Saturday, May 9, 2015

უსამშობლოობის განცდა - ეს არ არის საქართველო...

პლანეტის უპირველესი ნაკრების -გერმანიის სტუმრობამ, ქართველებს ბევრ თავსატეხთან ერთად, მორიგი სირცხვილი აგემა. საქართველო-გერმანიის მატჩში ორი გოლი და მოედანზე შევარდნილი 7 გულშემატკივარი ვიხილეთ. მანამდე იყო ვარჯიში, სადაც ეროვნებით ქართველმა ახალგაზრდამ ბუნდესნაკრების კაპიტან ბასტიან შვაინშტაინგერს დაუჩოქა. ამან საერთაშორისო უხერხულობასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაცია ახალი დილემის წინაშე დააყენა. მცირე ალბათობით, თუმცა,შესაძლოა, ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი საშინაო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაატაროს. თან არ დაგვავიწყდეს, აგვისტოში ევროპის სუპერთასს რომ ვმასპინძლობთ...
მიმდინარე ეპოქაში არანაირი საქციელი გასაკვირი არ არის, მით უფრო ქართველისა, რომლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სიტყვადემოკრატიისმნიშვნელობა არ იცის, ევროპელობა კი ბევრისათვის რაღაც საშინელებასთანაა გაიგივებული.
იმთავითვე ვიტყვი, რომ ამგვარი ფაქტები, დასაგმობია და რთულია მასში პოზიტივი მოძებნო. თუმცა უფრო აღმაშფოთებელია ხალხის უკიდურესი რადიკალიზმი: ერთნი მას (სახელს განგებ არ ვწერ) „მოღალატედნათლავენ, მეორენი კი, ტოლერანტობისაკენ მოგვიწოდებენ და საქციელს მოზარდის გულუბყვრილობით ხსნიან. ამაზრზენია, როგორც ბეჭვდურ მედიაში გამოქვეყნებული, ასევე სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული  კომბინირებული ციტატები: „მოღალატე“, „სერგო ორჯონიკიძე“, „ბრავო“, „ბოდიშს ნუ მოიხდი“, „მეც იგივეს გავაკეთებდიდა ..
ფაქტია, ნორმალურ საზოგადოებაში ისინი, ანუ მთავარი მოქმედი პერსონაჟები,მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ამ საქციელით, ვერსად, ვერასდროს, იამაყებენ, თუმცა ჩემი აზრით, პრობლემა უფრო გლობალურია, ვიდრე ერთიდაჩოქებაან მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მიერ მეტოქე გუნდის გულშემატკივრობაა. საკითხავი მხოლოდ  მიზეზია, თუ რატომ დაეცა ქართველი კაცი ამ დონემდე და ზოგადად, მოხდა თუ არა ერის მენტალური გარდასახვა?! სამწუხაროდ, ჩვენში ამ თემებზე ღიად არავინ საუბრობს. აქ ხომ ყველა ყველას იცნობს. ნაწილისთვის დუმილიოქროა“, ნაწილისთვის კი პირადი კეთილდღეობის უშრეტი წყარო...
ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მიმობნეულ მანკიერებათა მიუხედავად, საამაყოა. აღსანიშნავია, ტრადიციებზე დაფუძნებული, სახელმწიფოებრივობის აღდგენის დაუცხრომელი, საუკუნოვანი მისწრაფებები. უკანასკნელ ათწლეულებში იმპერიის მარწუხებში მოქცეული ხალხისათვის, ქართული სპორტი ხომ ეროვნული თვითშეგნების, მრწამსისა და შინაგანი დამოუკიდებლობის (ხელოვნებასთან და კულტურასთან ერთად), ერთგვარი გამოვლინება იყო. სპორტულ სარბიელზე მიღწეული წარმატებები  ჩვენს მცირერიცხოვან ერს სტიმულს აძლევდა  ეფიქრა და ებრძოლა ქვეყნის მომავალი თავისუფლებისთვის.
