ბატონებო!
შეიძლება ვინმემ მეტისმეტად სითამამედაც კი ჩამითვალოს ამ ღია ბარათის პრესაში გამოქვეყნება, მაგრამ ამას უფრო ის მაბედვინებს, რომ ჩემს პირად სათხოვარზე არ გაწუხებთ და ვითხოვ სამეგრელოში, კერძოდ, მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაში მდებარე, ერთ-ერთი არქეოლოგიური ძეგლის დაცვას, რომელიც მარტვილის ნაცხელისუფლების მიერ დიდი ხანია უმოწყალოდ ნადგურდება.
საქმე გახლავთ შემდეგში:
2008 წელს
მარტვილის რაიონში მოხდა უპრეცედენტო მასშტაბის კანონდარღვევა ნაციონალმა ხელისუფლებამ სოფლებში _ მუხურჩასა და ვედიდკარში 600-ზე მეტ ოჯახს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და საძოვრები უკანონოდ წაართვა და კომპანია `აგრიჯორჯიაზე~ გაასხვისა (ცნობისათვის: ეს ის `აგრიჯორჯიაა~, რომლის უკან იდგა და ახლაც დგას ახალაიებისა და გოროზიების კლანი, რომელსაც მარტვილში ზურგს უმაგრებს გამგებლის სავარძელს კბილებითა და ხელ-ფეხით ჩაჭიდებული პირწავარდნილი ნაციონალი მამუკა დანელია.
სამწუხაროა, რომ ნაციონალების მიერ გასხვისებულ იმ მიწებს შორის აღმოჩნდა მეცნიერთათვის კარგად ცნობილი `ზუგა~ და მისი მიდამოები, რომელიც ისტორიელი თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია, სადაც კოლხური კულტურის ამსახველი უნიკალური ნიმუშებია შემონახული.
ნება მომეცით, გაგახსენოთ, რომ სწორედ კოლხეთში, კერძოდ მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაშია აღმოჩენილი ძვ. წ VIII საუკუნის `მეეტლის ბრინჯაოს ქანდაკება~, რომლის სურათსაც აქვე ვბეჭდავთ და რომელიც, ისტორიკოსთა ცნობით, მთელ შავიზღვისპირეთში ერთადერთი და უძველესი ბერძნული ნივთია_ბერძნული სამყაროს კოლხეთთან ურთიერთობის მჭევრმეტყველი დადასტურება.
სხვათა შორის, ეს ქანდაკება ნ. ასათიანისა და მ. ლორთქიფანიძის რედაქტორობით გამოცემულ `საქართველოს ისტორიის~ მე-10 კლასის სახელმძღვანელოშიც არის შეტანილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სოფელ მუხურჩაში არსებული არქეოლოგიური ძეგლების მნიშვნელობას, თუმცა მარტვილის მუნიცი პალიტეტის გამგებელს მამუკა დანელიას ეს არ ესმის და არც უნდა, რომ გაიგოს.
არადა ეს ისტორიული ადგილები ჩვენს სახელოვან მეცნიერებს მხედველობიდან არასოდეს არ გამორჩენიათ.
მაგალითად, 1982 წელს მარტვილის რაიონის ხელმძღვანელობას, კულტურის განყოფილაბას და პროკურატურას გაეგზავნა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების მიერ შედგენილი დოკუმენტაცია კულტურის ძეგლთა ზონების ნაკრძალებად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტის მიხედვით, მომავალში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების მიზნით ნაკრძალად გამოცხადდა სოფელ მუხურჩის ტერიტორიაზე მდებარე სამი არქეოლოგიური ძეგლი _ `კეკელური ზუგა~, `ნაჭვის ზუგა~ და `ნარონა~.
ჰოდა, რაკი ზემოაღნიშნული არქეოლოგიური ძეგლები ნაკრძალ ზონებად იყო გამოცხადებული, ცხადია, არავის ჰქონდა იმ ტერიტორიების გასხვისებისა და მათზე ნებისმიერი სახის სამეურნეო საქმიანობის წარმოების უფლება.
მე ამის შესახებ არაერთხელ მივმართე მარტვილის მუნიცი პალიტეტის გამგებელს მამუკა დანელიას საჯარო შეკრებებზე, დავწერე გაზეთშიც, მაგრამ რად გინდა, ყველა ჩემი რეპლიცა თუ საგაზეთო პუბლიკაცია მგლის თავზე სახარების კითხვა იყო და მეტი არაფერი. ხომ გახსოვთ ქართული ანდაზა: ურახუნე კედელსაო... კულტურის ძეგლებისადმი გამგებლის ასეთ დამოკიდებულებას კი, როგორც მოსალოდნელი იყო, მოჰყვა ის შემაშფოთებელი ფაქტი, რომ სოფელ მუხურჩაში მდებარე `ზუგა~ და მისი მიდამოები, რომელშიც შუა ბრინჯაოს ხანის უნიკალური ნივთიერი მასალებია შემონახული, მძიმე ტექნიკით დაამუშავეს, გადახნეს და გაანადგურეს.
