Wednesday, May 31, 2017

"`მეგრული პოეზიის ანთოლოგიის" შესახებ


ახლახან მკითხველმა მიიღო გამომცემლობა `ივერიონის~ მიერ 2000 ტირაჟით გამოცემული 700 გვერდიანი `მეგრული პოეზიის ანთოლოგია~. (პროექტის ავტორი გური ოტობაია). ფაქტია, ასე სრულად და ამ სახით მეგრული პოეზიის ნიმუშები ჯერ არავის გამოუქვეყნებია.
_ ამ წიგნის გამოცემა ძველი კოლხეთის სულის სიდიადის გამოვლენაა... კოლხ კაცს ეს წიგნი აუცილებლად სჭირდებაო, _ თქვა ერთმა ჩემმა მეგობარმა და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ასეა.
Mმადლობა გური ოტობაიას და ყველა იმ პიროვნებას, ვინც მონაწილეობდა ამ დიდებული წიგნის გამოცემაში.
ანთოლოგიაში შესულია როგორც ხალხური, ასევე ორიგინალური ლექსები.
მარტო ამ კრებულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვასრომ თანამედროვე ავტორების მეგრული პოეზია პერსპექტივის თვალსაზრისით  დიდ მომავალს გვპირდება.
Mმეგრული პოეზიის თანამედროვე წარმომადგენლებზე უფრო ვრცლად და კონკრეტულად სხვა წერილში ვისაუბრებ.
ახლა კი თავს ნებას მივცემ ამ ანთოლოგიის შესახებ გამოვთქვა რამდენიმე შენიშვნა.
1.  წინასიტყვაობაში გვეუბნებიან, რომ `მეგრული პოეზიის ანთოლოგია~ ფოლკლორის კვალდაკვალ წარმოგვიდგენს განსხვავებული ასაკისა და პოეტური ტემპერამენტის ერგას (50), ნათელში მყოფ თუ სვეკურთხეულ ავტორს. სინამდვილეში კი, როცა წიგნს გაეცნობით, ნახავთ რომ იქ 50 კი არა 63 ავტორია. 15 რატომღაც ფოლკლორის განყოფილებაშია მოხვედრილი. Gგაუგებარია  რანიშნით მოხვდა მათი განცალკევება? მაგალითად, თუკი ცნობილი `ჩელას~ დამწერი პავლე აკობია `ავტორების~ განყოფილებაშია შეყვანილი, საინტერესოა რატომ მოხდა `ფოლკლორის~ განყოფილებაში ასევე მთელ სამეგრელოში ცნობილი ლექსის _ `თიწკმა იპიიქ გაჭირებულის~ _ ავტორი ლადი სალაყაია, ვისაც ეკუთვნის ეს შედევრიც:
ვაი, შური, საყვარელი,
რინა მუში მამარდა რე,
რინაშ ნება ქორდასუნი
ქიანა მუში მაფართა რე.
მე ამით იმის თქმა მინდა, რომ როცა ლექსს ჰყავს ავტორი (ვიცით ვინ არის, სად ცხოვრობს და             ..) არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ის ფოლკლორულ ნაწარმოებად გამოვაცხადოთ.
   2. 2016 წელს ჩემს მიერ შედგენილ და გამოცემულ მეგრული ლექსების კრებულში- `ბჟა დია ჩქიმი~, ფოლკლორის განყოფილებაში  99- გვერდზე დაბეჭდილია ლექსი  `ნანა~, რომელიც ასე იკითხება:
ნანაია, ნანა სქუა
ნანაშ  ჭირიმა,
არკვანიშა იშამჯანუ ვარდიშ პირი მა,
გამნუონწყი შქართუნი დო
აშვოჯინი მა,
ბჟა დო თუთას ქოგურაფუ
მუში ჭირიმა.
დღასუ ვეშეჭყოლიდუა
გოლვაფირი მა
ყათე ნანა მარგალური
სქანიჭირიმა.
