Saturday, November 1, 2014

ქალი წავიდა სხვისასა ...

ქართული პოეზის ყველა მოყვარულმა ზეპირად იცის ხალხური `შემომეყარა ყივჩაღი~ და მის საფუძველზე შექმნილი გიორგი ლეონიძის `ყივჩაღის პაემანი~. ცნობილია, რომ ყივჩაღის თემაზე მშვენ-იერი ლექსები აქვთ აგრეთვე დაწერილი გოდერძი ჩოხელს, ლაშა გახარიას, მანანა ჩიტიშვილს, თამარ მახარაძეს...
ალბათ, ყველას გვახსოვს რომ ეს ხალხური ლექსი მთავრდება ყივჩაღისა და ქართველი მოყმის სიკვდილით და ქალის `სხვისას~ წასვლით.
მაგრამ ვითომდა ქართველი ქალის პატიოსნების დაცვის მიზნით ჩვენი ფოლკლორისტები ასე ასწორებენ ამ სტრიქონებს: `ქალი წავიდა ძმისასა~, რითაც უბრალო პროზაულ ამბად ხდიან და ნამდვილ რომანტიკულობას უკარგავენ მთელ ლექსს.
დიახ, `ქალი წავიდა სხვისასა~, რადგან ხმალს დროზე უნდა მოქნევა, რაც, ხალხური ლექსით, ქართველმა მოყმემ (ანუ ქმარმა) ძალიან დააგვიანა.

ვფიქრობთ, ქართული ლიტერატურის მასწავლებლებს შეუძლიათ ამ თემაზე შექმნილ სხვა ლექსებთან ერთად ფაუსტ ნადარაიას ეს ლექსიც (რომელიც პირველად იბეჭდება დღეს ჩვენს გაზეთში), გამოიყენონ `ყივჩაღის პაემანისა~ და `შემომეყარა ყივჩაღის~ განხილვისას (გაზეთი `მარტვილისრედაქცია).

იმ დღეს მუხრანთან...
(ქალის ნათქვამი ანუ გაგრძელება
ლექსისა `შემომეყარა ყივჩაღი~)

იმ დღეს მუხრანთან ყივჩაღი
რომ შეგვეჩეხა გზაზედა,
ვერ ივაჟკაცა ჩემ ქმარმა,
ლაფი დაისხა თავზედა.

ცოლი რომ თხოვა ურჯულომ,
მეგონა გაშმაგდებოდა,
მეტს ვერ შესძლებდა თმენასა,
საომრად აენთებოდა.

მეგონა იმ ბნელ ყივჩაღსა
მომხვდურს ჩვენზედა ძალითა,
მეტს აღარ ათქმევინებდა
თავს წააცლიდა ხმალითა
ის კი იდგა და გულგრილად
უცქერდა თავის თვალითა:

იმ მოთარეშე თავხედმა
როგორ იმძლავრა ჩემზედა
მის თვალწინ როგორ მაკოცა,
როგორ მიმიკრა მკერდზედა.
ამას რომელ ქალს ჰკადრებენ
ვისაც ქმარი ჰყავს გვერდზედა?

თავი წავართვი ყივჩაღს და
გავკვირდი ქცევას ქმრისასა,
სანამდის აღარ შევკივლე.
`ვაჰ, ცოლსა ცუდის ყმისასა~
არც აპირებდა ჯაბანი
ალაგმვას მომხდურ მტრისასა.

მერე კი ისიც აზავთდა,
არ დაუზოგავს ძალია,
ერთურთს ეკვეთნენ მიჯნურის
და მეპატრონის ხმალია...
თუმც კარგად დაჰკრა ჩემ ქმარმაც,
მითაც, არ_საქებარია.

ვაგლახ, რომ იგი მიცავდა,
ვით ნივთსა სიდედრისასა,
და არა როგორც თავის ცოლს _
ნანატრ საუნჯეს ქმრისასა.

უცებ შემზარდა ყოველი,
გავბრაზდი ჩემსავ თავზედა,
უგულო კაცის ცოლობა
ძნელი ყოფილა ძალზედა.
მიტომ წავედი სხვისასა...
დავრჩენილიყავ რაზედა?
ყივჩაღის ნაკოცნ ტუჩებით,
ვიწვი სირცხვილის ალზედა.

