Tuesday, November 29, 2011

ივანიშვილის აისი სააკაშვილის დაისის ფონზე



   ქართულ პოლიტიკურ „ტატამზე“ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა საქართველოს ხელისუფლებისთვის თავზარდამცემი მოულოდნელობა იყო, რომელიც ქარიშხალივით დაატყდა და პოლიტიკურ აგონიაში ჩააგდო. მიუხედავად გასული წლების პოლიტიკური კატაკლიზმებისა და მრავალათასიანი მიტინგებისა ძალაუფლების დაკარგვის ასეთი რეალური საფრთხე მას არასოდეს დამუქრებია. ვინაიდან ივანიშვილის სახით ფინანსურად ძლიერი და რაციონალური პოლიტიკური ხაზის გამტარებელი პიროვნება დაუპირისპირდა, რომლის დაძლევაც ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება.
    ხელისუფლებისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება საშიშია არა მარტო იმიტომ, რომ მას აქვს ბევრი ფული, არამედ ივანიშვილს შესწევს უნარი მმართველ გუნდს გამოაცალოს ყველა ის რესურსი, რომელიც სააკაშვილის ერთპიროვნული ძალაუფლების უსაფრთხოებას განაპირობებს. კერძოდ, პროდასავლურ

ძალებთან _ ალასანიას გუნდთან (თავისუფალი დემოკრატები) და რესპუბლიკელებთან, ალიანსის შექმნით შეუძლია დასავლეთის მხარდაჭერა 180 გრადუსით თავისკენ შემოაბრუნოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, და დასავლეთის მეშვეობით აიძულონ სააკაშვილი ჩამოშორდეს პოლიტიკურ სადავეებს; ივანიშვილი ცდილობს ჩამოაყალიბოს ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ხელისუფლების შესაცვლელად იქნება მოწოდებული, მანამდე კი სააკაშვილის აბსოლიტურ ძალაუფლებას დააბალანსებს და საზოგადოებასაც მიეცემა სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება; ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით საზოგადოებას დაუბრუნდა რწმენა, რომ არჩევნებით შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილების მიღწევა. გარდა ამისა, ივანიშვილის თამამ ნაბიჯს შესაძლოა მიბაძოს საქართველოში მოღვაწე სხვა ქართველმა ბიზნესმენებმა, რომლებსაც წლებია მმართველი რეჟიმი ფულს სძალავს, შეუწყვიტონ ხელსუფლებას დაფინანსება.
     ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის, იმ რეალობისთვის, რომელიც „ნაციონალურამა“ ხელისუფლებამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შექმნა:  არაკონკურენციული გარემოს, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის არარსებობა. მეტიც, სააკაშვილმა მოახერხა ოპოზიცია უსუსურ და პოლიტიკურად გაკოტრებულ დაჯგუფებებად  ექცია, რომელიც საზოგადოებისვის ტვირთი უფროა, ვიდრე იმედისმომცემი პოლიტიკური ძალა. ივანიშვილი კი თავისი პიროვნული და მძლავრი ფინანსური რესურსებით გახდა ის ფაქტორი, რომელმაც  საზოგადოებას პოლიტიკური ცვლილებების რწმენა დაუბრუნა და სათავე დაუდო პოლიტიკური სტაგნაციის დაძლევას.
       ყველა ანალიტიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ „ნაციონალურ“ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის მსგავსი კონკურენტი ჯერ არ ჰყოლია, რადგან მას, გარდა მძლავრი ფინანსური რესურსებისა, პიროვნული რესურსი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ერთად აღებულ მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“. გარდა ამისა, რაც ყველაზე მეტად უშლის ნერვებს სააკაშვილს, ის არის, რომ ივანიშვილი არ არის ორიენტირებული ქუჩისკენ და რადიკალური მეთოდებით ხელისუფლების ცვლილებისკენ. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ რევოლუციის გზით პოლიტიკურ პროცესებს არ წაიყვანს:„ძალიან მეშინია, ქუჩის აქციები არ დაიწყოს, რაც ამათ აწყობს. არ უნდა ვითამაშოთ მათი თამაში. როგორმე არჩევნებამდე უნდა მივიდეთ... სიტყვა „რევოლუციის“ გაგონებაც არ მინდა და არც სიტყვა „ქუჩის“ ხსენება მინდა. ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის პირველი პრეცედენტი უნდა შევქმნათ. ეს ერთ-ერთი დიდი წარმატება იქნება“.
  აქცია და საპროტესტო გამოსვლა დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ქუჩას პოლიტიკური პრინციპულობა და ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება. ჩვენი ოპოზიციის „პოლიტიკური პრინციპულობა“ და მისგან გამოწვეული სავალალო შედეგები ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში, ხოლო ფინანსები ამ ეტაპზე მხოლოდ ივანიშვილს აქვს და ისიც „საქართველოს მოქალაქე“ არ არის. შესაბამისად მისი ფულით აქციების დაფინანსება კანონდარღვევად ჩაითვლება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი შეიძლება გახდეს. აი სწორედ ეს უნდა ხელისუფლებას.
   ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარირებული პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგია სწორი და გამართლებულია, თუმცა სააკაშვილისთვის _ არახელსაყრელი, რადგან ივანიშვილის ქუჩაში გაყვანას თუ ვერ შეძლებს, დასავლელ პარტნიორებს ვერ ეტყვის, რომ ის მარგინალი, კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მებრძოლი „რუსეთის აგენტია“ და მის მიმართ მკაცრი ზომების გატარებას სახელმწიფო ინტერესების დაცვა მოითხოვს. მაგრამ, თუ ამას მიაღწევს, მაშინ შეეცდება მის დაპატიმრებას ან ქვეყნიდან გაძევებას, როგორც ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა. ამიტომაც ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლისა და რეპრესიების მიზანს წარმოადგენს ივანიშვილის რაციონალური პოლიტიკიდან ქუჩის პოლიტიკაზე გადაყვანა, რის მიღწევაც, დიდი ალბათობით, ხელისუფლებას გაუჭირდება.
      ამ რეალობას კარგად აცნობიერებენ მმართველი ძალის წარმომადგენლები და მათ მიერ კონტროლირებადი „ნაციონალური“ ტელეარხების მეშვეობით ცდილობენ ივანიშვილის დისკრედიტაციას, მისი როგორც მორიგი „რუსული პროექტის“ წარმოჩენით. თუმცა „ნაცპროპაგანდისტებმა“ კარგად უნდა იცოდნენ, რომ „კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანს“ და ეს განზრახვა მარცხისთვის არის განწირული.
  მიუხედავად მცდელობისა სააკაშვილი და მისი პროპაგანდისტული მანქანა ივანიშვილის დემონიზებას ვერ მოახერხებს, დიდი ძალისხმევის შედეგადაც ვერ შეძლებს საზოგადოების თვალში მისი როგორც სახლელმწიფოსთვის მთავარ საფრთხედ წარმოჩენას. მითუმეტებს გაუჭირდებათ საზოგადოება დააჯერონ, რომ ივანიშვილი „რუსული პროექტია“ და კრემლიდან იმართება, რადგან ეს უკვე გაცვეთილი ფრაზებია და მსგავსი ტიპის იარლიყები უკვე დიდი ხანია ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების „სინონიმად“ არის ქცეული.
    სააკაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვიტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არაადეკვატური, უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი იყო, რომელიც უპირველესად ძალაუფლების დაკარგვის შიშით იყო ნაკარნახევი. ვინაიდან სააკაშვილს ეგონა რომ მოქალაქეობის ჩამორთმევით მისი პოლიტიკური პროცესებისგან გამოთიშვას მოახერხებდა და ამით შიშის „მიზეზიც“ არ იარსებებდა. როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი ამბობს მოქალაქეობის ჩამორთმევა „ძალიან უცნაური გადაწყვეტილება იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან. რეალურად სწორედ ამ ნაბიჯმა გვიჩვენა, რომ საქართველოს მთავრობას ივანიშვილის მართლაც ეშინია. საქართველოში და მის გარეთაც ეს უკვე ცნობილია. მისი პოლიტიკური სისტემიდან დაუყოვნებლივ გაყვანის მცდელობა სწორედ ასე თუ შეფასდება. უფრო ჭკვიანი რომ ყოფილიყო საქართველოს მთავრობა, აუცილებლად მოძებნიდა მასთან ურთიერთობის გზებს, მისი ეშინიათ და ეს გასაკვირიც არაა, რადგან მან თავად მოახერხა საკუთარი ბიზნესის წარმართვა და ფინანსურ წარმატებას მიაღწია“.
    თუმცა ხელისუფლებამ მოქალაქეობის ჩამორთმევით ვერაფერი მოიგო. უფრო პირიქით მოხდა არასასურველი რეალობა შეუქმნა საკუთარ თავს: დამშეული და დაშინებული საზოგადოება მოულოდნელად გააქტიურდა და ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჩაღდა. თუკი აქამდე მმართველი ძალა რეგიონებს სრულად აკონტროლებდა და ელექტორალურ მხარდაჭერაზე ექსკლუზიური უფლებაც კი ჰქონდა გამოცხადებული, რაზეც ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნების შედეგებიც მეტყველებს, ახლა სავსებით შესაძლებელია ეს ვითარება შეიცვალოს და საზოგადოების რეალური განწყობა და გამოხატული ნება არჩევნების შედეგებზე ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდ ოპოზიციის სასარგებლოდ ობიექტურად აისახოს, რაც მმართველი რეჟიმისთვის ძალაუფლების დაკარგვის წინაპირობა გახდება. 
   ამიტომ, ახლა ხელისუფლება მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ რეპრესიების გატარებით არ შემოიფარგლება და მაქსიმალურადად შეეცდება დაატეროროს ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების მეშვეობით. ვინაიდან მმართველი რეჟიმის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ მომავალ არჩევნებში  თბილისში მხარდაჭერის მოპოვება გაუჭირდებათ, რადგან ასეა თუ ისე დედაქალაქი დიდი ხანია გამოსულია მათი „კონტროლიდან“, რის გამოც ახლა მაქსიმალურად ჩაებღაუჭებიან რეგიონებს, სადაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტიურობა ძალიან დაბალია. რაც კიდევ უფრო დააახლოვებს საქართველოს აღმოსავლური ტირანიის მმართველობის სტილთან.
    მართალია ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკა გარკვეულწილად უბიძგებს გამწარებულ ხალხს ქუჩისკენ, მაგრამ საზოგადოება უკვე კარგად აცნობიერებს, რომ სააკაშვილის ჩამოშორება ქუჩიდან ვერ მოხდება და ამისთვის აუცილებელია განხორციელდეს ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით და ამ პროცესში ივანიშვილმა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა.
     ამრიგად, ივანიშვილისთვის უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობის დაბრუნება მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია, ვინაიდან სირცხვილის კია ქართული სულიერების გვირგვინის _ სამების ტაძრის აღმშენებელ კაცს, დაბადებით ქართველს და დაბადებულს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდეს. ბუნებრივია ამაზე თვალს ვერც ქართველი ერის სულიერი ლიდერი დახუჭავდა. ამიტომაც, როგორც იტყვიან ამ საკითხზე „ერი და ბერი“ გაერთიანდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ნათლად და ცხადად განაცხადა, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აუცილებლად უნდა მიენიჭოსო: „დღეს ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს თუ არა საქართველოს მოქალაქე. ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, რადგან ის ქართველია. ვფიქრობ, ყველა ქართველი ადამიანი, დაბადებული საქართველოში თუ უცხოეთში, რომელსაც ქართული სული და ხორცი აქვს, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. მე მაწუხებს, რომ ასეთმა უბრალო საკითხმა გამოიწვია ასეთი არასასურველი კამათი. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მას საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს“. 
     საქართველოს პატრიარქის მოწოდების შემდეგ, ასევე საერთაშორისო საზოგადოების და ქართველი ერის აზრის გათვალისწინებით სააკაშვილი იძულებული გახდება აღუდგინოს მოქალაქეობა ივანიშვილს და მისცეს შესაძლებლობა პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვანი მონაწილეობის, რადგან ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოს წარმატებულ სახელმწიფოდ ფორმირებისთვის. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი აცნობიერებს, რომ ქვეყანის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია თანაბარი შესაძლებლობების მქონე პოლიტიკურ ძალთა კონკურენცია და პლურალისტური გარემოს არსებობა. შესაბამისად ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება პირველ ეტაპზე გახდება წინაპირობა იმისა რომ დააბალანსოს სააკაშვილის ერთპიროვნული ხელისუფლება და ბიძგი მისცეს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

