
სტეფანე ს ა ნ ა ნოი ს ძე ჭყონდიდელი – მეათე საუკუნის მეორე ნახევრის ქართველი მწერალი, ჰიმნოგრაფი, სასუ ლ ი ე რ ო მოღვაწე, რომელსაც ეკუთვნის აბოსადმი მიძღვნილი ორიგინალური ჰიმნი და სტეფანე პირველმოწამისადმი მიძღვნილი საგალობლის თარგმანი.

სვიმეონი – საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე XII ს. პირველ ნახევარში. ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესი, ბედიელ–ალავერდელი. ეკუთვნოდა დავით აღმაშენებლის მომხრეთა დასს. შირვანის აღების შემდეგ მეფემ საქმეთა გამგებლად იქ სვიმეონი დატოვა.
ანტონ ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესი – საქართველოს სამეფოს ვაზირთუპირველესი 1 2 4 8 – 1 2 5 6 წლებში. ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობის იმ ღონისძიებათა შ ე მ უ შ ა ვ ე ბ ა ს ა და განხორციელებას, რომელთა მიზანი იყო დიდი ეკონომიური კრიზისის შენელება. მისი წინადადებით გაღარიბებულ მ ო ს ა ხლე ო ბ ა ს დაურიგდა ეკლესიის კუთვნილი მიწების ნაწილი. მაგრამ ამის გამო მას გადაემტერნენ მაღალი წრეები და ცრუ ბრალდების საფუძველზე დააპატიმრეს და გაუსამართლებლად ჩამოახრჩვეს.
ანტონ ცაგარელ ჭყონდიდელი – საეკლესიო მოღვაწე. სამეგრელოს მთავრის ოტია დადიანის ვაჟიშვილი. 1777 წელს დაინიშნა ჭყონდიდლად. ჭყონდიდლობდა 1788 წლამდე. ქართულ მწერლობაში ანტონი ცნობილია, როგორც გამოჩენილი მქადაგებელი, რომლის ქადაგებანი ძირითადად ზნეობრივი ხასიათისაა.
ჭყონდიდის საეპისკოპოსოს მნიშვნელობაზე ნათლად მიუთითებს ის, რომ ერთიანი საქართველოს მეფემ, ბაგრატ IV-ემ თავის საძვალედ მარტვილი აირჩია. საქართველოს ყველაზე ღირსეულმა მეფემ – დავით აღმაშენებელმა კი ჭყონდიდის ეპისკოპოსი თავის პირველ ვეზირად დანიშნა.
1814 წელს ქართული ავტოკეფალური ეკლესიის გაუქმების შემდეგ, ჭყონდიდის საეპისკოპოსო, ისევე, როგორც მთელი საქართველოს ეკლესია, საქართველოს ეგზარქოსს დაექვემდებარა, მაგრამ 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლდა ჭყონდიდის ეპარქიაც. იგი ამჟამად მოიცავს მარტვილისა და აბაშის რაიონების ტერიტორიას.
ფაუსტ ნადარაია
No comments:
Post a Comment