Monday, March 31, 2014

დავუბრუნოთ მარტვილი მარტვილელებს

ჩემო მარტვილელებო,  მინდა პირველ რიგში მოგილოცოთ  გაზაფხულის დადგომა და ორი დიდი ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 75 წლისთავი.  ამ ორმა ადამიანმა მეოცე საუკუნის მიწურულს შეძლო გამოეღვიძებინა ქართველი ერი  და მისთვის მოთხოვნილებად ექცია დამოუკიდებლობის და თავისუფლების წყურვილი. მათი ნება ასრულდა და საქართველო გახდა დამოუკიდებელი. რამდენად დემოკრატიული და რამდენად თავისუფალი ეს უკვე კამათის თემაა, მაგრამ მათ გააკეთეს ყველაფერი და თავიანთი ცხოვრება შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სული.
ძვირფასო მარტვილელებო! თქვენ ალბათ ყველამ მოისმინეთ ის განცხადება, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ერთხელ კიდევ შეგახსენებთ ბატონი ირაკლის სიტყვებს: „ჩვენ ვიცით, რომ ბევრ იმ ადამიანს რომელიც პირველი დღიდან მონაწილეობდა პარტიის მშენებლობაში აქვს განცდა იმისა, რომ თავდადება სათანადოდ არ დაუფასდათ, მინდა გითხრათ რომ ეს იმ სირთულეების ბრალი იყო, რომელიც ქვეყანამ გამოიარა. საბედნიეროდ ეს სირთულეები ყვალამ ერთად ღირსეულად გადავლახეთ, ამიტომ გარწმუნებთ არც ერთი ადამიანი, რომელმაც ერთგულად და თავდადებით იშრომა და პირდაპირ ვიტყვი იბრძოდა ჩვენთან ერთად, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩება“.
ამავე აზრისაა  პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი ბატონი კახი კალაძე.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მარტვილის რეალობაში არ მოხდა ამ აზრის გაცნობიერება. „ქართული ოცნების“ მარტვილის ხელმძღვანეობამ თავის რიგებში გააერთიანა: ყველაპარტიაგამოვლილები, ყველა გამარჯვებული პარტიის მეხოტბეები, პუტჩისტები, ყვარყვარეები, სხვის ომში გმირები, ხოლო თავიანთში ლაჩრები, 1 ოქტომბრამდე ნაცების უკანალში მჯდომნი, ხოლო მეორე დღეს ამ უკანალში ხანჯლის ჩამრტყმელნი, 1 ოქტომბრამდე მოჩურჩულენი, შიშისგან ჩასვრილები, ხოლო 2-ში „დაჩაგრული ანგელოზები“ და „პატრიოტი“ ვირთხები. 
რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანის იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ დღეს მარტვილში ის ადამიანები რომლებიც 1 ოქტომბერს ჩვენს მომხრეებს ებროდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, თანასოფლელებს გლობალ ტვ-ის სატელიტური თეფშის დადგმის საშუალებასაც არ აძლევდნენ დღეს „ქართული ოცნების“  სახელით მოქმედებენ და ჩვენი ადგილის დაკავებას ცდილობენ. უფრო მეტიც: „ქართული ოცნების“ რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ზოგან ისეთ ადამიანებს ასახელებენ, რომლებიც ადრე ხალხს აშინებდნენ და აიძულებდნენ ნაციონალებისთვის მიეცათ ხმა. განა საოცარი არ არის რატომ ხდება ასე? განა მარტვილში „ქართული ოცნებას“ არა ჰყავს თავისი ერთგული აქტივისტები? ჩვენ ხომ პირველ ოქტომბერს 9 ათასამდე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა.
მე რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კვლავ ეთმუშტად შევკრა ის ჩვენი თანაგუნდელები ამ ადგილობრივ არჩევნებშიც. თუ როგორ და რანაირად ამას ყველა მალე დაინახავს.
ეს არჩევნები ჩვენ უნდა გადავაქციოთ თავისუფალი ნების გამოხატვის არჩევნებად. თავს ნუ მოვატყუებინებთ ნურავის. ამ არჩევნებზე უნდა დავდგეთ ყველანი ერთად, ვინც მოიტანა 1 ოქტომბრის გამარჯვება, რათა ნაციონაულრი მოძრაობა და ადგილობრივი ნაც. მაფიოზები სამუდამოდ განვდევნოთ მარტვილის პოლიტიკური სივრციდან.
მოგმართავთ თქვენ მასწავლებლებო, ექიმებო, ინელიგენციის წარმომადგენლებო, ხანდაზმულებო, ახალგაზრდებო გავერთიანდეთ ერთად მარტვილისთვის და საქართველოსთვის, ჩვენი შვილებისთვის და მათი  ღირსეული ცხოვრებისთვის, ქართული ტრადიციების და ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რწმენის  შენარჩუნებისთვის,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და პიროვნული ღირსებისთვის... 
მე გთხოვთ ყველას, განსაკუთრებით თქვენ, რომლებმაც მოიტანეთ 1 ოქტომბრის გამარჯვება, გააქტიურდით, ყველამ თქვენ თვითონ შეარჩიეთ თქვენი სოფლის დეპუტატობის კანდიდატები და ერთად ვიბრძოლოთ მათი გამარჯვებისთვის.
ნუ მივცემთ ნურავის იმის საშუალებას, რომ „ქართული ოცნების“ სახელით მარტვილის ხელისუფლებაში მოვიდნენ ისევ ნაციონალები და მათი აგენტები. ერთად დავდგეთ და გადავარჩინოთ ქართული სახელმწიფო გადაგვარებისგან, ერთად ვნახოთ გამოსავალი და ერთად ვიბრძოლოთ  ილის, ზვიადის, მერაბის და სრულიად საქართველოს სახელით.
ეს მიმართვა მინდა დავამთავრო საქართვეოს პირველი პრეზიდენტის ლექსით:
ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგანწირული,
დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი,    
ისმის გალობა,ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული,
და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი,
      გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი,
      მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას,
      წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი,
      ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს.
დაასასრულს, მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ ხვალინდელი საქართველოს და მარტვილის ბედი.
ერთად დავიბრუნოთ საქართველო და ერთად დავუბრუნოთ მარტვილი მარტვილელებს.

ზურაბ ბიგვავა, 
                                                კოალიცია "ქართული ოცნების" მარტვილის რაიონული შტაბის ყოფილი უფროსი