ვერ ივაჟკაცა ჩემ ქმარმა
იმ დღეს მუხრანის გზაზედა.

ფაუსტ ნადარაია

Monday, August 18, 2014

გაზეთ "მარტვილის" რედაქტორის მიმართვა მარტვილის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ ხელისუფლებას


ბატონებო!
ამ წერილით მოგმართავთ:
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ალექსანდრე გრიგალავას, საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ალექსი გაბისონიას, საკრებულოს ყველა დეპუტატს, ინფორმაციას ვაწვდით რაიონის მოსახლეობას.
საქმე ეხება გაზეთ `მარტვილის~ გამოცემას.
ყველა მარტვილელმა, მათ შორის `ქართული ოცნების~ ყველა იმ აქტივისტმა, ვინც თავიდანვე ერთგულად ედგა გვერდით `ქართულ ოცნებას~, კარგად იცის, რომ ჩვენს გაზეთს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისა და მისი მსახური ადგილობრივი ნაცწურბელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს იციან კოალიცია `ქართული ოცნების~ ლიდერებმაც.
ჯერ კიდევ 2011 წლიდან, როცა მარტვილში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, ჩვენ გაზეთ `მარტვილში~ დავიწყეთ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მამხილებელი და `ქართული ოცნებისა~ და ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი პუბლიკაციების ბეჭდვა, რასაც მოჰყვა მუნიციპალიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელი პირების აგრესია ჩვენს მიმართ. მარტვილის ნაცჩინოვნიკებმა, რომლებიც იმთავითვე ვერ იტანდნენ რაიონში არაკონტროლირებადი, თავისუფალი პრესის არსებობას, დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ სერიოზული სადამსჯელო ღონისძიებების გატარება.
ჯერ იყო და, მარტვილის ყოყლოჩინა გამგებელმა მამუკა დანელიამ, რომელიც იმავდროულად იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, თანამდებობის ბოროტად გამოყენებითა და სატენდერო დოკუმენტების გაყალბებით წაგვართვა ტენდერში გამარჯვების საშუალება, რითაც როგორც მორალური ასევე მატერიალური ზარალი მიაყენა გაზეთ `მარტვილის~ რედაქციას. შემდეგ ამასაც არ დაჯერდნენ და ჩვენი შეშინების მიზნით დაარბიეს გაზეთ `მარტვილის~ ოფისი, რაზედაც საქმე აღძრულია შს რაიონულ განყოფილებაში, (#05122051201)
ერთი სიტყვით მარტვილის მაშინდელმა ნაციონალურმა ხელისუფლებამ, ნაძირალა მამუკა დანელიას ხელმძღვანელობით, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს ჩვენი გაზეთის დასაბლოკად, რომ ბოლომდე ჩაეკლათ მარტვილში თავისუფალი სიტყვა და მოსახლეობა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ჰყოლოდათ (ცნობისათვის: მარტვილში რაიონული გაზეთი 1931 წლიდან გამოდის და იქიდან მოყოლებული დღემდე არავის ახსოვს მაგალითი იმისა რომ რომელიმე რაიკომის მდივანს, პრეფექტს ან რომელიმე გამგებელს უარი ეთქვას ადგილობრივი გაზეთის დაფინანსებაზე. ასეთი რამ მხოლოდ ნაციონალური ხელისუფლების დროინდელმა გამგებელმა დანელიამ იკადრა და ამ სასახელო საქმით შევა იგი მარტვილის ისტორიაში.).
