Sunday, March 10, 2013

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. მუხურჩის არქეოლოგიური მემკვიდრეობა


საზოგადოდ გვიანი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის ეპოქების კოლხური კულტურის ძეგლების კულტურულ ფენათა შესწავლა XX . 30-40 იან წლებში დაიწყო. ნაწილობრივ ეს იყო დაზვერვები და ზოგადი გამორკვევები, რასაც ზოგჯერ თან ახლდა ძეგლთა მეტ-ნაკლებად მიახლოვებული სტადიალური და ქრონოლოგიური განსაზღვრებები. რიგ ადგილებში განხორციელებულ იქნა არქეოლოგიური გათხრებიც. თავდაპირველად ეს ეპიზოდური გახლდათ მაგრამ გარკვეული ხელმოსაკიდი ქრონოლოგიური ჩარჩოები მაინც მოიხაზა.
60-იან წლებიდან კოლხეთის დაბლობზე სტაციონალური არქეოლოგიური გათხრებისთვის უკვე მრავალი მონაცემი დაგროვდა კოლხეთის ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანის ძეგლების გეოგრაფიის შესახებ.
გასული საუკუნის 70-80-იან წწ. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. მუხურჩაში არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა მაშინდელი . ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია - . გოგაძის ხელმძღვანელობით. მაშინ არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდა (1974, 1976 წწ) მუხურჩის მახლობლად ადრეული რკინის ხანის სამაროვანზე, ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარზეკეკლური ზუგასოფლის დასავლეთ მხარეს, ადრეანტიკურ ხანის ნამოსახლარზე პლანტაციან ფართობზე (1975 და 1980 წწ.) და ნამოსახლარ ბორცვზენაჭვის ზუგა” (1981 .).
კოლხეთის დაბლობის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლისას სათანადო ობიექტებს განსაკუთრებით კი ნამოსახლარების გათხრების სირთულეს დიდი ხანია, რაც ყურადღება ჯეროვნად მიექცა. ამის მიუხედავად მუხურჩის ძეგლთა უმეტესობას ქრონოლოგიური განსაზღვრისათვის კონკრეტული მონაცემები ჯერჯერობით ძალზე ცოტაა. ამ თვალსაზრისით შედარებით მყარი დასაყრდენია მუხურჩის სამაროვნის თარიღები, რომელშიც ორი ქრონოლოგია იმიჯნება ადრეული- ძვ.. VIII-VII სს. პირველი ნახევარი და მომდევნო ძვ.. VII .-ის II ნახ. – VI სს.
1982 წელს არქეოლოგიური დაზვერვა განხორციელდა ზემოაღნიშნული ექსპედიციის მიერ სოფ. მუხურჩაში, მდ. აბაშის მარცხენა სანაპიროზე. მოპოვებული მასალების ანალიზმა ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოების აუცილებლობა გამოიწვია. ადგილ –“ნაწისქვილარზე” 1982-1988 წწ. არქეოლოგიური გათხრებით ძვ.. VIII-VII სს. საწარმო-ნამოსახლართა ნაშთები გამოავლინდა სხვადასხვა სეგმენტების სახით: დანგრეული საცხოვრებელი ნაგებობები, დიდი ოდენობით კერამიკული ნაწარმი, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ხასიათის ნივთები, დანგრეული სახელოსნოს ნაშთები. ხელოსნობის დარგებს შორის მკვეთრად გამოხატული მძივების დასამზადებელი სახელოსნოები დომინირებდა: სხვადასხვა მინერალები (ნედლეული), სახეხ-საპრიალებელი ქვები, გრდემლები, ცალბოლოსთან წაწვეტებული სადგისისა თუ სახვრეტის თავი.
ნაწისქვილარის საწარმო ნამოსახლარი ფაქტიურად პირველი ძეგლი გახდა საწარმო ნამოსახლარების კვლევის საქმეში. მოგვიანებით ანალოგიური აღმოჩენები დაფიქსირდა ნოქალაქევსა და ოჩხომურში. აღმოჩენებით ირკვევა, რომ ამ მეტად მაღალ მხატვრული ღირებულების პროდუქტზე ძველი კოლხური საზოგადოება არა მარტო ადგილობრივ ბაზარს უზრუნველყოფდა, არამედ შესაძლოა იმპორტის საგანსაც კი წარმოადგენდა.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ მუხურჩის, ვედიდკარის და მათ ირგვლივ მდებარე მიწის ფართობები უმდიდრეს მასალებს შეიცავენ ძველი კოლხური ცივილიზაციის კვლევისათვის და ამ მიმართულებით არქეოლოგიური სამუშაოები აქ კვლავაც გასაგრძელებელია

პატივისცემით,
 . ლომიტაშვილი
 პროფესორი      


No comments:

Post a Comment