Sunday, March 10, 2013

ძვირფასო მკითხველო!
თქვენ აქ ყველანი საკუთარი თვალით ხედავთ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ხელმოწერილ და ბეჭედდასმულ დოკუმენტს, რომელიც აშკარად ადასტურებს გამგებელ მამუკა დანელიას მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რაც გამოიხატება სატენდერო საბუთების შეგნებულად გაყალბებაში.

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ეს მომართვა, სადაც მამუკა დანელია კიდევ ერთხელ უსინდისოდ ამტკიცებს, რომ თითქოს გაზეთიმარტვილური ამბები სარგებლობს შპს ეგრისის მაცნესსაიდენტიფიკაციო კოდით და გამოდის 2012 წლის თებერვლიდან, თვალთმაქცურად მოფიქრებული სიცრუეა და სიმართლეს არ შეეფერება.
გამგებელმა მამუკა დანელიამ რომელიც ამავე დროს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეა, წარმოდგენილი ყალბი დოკუმენტის გაცემით შეგნებულად წაგვართვა ტენდერში გამარჯვების საშუალება, რითაც, როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანი მიაყენა გაზეთმარტვილის რედაქციას და მან ეს მატერიალური ზიანი აუცილებლად უნდა აანაზღაუროს ან, უბრალოდ, საჯაროდ ბოდიში მაინც მოიხადოს. ხოლო თუ ის ამას არ გააკეთებს, ჩვენ შევეცდებით, მომავალში უფრო დაწვრილებით გაგაცნოთ აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია, რომ მერე თქვენთან ერთად უფრო არგუმენტირებულად განვსაჯოთ, აქვს თუ არა ასეთ თაღლითს გამგებლად და სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ ყოფნის უფლება!

გაზეთმარტვილის
რედაქცია


No comments:

Post a Comment