მოგეხსენებათ ჩვენს მეზობელ რაიონებში, სადაც კი გონიერი ადამიანები სხედან ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რაიონული გაზეთები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება (ვისაც არ სჯერა შეუძლია ტელეფონით დაუკავშირდეს სენაკის ან თუნდაც აბაშის მუნიციპალიტეტებს და ჩემი ნათქვამის სისწორეში უსათუოდ დარწმუნდება.). ჩვენთან კი რა ხდება? მარტვილის ნაძირალა ნაცგამგებელმა მამუკა დანელიამ გაზეთ `მარტვილის~ დაბლოკვის მიზნით მიმდინარე წელს თავს იმისი უფლებაც მისცა, რომ საინფორმაციო მასალების განთავსებისათვის ტენდერიც კი არ გამოაცხადა. მიუხედავად იმისა რომ ამ საქმისთვის ბიუჯეტში გარკვეული რაოდენობის თანხა იყო ჩადებული. 
ეს ხომ თანამდებობის ბოროტად გამოყენებაა და მეტი არაფერი, მაგრამ ამაზე უფრო დეტალურად სხვაგან და სხვა დროს.
ახლა კი გაზეთ `მარტვილის~ ხვალინდელ დღეზე ვიტყვით ორიოდე სიტყვას.
მარტვილის რაიონს ყოველთვის ჰქონდა ფორმით და შინაარსით გამორჩეული თავ¬ისი გაზეთი და იმედია, მუნიციპალიტეტის ახალი ხელისუფლება ამას 2015 წლის ბიუ¬ჯეტის შედგენისას აუცილებლად გაითვალისწინებს.
მაგრამ 2015 წლამდე ჯერ კიდევ 5 თვეა დარჩენილი. ამიტომ დღეს გამგეობისა და საკრებულოს წინაშე შემოვდივართ ასეთი წინადადებით:
თუ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო გადაწყვეტს, რომ 2014 წლის აგვისტო-დეკემბერში მოსახლეობისათვის მისაწოდებელი საინფორმაციო მასალების განთავსებისათვის გაზეთ `მარტვილთან~ გააფორმოს ხელშეკრულება `რისთვისაც ბიუჯეტში დარჩენილია ამის თანხები,~ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვიურად გაზეთ `მარტვილის~ პირველ და მეორე გვერდზე გამოვაქვეყნებთ გამგეობისა და საკრებულოს მიერ მოწოდებულ ნებისმიერ მასალას, პარალელურად სხვა გვერდებზე ჩვენი მართალი სიტყვით სისტემატურად გავაშუქებთ რაიონში მიმდინარე პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ყველა მხარეს ( დადებითსაც და უარყოფითსაც), ინფორმაციულ სტატიებთან ერთად დავბეჭდავთ ლიტერატურული და სამეცნიერო ხასიათის წერილებს, განსაკუთრებულ ადგილს დავუთმობთ სოფლის ინტელიგენციას, სასკოლო ცხოვრებას, ახალგაზრდების შემოქმედებას და სხვა.
ამასთან ერთად:
გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელებს, დეპუტატებს, სოფლის რწმუნებულებს, რაიონის ყველა კულტურულ დაწესებულებას, ბიბლიოთეკებს (მათ შორის ყველა სკოლის ბიბლიოთეკას) გაზეთის ყველა ნომერს მივაწვდით უფასოდ. ამავდროულად ყველა ღონეს ვიხმართ გაზეთის ტირაჟისა და გავრცელების არეალის გაზრდისათვის.
ახლა კი სიტყვა თქვენზეა, ბატონებო!
   P.S. ამერიკის ერთ-ერთ პრეზიდენტს, თომას ჯეფერსონს ეკუთვნის სიტყვები: `მე რომ მკითხონ, რა გირჩევნია, მთავრობა გაზეთების გარეშე თუ გაზეთები მთავრობის გარეშეო, არც კი დავფიქრდებოდი, მეორეს დავუჭერდი მხარს.~
საინტერესოა თქვენ რას გვეტყვით მარტვილის მესვეურნო _ დაუჭერთ თუ არა მხარს გაზეთ `მარტვილის~ გამოცემას?
თუმცა მანამდე მე ამერიკის სხვა პრეზიდენტსაც გაგახსენებთ:
როდესაც რონალდ რეიგანმა განათლების პროგრამის სახელმწიფო დაფინანსების შემცირება მოითხოვა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთმა პროფესორმა მისწერა: `თქვენ მიგაჩნიათ, რომ განათლება სახელმწიფოს ძვირი უჯდება, გამოითვალეთ რა დაჯდება გაუნათლებლობა!~
რეიგანმა კანონპროექტი სენატიდან გამოითხოვა.