ალბათ, გაგახსენდათ პოეტის სიტყვები: `სირცხვილი იმ გუთნისდედას, წინაპრების საფლავს ხნავდეს.~ დიახ, მართლაც სირცხვილი, სირცხვილი და კიდევ სირცხვილი მარტვილის მუნიცი პალიტეტის გამგებელს მამუკა დანელიას, რომელმაც როგორც ყველაფერზე, ამ საგანგაშო ფაქტზეც ყური ისე დაიხშო და თვალი ისე დაიბრმავა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
არადა, როგორც ყველამ ვიცით, არქეოლოგიური ძეგლებისადმი ასეთი გულგრილი დამოკიდებულება და შეგნებულად მათი დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.
ბატონებო! Dდარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემზე ათასჯერ და ათიათასჯერ უკეთესად იცით, რომ ძვ.წ.VIII საუკუნის 20-იან წლებში კოლხას სამეფო გაანადგურეს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრებმა კიმერიელებმა.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, კოლხების კულტურულ მემკვიდრეობას მარტვილში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახით მოვლენილი `ახალი კიმერიელები~ ანადგურებენ.
ნუ მივცემთ მათ ამის საშუალებას.
ცნობილ ქართველ ლიტერატორს ბაჩანა ბრეგვაძეს ეკუთვნის შესანიშნავი სიტყვები: გამორიცხეთ კულტურა ისტორიიდან და მიიღებთ ზოოლოგიას.
დარწმუნებული ვარ, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გულმოდგინედ შეუდგა ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობისა და ქართული მიწა-წყლის განიავებას, რამდენიმე წელი კიდევ რომ დარჩენილიყო ქვეყნის სათავეში, ჩვენ მალე ისტორიულის ნაცვლად ზოოლოგიურ სინამდვილეში ამოვყოფდით თავს.
მადლობა ღმერთს, რომ ეს ასე არ მოხდა.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მოვითხოვთ, შეწყდეს სოფელ მუხურჩის არქეოლოგიური ძეგლების ირგვლივ მდებარე ტერიტორიებზე ყოველგვარი სამეურნეო საქმიანობის ჩატარება კულტურის სამინისტროს სათანადო რჩევა-რეკომენდაციების გარეშე, რადგან ამ ადგილებში დაფლულია კოლხური კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ნიმუში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი.
იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეში თქვენი ჩარევის შემდეგ მუხურჩის არქეოლოგიური ძეგლები განადგურებას გადაურჩება, რისთვისაც ყველა კოლხი კაცის სახელით წინასწარ გიხდით მადლობას.
დასასრულ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი და გისურვოთ წარმატებები საქართველოსთვის სასიკეთო ყველა საქმეში.
ფაუსტ ნადარაია
გაზეთ `მარტვილის~ რედაქტორი
რედაქციის მინაწერი:
გაზეთ "მარტვილის" რედაქცია და რაიონის შემოქმედებითი საზოგადოება თუნდაც მარტო ამ წერილში მოყვანილი ფაქტისთვის უყოყმანოდ დაუჭერდა მხარს მარტვილის საზოგადოების სამართლიან მოთხოვნას მამუკა დანელიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ მარტვილის მუნიცი პალიტეტის გამგებელი მამუკა დანელია ერთი უწიგნური, კუდაბზიკა, უზრდელი, მეტიჩარა, ყოყოჩა, უტიფარი და თავხედი კაცია, რომელიც ჯერ კიდევ წინა საპარლამენტო არჩევნებში ბატონ ვაჟა აბაკელიას მხარდასაჭერი მასალების გამოქვეყნებისათვის
დაუპირისპირდა გაზეთ "მარტვილის" რედაქციას, ახლა კი კოალიცია "ქართული ოცნებისა" და მურთაზ ხურცილავას თანადგომისათვის
გვებრძვის. არადა საქართველოში ყველასათვის ცნობილია, რომ მაღალპროფესიონალი
იურისტი და ეროვნული გზნების პიროვნება ბატონი ვაჟა აბაკელია და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი ბატონი მურთაზ ხურცილავა ჩვენი ქვეყნის სახელოვანი შვილები არიან. ხოლო რაც შეეხება მდგომარეობით გაყოყოჩებულ გამგებელ მამუკა დანელიას, ის ჩვენი რაიონის სირცხვილია და მარტვილმა ეს სირცხვილი დროულად უნდა ჩამოირეცხოს. გარდა ზემოაღნიშნული ძეგლების განადგურებისა, მარტვილის საზოგადოება დიდი ხანია მას ბრალს სდებს არჩევნების გაყალბებაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, მიწების უკანონოდ გასხვისებაში, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მითვისებაში, მეწარმეებთან მაქინაციურ გარიგებაში, ტენდერების მიკერძოებით ჩატარებასა და თავისუფალ პრესაზე ზეწოლაში, რისთვისაც იგი აუცილებლად უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან მარტვილში ასეთი ეჩოგამგებლის (ეჩოსავით ყველაფერს რომ თავისკენ მიითლის) ატანა უკვე შეუძლებელი ხდება.
No comments:
Post a Comment