ზურაბ ჯამბურია
პუბლიცისტი, პოლიტოლოგი

Wednesday, November 16, 2011

რაში

(მერანი)
ნ. ბარათაშვილი

მევურქ, მივრულექ, მეფურინუნს რაში გებენი,
უჩა ყორანი ეკმოღვარანს წასაგებელი,
გოურქი რაში, სოთინ ვარე გაჩერებელი,
დო ქარს ქიმეჩი ფიქრი ჩქიმი მაღონებელი.

გოკვათი ქარი, გოსოფი წყარი,
გოლი, გოურქი გოლემს, მოფერდას,
ოლი დღალეფი დომიკუნტარი
უმუსვანჯებუ რულა ჸოფედას.

ვართი სინჩხეს დო ვართი ჰანდარის
ვადუშკურონდა სი უბედური,
ვართ გოცოდუდას შულადაშენი
დუდგოჯოგელი სკანი მენდული.

მუმაშორანი ჩქიმი დიხას დო
საჯიმალოსით გეშმოჸოთანი
ვართ უძირუდა ჩქიმიანემს დო
ვართ მინგარანი ვართი მორთანი.

სოდეთ დისერას თექი გოთანდას
თინა რდას ჩქიმი დიხა მადენი,
მურუცხემს ქუწინქ თი ორაგადეს,
მუთ მითინიშა ვერაგადენი.

გურიშ წადილენქ ზღვას ქაკათუ, ტალღემს ქაუნეს,
დო სი მეგანდვი ჩქიმი დუდი შერო მარულეს,
გოურქი რაში, სოთინ ვარე გაჩერებელი,
დო ქარს ქიმეჩი ფიქრი ჩქიმი მაღონებელი.

ვამთხორელედა ჩქიმი ქიანას
ჩქიმიანეფიშ საფულეშ ხოლოს,
ჸოროფილიში ჩილამურემქი
ქიგნმოწიასინ ვამოკო ხოლო.

ყორანი გონწყუნს ჩქიმი საფულეს,
ჩქიმოთი ვეჸი ჸათე ქიანა,
ჭაიკონეფი ქუნმორღვანს დიხას,
ქუნმოთვალანა, ქუნმორკიანა.

უჩილამურეთ, უმინჯო ღურელს
სუნჯი ქინმოწენს, _ დუდი გუალე,
ჩქიმიანეფიშ სამაგიეროთ
ძერა იჸუაფ ომორგუალე.

გოლი, გოურქი, ჩქიმი ფურინჯა,
ბედიში იშო მოკო ვორდენი,
თიშა დიოდე ვაფშკურინებუ
ვართ აწი მოკო დოფშკურონდენი.

გინდა ვღურედა უმინჯურო თიშე ოხერი,
ვორექი თიში მოზისხირე, მორიე მტერი,
გოურქი რაში, სოთინ ვარე გაჩერებელი,
დო ქარს ქიმეჩი ფიქრი ჩქიმი მაღონებელი.

მარა ჩიჩურო იშენთ ვეგშურსუ
ჩქინი რულაშე ჸათენერიშე,
შარა უკვათუ სკანი ნაცალა
ხომ ქუდოსკიდუ ამიერიშე.

ჩქინი უკული ჩქინიანეფი
მუთუნი ფერდემს ვეწოხვადუნა,
დო გემუანო მუში ცხენეფით
უშულადუო მიდეკვანწუნა.

მევურქ, მივრულექ, მეფურინუნს რაში გებენი,
უჩა ყორანი ეკმოღვარანს წასაგებელი,
გოურქი რაში, სოთინ ვარე გაჩერებელი,
დო ქარს ქიმეჩი ფიქრი ჩქიმი მაღონებელი.


