Sunday, February 10, 2013

ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს კულტურის მინისტრს, ბატონ გურამ ოდიშარიას


ბატონებო!


შეიძლება ვინმემ მეტისმეტად სითამამედაც კი ჩამითვალოს ამ ღია ბარათის პრესაში გამოქვეყნება, მაგრამ ამას უფრო ის მაბედვინებს, რომ ჩემს პირად სათხოვარზე არ გაწუხებთ და ვითხოვ სამეგრელოში, კერძოდ, მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაში მდებარე, ერთ-ერთი არქეოლოგიური ძეგლის დაცვას, რომელიც მარტვილის ნაცხელისუფლების მიერ დიდი ხანია უმოწყალოდ ნადგურდება.
საქმე გახლავთ შემდეგში:
2008 წელს მარტვილის რაიონში მოხდა უპრეცედენტო მასშტაბის კანონდარღვევა ნაციონალმა ხელისუფლებამ სოფლებში _ მუხურჩასა და ვედიდკარში 600-ზე მეტ ოჯახს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და საძოვრები უკანონოდ წაართვა და კომპანია `აგრიჯორჯიაზე~ გაასხვისა (ცნობისათვის: ეს ის `აგრიჯორჯიაა~, რომლის უკან იდგა და ახლაც დგას ახალაიებისა და გოროზიების კლანი, რომელსაც მარტვილში ზურგს უმაგრებს გამგებლის სავარძელს კბილებითა და ხელ-ფეხით ჩაჭიდებული პირწავარდნილი ნაციონალი მამუკა დანელია.