა­სუ­ხის
პა­სუ­ხად

მკითხ­ველს უთუ­ოდ ეხ­სო­მე­ბა, რომ 1990 წელს პრო­ფე­სო­რი მა­გა­ლი თო­დუა უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი იყო და კენჭს მარ­ტვილ­ში იყ­რი­და. მას აქ, რო­გორც დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დანტს, ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში და­უს­ვეს ასე­თი კითხ­ვა:
-მარ­ტვილ­ში თქვენ ხმებს გივ­რცე­ლე­ბენ თით­ქოს გე­წე­როთ, რომ ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ამ­ბა­ვი სპარ­სუ­ლი­ა­ო.
ამ კითხ­ვა­ზე ბა­ტონ­მა პრო­ფე­სორ­მა ასე უპა­სუ­ხა:
,,საქ­მე ის არის, რომ მე კი არა, თვი­თონ სულ­მნა­თი რუს­თვე­ლი ბრძა­ნებს, თა­ნაც ოთხ­ჯერ: ესე ამ­ბა­ვი სპარ­სუ­ლი ვპო­ვე და ლექ­სად გარ­დავ­თქვი­ო“.
 მეც ამან ამა­ღე­ბი­ნა ხელ­ში კა­ლა­მი და მარ­ტვი­ლის ად­გი­ლობ­რივ გა­ზეთ ,,ჭყონ­დიდ­ში“ დავ­ბეჭ­დე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სტა­ტია იმის შე­სა­ხებ, რომ ,,ე­სე ამ­ბა­ვი სპარ­სუ­ლი“ არა­ვი­თარ სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის’ ორი­გი­ნა­ლო­ბა­ში  და­ეჭ­ვე­ბი­სათ­ვის.
   ამის გა­მო პრო­ფე­სო­რი მა­გა­ლი თო­დუა ძა­ლი­ან გა­მი­ნა­წყენ­და და გა­ზეთ ,,ჭყონ­დიდ­ში“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა წე­რი­ლი სა­თა­უ­რით: ,,ბა­ტონ ფა­უსტ ნა­და­რა­ი­ას სტა­ტი­ის პა­სუ­ხად“.
  პა­ტივ­ცე­მულ პრო­ფე­სორს თა­ვის სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში არც ერ­თი ჩე­მე­უ­ლი არ­გუ­მენ­ტი არა აქვს გან­ხი­ლუ­ლი, ისე მლან­ძღავს და კვლავ ირ­წმუ­ნე­ბა, ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ამ­ბა­ვი სპარ­სუ­ლი­ა­ო. შემ­დეგ კი გა­დაჭ­რით მე­უბ­ნე­ბა:
   ,,ბა­ტო­ნო ფა­უსტ, სპარ­სუ­ლად, სპარ­სულ ენა­ზე სა­მი ფა­ბუ­ლა (ამ­ბა­ვი) არ­სე­ბობს. სწო­რედ ისე­თი, რო­გო­რიც ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში­ა“ გა­ლექ­სი­ლი­ო“, და ამის შემ­დეგ მას მოჰ­ყავს ოდით­გან­ვე ცნო­ბი­ლი ,,რა­მა­ი­ა­ნას“ ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მი­სი აზ­რით ძა­ლი­ან ემ­თხვე­ვა ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ფა­ბუ­ლას და კვლავ მე მე­კი­თხე­ბა: ,,დავ­მა­ლოთ ეს ამ­ბა­ვი? ან­და არის კი და­სა­მა­ლა­ვი?­-ო.
  სა­ო­ცა­რია პირ­და­პირ.
    ბა­ტო­ნო პრო­ფე­სო­რო, ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ და რა­მა­ი­ა­ნა გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვი­თაც რომ ჰგავ­დნენ ერ­თმა­ნეთს, თქვენ ამით მა­ინც ხომ ვერ და­ამ­ტკი­ცებთ შო­თას პო­ე­მა­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბე­ბის სპარ­სუ­ლო­ბას? ,,რა­მა­ი­ა­ნა“ ხომ ინ­დუ­რი პო­ე­ტუ­რი ძეგ­ლია და არა სპარ­სუ­ლი ეპო­სი?
  პრო­ფე­სო­რი მა­გა­ლი თო­დუა კი თავ­გა­მო­დე­ბით გვარ­წმუ­ნებს:
  ,,სპარ­სუ­ლი ამ­ბის ის სა­მი ვა­რი­ან­ტი ისე­ვე ჰგავს ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის ამ­ბავს, რო­გორც ,,რა­მა­ი­ა­ნას“ ამ­ბა­ვი“-ო.
  პა­ტივ­ცე­მუ­ლი პრო­ფე­სო­რი თუ ტრა­ბა­ხო­ბად არ ჩა­მით­ვლის, უნ­და მო­ვახ­სე­ნო, რომ ,,რა­მა­ი­ა­ნა“ მეც მაქვს წა­კი­თხუ­ლი, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სანს“, მე იგი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ზე­პი­რად ვი­ცო­დი ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­ცა მე-8 კლა­სის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ: ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ისეა და­შო­რე­ბუ­ლი ,,რა­მა­ი­ა­ნას­გან“, რო­გორც ცა დე­და­მი­წის­გან და არა­ფე­რია მათ შო­რის იდენ­ტუ­რი.
   ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­სა“ და ,,რა­მა­ი­ა­ნას“  შო­რის არ­სე­ბუ­ლი მცი­რე­ფა­სე­უ­ლი მსგავ­სე­ბე­ბი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ იძ­ლე­ვა იმის სა­ფუძ­ველს, რომ ,,რა­მა­ი­ა­ნა“ ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“  ლი­ტე­რა­ტუ­რულ წყა­როდ იქ­ნეს მიჩ­ნე­უ­ლი.
   ცნო­ბი­ლი­ა, ერთ დროს ნი­კო მარ­მაც გა­ა­კე­თა შე­და­რე­ბე­ბი ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­სა“ და ნა­სირ ხოს­როს თხზუ­ლე­ბას შო­რის, მო­ძებ­ნა მათ­ში სა­ერ­თო დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ამ­ტკი­ცებ­და რომ რუს­თვე­ლი ნა­სირ ხოს­როს ნაშ­რომს იც­ნობ­და­ო. მაგ­რამ ცხო­ნე­ბუ­ლი ნი­კო მა­რი აქაც ამა­ოდ დაშ­ვრა. ამას მათ­ქმე­ვი­ნებს შემ­დე­გი:
   ახ­ლა ჩემს მა­გი­და­ზე დევს სან­ტი­ა­გო დე ჩი­ლე­ში გა­მო­ცე­მუ­ლი ვიქ­ტორ ნო­ზა­ძის წიგ­ნი - ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბათ მეტყ­ვე­ლე­ბა“, სა­დაც ბა­ტო­ნი ვიქ­ტო­რი ნი­კო მა­რის მი­ერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის შე­სა­ხებ წერს: ,,ყვე­ლა აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დე­ბუ­ლე­ბა ზო­გა­დია და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ამი­ტომ არა­ვი­თარ სა­ბუთს არ გვაძ­ლევს ვი­ფიქ­როთ, თით­ქოს რუს­თვე­ლი ნა­სირ ხოს­როს იც­ნობ­დაო (გვ.132).
ჩე­მი აზ­რით იგი­ვე უნ­და ით­ქვას იმ მო­საზ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც, რომ­ლი­თაც სურთ დაგ­ვიმ­ტკი­ცონ, ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ძა­ლი­ან ჰგავს რა­მა­ი­ა­ნა­სო.
  ავ­თან­დი­ლის მოგ­ზა­უ­რო­ბამ ტა­რი­ე­ლის სა­ძებ­ნე­ლად შე­იძ­ლე­ბა ჰო­მე­რო­სის ,,ო­დი­სე­ას“ ფა­ბუ­ლაც მოგ­ვა­გო­ნოს, მაგ­რამ გა­ნა ეს მოგ­ვცემს სა­ფუძ­ველს, ვამ­ტკი­ცოთ: რუს­თველ­მა თა­ვის პო­ე­მას ჰო­მე­რო­სის ნაშ­რო­მი და­უ­დო სა­ფუძ­ვლა­დო?!
  დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იგი­ვე ით­ქმე­ბა სპარ­სულ ენა­ზე არ­სე­ბუ­ლი იმ სა­მი­ვე ფა­ბუ­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც ბა­ტო­ნი მა­გა­ლი თო­დუა თა­ვის წე­რილ­ში ასა­ხე­ლებს.
პა­ტივ­ცე­მუ­ლო მკითხ­ვე­ლო, თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, ,,რა­მა­ი­ა­ნა“ პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას არ ექ­ნე­ბო­და წა­კი­თხუ­ლი? მა­შინ რა­ტომ არ­სად არ თქვა ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ძა­ლი­ან ჰგავს რა­მა­ი­ა­ნა­სო’?
იმი­ტომ რომ პავ­ლე ინ­გო­როყ­ვამ მშვე­ნივ­რად იცის, თუ სა­ი­დან არის ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნის“ ამ­ბა­ვი აღე­ბუ­ლი, მო­ვუს­მი­ნოთ მას:
  ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ მოთხ­რო­ბი­ლი ის­ტო­რია ინ­დო­ე­თის სა­მე­ფო გვა­რე­უ­ლო­ბის ორი შტო­ი­სა, რო­მელ­თა­გან უფ­რო­სი შტო­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არის მე­ფე ინ­დო­ე­თის ერ­თი ნა­წი­ლი­სა, მეშ­ვი­დე სა­მე­ფო­სი, სავ­სე­ბით იდენ­ტუ­რია სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო გვა­რე­უ­ლო­ბის ორი შტო­ის ის­ტო­რი­ას­თან. აქ ჩვენ გვაქვს არა ზო­გა­დი შეხ­ვედ­რა ცალ­კე­ულ ხა­ზებ­ში, არა­მედ სრუ­ლი იდენ­ტი­ვო­ბა ყვე­ლა დე­ტა­ლებ­ში.
შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ სხვა ფაქ­ტე­ბიც:
 სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­მა­რი, სწო­რედ ისე, რო­გორც ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ თი­ნა­თი­ნი, მა­მას სა­მე­ფო ტახ­ტზე აჰ­ყავს, იგი ქმარს ირ­თავს და ზედ სი­ძე თა­ვი­სი მე­უღ­ლის გვერ­დით მე­ფეა (ტახ­ტის მემ­კვიდ­რე­ო­ბის ასე­თი წე­სი არა­ბეთ­ში ან სხვა მუ­სულ­მა­ნურ ქვე­ყა­ნა­ში არ ყო­ფი­ლა)
 ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ აღ­წე­რი­ლი ნეს­ტა­ნი­სა და თი­ნა­თი­ნის ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან ჰგავს თა­მა­რის ცხოვ­რე­ბის ამ­ბავს.
 ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ აღ­წე­რი­ლი მე­ფის კურ­თხე­ვის წე­სიც სა­ქარ­თვე­ლოს სი­ნამ­დვი­ლეს ასა­ხავს...
,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ სა­მე­ფო დრო­შა, რო­მელ­საც ტა­რი­ე­ლი აღ­მარ­თავს არის ,,ალ­მი­თა წი­თელ შა­ვი­თა“, ანუ თითქმის ისე­თი რო­გო­რიც იყო რუს­თვე­ლის ეპო­ქა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა.
მსგავ­სი მა­გა­ლი­თე­ბის მოყ­ვა­ნა კი­დევ მრავ­ლად შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა ესეც საკ­მა­რი­სია ით­ქვას, რომ რუს­თვე­ლის ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“  სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის რე­მი­ნის­ცენ­ცი­ას უფ­რო წარ­მო­ად­გენს, ვიდ­რე სპარ­სუ­ლი ამ­ბე­ბის გავ­ლე­ნით შექ­მნილ ნა­წარ­მო­ებს.
ამას უთუ­ოდ ადას­ტუ­რებს პო­ე­ტის მი­ერ თა­მა­რის მი­სა­მარ­თით თქმუ­ლი სიტყ­ვე­ბი: ,,მი­სი სა­ხე­ლი შე­ფარ­ვით, ქვე­მო­რე მით­ქვამს, მი­ქი­ა“ , რაც აშ­კა­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა პო­ე­მის ამ­ბის სპარ­სუ­ლი­დან ნა­თარ­გმნო­ბას.
 პრო­ფე­სო­რი მა­გა­ლი თო­დუა არა­ფერს ამ­ბობს იმ მკვლე­ვარ­თა ნაშ­რო­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ფა­ბუ­ლის სპარ­სუ­ლო­ბას.
  ამი­ტომ ახ­ლა ჯერ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას და­ვუ­გოთ ყუ­რი:
   ,,ვის არ ახ­სოვს, თუ რა გულ­მოდ­გი­ნედ ეძებ­დნენ ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ერ­ნი რუს­თვე­ლის უკ­ვდა­ვი პო­ე­მის პირ­ვე­ლად თარგს ირა­ნულ პო­ე­ზი­ა­ში და ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წერ­თა შო­რის, მაგ­რამ ამა­ოდ დაშ­ვრნენ. იგუ­ლის­ხმე­ბა ნი­კო მა­რი“.
ახ­ლა კი აკა­დე­მი­კოს ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძეს მო­ვუს­მი­ნოთ:
,,გულ­მოდ­გი­ნედ ეძებ­და ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“  პრო­ტო­ტიპს აკად ნ. მა­რი. ერთ დროს ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­ში ეგუ­ლე­ბო­და რუს­თვე­ლის პო­ე­მის ვი­თომს სპარ­სუ­ლი პრო­ტო­ტი­პის ხელ­ნა­წე­რი..... ეს ვა­რა­უ­დი არ გა­მარ­თლდა, ,,შაჰ­რი­არ ნა­მე“ არ აღ­მოჩ­ნდა ტა­რი­ე­ლის წიგ­ნი“.
  აკად. ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძე იქ­ვე ას­კვნის: ,,არ­სა­ი­და­ნა ჩანს, რომ რუს­თვე­ლის პო­ე­მის ფა­ბუ­ლა ნა­სეს­ხე­ბი იყოს. არც სპარ­სეთ­ში, არც სხვა­გან სად­მე არ მო­ი­პო­ვე­ბა ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ მსგავ­სი ამ­ბა­ვი“.
  სულ­კურ­თხე­ულ კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე­საც გა­უ­გებ­რად მი­აჩ­ნდა იმის მტკი­ცე­ბა, რომ ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ სპარ­სუ­ლი­და­ნაა გად­მო­თარ­გმნი­ლი და პირ­და­პირ აცხა­დებ­და: გა­მო­რი­ცხუ­ლია პო­ე­მის სპარ­სუ­ლო­ბა­ო.
   მე არც რუს­თვე­ლო­ლო­გი ვარ და არც ტექ­სტო­ლო­გი, მე ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ერ­თი რი­გი­თი მკითხ­ვე­ლი ვარ და ძა­ლი­ან მწყდე­ბა გუ­ლი, რომ ცნო­ბილ ქარ­თველ ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­სა და პრო­ფე­სორს, ბა­ტონ მა­გა­ლი თო­დუ­ას დღე­საც პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ეს­მის რუს­თვე­ლის სიტყ­ვე­ბი: ,,ე­სე ამ­ბა­ვი სპარ­სუ­ლი ქარ­თუ­ლად ნა­თარ­გმა­ნე­ბი“, მა­შინ რო­ცა დი­დი ხა­ნია დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი­ა, რომ ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ამ­ბა­ვი ქარ­თულ ნი­ა­დაგ­ზეა აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი და პო­ე­მის ,,სპარ­სუ­ლად“ გა­მო­ცხა­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ალე­გო­რი­ის ხერ­ხი­ა.
   პრო­ფე­სო­რი მა­გა­ლი თო­დუა თა­ვის სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში ცდი­ლობს მეც­ნი­ერ­თა შო­რის ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა­ზე კა­მათს რო­გორ­მე გა­მა­რი­დოს და ,,მა­მაშ­ვი­ლუ­რად“ მა­რი­გებს: ფ. ნა­და­რა­ი­ას არ ვურ­ჩევ ამ საქ­მე­ში ჩა­რე­ვას. ქარ­თუ­ლი ან­და­ზა­ა: ,,აქ­ლე­მე­ბი წა­ი­კიდ­ნენ, კო­ზა­კი შუ­ა­ში გას­რი­სე­სო“.
 ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არა­ა, ჩე­მი ოპო­ნენ­ტი აქ კო­ზაკ­ში ვის გუ­ლის­ხმობს, ხო­ლო აქ­ლე­მად კი, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, სა­კუ­თა­რი თა­ვი ჰყავს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბა­ტო­ნი პრო­ფე­სო­რი სა­კუ­თარ თავს აქ­ლემს არ შე­ა­და­რებ­და, რომ გახ­სე­ნე­ბო­და ის ქარ­თუ­ლი ან­და­ზა, რო­მე­ლიც ამ­ბობს: ,,აქ­ლემს ჰკი­თხეს: კი­სე­რი რად გაქვს მრუ­დე­ო. მან კი უპა­სუ­ხა: სხვა რა მაქვს სწო­რი­ო“. ან კი­დევ: ,,აქ­ლემს არა­ბუ­ლი ცხე­ნი აჩ­ვე­ნეს და ჰკი­თხეს რო­გო­რი­ა­ო, - კუ­ზი რომ ჰქონ­დეს უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­დაო“.