ფაუსტ ნადარაია
გაზეთ "მარტვილის" რედაქტორი, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია "თავისუფალი პრესის" თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები

  კერძოდ, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რამაზ ხურცილავა გახდა, საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე _ ზურაბ მელიავა, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე _ დავით ბარამია, სოფლის მეურნეობისა განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მონიავა, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე _ გრიგოლ გვილავა.
  ფრაქცია `ქართული ოცნება_თავისუფალი დემოკრატების~ თავმჯდომარედ არჩეულია შალვა ბახია, ფრაქცია `ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს~ თავმჯდომარედ _ ლევან სურმავა, ფრაქცია `დემოკრატიული მოძრაობის~ თავმჯდომარედ _ ირინა გადელია, ფრაქცია `ქრისტიან დემოკრატების~ თავმჯდომარედ _ რევაზ კილასონია, ფრაქცია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ _ ზაალ გოროზია.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე არის ვარლამ ქაჯაია.
* * *
    მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებად დანიშნულნი არიან: გია გოროზია და დათო სილაგავა.

Sunday, August 17, 2014

„ნაციონალური“ ჯოჯოხეთი

გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომნაციონალურიჯოჯოხეთი 2005 წლის 26 თებერვალს დაიწყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდანნულოვანი ტოლერანტობაგამოაცხადა, რასაც მოჰყვა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მოსახლეობის მასობრივი რეპრესიები.
იმ დღიდან მოყოლებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი ათასობით საქართველოს მოქალაქე გახდა. არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ აღიარებულმა უკანონო პატიმრების რიცხვმა უპრეცენდენტო რაოდენობას მიაღწია.
დაიწყო სატელევიზიო დაჭერები, იარაღისა და წამლის ჩადებით პოლიტიკური და ხელისუფლებისთვის მიუღებელი, არასასურველი ადამიანების დაკავება-დაპატიმრებები, ციხის ბუნტი, ბიზნესმენებისთვის ბიზნესის ჩამორთმევა, უდანაშაულო ადამიანების ფიზიკური ლიკვიდაცია თბილისის ქუჩებში, რომელიც დიდუბის ეკლესიასთან 19 წლის ბუტა რობაქიძის დახვრეტით დაიწყო, შემდეგ, სანდრო გირგვლიანის, ზურა ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის, როინ შავაძის, ნავთლუღისსპეცოპერაციისდროს სამი ახალგაზრდის დახვრეტებით გაგრძელებული და მკვლელობების ეს სერია 2011 წლის 26 მაისს ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის მკვლელობით და მათი ცხედრების მაღაზიის სახურავზე დაყრით დამთავრებული, არაფერს ვამბობ პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას დღემდე ბოლომდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას და პროფესორ გურამ შარაძის მკვლელობას, რომელთა გარშემო დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს საზოგადოებაში, სულნულოვან ტოლერანტობას“ 150-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა თბილისის ქუჩებში, რაც ხალხში შიშისა და ტერორის დანერგვას უფრო ემსახურებოდა ვიდრე კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლას.
ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ პოლიტიკა არის ერთადერთი, უნდა გაუმჯობესდეს კრიმინოგენური სიტუაცია, ერთი მხრივ და მეორე მხრივ არ შეწყდეს კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ ისმის კითხვა, რამდენად გონივრულად ხორციელდებოდა ხელისუფლების ეს პოლიტიკა? ვფიქრობ, რომ არაგონივრულად.