საბოლოოდ, 24 წლის წინ მოპოვებულმა ნანატრმა დამოუკიდებლობამ, გარეშე ძალების პროვოცირებითა და ჩვენი გამოისობით, უკეთესი ცხოვრების მომლოდინე ერს, ყველაფერი დააკარგვინა. ფაქტობრივად, აირია ივერია. გალაკტიონის მეტაფორამ („აერების სიბერეა“) რეალური აზრი შეიძინა. თითქოს დაბერდა ატმოსფერო, გაიჟღინთა ექსტრემიზით, მლიქვნელობით, დაუნდობლობით. მატერიალურმა სიდუღჭირემ, სულიერ ღირებულებათა გაუფასურებას დაუდო სათავე, რამაც შურიანობა და დასმენა არნახულ სიმაღლეებზე აიყვანა. „საქართველოაბსტრაქცია გახდა.
სამწუხაროდ, მე და ჩემს თაობას თვალით არ გვინახავს პაიჭაძის, ღოღობერიძის, მესხის, მეტრეველის, ხურცილავას, ჩივაძის, ყიფიანის, შენგელიასა და სხვათა გასაოცარი გამოსვლები, აღტაცებაში რომ მოჰყავდათ მსოფლიო მაყურებელი, თუმცა გადმოცემით, წიგნებითა თუ შემორჩენილი მწირი კადრებით წარმოდგენა გვექმნება თუ რანი ვყოფილვართ უწინ და რანი ვართ დღეს.„დინამოსსტადიონზე ფეხბურთის ბევრ ვარსკვლავს უთამაშია, სხვათა შორის, ბასტიან შვაისტაინგერს კლასით ბევრად რომ აღემატებოდნენ ისეთებსაც. მაშინ არავის მოუვიდოდა აზრად, ვინმესთვის დაეჩოქა ან რომელიმე მოწინააღმდეგე გუნდისთვის ექომაგა...
ალბათ, ჩვენმა გაუკუღმართებულმა ყოფამ მოიტანა ის, რომ ნებისმიეს სფეროში წარმატების გაუგონარი, მანკიერი ფორმულა დამკვიდრდა: ცნობადობისა და პოპულარობის, შესაბამისად, ფულის შოვნის წყარო სიშიშვლე, სქესის გადაკეთება და  სტადიონზე შევარდნა გახდა. ამ ყველაფერს ჩვენი ტელევიზიები ნერგავენ, ისინი გვაიძულებენ ვიფიქროთ ისე და იმაზე, რასაც თავს გვახვევენ. ჩვენდა უნებურად, შეუმჩნევლად წარმართავენ ჩვენს ფიქრებსა და გონებას იქითკენ, საითკენაც სურთ. ამის საპირწონედ, მთავრობა არაფერს აკეთებს. იშვიათია შემთხვევები ვინმეს თავისი ნიჭით, პატიოსნებით, პროფესიონალიზმით მიეღწიოს კარიერული წინსვლისთვის. თავის დროზე დიდი მამულიშვილი მიხაკო წერეთელი მომაკვდინებელ დასკვნამდე მივიდა : „სულ ტყუილი ყოფილა ჩვენი ზნეობრივი პროგრესი, თურმე კიდევ უფრო დაცემულ ვართ!“. აი, სადაა ჩვენი უბედურება და როგორ იქმნებავაიქართველისპროტოტიპი.
ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ? ჩემი აზრი ამმკაცრი განაჩენისლოგიკას ემყარება. პასიური, მონურად ქედმოხრილი, წაგებულისაქართველოარავითარ პატივისცემას არ იმსახურებს. უფრო მეტიც, იგი არც თანადგომის ღირსია და არც თანაგრძნობის.
დაბოლოს: სკუთარ სამშობლოში სანამუსამშობლოობისგანცდა იქნება - არაფერი გვეშველება!..

ბესიკ გვაზავა,
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი

No comments:

Post a Comment