რა გა­მო­ვი­და?
 იმ ან­და­ზის შოლ­ტი, რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა პრო­ფე­სორ­მა მე მო­მიქ­ნი­ა, სა­კუ­თარ თავს მო­ახ­ვედ­რა. ეს კი იმი­ტომ მო­უ­ვი­და, რომ ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ხალ­ხუ­რი სიბ­რძნე: ,,თვი­თონ სიფ­რთხი­ლე სჭირ­დე­ბა, სხვას ვინც და­უ­გებს მა­ხე­სა“­.
(ი­ბეჭ­დე­ბა შე­მოკ­ლე­ბით)
დე­კემ­ბე­რი 1990 წე­ლი.
1993 წლის მი­ნა­წე­რი:­მიმ­დი­ნა­რე წელს ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ცალ­კე წიგ­ნად გა­მოს­ცა მა­გა­ლი თო­დუ­ას ვრცე­ლი მო­ნოგ­რა­ფია სა­თა­უ­რით - ,,ვეფხ­ვის ნახ­ტო­მი ანუ რი­თი სჯობს რუს­თა­ვე­ლი შექ­სპირ­სა და გო­ე­თეს“, სა­დაც ავ­ტო­რი ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ფა­ბუ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვთა­ვა­ზობს ტრა­დი­ცი­უ­ლად დამ­კვიდ­რე­ბულ შე­ხე­დუ­ლე­ბა­თა­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ მო­საზ­რე­ბას. პა­ტივ­ცე­მუ­ლი პრო­ფე­სო­რი ამ წიგ­ნში არ­კვევს რა ,,ვეფხ­ვის­ტყა­ოს­ნის“ ფა­ბუ­ლი­სა და სი­უ­ჟე­ტის წარ­მო­მავ­ლო­ბის სა­კითხს, ამ­ტკი­ცებს, რომ რუს­თველ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ზა­უ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სპარ­სუ­ლი ამ­ბა­ვი გა­და­ა­მუ­შა­ვა და გა­ლექ­სა, თუმ­ცა არ შე­მოგ­ვრჩე­ნია ის წყა­რო, რო­მე­ლიც პო­ეტ­მა გა­მო­ი­ყე­ნა­ო.
  ასე­თი წყა­რო ბუ­ნე­ბა­ში, ალ­ბათ, არც არ­სე­ბუ­ლა და ამი­ტო­მაც იყო, რომ ვერც პლა­ტონ იო­სე­ლი­ან­მა, ვერც იო­ნა მე­უ­ნარ­გი­ამ, ვერც იუს­ტი­ნე აბუ­ლა­ძემ, ვერც ნი­კო მარ­მა და ვერც აკა­კი შა­ნი­ძემ ვერ შეძ­ლეს ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ამ­ბის სპარ­სუ­ლო­ბის და­სა­ბუ­თე­ბა და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რებ­მაც ხე­ლი აი­ღეს ამ მო­საზ­რე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა­ზე.
 ხომ ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი­ა, ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ამ­ბის ორი­გი­ნა­ლო­ბას თავ­გა­მო­დე­ბით იცავ­დნენ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, აკა­კი წე­რე­თე­ლი, ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლა, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე, პავ­ლე ინ­გო­როყ­ვა, ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძე, ვიქ­ტორ ნო­ზა­ძე..... და, რაც უთუ­ოდ ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი­ა, არც ერ­თი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი არ აღი­ა­რებს ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ამ­ბის სპარ­სუ­ლო­ბას, რაც, ჩე­მი აზ­რით, მა­გა­ლი თო­დუ­ას მი­ერ მოხ­მო­ბი­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი­თაც ვერ მტკიც­დე­ბა.
 ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნი­ლი ბერ­მუ­ხა და სიტყ­ვის სწო­რუ­პო­ვა­რი მე­სა­ი­დუმ­ლე, ჩვე­ნი სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლაც ძა­ლი­ან ხში­რად თა­ვის ორი­გი­ნა­ლურ ნა­წარ­მო­ე­ბებს ასე მო­ა­წერ­და ხოლ­მე: ,,ძვე­ლის­ძვე­ლი ამ­ბა­ვი­ო“, ,,ზღა­პა­რი­ო“, ,,თქმუ­ლე­ბა­ო“, თუმ­ცა მათ­ში არა­ფე­რი ერია ხალ­ხუ­რი. ასე­თი­ვე ტი­პის მოვ­ლე­ნად უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ სპარ­სუ­ლო­ბაც (თ. ჭი­ლა­ძე).
მაგ­რამ ბა­ტო­ნი მა­გა­ლი თო­დუა კი­თხუ­ლობს: ,,რა სა­თა­კი­ლო ის­ტო­რი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი უნ­და გა­მომ­ჟღავ­ნე­ბო­და ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ მის ავ­ტორს ასე გამ­ჭვირ­ვა­ლედ ან­და რა ისე­თი ან­ტი­რე­ლი­გი­უ­რი ან თუნ­დაც მი­სი დრო­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი წყო­ბი­ლე­ბი­სათ­ვის მი­ღე­ბუ­ლი იდე­ე­ბი იქა­და­გა რუს­თველ­მა“­-ო.
  რო­გორ? ნუ­თუ პა­ტივ­ცე­მულ­მა პრო­ფე­სორ­მა არ იცის, რომ XII სა­უ­კუ­ნი­სა და  XIII სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი მე­ო­თხე­დის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის უმ­თავ­რე­სი ნი­შა­ნია სა­ე­რო მწერ­ლო­ბის წარ­მო­შო­ბა, რაც რუს­თვე­ლის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დი­ახ, სწო­რედ რუს­თველ­მა შე­მო­ი­ტა­ნა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სი­ნამ­დვი­ლის ასახ­ვის ახა­ლი მე­თო­დი, შექ­მნა ისე­თი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ­-ის­ტო­რი­ულ სი­ნამ­დვი­ლე­ზე კი არ არის აგე­ბუ­ლი, არა­მედ მხატ­ვრულ გა­მო­გო­ნე­ბა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი, რომ­ლის მსგავ­სი ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნამ­დე“ არ გვქო­ნი­ა. ამას კი, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ეჭ­ვის თვა­ლით შე­ხე­დავ­დნენ მა­ნამ­დე მხო­ლოდ ქრის­ტი­ან მოღ­ვა­წე­თა ცხოვ­რე­ბა - მარ­ტვი­ლო­ბის ამ­სახ­ველ თხზუ­ლე­ბებს მიჩ­ვე­უ­ლი მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე მკითხ­ვე­ლე­ბი. ამი­ტო­მა­ა, რომ იგი თა­ვი­სი პო­ე­მის შექ­მნას სა­ჭოჭ­მა­ნო საქ­მედ მი­იჩ­ნევს.
    ნეს­ტა­ნი­სა და ტა­რი­ე­ლის, თი­ნა­თი­ნი­სა და ავ­თან­დი­ლის სა­ხე­ე­ბის და­ხატ­ვით რუს­თველ­მა აღ­წე­რა ქალ­-ვა­ჟის ამ­ქვეყ­ნი­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლი, მოგ­ვითხ­რო მი­წი­ე­რი გრძნო­ბე­ბის ამ­ბა­ვი, რაც ფაქ­ტი­უ­რად იყო და­პი­რის­პი­რე­ბა  სა­სუ­ლი­ე­რო მწერ­ლო­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი­სად­მი. რაც  იმ­თა­ვით­ვე არ აპა­ტი­ეს მას თა­ვი­სი ეპო­ქის კლე­რი­კა­ლურ­მა წრე­ებ­მა და და­უ­წყეს დევ­ნა ,,მრუ­შო­ბის ქა­და­გე­ბი­სათ­ვის“.
  პა­ტივ­ცე­მულ პრო­ფე­სორს ალ­ბათ ჩემ­ზე უკე­თე­სად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ სწო­რედ ასე­თი ,,მი­უ­ღე­ბე­ლი იდე­ე­ბის“ ქა­და­გე­ბი­სათ­ვის ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სანს“ ერთ დროს აუ­ტო­და­ფე­საც კი უმარ­თავ­დნენ და უკად­რი­სად ექ­ცე­ოდ­ნენ მის ავ­ტო­რს სამ­ღვდე­ლო პი­რე­ბი, კლე­რი­კა­ლე­ბი და მის­თა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ რუს­თვე­ლის ნათ­ქვამ­ში საღ­ვთო არა ურე­ვია რა და სა­მე­ძაო აზ­რებს ავ­რცე­ლებ­სო.
  სწო­რედ თა­ვი­სი ეპო­ქის სამ­ღვდე­ლო პი­რე­ბის, კლე­რი­კა­ლე­ბი­სა და მის­თა­ნე­ბის თვა­ლის ასახ­ვე­ვად დას­ჭირ­და, ალ­ბათ­,პო­ეტს ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ხერ­ხის - სი­უ­ჟე­ტის გა­უ­ცხო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა (პო­ე­მის ამ­ბის სპარ­სუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბა).
 აბა, თუ ის სპარ­სუ­ლი ძეგ­ლი (რო­მე­ლიც ვი­თომ რუს­თველ­მა გა­ლექ­სა) ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობ­და, მა­შინ ,, ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ სი­უ­ჟე­ტი­სა თუ ფა­ბუ­ლის სპარ­სუ­ლო­ბა იმ­თა­ვით­ვე სა­ეჭ­ვო რა­ტომ გახ­დე­ბო­და? ან­და დღე­საც რა­ტომ იქ­ნე­ბო­და იგი ჩვენს სა­ხელ­გან­თქმულ მეც­ნი­ე­რებს შო­რის სა­კა­მა­თოდ მიჩ­ნე­უ­ლი?
 ერთ სა­კითხ­საც მინ­და შე­ვე­ხო.
თუ პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას და­ვუ­ჯე­რებთ, ისეთ მკვეთრ სიმ­ბო­ლურ სა­ხეს, რო­გო­რიც არის ვე­ფხის­ტყა­ვით შე­მოს­ვა, ჩვენ ვერ ვპო­უ­ლობთ ვერც ირა­ნულს და ვერც სა­ერ­თოდ აღ­მო­სავ­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. და ეს რომ მარ­თლა ასე არ იყოს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პრო­ფე­სორ მა­გა­ლი თო­დუ­ას, რო­მე­ლიც ოც­და­ათ წელ­ზე მე­ტია და­ე­ძებს  ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ მსგავს ამ­ბავს სპარ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ამ­გვა­რი სიმ­ბო­ლი­კის არ­სე­ბო­ბაც არ დარ­ჩე­ბო­და აღუ­ნიშ­ნა­ვი. თუმ­ცა, მე თუ მკი­თხავთ, ამი­თაც არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბო­და, რად­გან მა­გა­ლი თო­დუ­ას მი­ერ ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ შე­სა­და­რებ­ლად მოყ­ვა­ნი­ლი ,,ბა­თირ - არ­სლა­ნის“ მთა­ვა­რი გმი­რი ვე­ფხის ტყა­ვი­თაც რომ იყოს შე­მო­სი­ლი, მა­ში­ნაც არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი გვექ­ნე­ბო­და იმი­სა, რომ გვემ­ტკი­ცე­ბი­ნა, ეს სიმ­ბო­ლი­კა შო­თას ,,ბა­თირ - არ­სლა­ნი­დან“ აქვს წა­მო­ღე­ბუ­ლი. რად­გან ვე­ფხის ტყა­ვით შე­მო­სი­ლი რა­ინ­დი, რო­მე­ლიც ვეფხს კლავს, ჩვენ, ქარ­თვე­ლებს, ,,ბა­თირ - არ­სლა­ნის“ ამ­ბის შექ­მნამ­დე დი­დი ხნით ად­რე გვყავს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მრა­ვალ­ძა­ლის XI ს. წმ. გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის სამ­ხრე­თი კედ­ლის რე­ლი­ეფ­ზე წმ. გი­ორ­გი, ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი, შუ­ბით კლავს და­წინ­წკლულ ვეფხვს. X სა­უ­კუ­ნის ჭე­დურ ხატ­ზე კი იგი­ვე წმინ­და გი­ორ­გი ვეფხ­ვის ტყა­ვის კა­ბით არის შე­მო­სი­ლი.
 ასე რომ, ამ სიმ­ბო­ლი­კის (ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი რა­ინ­დის) შე­საქ­მნე­ლად, რუს­თველს სპარ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა არ დას­ჭირ­დე­ბო­და.
 მე ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, რომ რუს­თვე­ლის პო­ე­ტურ გე­ნი­ა­ლო­ბას არა­ფე­რი და­აკ­ლდე­ბა იმი­თაც, თუ მან მარ­თლა სპარ­სუ­ლი ამ­ბა­ვი და­უ­დო თა­ვის პო­ე­მას სა­ფუძ­ვლად. მაგ­რამ მიკ­ვირს, ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ სპარ­სუ­ლო­ბის მო­ზი­ა­რე­ნი რა­ტომ არ უშ­ვე­ბენ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ის ამ­ბე­ბი (რა­ზე­დაც მ. თო­დუა წერს თა­ვის წიგ­ნში) იქ­ნებ სპარ­სე­ლებ­მა წა­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლო­დან. მით უმე­ტეს მა­შინ, რო­ცა გვაქვს ასე­თი ფიქ­რის სა­ფუძ­ვე­ლი. ის­ტო­რი­ი­და­ნაც ხომ ყვე­ლამ ვი­ცით, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს აკა­დე­მი­ე­ბიც კი ჰქონ­და და­არ­სე­ბუ­ლი მუ­სულ­მა­ნი პო­ე­ტე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც აქ ეც­ნო­ბოდ­ნენ ქარ­თულ სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ე­რო მწერ­ლო­ბას, ფოლ­კლორს... ნი­ზა­მი გან­ჯე­ვი და ხა­კა­ნი შირ­ვა­ნე­ლი თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში იყე­ნებ­დნენ ქარ­თულ მა­სა­ლებს... ისიც ხომ ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი­ა, რომ სპარ­სე­ლე­ბი და სხვა დამ­პყრობ­ლე­ბი იქით იტა­ცებ­დნენ ჩვენს ძვირ­ფას წიგ­ნთა­სა­ცა­ვებს ... ასე რომ, ჩე­მი აზ­რით, მე­ტი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს იმი­სათ­ვის, რომ ქარ­თუ­ლი ამ­ბე­ბი უფ­რო ვე­ძი­ოთ (თუ ამის ძებ­ნა სა­ჭი­რო­ა) სპარ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ვიდ­რე სპარ­სუ­ლი ქარ­თულ­ში.
ასე­თი­ა, მოკ­ლედ, ჩე­მი აზ­რი მა­გა­ლი თო­დუ­ას ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნოგ­რა­ფი­ის შე­სა­ხებ.
 მაგ­რამ ეს მო­საზ­რე­ბა იო­ტი­სო­დე­ნა­დაც არ მიშ­ლის ხელს, რომ უდი­დეს პა­ტივს ვცემ­დე ღვაწ­ლმო­სილ მეც­ნი­ერ­სა და ქარ­თველ ირა­ნის­ტთა თა­ო­ბე­ბის აღ­მზრდელს, პრო­ფე­სორ მა­გა­ლი თო­დუ­ას, რო­მე­ლიც ჭეშ­მა­რი­ტად დი­დი პო­ე­ტიც გახ­ლავთ, რა­საც მათ­ქმე­ვი­ნებს მის მი­ერ ქარ­თუ­ლად ამეტყ­ვე­ლე­ბუ­ლი რუ­და­ქის, შა­ჰიდ ბალ­ხე­ლის, ფირ­დო­უ­სის, ომარ ხა­ი­ა­მის, სა­ა­დის პო­ე­ზი­ა, რა­მაც დი­დი ხა­ნია ქარ­თვე­ლი მკითხ­ვე­ლის სიყ­ვა­რე­ლი და­იმ­სა­ხუ­რა.
  მე ისიც ვი­ცი და მი­ხა­რი­ა, რომ პრო­ფე­სორ­მა მა­გა­ლი თო­დუ­ამ ირა­ნის ხელ­ნა­წერ­თა სა­ცა­ვებ­სა და კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში მი­აკ­ვლია ირან­ში მოღ­ვა­წე, წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი  პო­ე­ტე­ბის დღემ­დე უც­ნობ ლექ­სებს. და­ად­გი­ნა რომ სპარ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის 27 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი ყო­ფი­ლა.