მკვეთრად შეიცვალა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არა მხოლოდ მსჯავრდებულთა რაოდენობა, არამედ პროპორცია დამნაშავეთა კატეგორიების მიხედვით, საპატიმროებში მკვეთრად გაიზარდა ნარკოტიკების მომხმარებლებისა და ეკონომიკური დანაშაულის გამო მსჯავრდებულ და ბრალდებულ პირთა რაოდენობა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2004 წლისთვის შვიდიათასამდე მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს, მათი რიცხვი ყოველწლიურად მატულობდა და 2011 წლისთვის 24 ათასს გადააჭარბა.
ბაბუაჩემი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო და გარკვეული პერიოდი ტყვეობაში იყო, მახსოვს ის ხშირად გვიყვებოდა შვილიშვილებს თუ რა არაადამიანური მოპყრობის პირობებში უწევდათ ტყვე ჯარისკაცებს საკონცენტრაციო ბანაკებში ცხოვრება და როცა ამას ვისმენდი ვერ წარმომედგინა რომ 21- საუკუნეში ბაბუაჩემზე უარეს პირობებში მომიწევდა ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სრულიად უდანაშაულოდ. ერთი სიტყვით დაკავების და სასამართლო პროცესების დეტალებს არ ჩაუღრმავდები, უბრალოდ შევეცდები მოკლედ აღვწერო თუ რა მდგომარეობა იყო ციხეებში წინა ხელისუფლების დროს:
დაწესებულებაში მოხვედრა იყო საშინელება. აბსოლუტურად დაუცველი და უსუსური იყავი. გადატვირთული ციხეები, რაც პატიმრებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნიდა. დაწესებულებაში მიღება იწყებოდა სასტიკი ცემით სრულიად უმიზეზოდ, შემდეგ სარდაფში .. კარანტინში გვათავსებდნენ მანამ, სანამ ცემისგან მიყენებული დაზიანებების კვალი არ გადაგვივლიდა და ამ ხნის განმავლობაში ვიყავით გაუსაძლის პირობებში, პატიმრებში კარანტინიდანვე ჩნდებოდა შიშის სინდრომი.
დაწესებულებაში შესახლების დროს არ გვიტარდებოდა სამედიცინო გამოკვლევა, პირადი ნივთების ჩამორთმევაზე არ დგებოდა შესაბამისი ოქმი და ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულთა კუთვნილი, პირადი ნივთების მითვისებას. რამოდენიმე დღიანი კარანტინის შემდეგ გვანაწილებდნენ საკნებში, სადაც იყო მძიმე სანიტარული მდგომარეობა. 
თვითდინებაზე იყო მიშვებული მსჯავრდებულთა ჰიგიენის საკითხები, საკუთარი თეთრეული საკნის პირობებში ირეცხებოდა და იქვე იფინებოდა გასაშრობად.
საკანში მოთავსებული იყო რკინის ორსართულიანი საწოლები, ტუმბოები თითქმის არ იყო და პირად ნივთებს ცელოფნის პარკებში ვინახავდით საწოლის ქვეშ. საკანში ასევე იყო ერთი გრძელი ხის მაგიდა და გრძელი სკამი. ყველა საკანში მოწყობილი იყო წყლის პირსაბანი ონკანი და ელექტროჩასართავები თუმცა ისინი ბევრგან გაფუჭებული იყო და თვითნებურად ვიყენებდით. ჩემი №6 დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, 2011 წელს 1 მსჯავრდებული გარდაიცვალასპირალისჩართვის დროს. 
დაწესებულებაში არ იყო ბიბლიოთეკა, აკრძალული იყო ჟურნალ გაზეთების შემოგზავნა, ნებადართული იყო მხოლოდ კროსვორდების გაზეთები. საკანში გვქონდა ჩვენ მიერვე ადგილობრივ მაღაზიაში შეძენილი რადიომიმღები, ვუსმენდით მხოლოდ მუსიკალურ გადაცემებს, საინფორმაციო გადაცემების მოსმენა გვეკრძალებოდა რაც უკეთეს შემთხვევაში რადიომიმღების კონფისკაციით მთავრდებოდა, პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში ისჯებოდა მთელი საკანი, ერთი კვირით არ გვეძლეოდა ტელეფონით სარგებლობის საშუალება და გასეირნების უფლებაც არ გვქონდა. 
ხშირი იყო ჩხრეკები ადმინისტრაციის მხრიდან განსაკუთრებით ღამის საათებში. თვეში ერთხელ დაწესებულებაში, როგორც გვეუბნებოდნენპროფილაქტიკისმიზნით შემოდიოდა სპეცნაზი, საკნებიდან გავყავდით კარიდორში გვისხამდნენ წყალს იატაკზე, გვაშიშვლებდნენ და უმოწყალოდ გვცემდნენ, შელაპარაკებაზე ან პროტესტის რაიმე ფორმით გამოხატვაზე 10 დღით გვაკარცერებდნენ, სადაც გვიან ღამით შემოდიოდნენ ადმინისტრაციის თამამშრომლები და უმოწყალოდ გვცემდნენ.