თარგმნა: ჰამლეტ ნადარაიამ

Thursday, November 10, 2011

სისხლიანი წარსული, რომლის დავიწყება არ შეიძლება

                                                       (ისტორია მომავლის სადარაჯოზე)    
      
     საქართველო ახალგაზრდა ფორმირების პროცესში მყოფი სახელმწოფოა, რომელიც უამრავ პრობლემას აწყდება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე. ამიტომ აუცილებელია გავიაზროთ საქართველოს უახლესი ისტორიის ის პერიოდი, როცა ქვეყანამ სახელმწიფოებრივი აღზევებიდან – მოულოდნელი დაცემა განიცადა. მითუმეტეს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ისტორიული გამოცდილების გამოყენება და წარსულში დაშვებული შეცდომების გათვალისწინება აუცილებელია, რათა ხელმეორედ არ იქნას დშავებული იგივე შეცდომები.
   ზოგადად სამეცნიერო პუბლიკაციებში ერთგვარად მოდურია საუბარი იმპერიულ სახელმწიფოთა ძალმომრეობაზე, დიდი სახელმწიფოს მიერ პატარა სახელმწიფოს ჩაგვრასა და შევიწროებაზე, მაგრამ დაუშვებელია მხედველობის მიღმა დარჩეს მეზობელი პატარა სახელმწიფოების თუ ერების მოქმედება, რომელიც გაცილებით საშიში და დამანგრეველი შეიძლება იყოს ვიდრე იმპერიული ინტერვენცია. მაგალითისთვის ავადსახსენებელი „ლეკიანობაც“ გამოდგება, რომელმაც დააჩქარა ქართული სახელმწიფოებრიობის  რღვევა და ხელი შეუწყო მისი, როგორც სახელმწიფოს საერთაშორისო რუკიდან გაქრობას. ვინაიდან თანამედროვე საქართველო 1918-21წწ. დამოუკიდებელი საქართველოს სამართალმემკვიდრეა, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია შესწავლი იქნას ის „შავი ხვრელები“, რომლებმაც  I  დემოკრატიულ რესპუბლიკას ძირი გამოუთხარა.
    საქართველო I დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია ჩვენთვის ერთდროულად საამაყოცაა და ტრაგიკულიც. საამაყოა იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა პრაქტიკაში სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა, მიღებულ იქნა ქვეყნის ისტორიაში პირველი კონსტიტუცია, ჩამოყალიბდა სხვადასხვა პოლიტიკური ინსტიტუტები, დემოკრატიული ნორმები ამუშავდა და ა.შ. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის არის რომ ქართველი ერი, როგორც სახელმწიფოს მთავარი წარმმართველი ძალა პოლიტიკურ ასპარეზზე სწორედ მაშინ გამოვიდა (თუმცა დროებით). თუკი მანმადე ქვეყნის სვე-ბედს მეფეები, ფეოდალები და დიდგვაროვნები განაგებდნენ, ახლა უკვე ქართველ ერს მიეცა შესაძლებლობა თავად ყოფილიყო წარმმართველი ქვეყნის განვითარების და გაძლიერების. რაც შეეხება ტრაგიკულობას _ მართალია საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებს ბოლომდე არც კი ჰქონდათ გააზრებული სახელმწიფოს მნიშვნელობა, რუსეთის ბოლშევიკური ინტერვენციის წყალობით დაინგრა და ხუხულასავით ჩამოიშალა.
  თუმცა წინამდებარე პუბლიკაციის მიზანს არ წარმოადგენს საქათველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ახლებურად გააზრება ან თუნდაც რუსეთის ინტერვენციასა და ანექციაზე საუბარი, რადგან ამაზე ბევრი დაწერილა, არამედ ჩვენი მიზანია საქართველოს ისტორიის აღნიშნული პერიოდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე _ საქართველო-სომხეთის ურთიერთობაზე მსჯელობა, ვინაიდან რუსეთის ინტერვენციას წინ უსწრებდა კავკასიური ერთობის რღვევა, რამაც სავალალო შედეგი მოუტანა, როგორც საქართველოს ისე მთელ კავკასიას.
  გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონში, როგორც კავკასიაა, ქართველ ერს წილად ხვდა ცხოვრება, თანაც მუდამ მტრულად განწყობილი მეზობლის გარემოცვაში. მუსლიმანებით „ალყაშემორტყმულ“ კავკასიურ ოაზისში, მხოლოდ ორი ქრისტიანი ერის სულის ძლიერებამ გაუძლო ისტორიულ ქარტეხილებს. ბბედის ირონიაა, მაგრამ საქართველო-სომხეთის ურთიერთობა, ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ორი ქრისტიანი ერის ძმობით და თანადგომით (იშვიათი გამონაკლისის გარდა) დიდად ვერ დაიკვეხნის. ბევრი რამის დაწერა შეიძლება საქართველოს მიერ სომხეთისთვის გაწეულ ამაგსა და თანადგომაზე, ასეთივე სიბეჯითით შეიძლება ბევრი რამ დაიწეროს საქარველოსადმი სომხურ ღალატსა და მტრულ დამოკიდებულებაზე. თუმცა მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამიტომ შევეხებით 1918-21წწ. ქართულ-სომხურ ურთიერთობებს, რომელიც დაპირისპირების და ძირგამომთხრელი საქმიანობის ეპოპეას წარმოადგენდა.
   ამიერკავკასიის სეიმის დაშლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზას დაადგა. აზერბაიჯანი, როგორც მუსლიმანური სახელმწიფო თურქეთის გავლენის სფეროში მოექცა. სომხეთი და საქართველო კი, როგორც ორი ქრისტიანი ერი ყველანაირი კანონზომიერებით ერთად უნდა მდგარიყვნენ და ძმობის და ერთგულების მაგალითი ეჩვენებინათ. მაგრამ სომხეთმა  საქართველოსთან ურთიერთობაში იმთავითვე კონფრონტაციის გზა აირჩია.
   საქმე ის გახლავთ, რომ სომხეთი ყოველთვის იყო (სამწუხაროდ დღესაც ასეა) საქართველოს ტერიტორიების მიტაცების სურვილით შეპყრობილი და „დიდი სომხეთის“ შექმნის იდეით აღტკინებული და როგორც კი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი, საერთაშორისო ყურადღებას და თანადგომას მოკლებული საქართველო დაინახა ჩათვალა, რომ ეს იყო საუკეთესო მომენტი თავისი მტაცებლური მადის დასაკმაყოპილებლად. მიზნის მიღწევის იარაღად ოსმალეთის სისასტიკეს გამოქცეული და საქართველოს მიწა-წყალს შეფარებული სომეხი ლტოლვილების გამოყენება დაიწყო. სომხური მხარის დიდი ძალისხმევის შედეგად საქართველოს სომხური მოსახლეობა პრეტენზიას აცხადებდა, როგორც მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე, ისე ქართულ ისტორიულ, კულთურულ, თუ რელიგიურ ძეგლებზე (სამწუხაროდ ზოგიერთი სომეხი „მეცნიერი“ დღესაც მიზანმიმართულად ავრცელებს მსგავს პროვოკაციულ ცნობებს). სომხეთის ხელისუფლების დავალებით საქართველოში ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ სომხური ეროვნული საბჭო, დაშნაკცუთიუნის პარტია, გაზეთები: „ორიზონი“ და „აშხატავორი“. ისინი ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ საქართველოს ხელისუფლება უყურადღებოდ და არაჰუმანურად ეპყრობოდა სომეხ ლტოლვილებს, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს იმიჯის შელახვას საერთაშორისო არენაზე და სომხური მოსახლეობის საქართველოს წიინააღმდეგ დარაზმვას. როგორც ცნობილია ასეულათასობით სომეხმა ლტოლვილმა შეაფარა თავი ქართულ მიწა-წყალს და ბუნებრივია მათი ყოველმხრივ უზრუნველყოფას „ახლადშობილი“ ქართული სახელმწიფო, მითუმეტეს იმ დროისთვის ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ვერ შეძლებდა. ჲუფრო მეტიც ქართული ეროვნების მოქალაქეები, რომლებიც დაუყოვნებლივ დახმარებას საჭიროებდნენ სახელმწიფოს დაუხმარებლობის გამო უმოწყალოდ იხოცებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სოფლებსა თუ ტყეებში. დაშნაკცუთიუნი კი თავისი გაზეთების მეშვეობით ავრცელებდა პროვოკაციულ ცნობებს: „ენვერი ჟლეტს სომხის ხალხს ოსმალეთში, ხან-ხოისკი ამავე დანაშაულს სჩადის აზერბაიჯანში და ჟორდანიას მთავრობა დემოკრატიულ საქართველოში“. „როდის მოეღება ბოლო ლტოლვილების ჟლეტვას“ და ა.შ. დაშნაკელები საქართველოსთან სისხლიანი დაპირისპირების პროპაგანდასაც არ ერიდებოდნენ: „ეს ჟლეტა უნდა შეწყვეტილ იქნას, ჩვენ არ შეგვიძლია ენვერის დანაშაულობა საქართველოს საზღვარშიაც დავუშვათ. სომხეთის მთავრობა, საქართველოს სომხის მთელი მოსახლეობა, თბილისის ყველა სომხური ორგანიზაციები და ყველა მოქალაქე სომხები არავითარ მსხვერპლს არ  უნდა დაერიდონ და აიძულონ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სომეხი ხალხის ჟლეტა“. ეს კი უზნეობასთან ერთად საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავდა.
  სიტუაცია დღითიდღე იძაბებოდა. სომხეთი საბაბს ეძებდა საქართველოში შემოჭრისათვის და ტერიტორიების მიტაცებისთვის. მწიფდებოდა  ნიადაგი საქართველო-სომხეთს შორის სისხლიანი ომის გასაჩაღებლად (რისი დიდი სურვილი ჰქონდა სომხეთს). საქართველოს ხელისუფლება კი სითუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ცდილობდა. ამისთვის საერთო კავკასიური კონფერენციის ჩატარება და სადაო საკითხების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა განიზრახა. თუმცა აღნიშნული კონფერენცია სომხეთის მიერ უარყოფილ იქნა, რადგან შავბნელი მიზნების მიღწევაში კომფერენცია ხელს შეუშლიდა.
    „ბათუმის ზავის“ შედეგად, როცა თურქეთის ჯარმა დატოვა ბათუმის და ახალქალაქის ტერიტორიები საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი საჯარისო ნაწილების შეყვანა დაიწყო მისი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად. სომხეთმა კი ვინაიდან აცხადებდა, რომ ახალქალაქის მაზრა მას უნდა რგებოდა, ამის საპასუხოდ ლორეს ოკუპაცია მოახდინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თავხედური მოქმედებისკენ სომხეთს ინგლისის მხარდაჭერამაც უბიძგა, რომლის გავლენის ზონაში იყო მოქცეული ამიერკავკასია იმ დროისთვის და შავ ზღვაში ჰყავდა შემოყვანილი სამხედრო ხომალდები. 
   როგორც აღმოჩნდა სომხეთის ხელისუფლებამ მოახერხა ინგლისის დარწმუნება, რომ რეგიონში მხოლოდ  სომხეთი იყო ერთადერთი პროინგლისური ორიენტაციის მქონე სახელმწიფო, რომლის ინტერესებს საქართველოს ნაციონალისტური მთავრობა ლახავდა და ამ უკანასკნელის შევიწროება სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა. ამ იდეის ტირაჟირებისთვის სომხებმა ინგლისურენოვანი გაზეთიც გამოსცეს _ „კავკასიის ფოსტა“, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგო პრპაგანდას ეწეოდა.