  
  
ერ­თი მე­ტა­ფო­რის გან­მარ­ტე­ბი­სათ­ვის
სას­კო­ლო ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“
     
      შ. რუს­თა­ვე­ლის მხატ­ვრუ­ლი ოს­ტა­ტო­ბის ერ­თ-ერ­თი ძი­რი­თად ხერხს მე­ტა­ფო­რა წარ­მო­ად­გენს. ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ მე­ტა­ფო­რა ყვე­ლა ნი­უ­ან­სით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ­ლის გარ­ჩე­ვას აქ არ შე­ვუდ­გე­ბით. ამ­ჟა­მად ჩვე­ნი მი­ზა­ნია მხო­ლოდ გან­მარ­ტე­ბა ერ­თი მე­ტა­ფო­რი­სა, რო­მე­ლიც სა­და­ოდ გა­და­იქ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე მკვლე­ვა­რე­ბის­თვის. აი ესეც:
,,ავ­თან­დილ დაჯ­და ტი­რი­ლად
ტირს ხმი­თა შვე­ნი­ე­რი­თა,
ყო­რან­სა გაჰ­გლეჯს ხშირ - ხში­რად
აფ­რთხობს ბრო­ლი­სა ჭე­რი­თა,
გა­ხეთ­ქა ლა­ლი გათ­ლი­ლი
ან­და­მა­ტი­სა კვე­რი­თა,
მუ­ნით წყა­რო­ნი გა­მოჩ­ნდეს
ძოწ­სა ვამ­სგავ­სე ფე­რი­თა“.
        ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ მე­ო­რე შეს­წო­რე­ბულ და შევ­სე­ბულ სას­კო­ლო გა­მო­ცე­მა­ში (რე­დაქ­ტო­რი ალ. ჭინ­ჭა­რა­უ­ლი) ეს მე­ტა­ფო­რა ასეა გან­მარ­ტე­ბუ­ლი: ,,ყო­რა­ნი“ - შა­ვი წვერ - ულ­ვა­შის აღ­მნიშ­ვნე­ლი მე­ტა­ფო­რა­ა. ,,ბრო­ლის ჭე­რი“ - პი­რი­სა­ხი­სა. ,,ყო­რან­სა გაჰ­გლეჯს ხშირ - ხში­რად, აფ­რთხობს ბრო­ლი­სა ჭე­რი­თა“ - ავ­თან­დი­ლი მწუ­ხა­რე­ბი­სა­გან წვერს იგ­ლეჯს.
        ,,ლა­ლი გათ­ლი­ლი“ - ტუჩ - პი­რის აღ­მნიშ­ვნე­ლი მე­ტა­ფო­რა­ა, ,,ან­და­მა­ტის კვე­რი“ - მა­გა­რი მუშ­ტი­სა. გა­მო­დის, რომ ავ­თან­დი­ლი ტუჩ - პირ­ზე მუშტს ირ­ტყამ­და, სა­ხე გა­ი­ხეთ­ქა, სა­ი­და­ნაც სის­ხლი გა­მოს­დი­ო­და, რო­მე­ლიც ფე­რით ძოწს ემ­სგავ­სე­ბო­და. ამ მე­ტა­ფო­რის ამ­ნა­ი­რად გა­გე­ბა ყოვ­ლად შე­უ­ფე­რე­ბე­ლი­ა. ავ­თან­დი­ლი დაჯ­და სა­ტირ­ლად და არა ტუჩ­პი­რის სამ­ტვრე­ვად, პა­ტივ­ცე­მუ­ლი ალ. ჭინ­ჭა­რა­უ­ლი მიმ­ხვდა­რა სა­კუ­თარ შეც­დო­მას და 1982 წელს გა­მო­ცე­მულ თა­ვის წიგ­ნში - ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის ენი­სა და ტექ­სტის სა­კი­თხე­ბი“ - უფ­რო სხვა­ნა­ი­რად გა­ნუ­მარ­ტავს ეს მე­ტა­ფო­რა, რი­თაც კი­დევ ერ­თი ახა­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვი­ა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მას ,,ბრო­ლის ჭე­რი“ კბი­ლე­ბის აღ­მნიშ­ვნელ მე­ტა­ფო­რად მი­უჩ­ნე­ვი­ა: ყო­რა­ნი წვერ - ულ­ვა­ში­ა, რო­მელ­საც ავ­თან­დი­ლი (ტი­რი­ლის დროს) გაჰ­გლეჯს (პირს აღებს) და  აფ­რთხობს ,,ბრო­ლის ჭე­რით“ - თეთ­რი კბი­ლე­ბით. თეთ­რი კბი­ლე­ბის ელ­ვა­რე­ბით. (იხ. ალ. ჭინ­ჭა­რა­უ­ლი, ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის ენი­სა და ტექ­სტის სა­კი­თხე­ბი“ გვ. 74.).  თეთ­რი კბი­ლე­ბის ელ­ვა­რე­ბით წვერ - ულ­ვა­შის დაფ­რთხო­ბა ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი­ა, უფ­რო მე­ტიც - ეს უკ­ვე კუ­რი­ო­ზი­ა.
          ბო­ლოს­და­ბო­ლოს რო­გორ გა­ვი­გოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ტა­ფო­რა, რო­გორ იქ­ნე­ბო­და იგი რუს­თა­ველს გა­აზ­რე­ბუ­ლი?
         ყო­რა­ნი აქ უთუ­ოდ თმაა (შა­ვი თმა). ,,ყო­რან­სა გაჰ­გლეჯს ხშირ - ხში­რად“ - ავ­თან­დი­ლი ხშირ - ხში­რად იგ­ლეჯ­და შავ თმებ­სო. ,,ბრო­ლის ჭე­რი“ ხე­ლის თი­თე­ბია (ა. ბა­რა­მი­ძე, დ. კო­ბი­ძე).
       ,,გა­ხეთ­ქა ლა­ლი გათ­ლი­ლი ან­და­მა­ტი­სა კვე­რი­თა“ - ამ მე­ტა­ფო­რა­ში ,,ლა­ლი გათ­ლი­ლი’ - ლო­ყე­ბი­ა, ღაწ­ვე­ბი­ა. ,,ან­და­მა­ტი­სა კვე­რი­თა“ - ცრემ­ლე­ბი­ა, ე.ი. თვა­ლე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი ცრემ­ლე­ბი ლო­ყა­ზე ღა­რად და­აჩ­ნდე­ბო­და, რო­გორც ამას სხვა­გა­ნაც ამ­ბობს რუს­თა­ვე­ლი: ,,სის­ხლმან და ცრემ­ლმან გა­რე­ვით ღაწ­ვი ქმნის ღა­რად და ღა­რად“. ცრემ­ლე­ბით ღარ­დაჩ­ნე­უ­ლი ლო­ყის გა­ხეთ­ქილ ლა­ლად წარ­მოდ­გე­ნა რუს­თა­ვე­ლის ჩვე­უ­ლი შე­და­რე­ბა­ა.
       ,,მუ­ნით წყა­რო­ნი გა­მოჩ­ნდეს“ - ლო­ყა­ზე  და­ჩე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის ღა­რე­ბი­დან წყა­რო­ე­ბი გად­მო­იღ­ვა­რა, ე.ი. დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით წა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც ,,ძოწ­სა ვამ­სგავ­სე ფე­რი­თა“. იგი ძოწს, წი­თელ მარ­ჯანს იმი­ტომ ემ­სგავ­სე­ბო­და, რომ ზედ­მე­ტი მწუ­ხა­რე­ბის ცრემ­ლე­ბი იყო და თით­ქოს სის­ხლი ერე­ო­და. ზედ­მე­ტი მწუ­ხა­რე­ბის ცრემ­ლებ­ზე სის­ხლის გა­რე­ვა, მი­სი წით­ლად წარ­მოდ­გე­ნა ხში­რია პო­ე­მა­ში.



მ. კა­კი­ტე­ლაშ­ვი­ლის ერ­თი ლექ­სის გა­მო

       ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი კარ­გა ხა­ნია იც­ნო­ბენ პო­ეტ მი­ხე­ილ კა­კი­ტე­ლაშ­ვი­ლის ლექსს ,,ქარ­თულ მი­წა­ზე“, რო­მელ­ზეც კომ­პო­ზი­ტორ­მა გი­ორ­გი ცა­ბა­ძემ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა შექ­მნა. სიმ­ღე­რამ მა­ში­ნათ­ვე მო­ი­პო­ვა სა­ყო­ველ­თაო პო­პუ­ლა­რო­ბა. მაგ­რამ კრი­ტი­კოს თა­მაზ წივ­წი­ვა­ძეს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა ჰქო­ნია ამ სიმ­ღე­რის ტექ­სტზე.
მო­ვუს­მი­ნოთ მას:
         ,,გ. ცა­ბა­ძის ,,მშობ­ლი­უ­რი მი­წის“ მე­ლო­დია დი­დე­ბუ­ლი რა­მა­ა! მას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მღე­რის. მაგ­რამ აქ ტექ­სტი (მ. კა­კი­ტე­ლაშ­ვი­ლის სიტყ­ვე­ბი) ეფა­რე­ბა მე­ლო­დი­ას და ცოცხ­ლობს მუ­სი­კის ხარ­ჯზე!
ამ მად­ლი­ან და და­ლოც­ვილ მი­წა­ზე
ერ­თი წუ­თით არ ვყო­ფილ­ვარ მერ­ყე­ვი,
ცო­ცხა­ლი ვარ, შე­ნი ტრფო­ბით ვიწ­ვე­ბი,
მოვ­კვდე­ბი და ფერ­ფლად გა­და­გეყ­რე­ბი.
ცო­ცხა­ლი ვარ, ცო­ცხა­ლი,
შე­ნი ტრფო­ბით ვიწ­ვე­ბი,
მოვ­კვდე­ბი და ფერ­ფლად გა­და­გეყ­რე­ბი.
ვინ დამ­ძრა­ხავს სუ­ლით ცოტ­ნე და­დი­ანს
არ­წი­ვე­ბის სა­ბუ­და­რის მე­ხოტ­ბეს,
მე მომ­ხდუ­რი ვერ მი­ხი­ლავს დარ­დი­ანს,
თუნ­დაც ტან­ჯვა და წა­მე­ბა მე­ლო­დეს.
მაშ ასე:

მე მომ­ხდუ­რი ვერ მი­ხი­ლავს დარ­დი­ანს,
თუნ­დაც ტან­ჯვა და წა­მე­ბა მე­ლო­დეს.
     ,,თუ­კი მომ­ხდურ­მა და გა­დამ­თი­ელ­მა ვაჟ­კა­ცო­ბა შე­გი­გი­ნა, საქ­მე სა­ტან­ჯვე­ლად და სა­წა­მებ­ლად გა­გი­ხა­და, უნ­და დავ­დარ­დი­ან­დეთ კი­დეც და გულ­თა­ნაც უნ­და მი­ვი­ტა­ნოთ! სა­მარ­ცხვი­ნო ის უფ­რო იქ­ნე­ბა, ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მტერს მხი­ა­რუ­ლი ვეჩ­ვე­ნოთ! ასეთ დროს უდარ­დე­ლად ყოფ­ნა, მე რომ მკი­თხოთ, უხერ­ხუ­ლიც კი­ა!“ (თ. წივ­წი­ვა­ძე, ,,ფრთხი­ლად, წინ მკითხ­ვე­ლი­ა“, თ. 1985 წ. გვ 233).
         თ. წივ­წი­ვა­ძის ის წე­რი­ლი, სა­ი­და­ნაც მოგ­ვყავს ეს ამო­ნა­წე­რი, მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო კრი­ტი­კუ­ლი წერ­ი­ლი­ა. თუმ­ცა მ. კა­კი­ტე­ლაშ­ვი­ლის ლექსზე კრიტიკოსის შე­ნიშ­ვნა: ,,ასეთ დროს უდარ­დე­ლად ყოფ­ნა, მე რომ მკი­თხონ, უხერ­ხუ­ლიც კი­ა“­-ო, ვფიქ­რობთ, ნაჩ­ქა­რე­ვად გა­კე­თე­ბუ­ლი დას­კვნის შე­დე­გი­ა. მ.კა­კი­ტე­ლაშ­ვი­ლი ამას არც ამ­ბობს და არც შე­ეძ­ლო ეთ­ქვა. პო­ე­ტი ამ­ბობს: ,,მე მომ­ხდუ­რი ვერ მი­ხი­ლავს დარ­დი­ანს, თუნ­დაც ტან­ჯვა და წა­მე­ბა მე­ლო­დეს“-ო, ე.ი. რაც უნ­და მტან­ჯონ და მა­წა­მონ, მტერს მო­წყე­ნილ სა­ხეს არ ვუჩ­ვე­ნე­ბო.
         რა­ტომ?
იმი­ტომ, რომ მტრის წი­ნა­შე და­დარ­დი­ა­ნე­ბა და ცრემ­ლთა ფრქვე­ვა დი­აც­თა წე­სი­ა, ძლი­ე­რი სუ­ლის ადა­მი­ა­ნე­ბი ღი­მი­ლით ხვდე­ბი­ან სიკ­ვდილ­საც - კი. გა­ვიხ­სე­ნოთ ლა­დო ასა­თი­ა­ნი:
ცხრა ლახ­ვა­რი რომ  და­მარ­ტყან ცხრა­ჯერ გულ­ში,
მტრის ჯი­ნა­ზე ცხრა­ჯერ მწა­რედ გა­ვი­ცი­ნებ.
         ლ. ასა­თი­ა­ნის ამ სტრი­ქო­ნე­ბის მშვე­ნი­ერ დუბ­ლი­რე­ბას წარ­მო­ად­გენს მ. კა­კი­ტე­ლაშ­ვი­ლის ,,მე მომ­ხდუ­რი ვერ მი­ხი­ლავს დარ­დი­ანს, თუნ­დაც ტან­ჯვა და წა­მე­ბა მე­ლო­დეს“, რო­მელ­საც არა­ფე­რი აქვს და­სა­წუ­ნი.
          იქ­ნებ ბევ­რმა არ იცის, რომ ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი ლექ­სის ავ­ტო­რი არის ებ­რა­ე­ლი, უფ­რო სწო­რად, ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი.
           ებ­რა­ე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ოდით­გან­ვე ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ ისი­ნი აქ არა­სო­დეს გა­ნიც­დიდ­ნენ დევ­ნა­სა და შე­ვიწ­რო­ე­ბას, რაც ხში­რად ხდე­ბო­და და ახ­ლაც ხდე­ბა ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის თქმით, არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ებ­რა­ე­ლთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეღა­ლა­ტოს. ამი­ტომ სუ­ლაც არაა გა­საკ­ვი­რი, რომ სწო­რედ ჩვე­ნი მე­გობ­რის, ქუ­თა­ის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლის სულ­ში და­ი­ბა­და ასე­თი ლექ­სი - ქარ­თუ­ლი მი­წის მშვე­ნი­ე­რი სა­გა­ლო­ბე­ლი.
        უკ­ვე დი­დი ხა­ნია გა­სუ­ლი მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ კა­კი­ტე­ლაშ­ვი­ლი ვე­ღარ და­ა­ბი­ჯებს ,,ამ მად­ლი­ან და და­ლოც­ვილ მი­წა­ზე“, მაგ­რამ მი­სი კო­ლე­გე­ბი, ქუ­თა­თუ­რი მე­გობ­რე­ბი დღე­საც გულ­თბი­ლად, სიყ­ვა­რუ­ლით იგო­ნე­ბენ მას, ხო­ლო მის ლექსს ,,ქარ­თულ მი­წა­ზე“ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მღე­რის.


,,ა­გერ მე­ცხა­ლიც ჭყი­ვის“

ტყემ მო­ის­ხა ფო­თო­ლი
აგერ მერ­ცხა­ლიც ჭყი­ვის,...
           ცნო­ბი­ლი­ა, რომ ამ სტრი­ქო­ნე­ბის გა­მო ილია მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა მის­მა თა­ნა­მედ­რო­ვე მწე­რალ­მა ქალ­მა ბარ­ბა­რა ჯორ­ჯა­ძემ (რა­ფი­ელ ერის­თა­ვის დამ), რო­მე­ლიც წერ­და:
         ,,სა­სა­ცი­ლოა ჭეშ­მა­რი­ტად და სამ­წუ­ხა­როც, რომ ასე შე­იც­ვა­ლოს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო ენა. თქვე­ნი რის­ხვა მქონ­დეს, თუ თა­ვის დღე­ში გა­მე­გო­ნოს მერ­ცხა­ლი ჭყი­ვი­სო, ღორ­ზედ კი გა­მი­გო­ნი­ა, ღო­რი ჭყი­ვი­სო, იქ­ნე­ბა ოდეს­მე ბულ­ბულ­ზეც თქვას ჭყი­ვი­სო...“
        მარ­თა­ლი­ა, სა­ბას ლექ­სი­კო­ნის მი­ხედ­ვით ,,ჭყი­ვი­ლი“ მხო­ლოდ გოჭ­თა ხმი­ა­ნო­ბა­ა, მაგ­რამ სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ქარ­თულ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი­ა, რომ ფრინ­ველ­თა ხმი­ა­ნო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვა­დაც იხ­მა­რე­ბა ეს სიტყ­ვა, მა­გა­ლი­თად; ,,ფან­ჯრის პი­რის­პირ გა­მოჩ­ნდნენ ჭყი­ვი­ლა ჩი­ტე­ბი“ (ი. გო­გებ.).
      ,,ჭყივ - ჭყივ“ ბე­ღუ­რა­თა და მის­თა­ნა­თა ხმი­ა­ნო­ბა­ა­ო, გვას­წავ­ლის ქარ­თუ­ლი ენის გან­მარ­ტე­ბით ლექ­სი­კო­ნი და იქ­ვე სა­ი­ლუს­ტრა­ცი­ოდ და­მოწ­მე­ბუ­ლია ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ცი­ტა­ტა: ,,ჭყივ - ჭყივ“ უპა­სუ­ხეს ჩი­ტებ­მა“.
        მა­შა­სა­და­მე, ,,ჭყივ - ჭყივ“ ბე­ღუ­რი­სა და მის­თა­ნე­ბის ხმი­ა­ნო­ბა­ა, მერ­ცხა­ლიც ბე­ღუ­რა­სებ­რთა რი­გის ფრინ­ვე­ლია და ილი­აც ამი­ტომ ამ­ბობს: ,,ა­გერ მერ­ცხა­ლიც ჭყი­ვის­-ო:
         ,,ჭყი­ვი­ლი“ და ჭიკ­ჭი­კი“ სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ბის  სიტყ­ვე­ბი­ა. ,,ჭყი­ვი­ლი“ ფრინ­ველ­თა და ბარ­ტყთა (გი­ნა გოჭ­თა) უსი­ა­მოვ­ნო ხმი­ა­ნო­ბას ნიშ­ნავს, ხო­ლო ,,ჭიკ­ჭი­კი“ ფრინ­ველ­თა სა­ა­მურ გა­ლო­ბა­ზე ით­ქმის.
ტყემ მო­ის­ხა ფო­თო­ლი
აგერ მერ­ცხა­ლიც ჭყი­ვის.
           მარ­თა­ლი­ა, ილი­ას ამ სტრი­ქო­ნებ­ში არა­ვი­თა­რი შეც­დო­მა და აზ­რობ­რი­ვი გა­უ­გებ­რო­ბა არ არის, მაგ­რამ ლექ­სში, სა­დაც ახ­ლად ამ­წვა­ნე­ბუ­ლი ტყე, სი­ხა­რუ­ლის­გან მტი­რა­ლი ობო­ლი ვა­ზი, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი მთე­ბი და მდე­ლო­ე­ბია და­ხა­ტუ­ლი, გე­მოვ­ნე­ბი­ან მკითხ­ველს, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, არ მო­ე­წო­ნე­ბა არა­ბუ­ნებ­რი­ვად ჩა­ჩხი­რუ­ლი ,,მერ­ცხლის ჭყი­ვი­ლი“. ამას ილი­აც გრძნობს და წერს კი­დეც სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში: უხერ­ხოდ არის მანდ ეგ ზმნა (,,ჭყი­ვის“) ხმა­რე­ბუ­ლი­ო.
         აბა, უფ­რო მო­ხერ­ხე­ბუ­ლად რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და თქმუ­ლი­ყო?
        ალ­ბათ, ისე, რო­გორც აკა­კი ამ­ბობს თა­ვის ,,გა­ზა­ფხულ­ში“.
დღეს მერ­ცხა­ლი შე­მოფ­რინ­და
ჭიკ­ჭი­კი­თა შე­მომ­ძა­ხა.


