Sunday, January 5, 2014

საბოტაჟი თუ გულგრილობა?

მარ­ტვი­ლის ნაცხელმძღვა­ნე­ლობამ შე­შის გა­რე­შე   დარ­ჩე­ნი­ლი ოჯახები სი­ცი­ვის­თვის გა­წი­რა

დღეს, რო­ცა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნებაა“ ხელი­სუფ­ლების სა­თა­ვე­ში, იქ­ნებ ვინ­მეს შეც­დო­მად მო­ეჩ­ვე­ნოს სა­თა­ურში გა­ტა­ნი­ლი სიტ­ყვები „მარ­ტვი­ლის ნაცხელმძღვანელობა“, მაგ­რამ ვინც საქ­მე­ში ჩახედუ­ლია, ყვე­ლამ იცის, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში სწო­რედ მარ­ტვი­ლია ერ­თა­დერ­თი რა­­­ნი, სა­დაც 2012 წლის 1 ოქ­ტომბრის შემ­დე­გაც არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა და აქ ისევ ნა­ცები გა­ნა­გებენ ყვე­ლა­ფერს. ხელი­სუფ­ლებაში დარ­ჩე­ნი­ლი ყვე­ლა ნა­ცი­­ნა­ლის სურ­ვი­ლი კი, მო­გეხსე­ნებათ, ის არის რომ გა­მო­იწ­ვი­ოს ხალხის უკ­მა­ყო­ფი­ლება „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ მი­მართ, რი­თაც თა­ვი­ან­თი მოკ­ლე ჭკუ­ით, სურთ, რომ ქვე­ყა­ნა ისევ ნა­ცი­­ნა­ლუ­რი დიქ­ტა­ტუ­რის ქვეშ დააბრუ­ნონ. ეს, რა თქმა უნ­და, არა­სო­დეს მოხდება, მაგ­რამ ის სა­მარცხვი­ნო ფაქ­ტი, რაც აქ ამ ზამ­თარ­ში დე­კემბრის დიდ­თოვ­ლობისას მოხდა, სწო­რედ რომ აქა­­რი ნაცხელმ­ძღვა­­ნე­ლობის „დამ­სახურებაა“, რა­მაც მთელ მარ­ტვილს სირცხვი­ლის და­ღი და­ას­ვა.
სა­ნამ მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ნაცხელი­სუფ­ლების მი­ერ  ჩა­დე­ნილ ამ სა­მარცხვი­ნო ფაქ­ტზე ჩემს აზრს მო­გახსე­ნებდით, ჯერ სო­ცი­­ლურ ქსე­ლებში გავ­რცე­ლებული სა­გან­გა­შო ინ­ფორ­მა­ცია მინ­და შე­მოგ­თა­ვა­ზოთ, რო­მელ­საც სა­თა­­რად აქვს „ცოდ­ვის ტრი­­ლი კურ­ზუ­ში“.

Friday, January 3, 2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ „მარტვილის“ რედაქციას ახალ წელს ულოცავს

 სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს
ბატონ ირაკ­ლი ღა­რიბაშ­ვილს


ბატო­ნო ირაკ­ლი!
გა­ზეთ „მარ­ტვი­ლის" რე­დაქ­ცია დიდ მად­ლობას მო­გახსე­ნებთ ახალი წლის მო­ლოც­ვი­სათ­ვის.
დაე, ეს 2014 წე­ლი ყო­ფი­ლი­ყოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის მარ­ტვილ­ში სა­მარ­თლი­ანობის აღ­დგე­ნი­სა და მარ­თლმსაჯულების ზე­­მის წე­ლი, რა­შიც მცი­რე­­დენ წვლილს ჩვე­ნი გა­ზე­თიც შე­­ტანს (მიუხედა­ვად იმი­სა, რომ მარ­ტვილ­ში სა­­კაშ­ვი­ლის ნარ­ჩე­ნები ჯერ კი­დევ გვებრძვი­ან).
ჩვენს გა­ზეთს თა­ვი­სი შე­საძლებლობების ფარ­გლებში საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი სა­­კაშ­ვი­ლის და­ნა­შა­­ლებრი­ვი რეჟიმი­სა და მი­სი მსახური ად­გი­ლობრი­ვი ნაც­წურბელების წი­ნა­აღ­მდეგ ბრძოლა­ში...
ბატო­ნო ირაკ­ლი!
პრე­მი­­რობა, რა თქმა უნ­და, დი­დი ტვირ­თია და ამი­ტო­მაც გან­სა­კუთ­რებული მად­ლობა თქვენ იმი­სათ­ვის, რომ ამ მარ­თლაც მძიმე დატ­ვირ­თუ­ლობის ჟამს გა­ზე­თი „მარ­ტვი­ლიც“ გა­გახსენ­დათ.
სულ წარ­მა­ტებები იყოს თქვე­ნი თა­ნამ­გზავ­რი სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის სა­სი­კე­თო ყვე­ლა საქ­მე­ში.
იხარეთ და იდღეგრძელეთ თქვენს დიდებულ ოჯახთან ერთად.
უღ­რმე­სი პა­ტი­ვის­ცე­მით,
ფა­უსტ ნა­და­რა­ია,
გა­ზეთ „მარ­ტვი­ლის“ რე­დაქ­ტო­რი