  სომხეთის მიერ საქართველოს ისტორიული მიწების ოკუპაციას საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური პროტესტი შეაგება, თუმცა ამან შედეგი, რომ ვერ გამოიღო იძულებული გახდა სომხეთის აგრესიისთვის აგრესიითვე ეპასუხა და სომხეთის ჯარი ომამდე არსებულ პოზიციებამდე დაებრუნებინა. მმაგრამ ინგლისის ჩარევით საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ომი შეეჩერებინა. უფრო მეტიც ქვეყნისთვის არახელსაყრელ პირობებზე _ „ლორეს ნეიტრალურ ზონად“ გამოცხადებაზე დათანხმებულიყო.
    ლორეს ნეიტრალურ ზონად გამოცხადებაზე თანხმობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იძულებული ნაბიჯი იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო გარდაუვლი ომის ზღვარზე აღმოჩნდებოდა ინგლის-სომხეთის ერთობლივი ძალების წინააღმდეგ. ამ თანხმობამ კი ერთგვარად შექმნა მშვიდობის ილუზია ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
     თუმცა სომხეთს საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა შემდგომშიც ერთი წუთითაც არ შეუწყვეტიათ. სომხეთის დაუსაბუთებელი პრეტენზიების ნუსხას დღითიდღე ემატებოდა სხვადასხვა ტერიტორიები, რასაც საბოლოოდ ჩიხში შეჰყავდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. ეს სომხეთის მხრიდან გამიზნულად კეთდებოდა რათა საქართველოს არ მისცემოდა ფეხზე წამოდგომის და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესაძლებლობა. რაც ყველაზე მთავარია სომხური მხარის მოქმედებები არასტაბილურ გარემოს ქმნიდა რეგიონში, რის გამოც ფერხდებოდა საქართველოს აღიარება საერთაშორისო არენაზე. ჶეს ყოველივე კი ხელფეხს უხსნიდა რუსულ იმპერიალიზმს_ განეხორციელებინა რეგიონის კვლავ ანექსია.
   მაშინ როცა დიდი ძალისხმევის შედეგად საქართველოს ხელოსუფლებამ მიაღწია რუსეთის მიერ საქართველოს აღიარებას და 1920წ. 7 მაისს დადებულ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმებას სომხეთის ხელისუფლება აღნიშნულ ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოვიდა. კერძოდ, სომხეთის საგარეო უწყება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩიჩერინისადმი გაგზავნილ რადიოტელეგრამაში გამოხატავდა გაკვირვებას თბილისის გუბერნია და ბათუმის ოლქი, ყველა მაზრებითა და რაიონებით რუსეთმა საქართველოს კუთვნილებად რომ გამოაცხადა.  იქვე იყო მინიშნებული, რომ ბორჩალოს მაზრის ნაწილის (ლირეს ნეიტრალური ზონა) და ახალქალაქის მაზრა წარმოადგენდა საქართველო სომხეთს შორის სადაო ტერიტორიას.
    „ლორეს ნეიტრალური ზონა“ ნამდვილად წარმოადგენდა სადაო ტრიტორიას, თუმცა უსაფუძვლოდ, მხოლოდ სომხური მტაცებლური ბუნებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ახალქალაქის მაზრას ის არცერთ დოკუმენტში არ იყო დაფიქსირებული სადაო ტერიტორიად. ამდენად ეს კიდევ ერთ სომხურ სიცრუეს და მტაცებლურ სულისკვეთებას გამოხატავდა. ასევე, ბათუმის ოლქისადმი გამოთქმული პრეტენზიები მეტად „დასაბუთებული“ არგუმენტებით იყო გამყარებული. მიმართვაში ვკითხულობთ: „ბათუმის ოლქში სომხეთი თხოულობს თავის დაკმაყოფილებას ჭოროხის რაიონით, რაც მისცემს მას საშუალებას მიიღოს ყარსი ბათუმის რკინიგზის აშენებით მისთვის სასაცილოდ აუცილებელი ეკონომიკური გასავალი ზღვისკენ“. საქმე ის გახლავთ, რომ მანმადე სომხეთი პარიზის (1919წ-1920წ) და სან-რემოს (1920წ) კონფერენციებზე აცხადებდა, რომ ბათუმისა და მისი ოლქი საქართველოსთან მიერთებას იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა თუ მდ. ჭოროხის გაყოლებით ბათუმამდე და ბათუმიდან რიზესკენ სომხეთს რკინიგზის გაყვანის უფლება მიეცემოდა, ასევე როგორც სარკინიგზო დერეფანი, ისე ბათუმის ნავსადგურის გარკვეული ტერიტორია სომხეთის საკუთრებად გამოცხადდებოდა. ააქ როგორც ვხედავთ საუბარია, რომ სომხეთი თხოულობს თავის კეთილდღეობისათვის ზღვაზე გასასვლელს საკუთრებაში, მაგრამ ეს რომ ქართული მიწაა და რატომ ერგებოდა სომხეთს ამაზე არავინ საუბრობს.
     საქართველოს ხელოსუფლება სიტუაციის დაძაბვას თავს არიდებდა და  პრობლემების დიპლომატიური გზით მოგვარებას ცდილობდა. უფრო მეტიც სერიოზულ დათმობებზეც მიდიოდა. კერძოდ, საქართველო თანხმდებოდა სომხეთს ლორეს გადაცემაზე იმ შემთხვევაში თუკი საერთაშორისო კონფერენციებზე ახალქალაქის მაზრასა და ბათუმის ოლქთან მიმართებაში პრეტენზიებს მოხსნიდა. მმაგრამ სომხური მტაცებლური მადის დაკმაყოფილება მარტო ლორეს არ შეეძლო.
   სომხეთის რეაქციონერ პოლიტოკოსთა ირაციონალური ქმედებები ერთდროულად საფრთხეს უქმნიდა, როგორც საქართველოს ისე თვით სომხეთის სახელმციფოებრიბასაც. იმის მაგივრად, რომ სომხეთის აღმშენებლობისთვის, სომეხი ერის კეთილდღეობისთვის ეფიქრათ და საქართველოს მხარდამხარ ებრძოლათ რუსი და ოსმალო იმპერიალისტების წინააღმდეგ, საქართველოს დაშლა და დამხობა დაისახეს მიზნად. ამან ბუნებრივია აქტუალური გახადა ქართულ პოლოტიკურ წრეებში საქართველოს ტერიტორიაზე ჩასახლებული სომხების თავიანთ ისტორიულ სამშობლოში გადასახლების საკითხი. ამ მხრივ მეტად რაციონალური და წინასწარმეტყველური განცხადება გააკეთა ქართველი ერის ღირსეულმა შვილმა, მუდამჟამს საქართველოს კეთილდღეობაზე მოფიქრალმა სპირიდონ კედიამ: „ეს გადასახლება არის ერთად-ერთი გზა, რომელიც ქართველ-სომეხთა უთანხმოების მიზეზს მოსპობს. ეს არის ერთად-ერთი საშუალება, რომელიც საფუძვლიანად და რადიკალურად გადაჭრის სომხეთის საკითხს და გააქრობს იმ სომხურ იდეას, რომელიც სქართველოს დამხობას და დაშლას ემსახურება. თუ ეს არ იქნება და სომხები, რომლებიც აქ ცხოვრობენ აქვე დარჩნენ სამუდამოდ, მაშინ ყოველთვის მოსალოდნელი იქნება სააყალ-მაყალო მასალის აფეთქება. ერთად-ერთი გარანტია ჩვენი მთლიანობის დასაცავად ჩვენს შინაურ სიმტკიცეში უნდა ვეძიოთ. შეუძლებელია სომეხთა იდეის და ძალის გაბათილება საქართველოში თვით სომხების კეთილი ბუნებით მოხდეს. ამიტომ მუდამ შინაური სიმტკიცისთვის ვიზრუნოთ, მუდამ თვალი გვეჭიროს ფხიზლად, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ“.
    დიახ! სპირიდონ კედია ჭეშმარიტებას ღაღადებდა, რადგან კარგად ჰქონდა გაცნობიერებული თუ რა საფრთხეები შეიძლებოდა დამუქრებოდა საქართველოს სომხეთის მხრიდან მომავალში (მისი ეს წინასწარმწტყველება ახდა კიდეც, რადგან რუსეთმა საქართველოს ანექსიისთვის სომხები გამოიყენა _ ლორეს ნეიტრალური ზონაში მოაწყო აჯანყების ინსცენირება სომხების მეშვეობით, რითაც „საბაბი“ მიეცა საქართველოს ანექსიის დასაწყებად.) და ეს მოთხოვნა ამ საფრთხეების პრევენციას ისახავდა მიზნად. რადგან ის თვითონ იყო იმ პარადოქსული სითუაციის თვით მხილველი, როდესაც ქართველმა ერმა შეიფარა ათათასობით სომეხი ლტოლვილი, მაშინ ტერიტორიების მიტაცების მიზნით თავს დაესხა სომხეთი საქართველოს. რაზედაც სამართლიანად აღნიშნავდა სახელოვანი მამულიშვილი შ. ნუცუბიძე: „ის ერი, რომლის მიმართ ქართველ ერს უდიდესი დამსახურება აქვს, რომლისთვისაც ქართველ ერს არ შეშურდა უკანასკნელი ლუკმა; ის ერი რომლის მიმართ საქართველოს  ასეთ ძველისძველ თავაზიანობას, ძველ სთუმართმოყვარეობას იჩენდა, ამ ერმა, ან ყოველშემთხვევაში მისმა გაბატონებულმა ნაწილმა, მათმა პილიტიკოსებმა სავსებით დაივიწყა ის ელემენტარული გრძნობა, რომელსაც მადლიერების გრძნობა ეწოდება“.
   სომხური მხარის ასეთი ანტიქართული პოლიტიკის შემდეგ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება სომეხი ლტოლვილების ამხელა მასის შემოშვება საქართველოს ტერიტორიაზე? საკამათო თემაა, თუმცა ერთი რამ ცხადია ტოლერანტობა და ჰუმანურობა კარგი საქმეა, მაგრამ სახელმწიფოს განვითარებისთვის და ერის გადარჩენი სთვის სხვა ერებისადმი ტოლერანთული პოლიტიკით მოქმედება კი არაა საჩირო, არამედ პრაგმათული და რაციონალური პოლიტიკის გატარებაა აუცილებელი, სადაც უმთავრესი პრიორიტეტი ეროვნული ინტერესების დაცვა იქნება.
  ამრიგად, სომხეთმა რეგიონში საქართველოსთვის და მთლიანად კავკასიისთვის ყველაზე გარდამტეხ მომენტში დესტაბილიზატორის როლი შეასრულა. მან არ მისცა განვითარების საშუალება საქართველოს და ვერც თვითონ მოახერხა განვითარება, რითაც ბუნებრივია ისარგებლეს იმპერიალისტებმა (რუსეთმა და თურქეთმა) და ორივე ქვეყნის ტერიტორია სათავისოდ გაინაწილეს. ეს იყო შედეგი სომხეთის იმ ირაციონალური პოლიტიკისა, რომელსაც შეეწირა მთელი კავკასია. ისტორიამ არაერთხელ დაგვანახა, რომ როცა კავკასიური ერთობა ირღვევა კავკასიას გარე ძალები ეპატრონებიან.
    P.Sსამწუხაროა, მაგრამ გაუმაძღარი აფთარის რისხვას ისევ ვერ გადაურჩა საქართველო.  ისევ ისე როგორც ძველად! სწორედ, მაშინ როცა ყველაზე მეტად უჭირდა, როცა აფხაზეთი იაკრგებოდა სომეხი ჯალათებისგან დაკომპლექსებულმა „ბაგრამიანის“ სახელობის ბატალიონმა, რომელთა სისასტიკის მურვან-ყრუსაც შეშურდებოდა, სისხლის ზღვა დააყენა აფხაზეთში.
     დიახ! ეს ყოველივე ტრაგედიით აღსავსე საქართველოს ისტორიის ერთი სისხლიანი ფურცელია, წარსულის სევდაა, რომლის არც შეცვალა შეგვიძლია და არც დავიწყება შეიძლება. მაგრამ მთელმა ერმა უნდა ვიზრუნოთ რომ ტრაგედია არ განმეორდეს და საქართველოს მომავლის ისტორია სისხლით არ დაიწეროს. ამიტომ დროა შევასრულოთ სულმნათ სპირიდონ კედიას დანაბარები: „მუდამ შინაური სიმტკიცისთვის უნდა ვიზრუნოთ. მუდამ თვალი გვქონდეს ფხიზლად“. რათა ავისმოსურნე მეზობლების (და არა მარტო) გარემოცვაში შევინარჩუნოთ ეროვნული თავისთავადობა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცე. დროა წარსულის გამოცდილება დღევანდელობის სამსახურში ჩავაყენოთ და ისე შევეგებოთ მგზნებარე მომავალს.