  
,,ჰა­ბა, ნა­გი­ლა“
(ფიქ­რე­ბი ია­კობ პა­პი­აშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბა­ზე და
ქარ­თველ ებ­რა­ე­ლებ­ზე)

       წა­ვი­კი­თხე ია­კობ პა­პი­აშ­ვი­ლის წიგ­ნი - ,,ჰა­ბა, ნა­გი­ლა, მეც­ნი­ე­რე­ბა. ის­რა­ე­ლის ფე­ნო­მე­ნის გე­ნე­ზი­სი“.
        წიგ­ნი სა­მი გან­ყო­ფი­ლე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა - პრო­ზა, მეც­ნი­ე­რე­ბა და პო­ე­ზი­ა. აქ­ვე ვეც­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის რე­ცენ­ზი­ას ია­კობ პა­პი­აშ­ვი­ლის რო­მან­ზე ,,ქარ­თუ­ლი ლე­გენ­და“, რო­მე­ლიც მწერ­ლის წი­ნა კრე­ბულ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.
        შე­მიძ­ლია თა­მა­მად გან­ვა­ცხა­დო, რომ წიგ­ნში შე­ტა­ნი­ლი თით­ქმის ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი მა­თი ავ­ტო­რის შე­მოქ­მე­დე­ბით ნი­ჭი­ე­რე­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს.
        ,,ი­ა­კობ პა­პი­აშ­ვი­ლის სა­ხით საქ­მე გვაქვს არა მარ­ტო ის­ტო­რი­ულ ­მა­სა­ლა­ში ჩა­ხე­დულ პი­როვ­ნე­ბას­თან, არა­მედ მხატ­ვრუ­ლი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბულ ლი­ტე­რა­ტორ­თან, რო­მელ­საც ხე­ლე­წი­ფე­ბა მთა­ვა­რი - სუ­ლი ჩა­უდ­გას თა­ვი­სი ხე­ლით მო­ზე­ლილ და გა­მო­ძერ­წილ თი­ხას“.
         ეს რე­ვაზ ჯა­ფა­რი­ძის სიტყ­ვე­ბი­ა.
         რე­ვაზ ჯა­ფა­რი­ძის ეს აზ­რი ნათ­ლად ჩანს მწერ­ლის ერთ პა­ტა­რა მოთხ­რო­ბა­შიც - ,,ჰა­ბა, ნა­გი­ლა“, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1980-ი­ან წლებ­ში და­ი­ბეჭ­და და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე მი­იქ­ცია მკითხ­ვე­ლის ყუ­რა­დღე­ბა.
         მოთხ­რო­ბა­ში, რო­მელ­ზე­დაც ჩვენ ახ­ლა ვი­სა­უბ­რებთ, მე­ტად გულ­წრფე­ლად და და­მა­ჯე­რებ­ლა­დაა აღ­წე­რი­ლი ებ­რა­ელ­თა ის­რა­ელ­ში გა­ცი­ლე­ბის სცე­ნა.
        ილო, გა­ი­ო­ზი, ბონ­დო, ია­კო­ბი და ავ­თან­დი­ლი ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის რეს­ტო­რან ,,ი­მე­რეთ­ში“ ქე­ი­ფო­ბენ. ისი­ნი ათი წე­ლი ერ­თად სწავ­ლობ­დნენ, მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ორ კვი­რა­ში ილო ის­რა­ელ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და და, რა თქმა უნ­და, ეს შეხ­ვედ­რა სა­მუ­და­მოდ უნ­და დარ­ჩე­ნი­ლი­ყო მათ ხსოვ­ნა­ში.
       ებ­რა­ე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ოდით­გან­ვე ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ მათ აქ არა­სო­დეს გა­ნუც­დი­ათ ეროვ­ნუ­ლი და სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი დევ­ნა, ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის სა­ში­ნე­ლე­ბა­ნი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა ყო­ველ­თვის ისე­თი­ვე იყო, რო­გორც ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა. ამი­ტო­მაც არ ას­ვე­ნებს ავ­თან­დილს ის ფაქ­ტი, რომ ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა ნა­წილ­მა პი­რი იბ­რუ­ნა  პა­ლეს­ტი­ნი­სა­კენ.
           -ბი­ჭე­ბო - მი­მარ­თავს იგი თა­ვის მე­გობ­რებს - ჩვენ­გან სულ ახ­ლოს მო­ე­დი­ნე­ბა ჩვე­ნი ბალ­ღო­ბის მე­გო­ბა­რი რი­ო­ნი, იქ თეთ­რი ხი­დი­ა, ზე­მოთ წი­თე­ლი და ჯაჭ­ვის ხი­დე­ბი­ა; იქი­დან გუ­მა­თი­სა და რა­ჭის გზა იწყე­ბა, სა­ი­და­ნაც მო­ჩანს მწვა­ნეყ­ვა­ვი­ლა, ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უბა­ნი. დღეს მი­დი­ან ისი­ნი, ტო­ვე­ბენ მშობ­ლი­ურ მი­წა-­წყალს. სა­კი­თხა­ვი კი­ა, ღმერ­თმა­ნი ნუ­თუ ეგ­რე იო­ლია წი­ნა­პარ­თა საფ­ლა­ვე­ბის მი­ტო­ვე­ბა? გა­იხ­სე­ნეთ ვა­მე­ხი რას ეუბ­ნე­ბა ბა­რამს:
          ,,სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ებ­რა­ე­ლე­ბი იგი­ვე ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, და­უკ­ვირ­დით მათ იერს, მოყ­ვა­ნი­ლო­ბას, პი­რი­სა­ხეს, ვე­რაფ­რით ვერ გა­არ­ჩევ ქარ­თვე­ლე­ბი­სა­გან“.
        -მარ­თა­ლია ეგ - თქვა ხმა­მაღ­ლა ია­კობ­მა, - ხში­რად მი­ფიქ­რი­ა, უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ, ქარ­თუ­ლი ანა­ბა­ნა გვის­წავ­ლი­ა, ქარ­თუ­ლი მი­წის ბა­რა­ქით და­ვი­ზარ­დე­ნით და რო­გორ გავ­ხდით ებ­რა­ე­ლე­ბი - მეთ­ქი.
         ილო ნერ­ვი­უ­ლობს, მას თა­ვის მე­გობ­რებ­ზე ნაკ­ლე­ბად რო­დი უყ­ვარს ქარ­თუ­ლი მი­წა, მი­სი მთე­ბი, ველ - მინ­დვრე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი, წყა­რო­ე­ბი და ნა­კა­დუ­ლე­ბი, მაგ­რამ კითხ­ვა­ზე - რა­ტომ მი­დის, რა­ტომ ტო­ვებს მშობ­ლი­ურ მი­წა - წყალს? - მან არ იცის რა უპა­სუ­ხოს.
         ღელ­ვის გან­სა­ქარ­ვებ­ლად კი­დევ ერ­თხელ და­ის­ხამს სის­ხლის­ფერ ქინ­ძმა­რა­ულს, ჭი­ქას მაღ­ლა ას­წევს და იტყ­ვის:
        -სი­ცოცხ­ლეს და სიყ­ვა­რულს გა­უ­მარ­ჯოს ბი­ჭე­ბო! დავ­ლო­ცოთ ის ტკბი­ლად მო­სა­გო­ნა­რი წუ­თე­ბი, ნე­ტა­რე­ბით ერ­თად რომ გვი­ტა­რე­ბია წყალ­წი­თე­ლა­ზე. გა­ბაშ­ვი­ლის გო­რა­ზე, ბაგ­რატ­ზე, გე­ლათ­ში, სა­თაფ­ლი­ა­ზე. დავ­ლი­ოთ ყვე­ლა იმა­თი სა­დღეგ­რძე­ლო, ვი­საც ნაღ­დად, გუ­ლით უყ­ვარს ეს წმინ­და ად­გი­ლე­ბი.
         ვინც ქარ­თველ ებ­რა­ე­ლებს იც­ნობს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ია­კობ პა­პი­აშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბის პერ­სო­ნაჟ­თა ეს დი­ა­ლო­გი ისე წა­ი­კი­თხოს, რომ იდუ­მალ­მა თრთოლ­ვამ არ შე­იპყ­როს, ვი­ნა­ი­დან აქ ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რი, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სი­ნამ­დვი­ლი­და­ნაა აღე­ბუ­ლი.
       მე კი­დევ ერ­თხელ გუ­ლის­ყუ­რით ვკი­თხუ­ლობ ამ მოთხ­რო­ბას და ჩე­მი კე­თი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, სულ­კურ­თხე­ულ პრო­ფე­სორ რა­ფი­ელ შა­მე­ლაშ­ვი­ლის ნათ­ქვა­მი მახ­სენ­დე­ბა უნე­ბუ­რად:
        ,,აქ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბან­ძა­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ ჩე­მი დედ­-მა­მა, ბე­ბია და ბა­ბუ­ა, მა­თი წი­ნაპ­რე­ბი და წი­ნა­პარ­თა წი­ნაპ­რე­ბი. მათ  ძვლებს ქარ­თუ­ლი მი­წა  ინა­ხავს, ჩვენც აქ უნ­და და­ვი­მარ­ხოთ“-ო.
           პრო­ფე­სო­რი რა­ფი­ელ შა­მე­ლაშ­ვი­ლი იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი მეც­ნი­ე­რი ქარ­თვე­ლო­ლო­გი (500-ზე მე­ტი შრო­მი­სა და 30-ზე მე­ტი წიგ­ნის ავ­ტო­რი), ახა­ლი თა­ო­ბის აღ­მზრდე­ლი და სი­კე­თით სავ­სე მოძღ­ვა­რი, რო­მელ­მაც ბევრ თა­ვის სტუ­დენტს ისე­თი კარ­გი საქ­მე­ე­ბი გა­უ­კე­თა, რა­საც ზო­გი­ერ­თი მშო­ბე­ლი და სის­ხლით ნა­თე­სა­ვიც კი არ გა­უ­კე­თებ­და, თუ ვერ გა­უ­კე­თებ­და... და ამი­ტო­მა­ცა­ა, რომ ჩვენ, მი­სი მო­წა­ფე­ე­ბი მუ­დამ პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ვი­გო­ნებთ მის სა­ხელს.
        მე ახ­ლაც გუ­შინ­დე­ლი­ვით მახ­სოვს ის დღე, რო­დე­საც ბა­ტო­ნი რა­ფი­ე­ლის სახ­ლში სტუმ­რად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა პა­ტა­რა ბე­ქამ, რო­მელ­საც ვთხო­ვე ეთ­ქვა რო­მე­ლი­მე ლექ­სი, ამა­ყად და სხა­პას­ხუ­პით მი­პა­სუ­ხა:
ქარ­თლ-კა­ხე­თი იმე­რე­თი,
გუ­რია და სა­მეგ­რე­ლო,
ყვე­ლა ჩე­მი სამ­შობ­ლოა
საყ­ვა­რე­ლი სა­ქარ­თვე­ლო.
        დი­ახ, ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლო­ა, მა­თი დე­და­ე­ნაც ქარ­თუ­ლი­ა, სხვა ენა მათ არ გა­აჩ­ნი­ათ და ისე რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი­სათ­ვის, მათ­თვი­საც ძვირ­ფა­სია შო­თას, ილი­ას, აკა­კის და გა­ლაკ­ტი­ო­ნის ტკბი­ლი ქარ­თუ­ლი.
          ია­კობ პა­პი­აშ­ვი­ლის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მოთხ­რო­ბის ძი­რი­თა­დი სათ­ქმე­ლიც სწო­რედ ეს არის.
       ამ­ჟა­მად მთელ მსოფ­ლი­ო­ში 15 მი­ლი­ო­ნი ებ­რა­ე­ლი ცხოვ­რობს, რო­მელ­თა­გან, თუ არ ვცდე­ბი, 114 ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტია და ეს მა­შინ, რო­ცა მთელ მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ ექ­ვსა­სამ­დე კაცს აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ეს პრე­მი­ა.
ცნო­ბი­ლი­ა, რომ უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ებ­რა­ელ­თა სწრაფ­ვა მეც­ნი­ე­რე­ბის­კენ, მწერ­ლო­ბი­სა­კენ ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა­კენ... გა­იხ­სე­ნეთ, რო­გო­რი დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მის­ცეს ებ­რა­ე­ლებ­მა მსოფ­ლი­ოს:
        ჰა­ინ­რიხ ჰა­ი­ნე, შტე­ფან ცვა­ი­გი, აინ­შტა­ი­ნი, რუ­ბენ­შტე­ი­ნი, ფე­ლიქს მენ­დელ­სო­ნი, ბა­რუხ სპი­ნო­ზა, ზიგ­მუნდ ფრო­ი­დი, ილია ერენ­ბურ­გი, გარ­ცელ ბა­ა­ზო­ვი, ბო­რის პას­ტერ­ნა­კი...
           მარ­ტო ეს ფაქ­ტიც ხომ საკ­მა­რი­სი სა­ბუ­თია იმი­სათ­ვის, რომ ყო­ველ­გვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე ით­ქვას:
ებ­რა­ე­ლი ერი ნი­ჭი­ე­რი ერი­ა.
           ნი­ჭი­ე­რა­დაა და­წე­რი­ლი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი მწერ­ლის, ია­კობ პა­პი­აშ­ვი­ლის რო­მა­ნიც - ,,ქარ­თუ­ლი ლე­გენ­და“, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი ერის შო­რე­ულ წარ­სულს - მე­ფე მი­რი­ა­ნის მე­ფო­ბის ხა­ნას და ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად შე­მო­ღე­ბას ეხე­ბა....
          მე ეს რო­მა­ნი თვი­თონ ავ­ტორ­მა მა­ჩუ­ქა ასე­თი წარ­წე­რით: ,,ფა­უსტ ნა­და­რა­ი­ას! პა­ტი­ვის­ცე­მით ავ­ტო­რი. ქუ­თა­ი­სი, 1996 წ.“
          რო­მა­ნი ,,ქარ­თუ­ლი ლე­გენ­და“ ია­კობ პა­პი­აშ­ვი­ლის მე­ო­რე წიგ­ნი­ა, რომ­ლის­თვი­საც მწე­რალს წინ წა­უმ­ძღვა­რე­ბია თა­ვი­სი­ვე ლექ­სის სტრი­ქო­ნე­ბი:
გა­უ­ვალ გზა­ზე
ჩემს ნა­ტერ­ფალს დავ­ტო­ვებ ვი­ცი,
არც მზე, არც მთვა­რე,
არც იღ­ბა­ლი არ მინ­და სხვი­სი,
მე მი­ვა­ბი­ჯებ
დი­დი რწმე­ნით და ურ­ყე­ვ ფი­ცით,
სიტყ­ვას არ გავ­ტეხ,
ვა­ლი მა­წევს ქარ­თუ­ლი მი­წის.
         მარ­თლაც რომ დი­დი რწმე­ნი­თა და უარ­ყე­ვი ფი­ცით და­ა­ბი­ჯებს დღეს ქუ­თა­ი­სის ქუ­ჩებ­ში ნი­ჭი­ე­რი პო­ე­ტი და პრო­ზა­ი­კო­სი ია­კობ პა­პი­აშ­ვი­ლი, რომ­ლის პო­ე­ტუ­რი, პრო­ზა­უ­ლი და მეც­ნი­ე­რუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბო მოვ­ლე­ნაა ჩვენს ლი­ტე­რა­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში.


,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ერ­თი ტა­ე­პის სწო­რად
 გა­გე­ბი­სათ­ვის

