Sunday, March 31, 2013

ბიძინა ივანიშვილი: "ქართველი ხალხი, რომელიც მრავალი განსაცდელის მიუხედავად, მტკიცედ იცავს სახელმიფოებრივ დამოუკიდებლობას, მჯერა, ამ არჩევანს არასოდეს გადაუხვევს"


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის 22 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. რომელსაც გაზეთი „მარტვილი“ უცვლელად გთავაზობთ:
"22 წელი შესრულდა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან - 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმისაერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოხადებას.
 რეფერენდუმი გამოხატავდა მთელი საქართველოს მრავალეროვანი ხალხის ურყევ ნებას. მასში მონაწილეობა მიიღო ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა, რომლის 88 პროცენტმა სახელმწიფოებრიობის აღდგენას მისცა ხმა.
 31 მარტის რეფერენდუმი თავის მნიშვნელობას კვლავ ინარჩუნებს - ის არის საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი საკვანძო დებულება, და იმდენად იმპერატიული, რომ მისი რაიმე თვალსაზრისით უგულებელყოფა აბსოლუტურად გამორიცხულია.
 მთელს საქართველოს ვულოცავ რეფერენდუმის დღეს და არ შემიძლია არ გავიხსენო თაობები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებისთვის იბრძოდნენ, და საქართველოს პირველი პრეზიდენ ზვიად გამსახურდია, რომელიც სულისჩამდგმელი და ინიციატორი იყო საყოველთაო-სახალხო კენჭისყრის ჩაატარებისა.
 ქართველი ხალხი, რომელიც მრავალი განსაცდელის მიუხედავად, მტკიცედ იცავს სახელმიფოებრივ დამოუკიდებლობას, მჯერა, ამ არჩევანს არასოდეს გადაუხვევს", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

No comments:

Post a Comment