კარცერში არ იყო არც ლეიბი და არც საბანი, ნაცემ ნაწამებს რკინის ლოგინზე უნდა დაგესვენა, თუ ამის საშუალება მოგეცემოდა. ხშირად გვესმოდა მსჯავრდებულთა განწირული ბღავილი კარცერიდან, ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. იყო შემთხვევები ცემაში შემოაკვდებოდათ ვინმე და დილას კათაფალკით გაასვენებდნენ დაწესებულებიდან და გააკეთებდნენ განცხადებას მსჯავრდებულმა თავი ჩამოიხრჩო, არადა შემდგომ ექსპერტიზის დასკვნით დგინდებოდა, რომ მსჯავრდებული გარდაცვლილი იყო ჩამოხრჩობამდე (2011 წელს 2 ასეთი შემთხვევა იყო რუსთავის №6 დაწესებულებაში).
ზამთრის პერიოდში კვირაობით ითიშებოდა საკნის გათბობა და მსჯავრდებულები ჩაცმული ვწვებოდით დასაძინებლად, ისედაც არასათანადოდ თბებოდა საკანი. ყველაფერ ამისთვის საჩივარი, რომ დაგვეწერა ამაშიც შეზღუდული ვიყავით, რადგან მომჩივანს ხშირად აკარცერებდნენ და იქ რაც შეუზღუდავად ჰქონდა ცემა და წამება იყო, რაც ხშირად ტრამვით ან ცემისგან გარდაცვალებით მთავრდებოდა.
6 კაციან საკანში 9 მსჯავრდებული ვიყავით და რიგრიგობით გვეძინა. იყო საკნები, სადაც 12 კაციანში 21 მსჯავრდებული იყო შესახლებული და რიგრიგობით გვიწევდა ძილი. არ იყო დაცული კანონმდებლობის მოთხოვნა მსჯავრდებულთა კლასიფიკაციასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა საკნებში, ჩვენს საკანშიც შერეულად ვიყავით განთავსებული, პირველად მსუბუქი დანაშაულისთვის და არაერთხელ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. 
საკნებში მოშლილი იყო სავინტილიაციო სისტემა, განიავება ხდებოდა კვირაში ორჯერ როცა გავყავდით სასეირნოდ სუფთა ჰაერზე 15 წუთით, კვირაში ორი დღე (ეს დრო 2012 წლიდან 1 საათით გაიზარდა და გახდა ყოველდღიური შაბათ კვირის გარდა). საკანში ასევე გვყავდა სხვადასხვა ინფექციური და გადამდები ვირუსით დაავადებული მსჯავრდებულები.
მსჯავრდებულთა დაავადებას ხელს უწყობდა ცუდი კვება, არასწორი მკურნალობა, რაც იწვევდა ინფექციური დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა ტუბერკულიოზი, შიდსი, C ჰეპატიტი და სხვ. ხშირი იყო შემთხვევები მედპერსონალის არაკომპეტენტურობის, ან ამ კომპეტენციის გამოყენების შეუძლებლობის.
მიუხედავად იმისა, რომ სისტემაში იყო 2 სამკურნალო დაწესებულება ისინი იმდენად იყო გადავსებული მძიმე ავადმყოფებით, რომ იქ მოხვედრა ყველასთვის ხელმისაწვდომი ნამდვილად არ იყო, ამიტომ მათ ადგილზე უნიშნავდნენ დიაზეპამს და სხვა ფსიქოტროპულ და საძილე საშუალებებს.
რაც შეეხება კვებას, ვიკვებებოდით საშინელი ცხიმზე დამზადებული საკვებით, რომელიც საშინელი სპეციფიკური სუნით და გემოთი ხასიათდებოდა, თითქოსდა ლპობას იწყებსო. იქაური საკვებით ხშირად ვიწამლებოდით. ამ .. „კომბიჟირზედამზადებული საკვები იწვევდა ძლიერ მოწამვლას და ინტოქსიკაციას.
ძირითადად შემოჰქონდათ სუპერმარკეტებში ჩამოწერილი ვადაგასული საქონელი. კერძებს ამზადებდნენ ინდური ძროხის, „ზებუსვადაგასული ხორცისგან, ასევე ქათმის კანის ნახარშისგან, შიგ ქათმის კანის ნაფლეთებით, რომელსაცაფეთქებული ქათამიშეარქვეს, რადგან მისი ჭამის შემდეგ ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა ადამიანს თითქოს შიგნეული ფეთქდება.
იქ ხორციან კერძს ეძახიან ,,ზებუს'' მეორადი გადამუშავებული ძვლების ნახარშს, თევზეულზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. ასევე გვაჭმევდნენ ბრინჯს და მაკარონს კომბიჟირზე დამზადებულს სპეციფიკური გემოთი და სუნით. მოხარშული ლობიოსთვის ცხიმი და ინგრედიენტები რომ გაგვეცალა მდუღარე წყალში ვრეცხავდით. კარტოფილი იყო ნახევრად მოხარშული და საჭმელად უვარგისი, რომელსაც ალბათ კალორიულობის მოსამატებლად სპეციალური ცხიმი ჰქონდა მოსხმული, რომელსაც ასევე მდუღარე წყალში ვრეცხავდით, რომ ცხიმი მოგვეშორებინა.
