Saturday, March 30, 2013

"ბოროტება – ეს ღმერთთან დაშორებაა"


არსებობს ღმერთი? უნივერსიტეტის პროფესორმა ეს კითხვა სტუდენტებს დაუსვა. ღმერთმა შექმნა ყველაფერი? სტუდენტებმა უპასუხეს: დიახ!
პროფესორმა მიუგო: თუკი ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მაშინ ბოროტებაც მან შექმნა, რადგან ბოროტება არსებობს და აქედან გამომდინარე, ღმერთიც ბოროტია. სტუდენტები გაჩუმდნენ. შემდეგ ერთ-ერთი სტუდენტი ადგა და ჰკითხა:
პროფესორო, სიცივე არსებობს?
ეს რა კითხვაა? ცხადია, არსებობს. განა არასდროს შეგციებია?
არა, სერ. სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც სიცივედ ვთვლით, სითბოს ნაკლებობაა. აბსოლუტური ნული (-273°C) კი სითბოს აბსოლუტური ნაკლებობაა. სიცივე არ არსებობს, ეს სიტყვა იმისთვის გამოვიგონეთ, რომ აღგვეწერა მდგომარეობა, რომელსაც სითბოს ნაკლებობა იწვევს. პროფესორო, არსებობს სიბნელე?
... – ცხადია, კი.
კიდევ ერთხელ ცდებით, სერ. სიბნელე სინათლის ნაკლებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ არა სიბნელე. თქვენ ვერ გაზომავთ სიბნელეს. სიბნელე ის ცნებაა, რომელიც სინათლის გარეშე ყოფნას აღნიშნავს. სერ, არსებობს ბოროტება?
რა თქმა უნდა, ეს უკვე ვთქვი. ჩვენ მას ყოველდღე ვხედავთ. დანაშაული და ძალადობაა გამეფებული მსოფლიოში.
ბოროტება არ არსებობს, სერ. . ის სიბნელისა და სიცივის მსგავსია. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება, ბოროტება ის მდგომარეობაა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი კარგავს ღმერთის სიყვარულს.
სტუდენტის სახელი იყო ალბერტ აინშტაინი.

No comments:

Post a Comment