ავტორი: ზურაბ ჯამბურია

Tuesday, November 8, 2011

მეგრული ნანა

     ბევრი სიმღერა არსებობს ამ ქვეყანაზე, მაგრამ ყველაზე ძვირფასი არის ერთი სიმღერა: „იავნანა“. არ არსებობს დედა, რომელსაც თავისი შვილისათვის არ ემღეროს იგი. 
განუზომლად დიდია დედის სიმღერის ზემოქმედების ძალა ადამიანზე. გავიხსენოთ იაკობ გოგებაშვილის მშვენიერი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა?“, რომელსაც ჩვენს საბავშვო ლიტერატურაში ბადალი არ მოეძებნება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ მოთხრობის თავისებურება მის წმინდა ფსიქოლოგიზმშია, ე.ი. იმაში, რაც იავნანას მოსმენამ შეძლო, რამაც ლეკად ქცეულ 13 წლის ქეთოს თავისი ადრინდელი ბავშვობის დაკარგული მოგონება აღუძრა და კვლავ ქართველ ქალად აქცია.
   იავნანა რომ არ ყოფილიყო, მაშინ ალბათ, სიმღერაც არ იქნებოდა დედამიწის ზურგზე და პოეზიის მადლიც მოაკლდებოდა ცხოვრებასო, ამბობს ერთი მწერალი. 
დედები პირველი პოეტები არიან, ისინი უთესავენ პოეზიის მარცვალს თავიანთ შვილებს სულში. ამ მარცვლებიდან იზრდება და იფურჩქნება შემდეგში ყვავილები. ყველაზე უფრო მძიმე და საშინელ წუთებში იხსენებენ მამაკაცები აკვანში მოსმენილ სიმღერას. 
    დედამიწაზე რამდენი ენაცაა, იმდენი იავნანა არსებობს. 
   მეგრული ნანა, როგორც ყველა „იავნანა“, არის სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულის წმინდა საგალობელი, რომელსაც ოდითგანვე უმღეროდა მეგრელი დედა თავის შვილს:

ნანაია, ნანა სქუა, 
ნანაშ ჭირიმა! 
არკვანიშა იშამჯანუ 
ვარდიშ პირი მა. 
გამნუონწყი შქართუნი დო 
აშვოჯინი მა, 
ბჟა დო თუთას ქოგურაფუ
იში ჭირიმა! 
დღასუ ვეშეჭყოლიდუა 
გოლვაფირი მა, 
ათე ნანა მარგალური 
სქანი ჭირიმა! 
სქანი კუნთხუ საქორთუო
ნანაშ ჰამო ბჟა, 
სქან ფაცხა დო სქან კებური
სკანი ჭირიმა.


