Wednesday, June 4, 2014

ზურაბ ბიგვავას მიმართვა მარტვილის მოსახლეობას


 ჩემო მარტვილელებო, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ შედარებით თავისუფალი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები, იმ არჩევნებთან შედარებით რომელიც იყო დამკვიდრებული სააკაშვილის რეჟიმის დროს. თუმცა ეს არჩევნებიც შორსაა დემოკრატიულ არჩევნებისგან, რომლის ძირითადი პრინციპია თანასწორი შესაძლებლობა ყველა პარტიას წინასაარჩევნო კომპანიის საწარმოებლად. ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ თავიანთ თავს უფასო სატელევიზიო სარეკლამო დროსთან ერთად, დამატებით ბიუჯეტიდან გამოუყვეს ექვსასიათას-ექვსასიათასი ლარი წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. ამით მათ სხვა პარტიები უკვე ჩააგდეს არაკონკურენტულ გარემოში. ასეთია ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ერთობლივი კოჰაბიტაციური დემოკრატია. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ქართული ოცნება, კონკურენტი პარტიების ზეწოლისთვის იყენებს „სუს“-ის (სახელმწიფო უშიშროების სამსახური) და კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს. თუ მოგაკითხავენ სახლში და დაგიწყებენ შანტაჟს, გთხოვთ არ გაჩუმდეთ და შეგვატყობინოთ ამის შესახებ. ნუ შეშინდებით! გახსოვდეთ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ცოტას თუ დაგგესლავენ, თავისუფლება და ღირსება ღირს ამად.
   სანამ წინასაარჩევნო პროგრამის განხილვამდე გადავიდოდე, ასევე მინდა მივმართო ყველა იმ მარტვილელს ვისთვისაც მნიშვნელოვანია მათი შვილების მომავალი. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში მიდის მიზანმიმართული ბრძოლა ქრისტიანული მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ამის სანიმუშო მაგალითია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლითაც მამათმავლობა აქციეს ჩვეულებრივ ნორმად და ხვალ, მარტვილის მონასტერში თუ შევა ორი მამათმავალი მამაკაცი და მოითხოვს მათ დასწერონ ჯვარი, მოძღვარს არა აქვს ამ კანონის საფუძველზე უარის თქმის უფლება. ეს კანონიც ერთობლივი შემოქმედებაა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის.
     მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია-კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძის“ წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი პრინციპების შესახებ, რომელიც გათვლილია 3 წელზე მარტვილის რაიონისთვის. ამ პროგრამაში მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილებულია: 
  • მარტვილის მუნიციპალიტეტის ეკონომიურ განვითარებაზე და მის შესაძლო პოტენციალზე;
  • სამუშაო ადგილიების შექმნაზე და დასაქმებაზე;
  • სოფელ მუხურჩაში, ვედიდკარში და ონოღიაში უკანონოდ წართმეული მიწების დაბრუნებაზე;
  • ბანძა-ხონის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე; 
  • ჭყონი-კიწია-ნოღის საავტომობილო გზის რეაბილიტაციზე;
  • სოფელ ნაგებერაოში ახალი საშუალო სკოლის დაპროექტებაზე და მშენებლობზე
  • კურორტ ლებარდის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე; 
  • სპორტისა და ტურიზმის განვითარებაზე; 
  • მდინარე ტეხურზე 4 ჰესის მშენებლობის ხელშეწყობაზე, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყება; 
  • თანამედროვე საკონსერვო ქარხნის და ხილ-ბოსტნეულისათვის სამაცივრე კომპლექსის მშენებლობაზე; 
  • სოციალურად დაუცველი, უნარშეზღუდული, მზრუნველობა მოკლებული ადამიანებისადმი სპეციალური პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას ფართო მასებში.
   ასევე შემუშავებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წამყვანი ეკონომისტების მიერ სოფლის მეურნეობის აღორძინების კონკრეტული გეგმა მარტვილის რაიონისათვის. რომელიც მოიცავს კონკრეტულ დარგებს, შემუშავებულ პროექტებს და ამ პროექტების განხორციელების კონკრეტულ ვადებს. (ეს არ არის ნაციონალების ასი საავადმყოფოს გვერდით, ოცნების ასი საწარმო). ჩვენ, ვიცით საიდან დავიწყოთ და როგორ მივაღწიოთ მიზანს. ჩვენ, გვამოძრავებს საქართველოს აღორძინების და გაერთიანების იდეა.
     ჩემო მარტვილელებო, როცა შეხვალთ საარჩევნო კაბინაში გთხოვთ, დაფიქრდეთ და ისე გააკეთოთ ღირსეული არჩევანი. განთავისუფლდით ყველა ზეწოლისგან, ყველა შემოთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნის დაპირებიდან და ყველა შემოთავაზებული, თუ უკვე მიღებული თანხისგან. გააკეთეთ ცივი გონებით თავისუფალი არჩევანი. მოიშორეთ სამარცხვინო შიშის და მონობის აჩრდილი. ამოხაზეთ ნომერი 1 და ამით თქვენ ჩვენ გვაძლევთ ხმას. ჩვენ _ ვინც დინების საწინააღმდეგოდ მივცურავთ, არა იმიტომ რომ ჩვენ ვიყოთ კარგად, არამედ იმიტომ რომ გვიყვარს საქართველო, ვიცით ღირსების, თავისუფლების, სამშობლოს, ქრისტიანობის, ოჯახის, მეგობრის, მეზობლის, ერთი უბრალო, სოფლელი გაჭირვებული ღირსებაშელახული, დამონებული გლეხის და ობოლ ბავშვთა სიყვარულის ფასი. გააკეთეთ სწორი არჩევანი და ხმა მიეცით ცვლილებებს. ერთად, ხელიხელჩაჭიდებულნი ამოვიდეთ უმეცრობის და სიდუხჭირის ჭაობიდან. გავარღვიოთ თავსმოხვეული მოჯადოებული სამარცხვინო წრე, რომლის ირგვლივაც 22 წელიწადია საქართველოსთან ერთად ტრიალებს მარტვილის რაიონი.
  მოგვეცით შესაძლებლობა გემსახუროთ თქვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღისთვის.
   გფარავდეთ ღმერთი.


პატივისცემით, ზურაბ ბიგვავა,
მოძრაობა „ეროვნულების“
სამეგრელოს რეგიონის თავმჯდომარე,
საქართველოს ფაზისის საერო მეცნიერებათა
აკადემიის სრულუფლებიანი წევრი.