/ მ. ებნერ-ეშენბახი/
კოჰაბიტაცია (Cohabitation) ფრანგული სიტყვაა და თანაცხოვრებას, თანაარსებობასნიშნავს. კოჰაბიტაცია სათავეს საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის კონსტიტუციიდან იღებს,როდესაც საფრანგეთი ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა. პრემიერისა დაპრეზიდენტის მსგავსი „თანაარსებობა“ კი მხოლოდ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობისდროსაა შესაძლებელი, როდესაც პარლამენტს შეუძლია უნდობლობის ვოტუმით მთავრობისგადაყენება, ხოლო პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის დათხოვნა. მაგრამ საქართველოში სულ სხვა რეალობა, სააკაშვილს დღეს მოქმედი კონსტიტუციით მისი სურვილის შესაბამისად ერთდროულად მთავრობის და პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს და ეს მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის- სააკაშვილის რეიტინგი 5-8 %-ს არ აღემატება.
სამწუხარო ის არის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზების მიზნით დასავლელი პოლიტიკოსებისგან შემომოთავაზებული კოჰაბიტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და მათ მცირერიცხვოვან მხარდამჭერებსმხოლოდ თავის სასარგებლოდ ესმით და თავხედურად ცდილობენ მათ მიერ ჩადენილ უამრავ ბოროტებაზე პასუხისგებასთავი აარიდონ, რადგან უძნელდებათ იმ პირადი კეთილდღეობის დათმობა რაც მათ ამ ცხრა წლის განმავლობაშიდაუმსახურებლად, კანონის გვერდის ავლით და მოქალაქეთა უფლებების ფეხქვეშ გათელვით მიიღეს.
ამ რეალობისთვის შეგუება ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია, ვინაიდან როგორც „ნაციონალებს“ჰგონიათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სათავეში მოსვლა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომელიცთავდაუზოგავად, შეურიგებლად და პრინციპულად ებრძოდა სააკაშვილის პირსისხლინ რეჟიმს, -სულაც არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის მილიარდებისა და ფინანსური შესაძლებლობებისადმი ხიბლით გამოწვეული. ქართველი ხალხი უბრალოდ სამართლიანობის აღდგენას და ქვეყნის სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას ითხოვდა. დღესაც საზოგადოების უმრავლესობისთვის მთავარი- სააკაშვილის და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის ნარჩენების მოცილებაა და არა მასთან კოჰაბიტაცია. საზოგადოებას სამართიანობის აღდგება სწყურია და არაა დამნაშავე ჩინოვნიკებისთვის ყველა იმ დანაშაულის მიტევება- ე.წ. უპირობო ამნისტია, რომელსაც ასე ითხოვს ნაცელიტა.
სააკაშვილის სითავხედეს საზღვარი არა აქვს. მის მიერ შაბათს გავრცელებულვიდეო-მიმართვაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგისგასაგრძელებლად სამი პირობის შესრულება მოითხოვა მმართველი კოალიციისგან: 1.შეწყდეს საშუალო და ქვედა რგოლის პროკურატურაში დაბარება და მათი დაკავება; 2.საქართველოს პარლამენტი დარჩეს ქუთაისში და 3. საქართველოს კონსტიტუციაშიჩაიწეროს საქართველოს საგარეო კურსი.
ამ სამი პირობის შესრულებაზე კოალიცია არ უნდა დათანხმდეს! რადგან:
1. უპირობო ამნისტია, რომელსაც ითხოვს სააკაშვილი კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია, რადგან საშუალო და ქვედა რგოლმა თუ დანაშაული ჩაიდინა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. მაგრამ თუ მაინც ჰუმანურობას გამოვიჩენთ და მოხელეების ამ კატეგორიას არ გავასამართლებთ, მაშინ ყველამ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობები, დანაშაული აღიარონ და საჯარო სამსახურში მოღვაწეობა რამდენიმე წლით შეეზღუდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა პასუხისგებაში უნდა მიეცეს;
2. პარლამენტი არ უნდა დარჩეს ქუთაისში და ის უნდა დაუბრუნდეს დედაქალაქს, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანო უნდა იყოს იმ ქალაქში სადაც არის ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი, ანუ დედაქალაქი.ასევე, დეპუტატების გადაადგიების და ქუთაისში ცხოვრებისთვის კიდევ დამატებითი ხარჯებია საჭირო, რისიფუფუნებაც საქართველოს ბიუჯეტს არ აქვს. თანაც ახალი პარლამენტი არაკომფორტული და ჯერ კიდევდაუმთავრებელია. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ქუთაისის აღორძინება, როგორც ამას ნაციონალები ქადაგებენ არა პარლამენტის იქ ფუნქციონირებით, არამედ ქარხნებისა და საწარმოების ამუშავების შემდეგ არის შესაძლებელი. ამიტომ, ვიღაცის „ჰეროსტრატულ“ სწრაფვას ისტორიაში შესასვლელად საზოგადოების ინტერესები არ უნდა შეეწიროს;
3. კონსტიტუცია არ უნდა დამახინჯდეს „მავანთა“ მახინჯი მოსაზრებებით. არ არის აუცილებელი კონსტიტუციაში ჩაიწეროს თუ რა საგარეო კურსი ექნება საქართველოს, რადგან ქართველი ერი დასავლური ცივილიზაციის ნაწილია და ამას კონსტიტუციაში ჩაწერის გარეშეც კარგად აცნობიერებს თითოეული ქართველი.
ასე რომ თუ კოალიცია სააკაშვილის ამ „ხუშტურებს“ დათანმდება შეცდომას დაუშვებს, რადგან ეს იქნება საზოგადოების წინააღმდეგ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯი, რაც სამომავლოდ აუცილებლად აისახება ახალი ხელისუფლების იმიჯზე უარყოფითად.
დღეს ვინც ნაციონალებთან კოჰაბიტაციას ქადაგებს ის გვერდს უვლის სამართლიანობას და „აკეთილშობილებს“ ბოროტებას. უფრო მეტიც აძლევს საშუალებას სააკაშვილს და მის კრიმინალურ გუნდს მოაწყონ საბოტაჟი და ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა იმ დასავლელ პოლიტიკოსებს დაეკისრება, ვინც ნაციონაებთან კოჰაბიტაციას ითხოვს კოალიციისგან. რადგან, როგორც ვიქტორ ჰიუგომ ბრძანა: „ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც“.
და ბოლოს, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს დღესვე, რადგან ხვალ სხვამ არ ჩაიდინოს მსგავსი დანაშაული, თუ არადა ისევ აღვირახსნილ დაუსჯელობის სინდრომს და წახალისებულ კრიმინალს მივიღებთ ქვეყანაში. ბედნიერ მომავალზე სანამ ვიოცნებებთ, მანამდე წარსულის რევიზია უნდა მოახდინოთ ბატონებო და ქალბატონებო! გველებს უბეში ნუ ჩავისვამთ!
No comments:
Post a Comment