სამეგრელოში გავრცელებული ეს სააკვნე სიმღერა, რომელიც სპირიდონ კვარაცხელიასგან ჩაუწერია და გამოაქვეყნა კალისტრატე სამუშიამ, მეგრელმა კაცმა არასოდეს არ უნდა ჩაივიწყოს. მეგრულ ხალხურ პოეზიაში არსებობს „ნანას“ რამდენიმე ვარიანტი, გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს, ჩემს მიერ ქართულად ამტყველებულს:


მეგრული ნანა
ნანაია, ნანა, შვილო, 
ნანას ჭირიმე, 
კაკლის აკვანში მიწევხარ 
ვარდის პირი მე. 
გადაგხადე საბანი და
დაგაკვირდი მე, 
მზეს და მთვარეს ემსგავსები 
შენი ჭირიმე. 
გიყურებ და თვალს ვეღარ გწყვეტ, 
ხარ მშვენიერი, 
მიხარია, მამაშენის გაქვს შენ იერი. 
ისე საამურად გძინავს, 
რომ გამაოცე, 
გაიღვიძე, ჩემო ბიჭო 
მკერდზე მაკოცე. 
საამურად მიტომ გძინავს, 
შენ გენაცვალე, 
რომ ფიქრები არ გეხვევა 
და არ გაწვალებს. 
ან რა შენი საქმე არის 
ჯერეთ ფიქრები, 
შენ არაფერს მოგაკლებენ 
ეს ძუძუები. 
გაიზრდები, შენც გექნება 
საფქრებელი, 
ნახავ, რარიგ მუხთალია 
წუთისოფელი. 
მან სისწორე ცოტა იცის, 
სიცრუე-ბევრი, 
ჯერ ცხოვრებას არ იცნობ და 
ხარ ბედნიერი. 
დიდი გახდი, შეებრძოლე 
უსამართლობას, 
გაუმკლავდი ამ ცხოვრების
უკუღმართობას. 
გაუმაგრდი ქვეყნის ტრიალს, 
მიჰყევ ბოლომდი, 
შეიყვარე კეთილი და 
გძულდეს ბოროტი. 
არასოდეს დაივიწყო 
შემოგევლე მე, 
ეს მეგრული ნანაია 
შენი ჭირიმე, 
შენი ტურფა საქართველო, 
დედის ტკბილი რძე, 
შენი ფაცხა და კერია, 
შენი ჭირიმე.

 ფაუსტ ნადარაია

2005-2010 წლებში ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე 1 156 081 151 ლარი დახარჯა


"ამბები.გე-მ" "ქართუ ჯგუფისგან" ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის ანგარიში გამოითხოვა. 2005 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე სულ 1 156 081 151 ლარი დახარჯა. ქველმოქმედება ფონდების - "ქართუ", "ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი" და ასოციაცია "ატუს" მეშვეობით ხორციელდებოდა. თანხა კულტურის, ხელოვნების, სპორტის, მედიცინის, მეცნიერების, განათლების, სოფლის მეურნეობის სფეროებსა და სოციალურად დაუცველ პირთა დახმარებაზე გადანაწილდა.

ფონდ "ქართუს" 2005-2010 წლებში ქველმოქმედების სახით დახარჯული აქვს 966 565 155 ლარი, "ისტორიულ ძელგთა დაცვისა და გადარჩენის ფონდს"  - 56 186 113 ლარი, ხოლო ასოციაცია "ატუს" - 133 329 883 ლარი. 



2010 წელი
2010 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შემოსავლის სახით მიღებული აქვს 134 499 001 ლარი, რომელიც სრულად გახარჯულია ქველმოქმედებაში. 

2010 წლის პროგრამული ანგარიშის თანახმად, 18 089 169 ლარით ფონდი კულტურისა და ხელოვნების სფეროს დაეხმარა. 

კერძოდ, 4 579 493 ლარი - იშხნის ეკლესიის ალბომის გამოცემას, ალავერდის ტაძრის მეორე რიგის აღდგენით სამუშაოებს, კომპლექსურ სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოებს მოხმარდა; 3 668 400 ლარი ხელოვნების დამსახურებული მუშაკების სოციალურ დახმარებაზე, 2 120 203 ლარი კი "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის" რეაბილიტაციაზე დაიხარჯა. 

7  517 003 ლარით ფონდმა სპორტის სფერო დააფინანსა. კერძოდ, 3 510 500 ლარი სპორტსმენებისა და მწვრთნელების სოციალურ დახმარებაზე, 2 085  545 ლარი კი საქართველოს რაგბის კავშირისთვის დაიხარჯა. 

მედიცინის სფერომ ფონდისგან 10 928 224 ლარის ოდენობის დახმარება მიიღო. აქედან, 7 402 266 ლარი შპს "სადაზღვევო კომპანია ქართუს" საჩხერის რაიონის მოსახლეობის ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისთვის გამოეყო, 3 065 420 ლარი კი კავშირ "დოსტაქარს", საჩხერის რაიონის მცხოვრებთა უფასო სამედიცინო მომსახურებისთვის. 
მეცნიერების სფერომ ფონდისგან 2010 წლის განმავლობაში 2 753 420 ლარი მიიღო. აქედან 1 169  032 ლარი თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომლების სოციალურ დახმარებას, კომუნალურ გადასახადებს, ბოტანიკურ ექსპედიციებს, საზღვარგარეთის მივლინებებს, კომპიუტერული და საბაღოსნო ინვენტარის შეძენას მოხმარდა; 1 036 400 ლარი კი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების სოციალურ დახმარებას. 
980 607 ლარი ფონდმა განათლების სფეროში გადარიცხა. აქედან 505 753 ლარი კავშირ "სხივ XXI"-ს საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველსაყოფად გამოეყო, 240 ათასი კი წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტს. 
სოფლის მეურნეობის სფერო "ქართუმ" 2010 წელს 884 509 ლარით დააფინანსა. ფონდისვე კუთვნილმა ასოციაცია "ატუ"-მ რეგიონალურ განვითარებაში 2010 წელს 88 385 025 ლარი დახარჯა. 
აქედან, 17 261 100 ლარით დაფინანსებულია "ფრანგული სკოლის მშენებლობა", 10 მლნ ლარით - პროექტი "ქონების დაგროვება 2010 წლის საგრანტო პროგრამების შესრულებისა და საქველმოქმედო საქმიანობისთვის". 6 791 100 ლარი  - საჩხერის რაიონის მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის სახლების რეაბილიტაციაზე, 6 673  500 ლარი - საჩხერის სამედიცინო კომპლექსის მშენებლობაზე, 6  041 600 ლარი კი რაგბის სტადიონების მშენებლობაზე დაიხარჯა. 
სოციალურად დაუცველი პირების დასახმარებლად 2010 წელს "ქართუმ" 592 726 ლარი გამოყო. სხვადასხვა ხარჯებს (ადმინისტრაციულ-სამეურნეო ხარჯები, სესხის პროცენტი და საკურსო სხვაობა) კი 1 990 318 ლარი დასჭირდა. 
საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა კი 2010 წელს თანხა 212 ეკლესიის რესტავრაციისთვის გამოყო.
ისტორიული ტაძრების აღდგენა-რესტავრაციაზე 4 246 504 ლარი დაიხარჯა. ამავე ფონდმა 2009 წელს 133 ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია 4 340 403 ლარით დააფინანსა. 

