Saturday, November 30, 2013

მარტვილელთა წარმატება კონკურსზე „შემოდგომის ჭიათურა“

     8 ნოემბერს ჭიათურაში ბავშვთა და მოზარდთა რესპუბლიკური საფორტეპიანო კონკურსი „შემოდგომის ჭიათურა“ მესამედ ჩატარდა. კონკურსი ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ ტარდება  და მისი ორგანიზატორია  ჭიათურის კულტურის ცენტრი და მასთან არსებული   ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლა. დაარსებიდან კონკურსში მონაწილეობს მარტვილის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლა. წელს ჭიათურის კონკურსში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისა და  თბილისის სამუსიკო სკოლების 30 მოსწავლე. მარტვილის სამუსიკო სკოლიდან მონაწილეობდნენ:  ბენიძე ეკა  (მეორე კლასი),  წულაია მარიამი (მესამე კლასი), სურმავა თამარი (მეექვსე კლასი), სართანია სალომე (მეხუთე კლასი). კონკურსი ჩატარდა სამ კატეგორიაიში, დებულებაში მითითებული პროგრამული მოთხოვნის გათვალისწინებით თითოეულმა მოსწავლემ შეასრულა სტილისტურად განსხვავებული ოთხი ნაწარმოები. კონკურსანტებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თავმჯდომარეობით. საკონკურსო დღე თავიდანვე საინტერესოდ წარიმართა, მრავალი ნიჭიერი მოსწავლე გამოვლინდა, ბავშვებმა არაჩვეულებრივად მაღალი შედეგები აჩვენეს. კონკურსიც დასრულდა და ჟიურიმ შედეგების გამოსაცხადებლად დრო ითხოვა. ჩვენი პედაგოგების მსგავსად მეც საკმაოდ ვღელავდი, ამდენ ნიჭიერ ბავშვთან კონკურსში გამარჯვებას დიდი პროფესიონალიზმი სჭირდება. ლოდინში დრო საკმაოდ გაიწელა, ამასობაში სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ. როგორც იქნა საკონცერტო დარბაზის კარი გაიღო და ყველანი დარბაზში გვიხმეს. თავიდან ჟიურის თავმჯდომარემ მოკლედ მიმოიხილა  ამ პრესტიჟული კონკურსის მნიშვნელობა, ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა  და შედეგების გამოცხადებას შეუდგა.
    კონკურსის ოთხწევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით: მეორე კატეგორიაში კონკურსის გამარჯვებულად, I ადგილისა და 600 ლარიანი ფულადი პრემიის მფლობელად გამოცხადდა მარტვილის სამუსიკო სკოლის მოსწავლე სურმავა თამარი     (პედაგოგი იზოლდა კანდელაკი), ამავე კატეგორიაში II საპიზო ადგილი და 200 ლარიანი ფულადი ჯილდო მოიპოვა  სართანია სალომემ (პედაგოგი მაგული სართანია), კონკურსის ნომინაციაში „პოლიფონიური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“ გამარჯვებულად გამოცხადდა მეორე კლასის მოსწავლე ბენიძე ეკა. ჟიურის თავმჯდომარემ საუკეთესო პედაგოგად  დაასახელა მარტვილის სამუსიკო სკოლის პედაგოგი იზოლდა კანდელაკი, ხოლო მისი მოსწავლე, კონკურსის გამარჯვებული თამარ სურმავა მიიწვია პიანისტთა VI საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმარება ქ. თბილისში 2014 წლის მაისში.
    კონკურსის ბოლოს პირადად შევხვდი და გავესაუბრე ჟიურის ერთერთ წევრს, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლია მიქაბაძეს: „წელს ჭიათურაში ბევრი ნიჭიერი ბავშვი გამოვლინდა, ამ კონკურსის მიზანიც სწორედ ნორჩი ნიჭიერი შემსრულებლების აღმოჩენაა. მარტვილის სამუსიკო სკოლა  მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა პრესტიჟულ  კონკურსში და საკმაოდ წარმატებითაც გამოდის, ყოველივე ეს ამყარებს აზრს, რომ თქვენ ძლიერი პედაგოგები ჰყავთ. გულით გილოცავთ გამარჯვებას და გისურვებთ მომავალ წარმატებებს.“
   კიდევ ერთხელ ასეთი წარმატებების შემდეგ, დარწმუნებული ვარ ჩვენს მიერ ჩაფიქრებული „მარტვილის ამბროსი ხელაიას სახელობის ბავშვთა საფორტეპიანო კონკურს-ფესტივალი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების თანადგომით რეალობად იქცევა.

   ვულოცავ მარტვილის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგეს ღირსეულ გამარჯვებას ჭიათურაში და ვპირდები, რომ  მომავალშიც მათი დიდი გულშემატკივარი ვიქნები.

                                                                                       კახა მოსიძე-
                                                                    გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა  და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი

მოძრაობის წესების დარღვევისათვის ჯარიმები მცირდება

სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით დადგე­ნილ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებზე, სახდე­ლის ოდე­ნობები მცირ­დება. როგორც ჟურ­ნა­ლის­ტებს შსს-დან აც­ნობეს, მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღარიბაშვილის ამ ინი­ცი­­ტი­ვის შე­დე­გად აუ­ცი­ლებელი გახდა რი­გი საკანონ­მდებლო ცვლი­ლებების განხორ­ცი­­ლება ჯარი­მის ოდე­ნობის და მართვის უფ­ლების ჩა­მორ­თმე­ვის ვა­დების შემ­ცი­რების მიზ­ნით, კერძოდ: კანონ­პრო­ექ­ტის მიხედ­ვით, 125- მუხლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, სიჩ­ქა­რის გადა­ჭარბებისათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნებული ჯარი­მის ოდე­ნობა (რა­და­რები) _ 100 ლა­რი გა­ნახევ­რდება და დამ­რღვე­ვი მხოლოდ 50 ლა­რით დაჯარიმ­დება, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯარი­მის გა­დაუხდე­ლობის შემთხვე­ვა­ში, არ­სებული საუ­რა­ვის ოდე­ნობა 500 ლა­რის ნაც­ვლად 150 ლა­რამ­დე შემ­ცირ­დება. ჯარიმი­სა და სა­­რა­ვის გა­დაუხდე­ლობის შემთხვე­ვა­ში სა­მარ­თალ დამრღვევს მარ­თვის უფ­ლება 2 წლის ნაც­ვლად 6 თვით ჩა­მო­ერ­თმე­ვა, ხოლო ჩა­მორ­თმე­­ლი მარ­თვის უფ­ლების შეც­ვლა 1500 ლა­რი­­ნი ჯარი­მის ნაც­ვლად 500 ლა­რი­­ნი ჯარი­მით იქ­ნება შე­საძლებელი.
125- მუხლის მე-8 ნა­წი­ლით, დგო­მა-გა­ჩე­რების წე­სების დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, 10 ლა­რი­ან ჯარი­მას და გა­დაუხდე­ლობის შემთხვე­ვა­ში 150 ლა­რი­ან სა­­რავს ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჯარი­მის და სა­­რა­ვის გა­დაუხდე­ლობის შემთხვე­ვა­ში დამრღვევ მძღოლს 1 წლის ნაც­ვლად მარ­თვის უფ­ლება 6 თვის ვა­დით ჩამოერ­თმე­ვა, ხოლო ჩა­მორ­თმე­­ლი მარ­თვის უფ­ლების შეც­ვლა 1000 ლარია­ნი ჯარი­მის ნაც­ვლად 500 ლა­რი­­ნი ჯარი­მით იქ­ნება შე­საძლებელი.
ასე­ვე, 125- მუხლის მე-71 ნა­წი­ლით ღერძული ხაზის გა­დაკ­ვე­თი­სათ­ვის 100 ლა­რი­­ნი ჯარი­მა ნახევ­რდება და მი­სი ოდე­ნობა 50 ლა­რი იქ­ნება. ჯარი­მის გა­დაუხდე­ლობის შემთხვე­ვა­ში მძღოლს 500 ლა­რის ნაც­ვლად 150 ლა­რის ოდე­ნობით და­­რიცხება სა­­რა­ვი. ჯარი­მის და სა­­რა­ვის დად­გე­ნილ ვა­და­ში გა­დაუხდე­ლობის შემთხვე­ვა­ში კი დამ­რღვევ მძღოლს მარ­თვის უფ­ლება 2 წლის ნაც­ვლად 1 წლის ვა­დით ჩა­მო­ერ­თმე­ვა, ხოლო ჩა­მორ­თმე­­ლი მართვის უფ­ლების შეც­ვლა 1500 ლა­რი­­ნი ჯარი­მის ნაც­ვლად 500 ლა­რი­­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ლი ჯარი­მით იქ­ნება შე­საძლებელი.
მცირ­დება აგ­რეთ­ვე 125- მუხლის მე-72 ნა­წი­ლით გან­მე­­რებით ღერძული ხაზის გა­დაკ­ვე­თი­სათ­ვის 200 ლა­რი­­ნი ჯარი­მა და მი­სი ოდე­ნობა 100 ლა­რი იქ­ნება. ჯარი­მის და სა­­რა­ვის დად­გე­ნილ ვა­და­ში გა­დაუხდე­ლობის შემთხვე­ვა­ში კი 2 წლის ნაც­ვლად მარ­თვის უფ­ლება 1 წლის ვა­დით ჩამოერთმე­ვა, ხოლო ჩა­მორ­თმე­­ლი მარ­თვის უფ­ლების შეც­ვლა 1500 ლარია­ნი ჯარი­მის ნაც­ვლად 1000 ლა­რი­­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ლი ჯარი­მით იქ­ნება შე­საძლებელი.

ასე­ვე გა­ნახევ­რდა 116-, 117-, 1181-, 1182-,1183-, 119-, 120-, 121-, 123-, 125-, 127- და1271- მუხლებით დად­გე­ნი­ლი ჯარი­მების და სა­­რა­ვების გადაუხდე­ლობის შემთხვე­ვა­ში მარ­თვის უფ­ლების ჩა­მორ­თმე­ვის ვა­დები და ჩა­მორ­თმე­­ლი მარ­თვის უფ­ლების ჯარი­მით შეც­ვლის თანხები, კერძოდ: ამ მუხლებით გათ­ვა­ლის­წი­ნებულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა ჩა­დე­ნი­სათ­ვის ჯარი­მის და სა­­რა­ვის გა­დაუხდე­ლობის შემთხვე­ვა­ში, პირს მარ­თვის უფლება 1 წლის ნაც­ვლად 6 თვით ჩა­მო­ერ­თმე­ვა, ხოლო 2 წლის ნაც­ვლად _ 1 წლით. ჩა­მორ­თმე­­ლი მარ­თვის უფლების ჯარი­მით შეც­ვლის შემთხვევაში, თუ მარ­თვის უფ­ლება 6 თვით არის ჩა­მორ­თმე­­ლი, ჯარი­მის ოდე­ნობა 1000 ლა­რის ნაც­ვლად 500 ლა­რი იქ­ნება, ხოლო 1 წლით ჩამორთმევის შემთხვე­ვა­ში 1500 ლა­რის ნაც­ვლად _ 1000 ლა­რი.