Friday, April 20, 2018

"ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..."


       გაიცანი ახალგაზრდა მარტვილელი პოეტები                    

გიორგი ხულორდავა
     მკითხველს, ალბათ, ახსოვს, გიორგი ხულორდავა მე-9 კლასის მოსწავლე იყო, როცა მისი რამდენიმე ლექსი დავბეჭდეთ ჩვენს გაზეთში.
     მე ის ილია კუხალაშვილმა გამაცნო.
     მართლაც რომ აღფრთოვანებული დავრჩი მისი ინტელექტითა და ნიჭიერებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ზედმიწევნით იცნობდა ქართულ და საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერატურას.