Saturday, May 2, 2015

მარტვილის საკრებულოს თავჯდომარემ უსაქმურობის გამო მახათის ნაცვლად ხელში კალამი აიღო და "ლექსების" წერა დაიწყო

გაზეთ `მარტვილისრედაქტორის ფაუსტ ნადარაიას განცხადებით, დღეს, როცა მთელ საქართველოში `ქართული ოცნებაახელისუფლების სათავეში, მარტვილში რაიო¬ნის თავკაცებად მოვიდნენ ის ადამიანები, რომელთაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე თითი არ გაუნძრევიათ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამიტომაა, რომ ის ადამიანები, ვინც ადრე გაქანებული მიშისტები იყვნენ და ნაცხელისუფლებ¬ის წინაშე თავმოსაწონებლად ბიძინა ივანიშვილსა და მის მხარდამჭერებს დედას აგინებდნენ, დღეს მარტვილის გამგეობაში თბილ ადგილებზე არიან მოკალათებულნი და ღმერთმა უწყის ვის დავალებებს ასრულებდნენ.
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ნაცხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტებს კონკურსში მაღალი ქულების მოპოვების შემდეგაც უარს ეუბნებიან სამსახურში მიღებაზე. არადა ესენი ის ახალგაზრდები არიან, რომელთაც არა მარტო რაიონში, არამედ რაიონს გარეთაც იცნობენ თავიანთი შემოქმედებითი საქმიანობით. გამგებელმა გრიგალავამ და საკრებულოს თავმჯდომარე გაბისონიამ სწორედ ეს ნიჭიერი და პრინციპული ახალგაზრდები არ გააკარეს არანაირ თანამდებობას და მათ ნაცვლად ისევ ყოფილ ნაცებსა და მედროვე ყვარყვარეებს მისცეს უპირატესობა.
მარტვილის საკრებულოს თავჯდომარემ, ალექსი გაბისონიამ, რომელიც ამავე დროს საკონკურსო კომისიის თავჯდომარეა, საჯარო სამსახურში თანამშრომლად მხოლოდ მისთვის სასურველი, ის დაბალქულიანი პიროვნებები აიყ¬ვანა, რომლებმაც ტესტირებაზე ბარიერი ძლივს გადალახეს, ხოლო ყველა ის ნიჭიერი ახ¬ალგაზრდა, რომელმაც მაღალი ქულა აიღო, უმუშევარი და¬ტოვა. ბატონი ალექსი გაბისონია რომ ნიჭიერებასთან ცოტა მწყარლადაა და არ იცის მისი ფასი, ამის დასტურია თუნდაც ის სასაცილო ფაქტი, რომ ამ ბოლო დროს მან უსაქმურობის გამო, მახათის ნაცვლად ხელში კალამი აიღო და `ლექსების~ წერა დაიწყო, თუმცა ამ საქმის აზრზე არ არის და არ იცის რა არის ლექსი და პოეზია.
გაზეთ `მარტვილისრედაქტორის თქმით, სამ¬წუხაროა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ისეთი სულელური `ლექსებისდასაწერად იცლის, როგორი `ლექსებიცმას ფეისბუქის პირად გვერდზე დაუდვია.
ფაუსტ ნადარაია:  წავიკითხე ალექსი გაბისონიას `შედევრი~. მე ასეთი ლექს-სიშტერე არასოდეს წამიკითხავს, სასაცილოა პირდაპირ.
თუმცა უფრო სასაცილო ის ჩალხანები არიან, რომელთაც მოსწონთ ალხანას ეს `ლექსი“.
მე ამ `ლექსსლექს-სიშტერეს ვუწოდებ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში ვერ შეხვდებით ვერც ერთ პოეტურ საღებავს და მის ვერც ერთ სტრიქონში ვერ იგრძნობთ მხ¬ატვრულ გამომსახველობას, არამედ იმიტომაც, რომ ალექსი გაბისონიას ეს `ლექსინამდვილი სიშტერეა შინაარსობრი¬ვადაც.
აი, ნახეთ:
მოვედი ჩუმად სიტყვა
არ მითქვამს,
ვაკვირდებოდი
ირგვლივ ყველაფერს,
ფუყე თავთავნი თავს
აღარ ხრიდნენ,
ოდნავ მძიმენი
ნელა ღელავდნენ.
ეტყობა, მარტვილის საკრე¬ბულოს თავჯდომარეს სადღაც ამოუკითხავს ან ყურმოკვრით გაუგონია იოსებ გრიშაშვილის ლექსი:
ფუყე თავთავი თავს
მაღლა იწევს
სავსე თავთავი
თავდახრილია
რომლის უნიჭო მიბაძ¬ვით შეუთხზავს ასეთი მდარე სტრიქონები:
ფუყე თავთავნი თავს
აღარ ხრიდნენ,
ოდნავ მძიმენი
ნელა ღელავდნენ.
`ლექსისდასაწყისში ბატო¬ნი ალექსი იხსენებს, თუ როგორ მოვიდა იგი მარტვილის პოლი¬ტიკაში:
მოვედი ჩუმად
სიტყვა არ მითქვამს,
ვაკვირდებოდი
ირგვლივ ყველაფერს.
როგორ, როგორ?
მოვედი ჩუმად
სიტყვა არ მითქვამს-ო“
დიახ, ალექსი გაბისონია სწორედ იმ დროს გამოჩნდა მარტვილის პოლიტიკაში, როცა `ქართული ოცნებისმარტ¬ვილელი აქტივისტები შიშველი ხელებით, საკუთარი სიცოცხ¬ლისა და ოჯახების უსაფრთხოე¬ბის რისკის ფასად ებრძოდნენ სააკაშვილის ფაშისტურ რე¬ჟიმს. მათ გვერდით ვიდექი მეც ჩემი გაზეთით და არ მახსოვს შემთხვევა, ალექსი გაბისონიას ოდესმე ნაციონალური მოძ¬რაობის წინააღმდეგ ამოეღოს საჯაროდ ხმა.
არადა, ეს ის დრო იყო, როცა მართალი სიტყვის თქმა აუცილებლობას წარმოადგენდა და ყველა, მათ შორის გაბისო¬ნიაც, ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც გენიალური რუსთ¬ველი იტყოდა ხოლმე:
არ უთქმელობა არ ვარგა,
არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი.
.. უთქმელობა ცუდია, უენო პირუტყვი ხომ არ ვარ, არაფერი ვთქვაო.
ბატონო ალექსი გაბისონია კი, რომელიც ახლა თავს ლექ¬სის მწერლადაც გვასაღებს, იმ¬დროინდელ თავის უმოქმედო¬ბას, როგორც საეჭვო ინდივიდი, ასე ამართლებს;
მოვედი ჩუმად სიტყვა
არ მითქვამს
ვაკვირდებოდი ირგვლივ
ყველაფერს.
ვაი იმ რაიონს, სადაც ასეთი უნიჭოდ დაწერილი ლექსის ავტორი საკრებულოს თავ¬ჯდომარეა და მარტო საკრე¬ბულოს თავჯდომარე კი არა, საკონკურსო კომისიის ხელმძ¬ღვანელიცაა და ნიჭიერი კა¬დრების შერჩევას განაგებს.

ჩვენი რჩევაა, ალექსი გაბისონიამ თავისი აბდაუბდა ლექსები სასწრაფოდ გააქროს ფეისბუქსივრციდან, რადგან როცა ავტორი რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეა, მსგავსი იდიოტიზმების გამო¬ქვეყნება, არამარტო მისი დამ¬წერის, არამედ მთელი რაიონის სირცხვილია!
გაზეთ `მარტვილისრედაქტორი კიდევ ერთხელ მიმართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ბატონ ლევან შონიას, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს მარტვილის საქმე და ბოლო მოუღოს იმ სამარცხვინო კოჰაბიტაციას მარტვილში, რომლითაც იგნორირებას უკეთებენ იმ ადამიანებს, რომელთა მხარეებზეც გადაიარა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებმა.
და თუ გვინდა, რომ მომა¬ვალ არჩევნებშიც `ქართულმა ოცნებამგაიმარჯვოს, მარ¬ტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელებმა თავიანთ სამოქმედო დევიზად უნდა გაიხადოს საქართველოს პრემიერის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ეს მოწოდება: ჩვენ გვერდით უნდა ამოვიყენოთ და იმედები არ გავუცრუოთ იმ ადამიანებს, რომლებიც პირველივე დღიდან ჩვენთან იდგნენ და ჩვენთან ერთად ებრძოდნენ სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს.
დროა, მოვუსმინოთ პრემიერს და მხარი დავუჭიროთ იმ იდეებს, რაზედაც ვიბრძოდით 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

ნანა გოგია
`თავისუფალი პრესა

No comments:

Post a Comment