         თი­ნა­თინ­მა გა­დაწყ­ვი­თა უცხო მოყ­მის მო­სა­ძებ­ნად გაგ­ზავ­ნოს ავ­თან­დი­ლი და მო­ნის პი­რით შე­უთ­ვა­ლა, მო­დი­ო. ავ­თან­დილ­მაც მა­ში­ნათ­ვე ჩა­იც­ვა ტან­საც­მე­ლი ,,მჯო­ბი ყოვ­ლი­სა ჭრე­ლი­სა“ და გა­ე­შუ­რა მე­ფე - ქალ­თან ოფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბა­ზე. ამ შეხ­ვედ­რის დროს ავ­ტო­რი ასე აღ­წერს თი­ნა­თინს:
გაძ­რცვილ­სა ტან­სა ემოს­ნეს
ყარ­ყუმ­ნი უსა­პი­რო­ნი.
      სას­კო­ლო ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ ეს ტა­ე­პი ასე გან­მარ­ტე­ბუ­ლი:­გაძ­რცვილ­სა ტან­სა - შიშ­ველ ტან­ზე, ემოს­ნეს - ეც­ვა.  ყარ­ყუმ­ნი - ყარ­ყუ­მის ბეწ­ვი, თეთ­რი ფე­რი­სა. უსა­პი­რო - სა­პი­რე­და­უ­დე­ბე­ლი, ქსო­ვი­ლით გა­უ­წყო­ბე­ლი.
          ამ გან­მარ­ტე­ბი­დან ისე გა­მო­დის, რომ თი­ნა­თინს ავ­თან­დილ­თან შეხ­ვედ­რი­სას ყარ­ყუ­მის ბეწ­ვი აქვს წა­მო­ხუ­რუ­ლი სრუ­ლი­ად შიშ­ველ ტან­ზე.
      ,,ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რის დროს მე­ფე - ქა­ლი თა­ვის სპას­პეტს შიშ­ველ ტან­ზე მო­ხუ­რუ­ლი წა­მო­სას­ხა­მით არ შე­იძ­ლე­ბო­და დახ­ვედ­რო­და. ეს არც ეთი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით იქ­ნე­ბო­და გა­მარ­თლე­ბუ­ლი და არც რუს­თვე­ლის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბი­თო’ - წე­რენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტა­ე­პის შე­სა­ხებ მ. გუ­გუშ­ვი­ლი და ლ. ძო­წე­ნი­ძე ,,ლი­ტე­რა­ტუ­რულ ძი­ე­ბან­ში (ტ. 18. გვ. 347.).
     ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნე­ბი ან­ტი­კურ ქან­და­კე­ბებ­ში უმე­ტე­სად შიშ­ვე­ლი სა­ხით არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი. შიშ­ვე­ლი ქა­ლის სხე­უ­ლის შეგ­რძნე­ბა ესაა შეგ­რძნე­ბა სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნის მშვე­ნი­ე­რე­ბი­სა და, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, არც რუს­თველს ჩა­ეთ­ვლე­ბო­და ამო­რა­ლო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბად შიშ­ვე­ლი ქა­ლის და­ხატ­ვა, მაგ­რამ გა­აჩ­ნია სად, რო­გორ და რო­დის.
          საქ­მი­ან აუ­დი­ენ­ცი­ა­ზე მე­ფე - ქა­ლის მი­ერ შიშ­ველ ტან­ზე წა­მოც­მუ­ლი ბეწ­ვით გა­მო­ჩე­ნა ნამ­დვი­ლად უხერ­ხუ­ლი­ა.
          ამ უხერ­ხუ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მ. გუ­გუშ­ვი­ლი და ლ. ძო­წე­ნი­ძე ეყ­რდნო­ბი­ან ნ. მა­რის თვალ­საზ­რისს და ას­კვნი­ან ,,გაძ­რცვილ­სა ტან­სა’ მთრთოლ­ვა­რე, გამ­ხდარ ტანს ნიშ­ნავ­სო. მაგ­რამ რა ვუ­ყოთ იმას, რომ პო­ე­მის მი­ხედ­ვით თი­ნა­თი­ნი სუ­ლაც არ არის გამ­ხდა­რი და ,,ხორ­ცგა­ძარ­ცუ­ლი“ ქა­ლი, რის გა­მოც ავ­ტო­რი მას მი­ლე­ულ მთვა­რეს კი არ ადა­რებს, არა­მედ გას­რუ­ლე­ბულს, სავ­სეს....
       მაშ, რო­გორ გა­ვი­გოთ ,,გაძ­რცვილ­სა ტან­სა ემოს­ნეს“?
ცნო­ბი­ლი­ა, რომ ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“  ზო­გი­ერთ ხელ­ნა­წერ­სა და ნა­ბეჭდ გა­მო­ცე­მა­შიც ,,გაძ­რცვილ­სა’ ნაც­ვლად იკი­თხე­ბა ,,მას მზე­სა...“
         მ. გუ­გუშ­ვი­ლი და ლ. ძო­წე­ნი­ძეც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სტრო­ფის ში­ნა­არ­სი­სა და რუს­თვე­ლის მხატ­ვრუ­ლი ენის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თით­ქოს მარ­თე­ბუ­ლი უნ­და იყოს წა­კითხ­ვა ,,მას მზე­სა ტან­სა ემოს­ნეს ყარ­ყუმ­ნი უსა­პი­რო­ნი“, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ წი­ნა სტროფ­ში ლა­პა­რა­კია ავ­თან­დილ­ზე და მომ­დევ­ნო სტრო­ფი იწყე­ბა თი­ნა­თი­ნის და­უ­სახ­ლებ­ლად.
        აბა, რა­შია საქ­მე?
           ისი­ნი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ რა იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ იმ ხელ­ნა­წერს (სა­დაც ,,გაძ­რცვილ­სას“ ნაც­ვლად ,,მას მზე­სა“ წე­რი­ა) ძლი­ერ ატყ­ვია რე­დაქ­ტო­რის ხე­ლი, გა­დაჭ­რით აცხა­დე­ბენ:
,,წა­კითხ­ვას ,,მას მზე­სა“ ვერ მი­ვიჩ­ნევთ ავ­თენ­ტუ­რად, სა­ნამ რა­ი­მე სხვა სა­ბუ­თი არ გვექ­ნე­ბაო’.
ჩე­მი აზ­რით, ,,მას მზე­სა“ -ს ავ­თენ­ტი­კუ­რო­ბა აშკარაა ალი­ტე­რა­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც. ამი­ტომ აღ­ნიშ­ნულ სტრი­ქონს შევ­ხე­დოთ ამ კუ­თხი­თაც.
 მაშ, ასე:
        ,,ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი ტა­ე­პი ცნო­ბი­ლია ორი სა­ხით:
1.   მას მზე­სა ტან­სა ემოს­ნეს
ყარ­ყუმ­ნი უსა­პი­რო­ნი.
2.   გაძ­რცვილ­სა ტან­სა ემოს­ნეს
ყარ­ყუმ­ნი უსა­პი­რო­ნი.
        ჩე­მი აზ­რით, პირ­ვე­ლი წა­კითხ­ვის უპი­რა­ტე­სო­ბა მე­ო­რეს­თან სე­და­რე­ბით აშ­კა­რად ჩანს ბგე­რა­თა შე­წყო­ბის თვალ­საზ­რი­სით, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა მ-ს ალი­ტე­რა­ცი­ას.
ას ზე­სა ტან­სა ეოს­ნეს
ყარ­ყუმ­ნი უსა­პი­რო­ნი
       არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა ს-ს ალი­ტე­რა­ცი­აც:
მა მზე­ა ტან­ა ემოს­ნე
ყარ­ყუმ­ნი უა­პი­რო­ნი
       საკ­მა­რი­სია აქ ,,მას მზე­სა“ შევ­ცვა­ლოთ სიტყ­ვით ,,გაძ­რცვილ­სა“ და ლექ­სის მუ­სი­კა­ლო­ბა და­ირ­ღვე­ვა. ალ­ბათ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­ე­ტუ­რი გე­მოვ­ნე­ბა არც არის სა­ჭი­რო, იგ­რძნო, რომ სიტყ­ვას ,,გაძ­რცვილ­სა“ დე­ზორ­გა­ნი­ზა­ცია შე­აქვს მთელ სტრი­ქონ­ში, აუ­ხე­შებს, ,,სუნ­თქვას უბო­ჭავს“ მას.
      ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, უეჭ­ვე­ლად სარ­წმუ­ნო უნ­და იყოს ამ­გვა­რი წა­კითხ­ვა: ,,მას მზე­სა ტან­სა ემოს­ნეს ყარ­ყუმ­ნი უსა­პი­რო­ნი“, რაც ნიშ­ნავს: იმ მზეს (ე­.ი. თი­ნა­თინს) უსა­პი­რო ყარ­ყუ­მის ბეწ­ვი ეც­ვა.


  
სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­უ­რი სა­ხე­ლე­ბის
გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ

          ამას წი­ნათ რე­დაქ­ცი­ა­ში წე­რი­ლი მი­ვი­ღეთ, რომ­ლის ავ­ტო­რი, ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის ბე­ბია უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს იმის გა­მო, რომ მი­სი შვი­ლიშ­ვი­ლი­სათ­ვის მშობ­ლებს არა­ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი და­ურ­ქმე­ვი­ათ.
          -მე მორ­წმუ­ნე ქა­ლი ვარ, ეკ­ლე­სი­ა­ში დავ­დი­ვარ და ვი­ცი, რომ ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ქარ­თველ­მა თა­ვის შვილს რო­მე­ლი­მე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წმინ­და­ნის ან  რო­მე­ლი­მე ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი უნ­და და­არ­ქვას, - წერს ის და იქ­ვე არ­გუ­მენ­ტად მოჰ­ყავს რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ გა­ზეთ ,,ეგ­რი­სის მაც­ნე­ში“ და­ბეჭ­დი­ლი ვინ­მე ან­ზორ ბა­რა­მი­ას წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბულ უცხო­ურ სა­ხე­ლებს ეხე­ბა.
          -სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბის ნაც­ვლად უცხო­უ­რი სა­ხე­ლე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა არის თუ არა ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი მოქ­მე­დე­ბა? - გვე­კი­თხე­ბა წე­რი­ლის ავ­ტო­რი და ჩვენც შე­ვეც­დე­ბით შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გავ­ცეთ პა­სუ­ხი ამ შე­კითხ­ვას:
       ცნო­ბი­ლია რომ არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ამა თუ  იმ სა­ხე­ლის გავ­რცე­ლე­ბას ხელს უწყობს მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რად­გან ძა­ლი­ან ხში­რად მათ­თვის საყ­ვა­რელ ნა­წარ­მო­ებ­თა გმი­რის სა­ხელს არ­ქმე­ვენ შვი­ლებს მშობ­ლე­ბი. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან მან­ძილ­ზე ყო­ველ­თვის პა­ტივს სცემ­და საზ­ღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვე­ბო­და ხოლ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბის გვერ­დით უცხო­უ­რი სა­ხე­ლე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა, რაც სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნად უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ. მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გავ­ლე­ნი­თაა ჩვენ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ლე­ბი: ტა­რი­ე­ლი, ავ­თან­დი­ლი, ფრი­დო­ნი, ელ­გუ­ჯა, ლა­შა, ან­ზო­რი, თორ­ნი­კე, ნეს­ტა­ნი, ელი­სო, შო­რე­ნა, ლე­ლა და მრა­ვა­ლი სხვა, რო­მელ­თაც გვერდს უმ­შვე­ნე­ბენ უცხო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის გავ­ლე­ნით დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ლე­ბი: ტრის­ტა­ნი, რო­მე­ო, ჰამ­ლე­ტი, იზოლ­და, ჯუ­ლი­ე­ტა, ოფე­ლი­ა, მა­ნო­ნი, ნა­ნა და ა.შ.
      მე არ ვარ ყო­ვე­ლი­ვე უცხო­უ­რით გა­ტა­ცე­ბი­სა და უცხო­უ­რის მი­ბაძ­ვის მომ­ხრე, მაგ­რამ თუ პა­ტივს ვცემთ უცხო ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას და უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ არ უნ­და მო­ვეპყ­რათ უცხო­უ­რი წარ­მო­შო­ბის სა­ხე­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბის გვერ­დით ღირ­სე­უ­ლად ცდი­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბას. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბის გვერ­დით არა­ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა ახა­ლი მოვ­ლე­ნა არ არის, უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. მა­გა­ლი­თად, ჩვენ­ში დღე­საც ძა­ლი­ან ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ლი და­ვი­თი (რომ­ლის სა­ა­ლერ­სო კნი­ნო­ბი­თი ფორ­მაა და­თო) წარ­მო­შო­ბით ქარ­თუ­ლი არ არის, ებ­რა­უ­ლი­ა, მაგ­რამ იგი ერ­ქვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ათამ­დე მე­ფეს, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ღირ­სე­ულს - და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს. ასე­ვე უცხო­უ­რია გი­ორ­გიც, ბერ­ძნუ­ლი­და­ნაა წარ­მო­შო­ბი­ლი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ არც ილი­აა ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი, არც აკა­კი და არც ია­კო­ბი, ილია და ია­კო­ბი ებ­რა­უ­ლი სა­ხე­ლე­ბი­ა, აკა­კი - ბერ­ძნუ­ლი, ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მა­მის - დი­დი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლიც, გა­ლაკ­ტი­ო­ნი - ბერ­ძნუ­ლი­ა, კონ­სტან­ტი­ნე - ლა­თი­ნუ­რი, სპარ­სუ­ლი­და­ნაა წარ­მო­შო­ბი­ლი ქრის­ტეს სჯუ­ლის­თვის წა­მე­ბუ­ლი ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის სა­ხე­ლი, რომ­ლის მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მაა ქე­თი, ქე­თი­ნო.­.ალ­ბათ ყვე­ლას გახ­სოვთ მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის დი­დე­ბუ­ლი ლექ­სი ,,ვი­თარ­ცა მტკვა­რი’ სა­დაც გვხვდე­ბა ასე­თი სტრი­ქო­ნე­ბი“:
და დღეს -
შო­თა­ის ნა­ქო­ნი სის­ხლით,
და დღეს -
ვახ­ტან­გის ნა­ქო­ნი სის­ხლით,
და დღეს -
სულ­ხა­ნის ნა­ქო­ნი სის­ხლით...
თბი­ლი­სის ფარ­თო ქუ­ჩებ­ში და­დის
ლე­ი­ლა,­ლონ­და,
ნა­თი­ა, ნა­ნი,
ელი­სო, ვა­ჟა,
გი­ორ­გი, გი­ვი
და
ია­რონ!
ია­რონ!
ია­რონ!
ამინ!
     ამ ლექსს, რომ­ლი­თაც პო­ე­ტი უმ­ღე­რის ქარ­თუ­ლი სის­ხლი­სა და ქარ­თუ­ლი სუ­ლის უკ­ვდა­ვე­ბას, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თუ წა­ი­კი­თხავთ, თქვენ იქ შეხ­ვდე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბულ ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის 12 სა­ხელს. ბევ­რი თქვენ­გა­ნი გა­იკ­ვირ­ვებს თუ ვიტყ­ვი, რომ ამ ლექ­სში ნახ­სე­ნე­ბი სა­ხე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც უცხო­უ­რია და არ არის ქარ­თუ­ლი. ვახ­ტან­გი წარ­მო­შო­ბით ირა­ნუ­ლი­ა, სულ­ხა­ნი და ლე­ი­ლა არა­ბუ­ლი, თა­მა­რი და ელი­სოც ძვე­ლებ­რა­უ­ლი­დან მო­დის, გი­ორ­გი, რო­გორც ვთქვით, ბერ­ძნუ­ლი­ა, გი­ვი სპარ­სუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს სა­ხე­ლე­ბი ოდიდ­გან­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბი­თა და მო­წი­წე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ ჩვენ­ში და მათ დღე­საც დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით ატა­რე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლე­ბი. ამი­ტო­მაც ამ­ბობს პო­ე­ტი მათ შე­სა­ხებ:
ია­რონ!
ია­რონ!
ია­რონ!
ამინ!
        ახ­ლა კი, რაც შე­ე­ხე­ბა გა­ზეთ ,,ეგ­რი­სის მაც­ნე­ში“ და­ბეჭ­დილ წე­რილს, რო­მე­ლიც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, სამ­წუ­ხა­როდ მე იგი არ წა­მი­კი­თხავს და მის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი, გარ­და იმი­სა, რომ გა­ზე­თი ,,ეგ­რი­სის მაც­ნე’ არის სა­მეგ­რე­ლო - ზე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში გა­მო­მა­ვა­ლი გა­ზე­თი, რომ­ლის რე­დაქ­ტო­რია ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თია ჯგუ­ში­ა. ჯგუ­შია კი, პროფ. ი. მა­ი­სუ­რა­ძის დაკ­ვირ­ვე­ბით, მეგ­რუ­ლი სიტყ­ვა ჯგუ­შუ­ა-­დან მომ­დი­ნა­რე­ობს და ცუ­დად მკე­რავს ნიშ­ნავს.
          ეს, ისე, სხვა­თა­შო­რის, რა თქმა უნ­და.


დიდ ადა­მი­ა­ნებს დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი
შე­უძ­ლი­ათ
(ფიქ­რე­ბი ას­ლან აბა­ში­ძის ,,ვედ­რე­ბის“ გა­მო)

       ყვე­ლა ლი­ტე­რა­ტორ­მა მშვე­ნივ­რად იცის, რომ ქარ­თულ ხალ­ხურ სამ­გლო­ვი­ა­რო სიტყ­ვი­ე­რე­ბას უმე­ტე­სად რიტ­მუ­ლი პრო­ზის სა­ხე აქვს, თუმ­ცა ზო­გი­ერთ მათ­გან­ში ისე­თი პო­ე­ზი­აა ჩაქ­სო­ვი­ლი, შე­უძ­ლე­ბე­ლია ლექ­სი არ ვუ­წო­დოთ.
       ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ვიც­ნობ ქარ­თუ­ლი მოთ­ქმა - და­ტი­რე­ბის ნი­მუ­შებს, რომ­ლე­ბიც ახ­ლა ,,მწერ­ლის გა­ზეთ­ში“ და­ბეჭ­დილ­მა ას­ლან აბა­ში­ძის ,,ვედ­რე­ბამ“ გა­მახ­სე­ნა.
         ,,მწერ­ლის გა­ზე­თის“ 2003 წლის 24–30 ივ­ლი­სის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ას­ლან აბა­ში­ძის ,,ვედ­რე­ბა“ მარ­თლაც რომ სა­ო­ცა­რი მოთ­ქმა - გო­დე­ბაა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი­სა.
         საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბით დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ბა­ტო­ნი ას­ლან აბა­ში­ძე სამ­გლო­ვი­ა­რო ხა­სი­ა­თის ამ ნა­წარ­მო­ებ­ში იძ­ლე­ვა ამაღ­ლე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ისეთ მა­გა­ლითს, რომ­ლის მსგავ­სი იშ­ვი­ა­თია ცხოვ­რე­ბა­ში და ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც.
       იშ­ვი­ა­თია - მეთ­ქი, იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ, რო­გორც ხალ­ხურ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, ასე­ვე კლა­სი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც დე­და შვილს დას­ტი­რის, შვი­ლი - დე­დას, და ძმას, ცო­ლი ქმარს, მაგ­რამ ქმა­რი რომ ცოლს დას­ტი­რო­დეს - ნაკ­ლე­ბად შეხ­ვდე­ბით.
         ჩე­მი აზ­რით, ეს ასე იმი­ტომ კი არ არის, რომ ცო­ლებს თით­ქოს უფ­რო მე­ტად უყ­ვართ თა­ვი­ან­თი ქმრე­ბი, ვიდ­რე ქმრებს ცო­ლე­ბი, არა­მედ აქ საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ მა­მა­კა­ცის ხმა­მა­ღა­ლი (მოთ­ქმით) ტი­რი­ლი ჩვენ­ში ძველ­თა­გან მი­ღე­ბუ­ლი წე­სით სა­თა­კი­ლო საქ­მედ ით­ვლე­ბო­და, რად­გა­ნაც მარ­თე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ ოდით­გან­ვე გავ­რცე­ლე­ბულ ყალბ სენ­ტენ­ცი­ას: ,,ვაჟ­კაცს ცრემ­ლი არ შეშ­ვე­ნის“, თუმ­ცა ნამ­დვი­ლი ვაჟ­კა­ცე­ბი არა­სო­დეს იზი­ა­რებ­დნენ ასეთ ცრუ­რა­ინ­დულ ,,ფი­ლო­სო­ფი­ას“. აი, ქარ­თვე­ლი ბრძენ­კა­ცის, დი­დი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის აზ­რი ამის შე­სა­ხებ:
ვაჟ­კაცს ცრემლსა რად უძ­რა­ხა­ვენ,
რკი­ნაც სტყდე­ბა, როს სცემს გრდემ­ლი,
კაცთ და პი­რუტყვთ გა­სარ­ჩე­ვად
ღმერ­თმა შექ­მნა მხო­ლოდ ცრემ­ლი.
           ,,მწერ­ლის გა­ზეთ­ში“ და­ბეჭ­დი­ლი ას­ლან აბა­ში­ძის ,,ვედ­რე­ბა“, რო­მელ­მაც ახ­ლა უნებ­ლი­ეთ მო­მა­გო­ნა ილი­ას ეს სიტყ­ვე­ბი, უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბი­ა, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა ერ­თი შე­ხედ­ვით მოგ­ვეჩ­ვე­ნოს. იგი უაღ­რე­სად ღრმა გრძნო­ბი­თაა და­წე­რი­ლი;
            აი, ნა­ხეთ, რო­გორ მი­მარ­თავს ბა­ტო­ნი ას­ლა­ნი თა­ვის გან­სვე­ნე­ბულ მე­უღ­ლეს, ქალ­ბა­ტონ მა­გუ­ლი გო­გი­ტი­ძეს:
შენ სუ­ლო ჩე­მო და გუ­ლო ჩე­მო
სი­ცოცხ­ლევ და ოც­ნე­ბავ ჩე­მო,
უკურ­ნე­ბე­ლო ტკი­ვი­ლო და
ტან­ჯვავ ჩე­მო და ცრემ­ლო ჩე­მო.
ცად აფ­რე­ნი­ლო ან­გე­ლო­ზო
ღმერ­თო ჩე­მო ულა­მა­ზე­სო.
გუ­ლის­სწო­რო, უღ­ლის­მწე­ვე­ლო,
კა­ე­შა­ნო და სევ­დავ ჩე­მო.
სწო­რუ­პო­ვა­რო მე­გო­ბა­რო
მე­უ­ფევ და მე­უღ­ლევ ჩე­მო.
შენ თეთ­რფრთი­ა­ნო დე­დო­ფა­ლო
და სა­ნუკ­ვა­რო ოც­ნე­ბავ ჩე­მო.
       მხო­ლოდ ას­ლან აბა­ში­ძის­თა­ნა დი­დი გრძნო­ბით შეპყ­რო­ბილ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო გა­მო­ეთ­ქვა ასე­თი გუ­ლის­შემ­ძვრე­ლი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე სტრი­ქო­ნე­ბი:
ვფი­ცავ უფალს, რომ სიკ­ვდი­ლამ­დე
კვლავ ვიქ­ნე­ბი ერ­თგუ­ლი შე­ნი.
ყვე­ლას ის ჯობ­და, შენ კი არა
წმინ­და სა­უფ­ლოს მე პირ­ვე­ლად
შე­მე­ღო კა­რი და ჟამს შემ­დეგ
მომ­ლო­დი­ნე იქ დაგ­ხვედ­რო­დი,
უსურ­ვა­ზი­ვით მოგ­ხვე­ო­დი
და­მე­კოც­ნა თვა­ლე­ბი შე­ნი.
და ვალ­მოხ­დი­ლი შევ­ხვედ­რო­დით
წი­ნა­პარ­თა ჩვენ­თა და ღმერთს მა­ღალს.
         ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე და მწე­რა­ლი ბე­ნი­ა­მინ ფრან­კლი­ნი, რო­მელ­საც მთე­ლი ევ­რო­პა ადი­დებ­და რო­გორც სა­მარ­თლი­ან კაცს, წერ­და: ,,სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ და­ვი­წყე­ბას უმალ­ვე რომ არ მი­ე­ცე, ან უნ­და წერ­დეთ იმ­გვა­რად, რომ თქვენს შემ­დგომ მას კი­თხუ­ლობ­დნენ, ან­და საქ­მეს უნ­და ქმნი­დეთ ისეთს, რა­ზე­დაც წე­რა უნ­და ღირ­დეს“.
            ბა­ტო­ნი ას­ლან აბა­ში­ძე 12 წე­ლი მარ­თავ­და აჭა­რას და ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ამ რე­გი­ონ­ში იმ­დე­ნი კარ­გი საქ­მე გა­კეთ­და, მას­ზე წე­რა ნამ­დვი­ლად ღირს, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ ბა­ტონ ას­ლა­ნის ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ლექსს, იგი მარ­თლაც იმ­გვა­რა­დაა და­წე­რი­ლი, რომ მას მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­კი­თხა­ვენ. იგი ,,სიყ­ვა­რუ­ლის წიგ­ნში“ შე­სა­ტა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბი­ა.
           მე მა­ო­ცებს ამ ლექ­სის უსაზ­ღვრო სი­ნა­ზე, რაც კი­დევ ერ­თხელ მი­დას­ტუ­რებს იმ აზრს, რომ დიდ ადა­მი­ა­ნებს დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლი­ათ.