2009 წელი
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" 2009 წელს ქველმოქმედების სახით სულ გაცემული აქვს 125 391 897 ლარი.
ფონდ "ქართუს" ოფიციალური მონაცემების თანახმად, ხელოვნების დამსახურებული მუშაკებზე, სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე სოციალური დახმარების სახით სულ 7 875 065 ლარი აქვს გაცემული.
ფონდ "ქართუს" ოფიციალური მონაცემებით, 2009 წლის დასაწყისში ფონდის ანგარიშზე ნაშთის სახით 4 354 478 ლარი იყო, წლის განმავლობაში შემოსავლის სახით მიღებულია 125 037 419 ლარი.
2009 წელს "ქართუს" ხელოვნების დამსახურებული მუშაკებისთვის სოციალური დახმარების სახით გაცემული აქვს 4 438 065 ლარი, მათ შორის 663 720 ლარი გაცემულია ნ.დუმბაძის მოზარდმაყურებელთა თეატრის თანამშრომელთა სოციალურ დახმარებაზე, 636 000 ლარი - კახიძეების მუსიკალური კავშირისთვის, ხოლო 541 500 ლარი - ანსამბლ "ქართული ხმებისთვის".
2009 წელს ფონდიდან სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე სოციალური დახმარების სახით გაცემულია 3 437 000 ლარი, მათ შორის "ქართუმ" 668 730 ლარით დააფინანსა საქართველოს რაგბის კავშირი, 520 946 ლარით - საფეხბურთო კლუბი "საჩხერის ჩიხურა", 187 000 ლარით - საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია.
"ქართუდან" ისტორიული ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდში 2009 წელს გადარიცხულია 4 480 606 ლარი, თანხა განკუთვნილი იყო საქართველოს შუა საუკუნეების არქიტექტურისა და ფერწერის ძეგლების კომპლექსური სარესტავრაციო სამუშაოებისთვის. 
ამავე წელს ფონდმა "ქართუმ" თბილისის ბოტანიკური ბაღი 1 015 009 ლარით დააფინანსა. თანხა დაიხარჯა ბაღის თანამშრომელთა სოციალურ დახმარებაზე, კომუნალურ გადასახადებზე, ბოტანიკურ ექსპედიციებსა და საზღვარგარეთ თანამშრომელთა მივლინებაზე, კომპიუტერული ტექნიკის შეძენაზე, საბაღე ინვენტარისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე და სხვა.
რაც შეეხება განათლების სფეროს, ფონდმა ”ქართუმ” კავშირ "სხივი XXI"-ში  2009 წელს 1 430 465 ლარი გადარიცხა, რომელითაც საქართველოს საჯარო სკოლები კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვეს.  
ფონდიდან სადაზღვევო კომპანია "ქართუში" 2009 წელს საჩხერის მოსახლეობის ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისთვის გადარიცხულია 6 830 080 ლარი, ხოლო კავშირ "დოსტაქარში" - საჩხერის რაიონის მკვიდრთა უფასო სამედიცინო მომსახურებისთვის - 2 617 200 ლარი, საჩხერის სამედიცინო კომპლექსის მშენებლობისთვის - 3 214 300 ლარი, საჩხერის მედიკოსთა ქალაქის მშენებლობისთვის - 3 269 700 ლარი. 
2009 წელს ფონდი აფინანსებდა სოფლის მეურნეობის დარგსაც. კერძოდ, "ქართუდან" ააიპ "აგროში" გადარიცხულია 1 067 169 ლარი ვაზის ჯანსაღი ნერგების გამოსაყვანად. 
ფონდი აფინანსებდა რეგიონალური განვითარების პროექტებსაც. კერძოდ, 2009 წელს ფონდმა "ქართუმ" პროექტისთვის - "მასალებისა და მანქანა-დანადგარების შეძენა" (სარეაბილიტაციო ობიექტების უზრუნველყოფა საიმპორტო და ადგილობრივი მანქანა-დანადგარებით და მასალებით) - 17 368 081 ლარი გაიღო.

"ქართუს" ჯ.კახიძის მუსიკალური ცენტრის რეკონსტრუქციისთვის 2009 წელს გამოყოფილი აქვს 4 681 100 ლარი, ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის რეკონსტრუქციისთვის - 1 431 400 ლარი, ხოლო ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრის რეკონსტრუქციისთვის - 1 338 300 ლარი. 

ფონდმა ამ პერიოდში ბათუმის დელფინარიუმის მშენებლობა 4 525 000 ლარით დააფინანსა, ხოლო ნატანების საკონცერტო დარბაზის მშენებლობა - 4 950 900 ლარით.


2008 წელი
"საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის" 2008 წლის ანგარიშში ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხის სახით 4 198 162 ლარია აღნუსხული. თანხა 113 ეკლესიის რესტავრაციაზე დაიხარჯა. 

ფონდმა "ქართუმ" 10 სხვადასხვა სფერო დააფინანსა. 2008 წელს ქველმოქმედების სახით ფონდმა 170 223 837 ლარი დახარჯა.  



2007 წელი
"საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა" 2007 წელს ქველმოქმედებაზე 2 818 094 ლარი დახარჯა. თანხით დაფინანსდა ისტორიულ-კულტურული ძეგლების, კერძოდ, 81 ეკლესიის რესტავრაცია. 

ამავე წელს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" ქველმოქმედებას 181 916 475 ლარი მოახმარა. თანხა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას, კულტურის, ხელოვნების, მედიცინის, მეცნიერების, განათლების, სოფლის მეურნეობის, რეგიონალური განვითარებისა და უძრავი ქონების სფეროებს, ასევე სოციალურად დაუცველ პირთა შემწეობას მოხმარდა. 



2006 წელი
ოფიციალური მონაცემებით, 2006 წელს ფონდმა "ქართუმ" 272 933 005 ლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა, მათ შორის - მედიცინის სფეროსთვის გამოიყო 38 401 243 ლარი, განათლების სფეროსთვის - 37 255 889 ლარი, ხოლო 9 280 000 ლარი - სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის.

ამავე წელს "საქართველოს ისტორიული ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა” 69 ისტორიული ძეგლისა და ეკლესიის მშენებლობა დააფინანსა, რაზეც 2 349 883 ლარი დაიხარჯა. მათ შორის - 141 803 ლარი მოხმარდა ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესიის რესტავრაციას, 69 772 ლარი - ყინწვისის მონასტრის წმ. ღვთისმშობლის და წმ. ნიკოლოზის ეკლესიების მხატვრობას.

რაც შეეხება ასოციაცია "ატუ"-ს, 2006 წელს ასოციაციამ დახარჯა 146 139 009 ლარი, მათ შორის 36 704 936 ლარით დაფინანსდა დასვენებისა და კულტურულ-გასართობი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო 24 218 341 ლარით - განათლების ობიექტები.


2005 წელი
ოფიციალური მონაცემებით, ფონდმა "ქართუმ" 2005 წელს 81 600 900 ლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა, მათ შორის, რეგიონალური სოციალური განვითარების პროექტებს ფონდიდან 45 040 002 ლარი მოხმარდა, კულტურის სფეროს - 16 585 793 ლარი, ხოლო საეკლესიო მშენებლობებს - 10 090 382 ლარი.
ამავე წელს "საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა" 15 ძეგლისა და ეკლესიის რესტავრაცია დააფინანსა, რაზეც 419 027 ლარი დაიხარჯა. 148 439 ლარი ქარელის რაიონში დირბის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა-რესტავრაციას მოხმარდა, 53 995 ლარი - წალკის რაიონის სოფელ არჯევან-სარვანის ეკლესიის საპროექტო-სარესტავრაციო სამუშაოებს.
ასოციაცია "ატუმ" 2005 წელს ქველმოქმედების სახით 44 944 858 ლარი დახარჯა, მათ შორის - 32 780 274 ლარი სხვადასხვა ობიექტების მშენებლობასა და მასალებს მოხმარდა, ხოლო 6 069 121 ლარი - გზების მშენებლობას.

არ გვეკადრება

26 ოქტომბერს მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე კიდევ ერთი ლამაზი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა „მერანმა“, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ზუგდიდის „ბაია“ და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა, თუმცა ჩვენდა საუბედუროდ მატჩს ექსესების გარეშე არ ჩაუვლია.
     საქმე ისაა, რომ ამ რამდენიმე დღის წინ ტელეფონით გვესაუბრა ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები, საფეხბურთო კლუბ „ბაიას“ პრეს-სამსახურის უფროსი ლაშა ჯიქია, რომელიც აღშფოთებასა და განცვიფრებას ვერ მალავდა მარტვილის „მერანის“ რამდენიმე ხელმძღვანელის მიმართ, რომლებმაც სტუმართა გუნდის თანამშრომელი და  ჟურნალისტი სტადიონზე, მისთვის განკუთვნილ ადგილას არ შეუშვეს. ჩვენ დიდხანს ვფიქრობდით გამოგვექვეყნებინა თუ არა ყოველივე ეს გაზეთ „მარტვილის“ ფურცლებზე და საბოლოოდ გადავწყვიტეთ (გავიხსენეთ რა დიდი ილია მართლის სიტყვები: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერსპირს უკანაო“), დაგვებეჭდა ყოველგვარი ცენზურისა და შესწორებების გარეშე.
     ლაშა ჯიქია: „ჩვენს გუნდს ერთ-ერთი კალენდარული შეხვედრა ჰქონდა მარტვილში,
ადგილობრივ „მერანთან“. წესისამებრ თამაშამდე ერთი დღით ადრე ვესაუბრე „მერანის“ ადმინისტრაციას, რომელსაც ვუთხარი, რომ ზუგდიდიდან მოვდიოდით ხუთი კაცი, კლუბის ხელმძღვანელობა, მათ შორის მეც. მივიღე სიტყვიერი შეთანხმება. იქ მისულს კი, სიტუაცია სხვაგვარი დაგვხვდა, რატომღაც არ შემიშვეს პრესლოჟაზე და არც ოქმი მომცეს. პასუხი იყო რბილად რომ ვთქვათ არაკომპეტენტური: „ადგილი არ არის ზევით და ტრიბუნაზე ადიო(!)“. ვითხოვე მარტვილელთა პრეს-ატაშესთან დაკავშირება, თუმცა როგორც გავარკვიე საერთოდ არ ჰყოლიათ.
    მეგრელები ვართ, შეიძლება საერთოდ არ უნდა მეთქვა, მაგრამ გული მტკივა, რადგან მარტვილში ასეთ დახვედრას ვერც კი წარმოვიდგენდი.
 „მერანის“ წარმატებების ფონზე, გუნდის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ის ფაქტი, რომ მასმედიას გუნდისა თუ ფეხბურთელის წინსვლის, პოპულარიზაციის საქმეში უდიდესი როლი აკისრია. სწორედ ჟურნალისტმა უნდა ასახოს ობიექტურად თამაშის პერიპეტიები, აუწყოს მრავალრიცხოვან ფეხბურთის ქომაგს და დააბრუნოს მაყურებელი სტადიონზე.
იმედია, მსგავსი შემთხვევები მარტვილში აღარ განმეორდება და სტუმარს, ჩამოსულ თუ ადგილობრივ ჟურნალისტს ისე დავხვდებით, როგორც ეს საყოველთაოდ ცნობილ კოლხურ სტუმარ-მასპინძლობას შეეფერება.

