Saturday, May 2, 2015

მ ო ძ რ ა ო ბ ა “ ე რ ო ვ ნ უ ლ ე ბ ი “


ამ დღეებში, როგორც მთელ საქართველოში, ასევე მარტვილშიც გაიხსნა მოძრაობა „ეროვნულები“-ს ოფისი სავაჭრო ცენტრ „ბუმი“-ს გვერდით, ყოფილი „ქართული ოცნების“ ოფისის შენობაში. მოძრაობა „ეროვნულები“ თავის რიგებში გააერთიანებს ყველა თაობის წარმომადგენლებს, ყველა იმ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართულ- ეროვნული იდეები. ჩვენი ძირითადი სლოგანია: „ენა, მამული, სარწმუნოება“, „თავისუფლება, ღირსება და დამოუკიდებლობა“, „ილია ჭავჭავაძისა და ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება“. უახლოეს დღეებში გაიმართება მოძრაობა „ეროვნულები“-ს ყრილობა.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ ქართველი ხალხის ცხოვრება და შევქმნათ ისეთი საქართველო, როგორიც ილია ჭავჭავაძესა და ზვიად გამსახურდიას უნდოდა.
ჩვენი ერი, უფრო მეტს იმახურებს ვიდრე ის დღეს ცხოვრობს.
შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ხვალინდელი დღე.


მოძრაობა ეროვნულების მარტვილის რაიონული ორგანიზაცია        

No comments:

Post a Comment