,,სა­დაც მიხ­ვალ, იქა­უ­რი ქუ­დი და­ი­ხუ­რე­ო“

    ახ­ლა­ხან სა­დღაც ამო­ვი­კი­თხე, რომ ჩუ­ვა­შე­ბი­სა ყო­ფი­ლა ან­და­ზა: в какой народ придешь, такую шапку и наден, რა­მაც ჩვენ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ,,სა­დაც მიხ­ვი­დე, იქა­უ­რი ქუ­დი და­ი­ხუ­რეო“,  გა­მახ­სე­ნა. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მე ეს ან­და­ზა არას­დროს მომ­წონ­და, რაც ად­რე ლექ­სა­დაც მაქვს გა­მოთ­ქმუ­ლი:
მას, ეს ან­და­ზა ვინც თქვა პირ­ვე­ლად,
მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ჰქო­ნია ცუ­დი,
სა­დაც მიხ­ვი­დე, ქარ­თვე­ლო, ყველ­გან
უნ­და გე­ხუ­როს ქარ­თუ­ლი ქუ­დი.
      დი­ახ, მე თუ მკი­თხავთ, ქარ­თველ კაცს ნამ­დვი­ლად არა აქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, სა­დაც მი­ვი­დეს, იქა­უ­რი ქუ­დი და­ი­ხუ­როს. ის ყველ­გან, სა­დაც უნ­და მოხ­ვდეს, ინ­გლის­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, რუ­სეთ­სა თუ ამე­რი­კა­ში, ქარ­თვე­ლად უნ­და დარ­ჩეს, რად­გას მას, რო­გორც მცი­რე ქვეყ­ნის შვილს, სხვა უფ­ლე­ბა არა აქვს.
     მარ­თა­ლი­ა, არც ჩუ­ვა­შე­თია დი­დი ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ეს ჩე­მი საქ­მე არ არის, მით უმე­ტეს, მე არ ვი­ცი მათ ხა­ლხში ამ ან­და­ზის წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რი­ა.
       მე ის ვი­ცი, რომ ეს ან­და­ზა - ,,სა­დაც მიხ­ვი­დე, იქა­უ­რი ქუ­დი და­ი­ხუ­რე­ო“ - ქარ­თველ კაცს არა­ფერ­ში გა­მო­ად­გე­ბა.
        ქარ­თველ კაცს, თუ ის ეროვ­ნულ სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნებს, ყო­ველ­თვის უნ­და ახ­სოვ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სიტყ­ვე­ბი:
        ,,ის, ვინც ,,გა­ინ­გლი­სელ­დე­ბა“, ,,გა­გერ­მა­ნელ­დე­ბა“, ,,გაფ­რან­გდე­ბა“, ,,გა­რუს­დე­ბა“­,,,გა­ა­მე­რი­კელ­დე­ბა“, ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბა ინ­გლი­სე­ლი, ფრან­გი, რუ­სი, ან ამე­რი­კე­ლი და ქარ­თვე­ლო­ბა­საც და­კარ­გავს და თუ ქარ­თვე­ლე­ბად დავ­რჩე­ბით და თა­ნაც ვე­ზი­ა­რე­ბით ამ ერე­ბის კულ­ტუ­რას, გა­ვა­ფარ­თო­ებთ და გა­ვამ­დიდ­რებთ ჩვენს სამ­ყა­როს,  გავ­ხდე­ბით ნამ­დვი­ლი მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე­ნი. ევ­რო­პუ­ლი  ინ­ტეგ­რა­ცი­აც ასე უნ­და გა­ვი­გოთ და არა რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბე­ბის წაშ­ლა ან გათ­ქვე­ფა...“
        შე­სა­ნიშ­ნა­ვი სიტყ­ვე­ბი­ა.
         მარ­თლაც, რომ თუ გვინ­და არ გა­დავ­შენ­დეთ და ერ­მა თა­ვი­სი სა­ხე არ და­კარ­გოს, ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბი, რო­გორც მცი­რე ერის შვი­ლე­ბი, ვალ­დე­ბულ­ნი ვართ ყველ­გან, ყო­ველ­თვის და ყვე­ლა ვი­თა­რე­ბა­ში, რო­გორც თვა­ლის ჩინს, რო­გორც წმინ­და­თა წმინ­დას, ისე გა­ვუფ­რთხილ­დეთ ჩვენს კულ­ტუ­რას, ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს, ჩვენს ეროვ­ნულ ატ­რი­ბუ­ტებს.
    ასე რომ:
სა­დაც მიხ­ვი­დე, ქარ­თვე­ლო, ყველ­გან
უნ­და გე­ხუ­როს ქარ­თუ­ლი ქუ­დი.


  
,,ცვრი­ან ბა­ლახ­ზე...“

       დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პო­ე­ზი­ის მოყ­ვა­რულ­მა ყვე­ლა ქარ­თველ­მა ზე­პი­რად იცის გა­ლაკ­ტი­ო­ნის ეს სტრი­ქო­ნე­ბი:
ცვრი­ან ბა­ლახ­ზე თუ ფეხ­შიშ­ვე­ლა
არ გა­ვი­ა­რე - რაა მა­მუ­ლი!
         აი, რას ვკი­თხუ­ლობთ ამ სტრი­ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ როს­ტომ ჩხე­ი­ძის ლი­ტე­რა­ტუ­რულ ესე­ში ,,ი­ყო არ­ტურ რემ­ბო“:
         ,,თე­ი­მუ­რაზ დო­ი­აშ­ვი­ლის დაკ­ვირ­ვე­ბით, ეს სტრი­ქო­ნე­ბი გა­მო­ძა­ხი­ლი თუ რე­მი­ნის­ცენ­ცი­აა რემ­ბოს ლექ­სი­სა ,,შეგ­რძნე­ბა“, რომ­ლის ერ­თი სტრო­ფიც (,,ზა­ფხუ­ლის ლურ­ჯი სა­ღა­მო­ე­ბით ბი­ლი­კებს გავ­ყვე­ბი, ხორ­ბლით ნაჩხ­ვლე­ტი, და­ბალ ბა­ლა­ხებს გავ­თე­ლავ: მე­ოც­ნე­ბე: მე ვიგ­რძნობ მის სიგ­რი­ლეს ფერ­ხთით. ჩემს შიშ­ველ თავს ქარს და­ვა­ბა­ნი­ნებ) XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის რუ­სულ თარ­გმან­ში ისეა გად­მო­ტა­ნი­ლი, რომ ყველ­გან შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია ბა­ლახ­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლა სი­ა­რუ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­ცდა - ზო­გან პირ­და­პირ გა­ცხა­დე­ბუ­ლი და ზო­გა­ნაც გამ­ჭვირ­ვა­ლედ ნა­გუ­ლის­ხმე­ვი.
         გა­მო­ძა­ხი­ლი აშ­კა­რაა ალექ­სან­დრე აბა­შე­ლის ლექ­სშიც ,,მზე და ჰა­ე­რი“:
გა­და­ვირ­ბი­ნო ვე­ლი  უწა­ღოდ,
რომ შეს­ვან ცვა­რი შიშ­ველ ფე­ხებ­მა.
        ეს სი­ახ­ლო­ვეც აღ­ნიშ­ნუ­ლია აბა­შე­ლი­სა და გა­ლაკ­ტი­ო­ნის სტრი­ქო­ნებს შო­რის (და­ვით მჭედ­ლუ­რი), ჩე­მი მხრივ კი მი­ვუ­მა­ტებ­დი პა­საჟს გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის რო­მა­ნი­დან ,,გვე­ლის პე­რან­გი“: კარ­გია რო­ცა ცხე­ლი ტერ­ფე­ბით ცვა­რი­ან მოლ­ზე გა­ივ­ლი დი­ლით“.
         როს­ტომ ჩხე­ი­ძის ამ ნათ­ქვა­მი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ ის, რო­გორც დო­ი­აშ­ვი­ლი, გა­ლაკ­ტი­ო­ნის ,,მა­მუ­ლის“ ამო­სა­ვალ წერ­ტი­ლად რემ­ბოს ,,შეგ­რძნე­ბას“ მი­იჩ­ნევს, რა­ში­აც ვერც მას და ვერც დო­ი­აშ­ვილს ვერ და­ვე­თან­ხმე­ბით.
          მე­რე რა­ა, რომ რემ­ბო ამ­ბობს: მე ვგრძნობ ბა­ლა­ხე­ბის სიგ­რი­ლეს ფერ­ხთით­-ო. გა­ნა ვინ­მეს იმის თქმა უნ­და, რომ მინ­დორ­ში ფეხ­შიშ­ვე­ლა სი­ა­რუ­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბა­ლა­ხე­ბის სიგ­რი­ლე რემ­ბომ­დე არა­ვის უგ­ვრძნია ამ ქვე­ყა­ნა­ზე? სხვი­სი არ ვი­ცი და მე პი­რა­დად არა მგო­ნია გა­ლაკ­ტი­ო­ნის­თვის რემ­ბოს გა­რე­შეც უც­ნო­ბი ყო­ფი­ლი­ყო ცვრი­ან ბა­ლახ­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლა გავ­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი, რაც არა მხო­ლოდ რემ­ბო­სა და გა­ლაკ­ტი­ონს, თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­საც არა­ერ­თხელ უგ­ვრძნია და გა­ნუც­დი­ა.
            მაგ­რამ თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც პა­რა­ლე­ლე­ბი­სა და ანა­ლო­გი­ე­ბის ძებ­ნაა სა­ჭი­რო, არ მეს­მის, რა­ტომ უნ­და ვე­ძე­ბოთ იგი ფრან­გულ ან თუნ­დაც რო­მე­ლი­მე სხვა ქვეყ­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, რო­ცა მსგავს მა­გა­ლი­თებს მრავ­ლად შევ­ხვდე­ბით ქარ­თველ მწერ­ლებ­თა­ნაც. მა­გა­ლი­თად, თა­ვის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ მოთხ­რო­ბა­ში ,,ჩე­მი თავ­გა­და­სა­ვა­ლი“, რომ­ლის შექ­მნის სა­ფუძ­ვე­ლია ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და ფაქ­ტე­ბი, აკა­კი იხ­სე­ნებს: ,,ცვრი­ან ბა­ლახ­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლას უნ­და გვერ­ბი­ნა“.
           მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა: ,,ცვრი­ან ბა­ლახ­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლას უნ­და გვერ­ბი­ნა“.
        აკა­კის ამ სიტყ­ვე­ბის წა­კითხ­ვის შემ­დეგ აშ­კა­რა­ა, რომ გა­ლაკ­ტი­ო­ნის „მა­მუ­ლის“ პირ­ვე­ლი ტა­ე­პის პა­რა­ლე­ლე­ბის ძებ­ნი­სას, აკა­კი და გა­ლაკ­ტი­ო­ნი უფ­რო ახ­ლოს დგა­ნან ერ­თმა­ნეთ­თან, ვიდ­რე გა­ლაკ­ტი­ო­ნი და რემ­ბო.
აი ვნა­ხოთ:
რემ­ბო:
მე ვიგ­რძნობ მის (ე­.ი. ბა­ლა­ხე­ბის) სიგ­რი­ლეს ფერ­ხთით.
აკა­კი:
ცვრი­ან ველ­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლას უნ­და გვერ­ბი­ნა.
გა­ლაქ­ტი­ო­ნი:
ცვრი­ან ბა­ლახ­ზე თუ ფეხ­შიშ­ვე­ლა
არ გა­ი­ა­რე - რაა მა­მუ­ლი!
         ამი­ტომ, იმ მე­თო­დით, რა მე­თო­დი­თაც თე­ი­მუ­რაზ დო­ი­აშ­ვი­ლი და როს­ტომ ჩხე­ი­ძე გა­ლაკ­ტი­ო­ნის ლექსს რემ­ბოს რე­მი­ნის­ცენ­ცი­ად მი­იჩ­ნე­ვენ, უფ­რო მარ­თე­ბუ­ლი ხომ არ იქ­ნე­ბო­და, რომ გა­ლაკ­ტი­ო­ნის ცნო­ბი­ლი სტრი­ქო­ნე­ბი - ,,ცვრი­ან ბა­ლახ­ზე თუ ფეხ­შიშ­ვე­ლა არ გა­ვი­ა­რე - რაა მა­მუ­ლი! - რემ­ბოს­თან კი არა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, აკა­კის­თან დაგ­ვე­კავ­ში­რე­ბი­ნა. მით უმე­ტეს, რომ რემ­ბო და­ბა­დე­ბუ­ლი არ იყო, რო­ცა აკა­კი ცვრი­ან ველ­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლა დარ­ბო­და.
იმ მე­თო­დით - მეთ­ქი იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ მე, პი­რა­დად, ასე­თი ,,და­კავ­ში­რე­ბე­ბი“ ზედ­მეტ მჩხრე­კე­ლო­ბად მი­მაჩ­ნი­ა, რად­გან მთა­ვა­რი ის კი არ არის, თუ ვის აქვს ლექ­სში პირ­ვე­ლად ნახ­სე­ნე­ბი ცვა­რი ან ცვრი­ან ბალახზე ფეხ­შიშ­ვე­ლა სი­ა­რუ­ლი, არა­მედ მთა­ვა­რი ის არის, თუ ვინ შეძ­ლო ჭეშ­მა­რიტ პო­ე­ზი­ად ექ­ცია ისე­თი ,,ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა“, რო­გო­რი­ცაა ცვრი­ან ბა­ლახ­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლა გავ­ლა და ვინ უფ­რო სიღ­რმი­სე­უ­ლი გა­აზ­რე­ბით, მხატ­ვრუ­ლად და ლა­მა­ზად გად­მოგ­ვცა იგი.
უდა­ვო­ა, რომ ცვრი­ან ბა­ლახ­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლა სი­ა­რუ­ლის გან­ცდა და მით გა­მოწ­ვე­უ­ლი მშობ­ლი­უ­რი მი­წი­სა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში არა­ვის გა­მო­უ­ხა­ტავს ისე ორი­გი­ნა­ლუ­რად და ისე­თი ოს­ტა­ტო­ბით, რო­გორც გა­მო­ხა­ტა ეს გა­ლაკ­ტი­ონ­მა ლექ­სში ,­,მა­მუ­ლი“:
ცვრი­ან ბა­ლახ­ზე თუ ფეხ­შიშ­ვე­ლა
არ გა­ვი­ა­რე რაა მა­მუ­ლი!
წი­ნა­პარ­თა­გან წა­ვი­და ყვე­ლა,
სხვა ხალ­ხის ის­მის აქ ჟრი­ა­მუ­ლი.
გა­შა­ლა ვე­ლი ნელ­მა ნი­ავ­მა
და მე­ლან­დე­ბა მე მის წი­აღ­ში,
მო­ხუ­ცი მა­მა, მო­ხუ­ცი მა­მა,
სას­ხლა­ვით ხელ­ში და­დის ვე­ნახ­ში.
აქ თი­თო ლერ­წი და თი­თო ყლორ­ტი
მას­ზე ოც­ნე­ბას და­ემ­გვა­ნე­ბა,
ისევ ამ­წვან­და მდე­ლო და კორ­დი,
დავ­დი­ვარ, ვწუხ­ვარ და მე­ნა­ნე­ბა.
        შემ­თხვე­ვით არ არის, რომ ტრა­დი­ცი­ულ თე­მა­ზე და­წე­რი­ლი გა­ლაკ­ტი­ო­ნის ეს ლექ­სი, რო­გორც რა­ფი­ელ ერის­თა­ვის ,,სამ­შობ­ლო ხევ­სუ­რი­სა“, მი­წას­თან კავ­ში­რით, მი­წის სიყ­ვა­რუ­ლით იწყე­ბა.