ჩაი ძირითადად კანცეროგენურ ნივთიერება - კოლერის შემცველი იყო, რომელიც როგორც ცნობილია მავნებელია ჯანმრთელობისთვის და იწვევს მძიმე დაავადებების პროვოცირებას. საერთოდ არ იყო დიეტური საკვები, ამიტომ ავადმყოფებიც ჩვეულებრივი საკვებით ვიკვებებოდით.
როგორც ვიცით პატიმართა კვება დღეშინაციონალებისმთავრობას 3 ლარი უჯდებოდა, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ 3 ლარად როგორ უნდა მიიღოს ზრდასრულმა ადამიანმა ყველა საჭირო, სიცოცხლისთვის აუცილებელი კალორია.
მსჯავრდებულის უზრუნველყოფა კვებით და საცხოვრებლით არის არა უფლება, არამედ სახელმწიფოს ვალდებულება, სწორედ ამ ვალდებულებების უგულვებელყოფა ხდებოდა წლების მანძილზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში“.
ცნობილია ფაქტია, რომ წინანაციონალურიხელისუფლების პირობებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის დამახასიათებელი იყო გადატვირთული ციხეები პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის, ცემის და წამების ფაქტები, გახშირებული სიკვდილიანობა, ამ და სხვა პრობლემების გამო სახალხო დამცველმა ტერმინისიკვდილის ექსპორტიცკი გამოიყენა ციხეებში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად.
სხვადასხვა წყაროებით 2004-2012 წლებში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოში 1.900.000-მდე მოქალაქეა გასამართლებული. 
აქვე არ შემიძლია არ ავღნიშნო ის ფაქტი რომ მსჯავრდებულები ხელისუფლებისთვის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ წყაროდ მოიაზრებოდა მარტო 2009-2012 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე გადარიცხულმა თანხამ ოფიციალური მონაცემებით 140. 039. 162. 76 ლარი შეადგინა.
2011
წელს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებში ოფიციალური მონაცემებით 24 114 მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს. 
2009-2011 წლებში საქართველო პირველ ადგილზე იყო ევროპაში და მესამეზე მსოფლიოში, საერთაშორისო პრაქტიკით, პატიმრების რაოდენობა განისაზღვრება, თუ რამდენი პატიმარია 100 000 სულ მოსახლეზე.
რაც შეეხება პატიმართა სიკვდილიანობით 2008-2009 წლებში სერბეთის შემდეგ საქართველო მეორე ადგილზე იყო. 2010-2011 წლებში სერბეთსაც გაუსწრო და ევროპაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის იმჟამინდელმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ 2011 წლის იანვარში პატიმართა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:
ადამიანები ყველგან კვდებიან, ციხეშიც და გარეთაც და ამაში განსაკუთრებული არაფერია. პატიმრების გარდაცვალების მიზეზი, ძირითადად ასაკია.
 არადა  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილთა ასაკი 23-48 წლამდე მერყეობდა და მათი დიდი ნაწილი წამებითა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად იყვნენ გარდაცვლილები.
ცხოვრებაში არ დამავიწყდება იქ ნანახი, განცდილი და საკუთარ თავზე გადატანილი წამების და არაადამიანური მოპყრობის ყოველდღიურობა.
ასეთი იყონაციონალურიხელისუფლების მიერ გამოცხადებული ევროპული სტანდარტების ქართული სინამდვილე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, 2012 წლის ოქტომბრამდე.
2004 წელს ვარდებით მოსული ხელისუფლება, 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ არჩევნების გზით და ცოცხებით გაისტუმრა ისტორიის პოლიტიკურ სანაგვეში.


ჯამბულ წულაია