Friday, September 28, 2018

მათ, როგორც ქველმოქმედთ, მარტვილში ბადალი არ ჰყავთ


მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მარტვილში მოღვაწეობდნენ ისეთი პატრიოტი და ქველმოქმედი ადამიანები, როგორებიც იყვნენ:
      ანტონ კეკელია -- სასულიერო მოღვაწე და განმანათლებელი, სამეგრელოში, მათ შორის მარტვილის სხვადასხვა სოფელში გახსნა 15 სკოლა. საკუთარი სახსრებით გააგზავნა სერგი დანელია სასწავლებელში.
         დარია ფაღავა -- საზოგადო მოღვაწე, მექი ფაღავას მეუღლე, ეხმარებოდა ღარიბ სტუდენტებს ფინანსურად, იყო ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დამაარსებელი.
       დიმიტრი ბერულავა -- საზოგადო მოღვაწე, გახსნა სკოლები ახუთსა და კურზუში.
      კონდრატე ჩაჩიბაია -- ბლაღოჩინი, შემდეგში მასწავლებელი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი. კიწიაში საკუთარ მამულში გახსნა სკოლა.
   

                                     ***
         ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ქველმოქმედებას უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებენ და ასეა ეს საქართველოშიც.
        აღსანიშნავია, რომ მარტვილს დღესაც  ჰყავს უანგარო სიკეთის მკეთებელი სამაგალითო და მისაბაძი ადამიანები, რომელთაგან შეიძლება გამოვყოთ სამი ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელთაც მარტვილში ანალოგი არ ჰყავთ:

1.      ფრიდონ ინჯია
    



ცნობილი ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე, კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი, რომელმაც ბევრი სიკეთე მოუტანა კავშირგაბმულობასა და მარტვილის რაიონსაც. საკუთარი სახსრებით ააშენა მარტვილის მონასტრის ნაგებობათა კომპლექსში შემავალი ორსართულიანი სამრეკლო, ჩამოაყალიბა და დღესაც მის მიერ ფინანსდება საფეხბურთო კლუბი „მერანი“. არის სხვა უამრავ კეთილ საქმეთა ინიციატორი და დამფინანსებელი. რამდენჯერმე დაეხმარა გაზეთ „მარტვილის“ რედაქციას გაზეთებისა და წიგნების გამოცემაში.
2.      მერაბ გაბუნია
    

 შპს „მეგას“ პრეზიდენტი. საკუთარი სახსრებით ააშენა ღვთისმშობლის მიძინების  გუმბათიანი ტაძარი ბანძაში.



3.      ალიკა ახვლედიანი
       საკუთარი სახსრებით ევრორემონტი გაუკეთა სალხინოს საბავშვო ბაღის შენობას, დაეხმარა ფინანსურად სალხინოს საჯარო სკოლას, გაარემონტა სოფლის შესასვლელი ცენტრალური გზის მონაკვეთი, დარგო მარადმწვანე ხეები... ეხმარება სხვა სოფლების ბაღებს და სკოლებს. მისი დაფინანსებით გამოვიდა მარტვილში მოღვაწე ავტორების არაერთი საინტერესო წიგნი. დახმარების ხელს უწვდის ნიჭიერ მოსწავლეებსაც.
     მართალია, მათ როგორც ყველაზე ქველმოქმედ მარტვილელებს, რაიონში ბადალი არ ჰყავთ, თუმცა გაზეთმარტვილისრედაქცია მათ გვერდით უდუდესი პატივისცემით მოიხსენიებს და განსაკუთრებულ მადლობას უხდის აგრეთვე ბატონებს:  დემურ გადელიას, კარლო ბეჭვაიას, რომან რურუას, ზურაბ ბიგვავას, როინ ნაჭყებიას, აკაკი თოდუას, ბორის ბერულავას, ტარიელ ღვაბერიძეს და ყველა იმ ქველმოქმედ ადამიანს, რომლებმაც სხვადასხვა დროს დახმარება გაგვიწიეს გაზეთებისა და წიგნების გამოცემაში.
  ღმერთმა გვიმრავლოს საქართველოში ასეთი ღირსეული, ქველმოქმედი ადამიანები.

No comments:

Post a Comment