ყვე­ლას მო­უს­მი­ნე, მაგ­რამ ნუ­რა­ვის
ნუ აჰ­ყვე­ბი

           მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ,,ჩა­ნა­წე­რებ­ში“ ერ­თგან ვკი­თხუ­ლობთ:
       ,,ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლას და­ე­თან­ხხმე­ბა, მაგ­რამ მარ­ტო თა­ვის თავს და­უ­ჯე­რებს. ყვე­ლას მო­უს­მი­ნე, მაგ­რამ ნუ­რა­ვის ნუ აჰ­ყვე­ბი“.
         იმ ადა­მი­ანს, ვინც ყვე­ლას ­ე­თან­ხმე­ბა, სა­კუ­თა­რი აზ­რი არა აქვს და მის სიჭ­კვი­ა­ნე­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტი­ა. ვფიქ­რობ, რომ ,,ჩა­ნა­წე­რებ­ში“ შეც­დო­მაა დაშ­ვე­ბუ­ლი და ,,და­ე­თან­ხმე­ბას“ ნაც­ვლად უნ­და ეწე­როს ,,და­ე­კი­თხე­ბა“, რომ­ლის შემ­დეგ წი­ნა­და­დე­ბა ასეთ სა­ხეს მი­ი­ღებს:
        ,,ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლას და­ე­კი­თხე­ბა, მაგ­რამ მარ­ტო თა­ვის თავს და­უ­ჯე­რებს“.
          მახ­სენ­დე­ბა, ,,ვე­ფხის­ტყა­ო­სან­შიც“ გვხვდე­ბა მსგავ­სი გა­მოთ­ქმა:
ჰკი­თხე ას­თა, ჰქმენ გუ­ლი­სა,
რა­გინდ რა ვინ გი­ვა­ზი­როს.
         ე.ი. ას­ს (მრა­ვალს) და­ე­კი­თხე, მაგ­რამ სხვებ­მა რაც უნ­და გირ­ჩი­ონ, ისე მო­ი­ქე­ცი, რო­გორც გულ­მა გი­კარ­ნა­ხო­სო. იგი­ვეს ამ­ბობს მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლიც: ყვე­ლას მო­უს­მი­ნე, მაგ­რამ ნუ­რა­ვის ნუ აჰ­ყვე­ბი­ო.
        რუ­სებ­საც აქვთ მსგავ­სი ან­და­ზა: всякого слущаи, а никому не поддаваися.


oriode sityva samegrelos sxvadasxva saxelwodebebisa da megrul-lazuri
enebis Sesaxeb

რო­გორც ვი­ცით, ის­ტო­რი­ულ­-პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მეგ­რე­ლოს მხა­რე იც­ვლი­და თა­ვის გე­ოგ­რა­ფი­ულ­-პო­ლი­ტი­კურ სა­ხელ­წო­დე­ბას. უძ­ვე­ლეს დროს მას ეწო­დე­ბო­და «ა­ი­ა», «კოლ­ხი­და», «კოლ­ხე­თი», სა­შუ­ა­ლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ახ­ლან­დელ პე­რი­ოდ­ში «ლა­ზი­კა» ან «ეგ­რი­სი», შემ­დეგ «ოდი­ში» და ეხ­ლა იგი ცნო­ბი­ლია «სა­მეგ­რე­ლოს» სა­ხელ­წო­დე­ბით (ს. მა­კა­ლა­თი­ა). აკად. ან­ზორ შო­ნი­ას სა­ბუ­თი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბით, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ მოვ­ლე­ნას, რომ ძვე­ლი წელ­თაღ­რიცხ­ვის VII-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან კოლ­ხე­თის სა­მე­ფოს ხში­რად ეგ­რი­სის სა­მე­ფო­დაც მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, სრუ­ლი­ად კა­ნონ­ზო­მი­ე­რია ით­ქვას: სწო­რედ ეგ­რი­სის სა­მე­ფოს და­არ­ქვეს ბერ­ძნებ­მა (ძვ. წ. XV-XIV ს) კოლ­ხე­თის სა­მე­ფო და მის მკვიდრ მო­სახ­ლე ეგ­რებს (მეგ­რე­ლებს) – კოლ­ხე­ბი.
დი­ახ, კოლ­ხი იგი­ვე მეგ­რე­ლი­ა.
მეგ­რე­ლია ლა­ზიც.
სწო­რედ ამ მეგ­რულ (ი­გი­ვე კოლ­ხურ) ენა­ზე მეტყ­ვე­ლებ­და კოლ­ხე­თის მდი­და­რი და სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მე­ფე აი­ე­ტი და მის სა­მე­ფო­ში მცხოვ­რე­ბი კოლ­ხი ხალ­ხი. აკად. თა­მაზ გამ­ყრე­ლი­ძის მტკი­ცე­ბით, კოლ­ხე­თის მე­ფე აი­ე­ტი და მი­სი შვი­ლე­ბი «და­სავ­ლურ­-ქარ­თულ დი­ა­ლექ­ტებ­ზე მეტყ­ვე­ლე­ბენ, რომ­ლის დღე­ვან­დე­ლი გაგ­რძე­ლე­ბა ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია მეგ­რუ­ლი­სა და ლა­ზუ­რის სა­ხით.
გა­მო­დის, რომ argonavtebs ბერ­ძე­ნი გმი­რის მე­თა­უ­რო­ბით კოლ­ხეთ­ში ძვ. წელ­თაღ­რიცხ­ვის მე­ო­რე ათას­წლე­უ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ეთ­ნი­კუ­რად იგი­ვე მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­ვდა, და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე ენა­ზე მეტყ­ვე­ლი, რო­გორც ჩვენს დრო­ში axal argonavtebs ბრი­ტა­ნე­თის მკვიდრ ტიმ სი­ვე­რი­ნის მე­თა­უ­რო­ბით».
თა­მაზ გამ­ყრე­ლი­ძის აქ მოყ­ვა­ნილ­მა სიტყ­ვებ­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გაგ­ვახ­სე­ნოს აპო­ლო­ნი­ოს რო­დო­სე­ლის «არ­გო­ნავ­ტი­კის» ერ­თი ად­გი­ლი: რო­ცა ია­სო­ნი და მე­დეა კირ­კეს­თან მი­ვიდ­ნენ, აი­ე­ტის დას მშობ­ლი­უ­რი ხმის გა­გო­ნე­ბა მო­უნ­და და მე­დე­ა­მაც წყნა­რი ხმით უამ­ბო მა­მი­დას ყვე­ლა­ფე­რი კოლ­ხურ (ე. ი. მეგ­რულ) ენა­ზე.
ძველ ბერ­ძენ ის­ტო­რი­კოსს დი­ო­დო­რე სი­ცი­ლი­ელს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, მე­დეა პე­ლი­ა­რის სა­სახ­ლე­ში გრძელ ლოც­ვას წარ­მოს­თქვამს კოლ­ხუ­რად (ე. ი. მეგ­რუ­ლად). ახ­ლა კი, რაც შე­ე­ხე­ბა ლაზ­თა მეგ­რე­ლო­ბის სა­კითხს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ ცნო­ბი­ლი ბი­ზან­ტი­ე­ლი ჟამ­თა­აღ­მწერ­ლის პრო­კო­ფი კე­სა­რი­ე­ლის ის სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ს. მა­კა­ლა­თი­ას მოჰ­ყავს თა­ვის «სა­მეგ­რე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში»: «კოლ­ხე­ბი შე­უძ­ლე­ბე­ლია არ იყ­ვნენ იგი­ვე ლა­ზე­ბი, ვი­ნა­ი­დან ფა­ზის მდი­ნა­რე­ზე მო­სახ­ლე­ო­ბენ, ხო­ლო სა­ხე­ლი «კოლ­ხე­ბი», რო­გორც სხვა მრა­ვა­ლი ტო­მი­სა, ამ­ჟა­მად «ლაზ­თა» სა­ხე­ლად შე­იც­ვა­ლა»-ო.
ამას­ვე იმე­ო­რებს ბი­ზან­ტი­ე­ლი ის­ტო­რი­კო­სი აგა­თია სქო­ლას­ტი­კო­სი:
«ლა­ზებს რომ ძვე­ლად კოლ­ხე­ბი ეწო­დე­ბო­დათ და სწო­რედ ისი­ნი არი­ან, ამა­ში ეჭ­ვი არ შე­ე­პა­რე­ბა არა­ვის, თუ­კი ის გა­ეც­ნო­ბა ფა­ზი­სის, კავ­კა­სი­ი­სა და მათ გარ­შე­მო ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას». მარ­თა­ლი­ა, დღეს ლა­ზუ­რი ენა ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა მეგ­რუ­ლი­სა­გან, მაგ­რამ ამას აქვს თა­ვი­სი სა­ფუძ­ვე­ლი «ლა­ზე­ბი თით­ქმის რვა სა­უ­კუ­ნეა მოწყ­ვე­ტი­ლი არი­ან მშობ­ლი­უ­რი ხალ­ხი­სა­გან და ჯერ ბერ­ძნულ, ხო­ლო შემ­დგომ თურ­ქულ გა­რე­მო­ში აღ­მოჩ­ნდნენ, რა­მაც, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ლა­ზე­ბის მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. სწო­რედ ამ სი­ტუ­ა­ცი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა ის გან­სხვა­ვე­ბა, რო­მე­ლიც დღეს შე­იმ­ჩნე­ვა მეგ­რულ და ლა­ზურ ენებს შო­რის, თო­რემ იმ ეპო­ქა­ში, რო­დე­საც ლა­ზე­ბი და მეგ­რე­ლე­ბი ერ­თად იყ­ვნენ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, არა­ვი­თა­რი გან­სხვა­ვე­ბა არ იქ­ნე­ბო­და მეგ­რულ ენა­სა და ლა­ზურ­-ჭა­ნურ კი­ლოს შო­რის.» (ან­ზორ შო­ნი­ა).



ra iyo oqros sawmisi, anu
pirveli cnoba kolxuri
damwerlobis Sesaxeb

 ძვე­ლი ხა­ნე­ბის მი­თოგ­რა­ფოს­თა და კო­მენ­ტა­ტორ­თა ერ­თი ნა­წი­ლი ოქ­როს საწ­მისს კოლ­ხურ ტო­მებ­ში ოქ­როს მო­პო­ვე ბის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი წე­სის გა­მომ­ხატ­ველ სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნევს. ეს წე­სი კოლ­ხებს აღ­ნუს­ხუ­ლი ჰქო­ნი­ათ სა­წერ მა­სა­ლად და­მუ­შა­ვე­ბულ ტყავ­-ეტ­რა­ტებ­ზე.
ბერ­ძე­ნი მწერ­ლის პა­ლე­ფა­ტეს (ქრის­ტე­შო­ბამ­დე IV ს.) ცნო­ბით, კოლ­ხეთ­ში და­ცუ­ლი ტყა­ვი ნამ­დვი­ლი ოქ­როს საწ­მი­სი კი არაა (რაც პო­ე­ტუ­რი მო­ნა­ჭო­რი­ა), არა­მედ ტყა­ვებ­ზე ნა­წე­რი წიგ­ნი­ა, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს აღ­წე­რას, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ ოქ­რო ქი­მი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით.
XIII სა­უ­კუ­ნის ინ­ტერ­პრე­ტა­ტო­რის, ევ­სტა­ტი თე­სა­ლო­ნი­კე­ლის კო­მენ­ტა­რებ­ში და­ცუ­ლია II სა­უ­კუ­ნის ბერ­ძე­ნი ავ­ტო­რის ხა­რაქს პერ­გა­მო­ნე­ლის გან­მარ­ტე­ბა, რომ ოქ­როს საწ­მი­სი არის ეტ­რა­ტებ­ზე აღ­ნუს­ხუ­ლი მე­თო­დი ოქ­რო­დამ­წერ­ლო­ბი­სა, რომ­ლის გა­მოც ღირ­სსარ­წმუ­ნოა არ­გოს ლაშ­ქრო­ბა მო­ე­წყო (ა. ურუ­შა­ძე). «ოქ­როს საწ­მი­სი იყო წიგ­ნი, რო­მელ­შიც ეწე­რა ოქ­რო­სა და სე­ლის და­მუ­შა­ვე­ბის სა­ი­დუმ­ლო» (ა. მაშ­კოვ­სკი). 
ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნის, ბერ­ძნულ­ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხე­ბის მკვლევ­რი­სა და «არ­გო­ნავ­ტი­კის» მთარ­გმნე­ლის, პროფ. აკა­კი ურუ­შა­ძის გან­მარტებით, ოქ­როს საწ­მი­სი პირ­ვე­ლი ცნო­ბაა ქარ­თვე­ლურ ტო­მებ­ში არ­სე­ბუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის შე­სა­ხებ.
ძვე­ლი ბერ­ძე­ნი ის­ტო­რი­კო­სის, ჰე­რო­დო­ტეს ცნო­ბით, «ო­დეს­ღაც კოლ­ხებს დამ­წერ­ლო­ბა ჰქონ­დათ». ჩვენს ერამ­დე მე­სა­მე სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე ძვე­ლი ბერ­ძე­ნი პო­ე­ტი­სა და მეც­ნი­ე­რის, აპო­ლო­ნი­ოს რო­დო­სე­ლის «არ­გო­ნავ­ტი­კის» მი­ხედ­ვი­თაც, კოლ­ხებს აქვთ მა­მა­თა­გან ნა­წე­რი კვირ­ბე­ბი, რომ­ლებ­ზე­დაც ირ­გვლივ მოგ­ზა­ურ­თათ­ვის ნაჩ­ვე­ნე­ბია ზღვი­სა და ხმე­ლე­თის ყვე­ლა გზა და საზ­ღვა­რი...
«ა­პო­ლო­ნი­ოს რო­დო­სე­ლის ცნო­ბა არის ის­ტო­რი­უ­ლი მოწ­მო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ძველ კოლ­ხეთ­ში დამ­წერ­ლო­ბა არ­სე­ბობ­და, ხო­ლო ჩა­ნა­წე­რე­ბი კვირ­ბებ­ზე უნ­და მი­ვა­კუთ­ვნოთ ძვე­ლი კოლ­ხე­თის სა­მე­ფოს» (გი­ორ­გი მე­ლი­ქიშ­ვი­ლი).
სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მა­მას, დიდ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს  ეკუთ­ვნის სიტყ­ვე­ბი: «ჩვენ ყვე­ლამ ვი­ცით, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ქრის­ტი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ენა ქარ­თუ­ლი­ა, ხო­ლო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უძ­ვე­ლე­სი ხა­ნის კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლა უეჭ­ველ ჰყოფს, რომ ქარ­თვე­ლებს ქრის­ტეს წი­ნა­თაც მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მწერ­ლო­ბა უნ­და ჰქო­ნო­დათ, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დეგ გა­მო­ირ­კვეს, რომ ამ ხა­ნის მწერ­ლო­ბის ენა qarTlur Stos ki ar ekuTvnodes, aramed megrul-lazurs, an svanur Stos. ამის გა­მო ქარ­თულ ენა­კი­ლო­კა­ვე­ბის შეს­წავ­ლას ჩვე­ნი ერის უძ­ვე­ლეს წარ­სუ­ლის შეს­წავ­ლი­სათ­ვის მე­ტად დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ექ­ნე­ბა ყო­ველ­თვის».
სწო­რედ მეგ­რუ­ლი ენის მეშ­ვე­ო­ბით შეძ­ლო უაღ­რე­სად ნი­ჭი­ერ­მა მეც­ნი­ერ­მა გია კვა­ში­ლა­ვამ თით­ქმის ოთხი ათას­წლე­უ­ლის სიძ­ვე­ლის – ფეს­ტო­სის დის­კო­ზე არ­სე­ბუ­ლი წარ­წე­რის კოლ­ხურ ენა­ზე წა­კითხ­ვა. ამ უნი­კა­ლუ­რი ტექ­სტის გა­შიფ­ვრით ბა­ტონ­მა გი­ამ და­ად­გი­ნა, რომ ფეს­ტო­სის დის­კო­ზე და­ბეჭ­დი­ლი ნა­ხა­ტი ნიშ­ნე­ბი «კოლ­ხუ­რი ოქ­რო­დამ­წერ­ლო­ბა­ა».
სა­მარ­თლი­ა­ნად შე­ნიშ­ნავს მწე­რა­ლი გუ­რი ოტო­ბა­ი­ა: oqros sawmisi es aris pirveli wigni dedamiwis zurgze, rac msoflio saocrebaTa nusxaSi dRemde ar aris Setanili da es didi Secdomaa.