        ა. გოგია, ჟურნალისტი

ივანიშვილის განცხადებამ მარტვილიც გამოაცოცხლა

 ცნობილი ბიზნესმენისა და თავისი ქვეყნის უდიდესი პატრიოტის ბიძინა  ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც მთელ საქართველოში, მარტვილშიც ახლა ყველა იმ კაცზე ლაპარაკობს, ვინც სამების ტაძასრი ააშენა, ვინც არაერთი მწერალი, მეცნიერი, ხელოვანი იხსნა შიმშილით სიკვდილისაგან, ვისგან 50 ათასზე მეტი ოჯახი იღებს დახმარებას და ვისი ფონდიც დღესაც უამრავ ადამიანს ეხმარება სიცოცხლის გადარჩენაში.
ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, რამდენი რამ აქვს მას გაკეთებული და ახლა იგებს:
დიდი ქართველი მეცენატის, ერისკაცისა და ღირსეული მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის პიროვნების შესახებ გვესაუბრება ცნობილი ქართველი ლიტერატორი, კინოდრამატურგი, პედაგოგი, მთარგმნელი, არაერთი ქართული ფილმის (მათ შორის „ვედრებისა“ და „მონანიების“) სცენარის ავტორი, მარტვილის სახელოვანი შვილი, რეზო კვესელავა.


   - ბატონო რეზო დაახლოებით ერთი თვეა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და უკვე მის პატარა ტექსტზე უამრავი დაიწერა. თქვენ თუ შეგიძლიათ რამე ახალი თქვათ ამ მიმართულებით. გამეორებებს იმდენი ძალა არა აქვთ.

   _ რატომ? გამეორება ცოდნის დედა ხომ არის?

   _ და მაინც, რას გვეტყოდით ახალს?

 _ ივანიშვილის განცხადებამ და მიმართვამ მარტვილიც გამოაცოცხლა. არის იმედები, არის დაეჭვებაც. მაგალითად ერთმა სკეპტიკოსმა მითხრა: თავიდანვე ყველა ასეთი დაპირებით მოდის, მაგრამ შემდეგ ხომ ხედავ რაც ხდება? (და ხელი ჩაიქნია). ეს ადამიანი, როგორც ჩანს სიტყვებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს, ფიქრობს, რომ ყველა ნათქვამი ერთი და იგივეა. ეს სმენის საკითხია. არსებობს მუსიკალური სმენა, ასევე არსებობს ზნეობრივი სმენაც. სტილს (ფართო და არა მართლწერის მნიშველობით) დიდი ზემოქმედების ძალა აქვს, ვისაც სტილის, სმენის ბუნებრივი ნიჭი აქვს, აშკარად იგრძნობს იმ გულისცემას, რომელიც ამ განცხადებასა და მიმართვაშია. 2006 წელს (ხუთი წლის წინ) მარჯანიშვილზე შემხვდა მეგობარი მსახიობი, საუბარი გაიმართა ჩვენს შორის. ამ დროს გამოიარეს მოწანწალე ბავშვებმა, ჩემმა მეგობარმა უკმაყოფილოდ ზურგი აქცია მათ, მე რა მაქვს, რომ ამათ მივცეო...
გავიდა ხანი. ეს მსახიობი კვლავ იმ ადგილას შემხვდა მარჯანიშვილზე. რაღაცით გახარებული ჩანდა. დიდის ამბით შემხვდა, იქვე სასაუზმეზე შემიპატიჟა და იქვე მდგარ მათხოვრებსაც ფულები ჩაუყარა. რა მოხდა? აღმოჩნდა, რომ მარჯანიშვილის თეატრი რესტრავრაციაზე გადაუყვანია ბიძინა ივანიშვილს, დროებით შეჩერდა სცენაზე მუშაობა. მსახიობები დაუთხოვიათ და ყველა მათგანისათვის დიდი ხელფასები დაუნიშნავს, მათ შორის აღმოჩნდა ჩემი მეგობარი მსახიობიც. მეუბნება, ახლა წელში გავიმართე, უკვე ნაცნობების შეხვედრისა არ მეშინია და, როგორც ხედავ, გაჭირვებულებსაც ხელს ვუმართავო, ღირსეულად ვგრძნობ თავსო. შემდეგ შეეხო თეატრის რესტავრაციისა საკითხს, ივანიშვილმა შეისწავლა თეატრის მთელი არქიტექტონიკა, გამოძებნა ძველი პროექტები და სქემები და მაგის მიხედვით დაიწყო აღდგენა, გუმბათები, რომელიც თავის დროზე ვერ განხორციელდა, ახლა განახორციელა, ყოველდღე შედეგებს ამოწმებს და სამაგიეროს არაფერს ითხოვს. უარი თქვა იმაზეც, რომ მისი თავისუფალი სკამი ყოფილიყო ლოჟაში.
ამ საუბრისას გონებაში ამოტივტივდა რუსთაველის სტროფი: „ოდეს კაცსა დაეჭირვოს, მაშინ უნდა ძმა და თვისი“. და ამ საზომით, ამ რიტმიკით იქვე დაიბადა ასეთი ესქპრომტი, რომლის ბოლო სტროფი ასეთია:
       გამოგზავნა ქრისტემ კაცი
      სიყვარულის ღვთიურ ნიშნით,
      გაიბრწყინა მზის სხივმა და
      გაიფანტა „ჯანღი _ ნისლი,
     ოდეს კაცსა დაეჭირვოს
     მაშინ უნდა ძმა და თვისი“.
 მნიშვნელოვანია მრწმასი ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც რელიგიური შინაარსისაა, მე მოვედი პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინემეზე შურის საძიებლად, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლადო.
    აქ ისმის დიდ მესამოციანელთა ხმა.
   ასეთია სტილი (სტილი ხომ ადამიანია) ამ ადამიანისა. უკუღმართმა სტილმა _ თვითდაჯერებულობამ და კატეგორიულობამ ბევრ პოლიტიკურ მოღვაწეს ავნო.
ზოგიერთს ავიწყდება, ან არც არასოდეს ხსომებია, რომ ადამიანი, მითუმეტეს საზოგადოება,ურთულესი ფენომენია. ოდითგანვე მწერლობა, მეცნიერება სწავლობს ამ ფენომენს. მაგრამ მისი საბოლოო ამოცნობა არ ხერხდება. მხოლოდ მიახლოებით შეიძლება რაღაც დასკვნები გავაკეთოთ.
თავისი განცხადებებითა და ინტერვიუებით ბიძინა ივანიშვილმა დაგვარწმუნა იმაში, რომ ის გრძნობს სირთულეს და სიძნელეს საზოგადოებრივი ცხოვრებისას, გრძნობს თავის შესაძლებლობებს და სულაც არ სურს განსაკუთრებულ ფენომენად წარმოადგინოს თავი. ვინაიდან მან იცის, რომ ადამიანი, როგორც ასეთი, შეზღუდულია თავისი თავით, საბედისწერო სუბიექტივიზმით, ამიტომ ის ყოველთვის უნდა დაეკითხოს სხვას. ხომ გახსოვთ რუსთაველი: „სხვამან სხვისთვის უკეთ იცის სასარგებლო საუბარი“.
 ამიტომაც ბიძინა ივანიშვილის გვერდით თავი მოიყარეს პატიოსანმა ადამიანებმა, მაგალითისათვის დავასახელებ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. რეჟისორმა გუგული მგელაძემ მადლობა გამოუცხადა მას სტიპენდიის დანიშვნის გამო, ბატონმა ირაკლიმ უპასუხა: რის მადლობა, რა მადლობა, ჩვენ იქით ვეძებთ თვქენისათანა ხალხსო. თქვენ ერის წინაშე იმდენი დამსახურება გაგაჩნიათ, რომ გაქვთ უფლება ნორმალურად იცხოვროთო.

                              ესაუბრა ფაუსტ ნადარაია