oriode sityva `vefxistyaosnis~
megruli Targmanebis Sesaxeb

1966 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე მთელ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ნიშ­ნა გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის, შო­თა რუს­თა­ვე­ლის და­ბა­დე­ბის 800 წლის­თა­ვი. ზე­ი­მის დღე­ებ­ში გე­ლათ­ში გა­იხ­სნა პო­ე­ტი­სად­მი მიძღ­ვნი­ლი დი­დი ექ­სპო­ზი­ცი­ა. ჟურ­ნა­ლისტ გუ­რამ ალექ­სან­დრი­ას ცნო­ბით, ერ­თ-ერთ სტენ­დზე გა­მო­ფე­ნი­ლი იყო «ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის» სხვა­დას­ხვა ენა­ზე მთარ­გმნელ­თა პორ­ტრე­ტე­ბი. მა­რი ბრო­სეს, მარ­ჯო­რი უორ­დრო­პის, არ­ტურ ლა­ის­ტის, ჰუ­გო ჰუ­პერ­ტის, კონ­სტან­ტი­ნე ბალ­მონ­ტის, პან­ტე­ლე­ი­მონ პეტ­რენ­კოს, ნი­კო­ლოზ ზა­ბო­ლოც­კის, ნი­კო­ლა ბა­ჟა­ნის, იო­ნა მე­უ­ნარ­გი­ას, შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძის, სერ­გო წუ­ლა­ძის, გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლის, დი­მიტ­რი გუ­ლი­ას და სხვე­ბის სუ­რა­თებ­თან ერ­თად სტენ­დზე ნა­ხავ­დით «ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის» მეგ­რუ­ლად მთარ­გმნე­ლის ვარ­ლამ ლო­მი­ას პორ­ტრეტ­საც. ეს თარ­გმა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ა­ში ინა­ხე­ბა. ის არა­სო­დეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა (გა­ზე­თი «ა­ხა­ლი ქუ­თა­ი­სი», 1999წე­ლი 12 მა­ი­სი, გვ. 6.)
ჟურ­ნა­ლისტ გუ­რამ ალექ­სან­დრი­ას იმა­ვე წე­რი­ლი­დან ვგე­ბუ­ლობთ, რომ სე­ნა­კელ ვარ­ლამ ლო­მი­ას გარ­და პო­ე­მა მეგ­რუ­ლად თარ­გმნი­ლი აქვთ: ზუგ­დი­დელ კა­კა ჟვა­ნი­ას, წა­ლენ­ჯი­ხელ გე­დე­ვან შა­ნა­ვას, მარ­ტვი­ლელ ჰამ­ლეტ ნა­და­რა­ი­ას და სე­ნა­კელ იო­სებ გვა­სა­ლი­ას.
«ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის» მეგ­რუ­ლად მთარ­გმნელ­თა ამ სი­ას ჩვენ და­ვა­მა­ტებ­დით, აგ­რეთ­ვე, სე­ნა­კელ ჯიმ­შერ წუ­ლა­ი­ას და მარ­ტვი­ლელ აბელ ფე­ტე­ლა­ვას.
აბელ ფე­ტე­ლა­ვას ნა­თარ­გმნი და ხელ­ნა­წერ წიგ­ნად აკინ­ძუ­ლი «ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი» (ყი­ლოშ­ტყე­ბა­მი) და­ცუ­ლია მარ­ტვი­ლის მუ­ზე­უმ­ში. იქ­ვე ინა­ხე­ბა ნაწყ­ვე­ტე­ბი ჰამ­ლეტ ნა­და­რა­ი­ას თარგმა­ნე­ბი­დან. ახ­ლა კი იმის სა­ი­ლუს­ტრა­ცი­ოდ, თუ რო­გორ და რა დო­ნე­ზე აქვთ ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი» მის მთარ­გმნე­ლებს მეგ­რუ­ლად ამეტყ­ვე­ლე­ბუ­ლი, გთა­ვა­ზობთ ერთ სტროფს ავ­თან­დი­ლის ან­დერ­ძი­დან, თარ­გმნილს კა­კა ჟვა­ნი­ას, გე­დე­ვან შა­ნა­ვა­სა და ჰამ­ლეტ ნა­და­რა­ი­ას მი­ერ. შერ­ჩე­უ­ლი სტრო­ფი მთლი­ა­ნად აფო­რის­ტუ­ლია და მას რუს­თა­ვე­ლი ასე გად­მოგ­ვცემს:
არას გარ­გებს სიმ­ძი­მი­ლი,
უსარ­გებ­ლო ცრემ­ლთა დე­ნა,
არ გარ­და­ვა გარ­დუ­ვა­ლი
მო­მა­ვა­ლი საქ­მე ზე­ნა,
წე­სი არის მა­მა­ცი­სა,
მომ­ჭირ­ნე­ბა, ჭირ­თა თმე­ნა,
არ­ვის ძა­ლუძს ხორ­ცი­ელ­სა
გან­გე­ბი­სა გარ­დავ­ლე­ნა.
Kკა­კა ჟვა­ნი­ას ეს სტრო­ფი ასე აქვს თარ­გმნი­ლი:
ნარ­ღი მუ­თას მოხ­ვა­რუ­ნა
ჩი­ლა­მუ­რიშ ბუ­ნა ბრე­ლი,
ვე  ი ვა­მოხ­ვა­და­სუ­ნი,
ო  ოფუ­რი მუ­თუ რე­ნი,
ქო­მოლქ ოკო გი­ნი­ღა­სუ
გა­ჭი­რე­ბა ან­და­ნე­რი,
მუ­თუნ­კო­სუ ვე­შუ­ლე­ბუ
გან­გე­ბა­ში გი­ნორ­თე­ლი.
Aაზ­რი ნა­თე­ლი­ა, გა­სა­გე­ბად იკი­თხე­ბა, რით­მებ­საც არა უშავს, მაგ­რამ მა­ინც, პრო­ზა­უ­ლად ჟღერს და მხატ­ვრუ­ლი თვალ­საზ­რი­სით რუს­თა­ვე­ლის პო­ე­ზი­ამ­დე ბევ­რი აკ­ლი­ა.
გე­დე­ვან შა­ნა­ვას თარ­გმან­ში კი ვკი­თხუ­ლობთ:
ვართ ნარ­ღი­ნი, ჩი­ლა­მუ­რი,
აკა მუ­თუნს ვახ­ვარ თი­ნა,
ვე  უა­სუნ ვა­მოხ­ვა­დუ
გან­გე­ბა­სუ ოკონ თი­ნა,
ჭირს გუ­მაგ­რი ქო­მო­ლუ­რო,
ვერ­გუნ ფე­რი ვა­ქი­მი­ნა,
ვეგ­ნის­ხა­პე გან­გე­ბა­შა
მი­თინს ვა­უ­ქი­მინ თი­ნა.
არც ეს თარ­გმა­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვა დი­დი მხატ­ვრუ­ლი ღირ­სე­ბით. აქ, გარ­და იმი­სა, რომ რით­მე­ბი ღა­რი­ბია და მთარ­გმნე­ლი ვერ ახერ­ხებს ერ­თი სტრო­ფი­სათ­ვის ოთხი სა­რით­მო სიტყ­ვის მოძებ­ნას, სხვამ­ხრი­ვაც არაფ­რით არ იგ­რძნო­ბა დედ­ნის ამაღ­ლე­ბუ­ლო­ბა.
ახ­ლა კი ვნა­ხოთ, თუ რო­გორ ჟღერს ავ­თან­დი­ლის ან­დერ­ძის იგი­ვე სტრო­ფი ჰამ­ლეტ ნა­და­რა­ი­ას თარ­გმან­ში:
მუს მო­გი­ღანს ინ­გარ­დე დო
ჩი­ლა­მუ­რიშ ღვა­რით მი­შე,
ვა­მოხ­ვა­დას ვე  უა­ფუ
გე­ჭა­რი­ლი საქ­მექ ჟი­შე,
წე­სი ორე ქო­მო­ლი­ში
გა­ჭი­რე­ბას ვე­დე­ში­შე,
გან­გე­ბა­ში გი­ნორ­თე­ლი
ვე­ში­ლე­ბე მუ­თუ­ნი­შე.
მეგ­რუ­ლი ენის მცოდ­ნე პო­ე­ზი­ის ყვე­ლა მოყ­ვა­რუ­ლი დაგ­ვეთან­ხმე­ბა, რომ ჰამ­ლეტ ნა­და­რა­ი­ას ეს თარ­გმა­ნი ისე ბრწყინ­ვა­ლედ და ოს­ტა­ტუ­რად არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რომ მხატ­ვრუ­ლი დო­ნი­თა და მუ­სი­კა­ლუ­რო­ბით რუს­თვე­ლის ლექსს არც კი ჩა­მორ­ჩე­ბა. ნუ­რა­ვის გა­და­ჭარ­ბე­ბულ შე­ქე­ბად ნუ მო­ეჩ­ვე­ნე­ბა ეს გან­ცხა­დე­ბა. ჰამ­ლეტ ნა­და­რა­ია იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლი­ტე­რა­ტო­რი, თა­ვის დრო­ზე საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი­სა და დრა­მა­ტურ­გის – შალ­ვა კუ­ჭა­ვა-­პონ­ტო­ე­ლის დის­შვი­ლი, იგი თვი­თო­ნაც წერ­და ლექ­სებს (თუმ­ცა არა­სო­დეს უზ­რუნ­ვია მათ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე). და­ტო­ვა მდი­და­რი პო­ე­ტუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა–­სა­ინ­ტე­რე­სო სენ­ტენ­ცი­ა-აფო­რიზ­მე­ბით სავ­სე ლექ­სე­ბის ციკ­ლი «ჩე­მი თავ­შე­საქ­ცე­ვი», რომ­ლის გა­მო­ცე­მა უთუ­ოდ და­ამ­შვე­ნებ­და ქარ­თულ პო­ე­ზი­ას, მაგ­რამ ამა­ზე სხვა დროს.
ამ­ჟა­მად ჩვენ მხო­ლოდ «ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის» მეგ­რუ­ლად მთარ­გმნე­ლებ­ზე  ვსა­უბ­რობთ. მი­უ­ხე­და­ვად ზო­გი­ერ­თე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა, ჩვენ ამ სა­კითხს გვერდს ვერ ავუვ­ლი­დით თუნ­დაც იმი­ტომ, რომ «ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის» მეგ­რუ­ლი თარ­გმა­ნე­ბის მეც­ნი­ე­რუ­ლად შეს­წავ­ლა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა უაღ­რე­სად სა­ჭი­რო საქ­მედ მიგ­ვაჩ­ნი­ა.


ნადარაიათა  გვარის  შესახებ


ნადარაიების საგვარეულოს საოჯახო ხატი

    ცნო­ბი­ლია , რომ ზო­გი­ერ­თი გვა­რი შე­ი­ცავს ადა­მი­ა­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბას ამა თუ იმ ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, მა­გა­ლი­თად ,,ჭი­თა­ნა­ვა’’. ,,ჭი­თა’’ მეგ­რუ­ლად ნიშ­ნავს წი­თელს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ, წი­თურ კაცს. ზო­გი­ერ­თი გვა­რი წარ­მო­შო­ბი­ლია ხე­ლო­ბის ან რა­ი­მე სხვა საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ხედ­ვით. მა­გა­ლი­თად ,,ჭკა­დუა’’(,,ჭკა­დუ’’ მეგ­რუ­ლად ნიშ­ნავს მჭე­დელს, ასე რომ ,,ჭკა­დუა’’ მჭედ­ლის აღ­მნიშ­ვნე­ლი გვა­რია მეგ­რულ­ში,­რო­გორც ქარ­თულ­ში  მჭედ­ლი­ძე ან მჭედ­ლიშ­ვი­ლი)­.ზო­გი­ერ­თი გვა­რი კი წარ­მო­ე­ბუ­ლია ტო­პო­ნი­მი­სა­გან, ქა­ლა­ქის ან სოფ­ლის რო­მე­ლი­მე ად­გი­ლის სა­ხე­ლი­სა­გან­.მა­გა­ლი­თად: გვა­რი ,,ხუნ­წა­რია’’ წარ­მო­ე­ბუ­ლია ტო­პო­ნიმ ხუნ­წი­სა­გან ,,არ’’ სუ­ფიქ­სი­თა და ,,ია’’ და­ბო­ლო­ე­ბით (ხუნ­წი-­ხუნ­წ-არ­-ი­ა).
გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი­ვე პრინ­ცი­პით იყოს ნა­წარ­მო­ე­ბი ,,ნა­დი’’ სიტყ­ვი­სა­გან ,,ნა­და­რა­ია’’(ნა­დი-­ნად­-არ­-ა­-ი­ა)­.მაგ­რამ  მე ეს ვა­რა­უ­დი და­საშ­ვე­ბად არ მი­მაჩ­ნი­ა. ჯერ ერ­თი, ნა­დი , რო­გორც ტო­პო­ნი­მი , არ დას­ტურ­დე­ბა და მე­ო­რეც, თუ ამ სიტყ­ვა­ში (,,ნა­დი’’) იმ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვი­გუ­ლის­ხმებთ ,რო­მე­ლიც სა­ბას გან­მარ­ტე­ბუ­ლი აქვს ,რო­გორც ,,მუ­შაკ­ნი შეყ­რილ­ნი’’ ანუ ,,მა­მი­თა­დი’’, უნ­და ავ­ღნიშ­ნოთ , რომ მეგ­რულ­ში ასეთ ,,მა­მი­თადს’’ ,,ნა­დი’’ კი არა ,,ნო­დი’’ ჰქვი­ა.
 მაშ სა­ი­დან მო­დის და რას შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს მეგ­რუ­ლი წარ­მო­შო­ბის გვა­რი ნა­და­რა­ი­ა?
 ჩვენ ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ , რომ გვა­რე­ბად ძა­ლი­ან ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ისე­თი სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ ადა­მი­ა­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბას­,ხე­ლო­ბას ,სა­და­უ­რო­ბას, მაგ­რამ რო­გორც პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ყვე­ლა­ზე ხში­რად გვა­რი ნა­წარ­მო­ე­ბია სა­ხე­ლი­სა­გან...
და ასეა ეს კოლ­ხურ გვა­რებ­შიც. მა­გა­ლი­თად: აღ­სარ­თა­ნი­სა­გან ნა­წარ­მო­ე­ბია გვა­რი სარ­თა­ნი­ა, ბაგ­რა­ტი­სა­გან­-ბაგ­რა­ტი­ა,­გვა­ჯას­გან­-გვა­ჯა­ვა, გე­გეს­გან­-გე­გი­ა,­კე­კეს­გან­-კე­კე­ლი­ა,­გე­რა­სი­მეს­გან -გერ­სა­მი­ა,­და­ვი­თის­გან­-და­ვი­თა­ია და ა.შ.
 ჩვე­ნი აზ­რით, ასე­ვე პირ­სა­ხელ ,,ნა­და­რა­სა­გან’’ მომ­დი­ნა­რე­ობს გვა­რი ნა­და­რა­ი­ა. მარ­თა­ლია ეს სა­ხე­ლი დღეს მი­ვი­წყე­ბუ­ლია და არ იხ­მა­რე­ბა,­მაგ­რამ ძველ დრო­ში ამ სა­ხე­ლის ხმა­რე­ბას ადას­ტუ­რებს თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ ჯერ კი­დევ ქრის­ტემ­დე 1400 წლის წი­ნან­დელ A კლა­სის ხა­ზო­ვან წარ­წე­რებ­ში პრო­ფე­სორ­მა გია კვა­ში­ლა­ვამ ამო­ი­კი­თხა ადა­მი­ა­ნის სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი ,,ნა­და­რე’’. ასე რომ, ,,ნა­და­რე’’ ანუ ,,ნა­და­რა’’ ფუ­ძი­ა­ნი წარ­მო­შო­ბის გვა­რე­ბია :ნა­და­რი­ა, ნა­და­რა­ი­ა, ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.
ამ­რი­გად, ნა­და­რა­ია ,,ია’’ და­ბო­ლო­ე­ბი­ა­ნი კოლ­ხუ­რი გვა­რი­ა,­რომ­ლის ფუ­ძე­ში ფიქ­სი­რე­ბუ­ლია წი­ნაპ­რის სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი, ეპო­ნი­მი-­,,ნა­დარ’’.
სო­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­შო­ბით ნა­და­რა­ი­ე­ბი გლეხ­თა კა­ტე­გო­რი­ას ეკუთ­ვნოდ­ნენ.
1887 წლის სა­მეგ­რე­ლოს გლეხ­თა აჯან­ყე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­უ­ღია სალ­ხი­ნოს ფა­რუ­ლი სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნოს­-,,სხუ­ნუს’’ ერ­თ-ერთ თავ­კაცს სქვა­მა­ია ნა­და­რა­ი­ას, რო­მე­ლიც ხალ­ხუ­რი მე­ლექ­სის  გად­მო­ცე­მით მარ­თლაც რომ  ,,სქვა­მი’’(ე­.ი. ლა­მა­ზი, მიმ­ზიდ­ვე­ლი) ვაჟ­კა­ცი ყო­ფი­ლა:
სქვა­მა­ი­ას მი­ძა­ხუ­დეს
დო მარ­თა­ლო ვორ­დი სქვა­მი,
ერ­თი-­მორ­თი ქი­ლო­რი­ში
კი­პა­რო­ზაშ მი­ღუდ ტა­ნი.                      
სქვა­მა­ია ნა­და­რა­ი­ას შთა­მო­მავ­ლე­ბი დღე­საც ცხოვ­რო­ბენ სო­ფელ დი­დი­ჭყონ­ში. სო­ფელ დი­დი­ჭყო­ნის ლედ­გე­ბეს უბან­ში მდე­ბა­რე ერ­თ-ერთ გო­რაკს ,,თა­სი  ნა­და­რა­ი­აშ ნო­ხო­რი’’ ეწო­დე­ბა.
რო­გორც წარ­სულ­ში, ასე­ვე დღე­საც მრავ­ლად არი­ან ნა­და­რა­ი­ე­ბის გვარში ისე­თი სა­ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა  კუ­თხე­ებ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ და ამა თუ იმ სფე­რო­ში თა­ვი­ან­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნით ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღირ­სე­ულ ის­ტო­რი­ას ქმნი­ან. ასე­თე­ბი არი­ან, მა­გა­ლი­თად: ფი­ზი­კა-­მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ელიზ­ბარ ნა­და­რა­ი­ა, უნი­ჭი­ე­რე­სი ფსი­ქო­ლო­გი და ქალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი რე­სურ­ს-ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი , ქალ­ბა­ტო­ნი ლი­კა ნა­და­რა­ი­ა, ფა­ზი­სის სა­ე­რო აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი ნუგ­ზარ ნა­და­რა­ია (რომ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბი­თა და ქველ­მოქ­მე­დე­ბით და­უდ­გეს ძეგ­ლი ფოთ­ში ცოტ­ნე და­დი­ანს და რომ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო აგ­რეთ­ვე გი­ორ­გი ჭყონ­დი­დე­ლის წმინ­და­ნად შე­რაცხ­ვა), სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, კარ­დი­ო­ლო­გი კა­ხა ნა­და­რა­ი­ა, ბიზ­ნეს­მე­ნი მე­რაბ ნა­და­რა­ი­ა, ფო­თის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე  რე­ვაზ ნა­და­რა­ია და მრა­ვა­ლი სხვა.
ნა­და­რა­ი­ე­ბი ძირი­თა­დად ცხოვ­რო­ბენ ხო­ბის, მარ­ტვი­ლის, ზუგ­დი­დის, აბა­შის რა­ი­ო­ნებ­ში და თბი­ლის­შიც. ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში და­ახ­ლო­ე­ბით 200-ზე მე­ტი ნა­და­რა­ია ცხოვ­რობ­ს(ლტოლ­ვი­ლე­ბის გარ­და), ისი­ნი სხვა­დას­ხვა დროს სა­მეგ­რე­ლოს სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნე­ბი­დან არი­ან იქ ჩა­სუ­ლი.
ნა­და­რა­ი­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ აგ­რეთ­ვე აფხა­ზეთ­შიც (ცნო­ბის­თვის: აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის გა­ლის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი არის თე­მურ ნა­და­რა­ი­ა).
დღეს მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­და­რა­ი­ე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა  1200 სულს აჭარ­ბებს.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს მა­თი გვა­რი და ჯი­ლა­გი.