სქანფაცხა დო სქანკებური
სქანი ჭირიმა.
სამეგრელოში  გავრცელებული ეს სააკვნე სიმღერა, რომელიც სპირიდონ კვარაცხელიასგან ჩაუწერია და პირველად გამოაქვეყნა კალისტრატე სამუშიამ, მეგრელმა კაცმა არასოდეს არ უნდა დაივიწყოს.  Aმიტომ გული დამწყდაროცა ეს ლექსი ვერ ვიხილე ანთოლოგიაში. მართალიაიქ 26- გვერდზე დაბეჭდილია `სისატურა~, რომლის დასაწყისი სტრიქონები ემთხვევა ჩვენს მიერ აქ წარმოდგენილ `ნანას~ დასაწყის სტრიქონებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ `სისატურა~ მაინც სხვა ნაწარმოებია, რომელიც, როგორც ნუგზარ ანთელავას სტატიიდან მახსოვს, ლადი სალაყაიას კალამს ეკუთვნის  და ის პოეტმა თავის ვაჟს-ბონდოს უძღვნა:
სისა ტურა მურსია,
ბონდო ბოშის ლურსია,
ბონდო ბოში მუში ნანას
ოხუტოლუ გურსია. და ..
მეგრული პოეზიის შემდგომი გამოცემისას აუცილებელია `ნანას~ ხალხური და ავტორისეული სტრიქონების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
3. ქართველი მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი ნიჭიერი პოეტისა და ჟურნალისტის თამაზ ფიფიას სხვადასხვა პროზაული  თუ პოეტური ნაწარმოებებიმათ შორის მეგრული ლექსებიც. ამიტომ გამიკვირდა, ანთოლოგიის სარჩევში, ავტორთა ჩამონათვალში თამაზი რომ ვერ ვნახე. 2016 წელს ჩემს მიერ გამოცემულ კრებულში  `ბჟა დია ჩქიმი~ (რომლითაც ანთოლოგიის შემდგენლებსაც უსარგებლიათ). მე შევიტანე მისი ლექსი `ნანაია ნანა~
ნანაია ნანა სქუა,
ოცქვაფურსუ  ირო ვთქუა,
აშამჯანუქ  მურიცხჯგუა
ბჟა დო თუთას გიგურუა.
ონწეს რწკინუნქ, ბაია რექ,
სქანქიანა აია რე,
გურიშ ჰამო ნაია რე,
ირო გიბირს ინა ნანას და . .
მშვენიერი ლექსია, სულ 8 სტროფისგან შედგება და ის, როგორც გითხარით, თამაზ ფიფიასია. ანთოლოგიაში კი რატომღაც კაპიტონ გახარიას ლექსადაა  წარმოდგენილირაც უნდა გასწორდეს.
4. 402- გვერდზე ვახტანგ ხარჩილავას ლექსის _ `ართიხატისშენიშვნაში გვეუბნებიან, რომ ვახტანგ ხარჩილავას ამ ლექსებში სალიტერატურო ქართული და მეგრული შერწყმია ერთმანეთს, ასეთი რამ პირველად ხდება ჩვენს პოეზიაშიო, საიდანაც ისე გამოდის, რომ მეგრულ-ქართული ლექსი ვახტანგ ხარჩილავამდე არავის დაუწერია. Mმაგრამ ეს ასე არ არის. `მეგრული პოეზიის ანთოლოგიისგამოსვლამდე ჯერ კიდევ ერთი საუკუნით ადრე იოსებ ყიფშიძე წერდა: `...თვით მეგრელი ხალხი ქმნის აუარებელ ხალხურ სიტყვიერებას არამარტო მეგრულ ენაზე, არამედ რაც მეტად საინტერესოა _ მეგრულ-ქართულზედაც~.
და იქვე ნიმუშად მოჰყავს ერთი მაგალითი:
ბღურუქ მარა მუ ფქიმინა,
ვხედავ აღარ გებრალები,
ლეხი ვორექ მაღურუუ,
ვერ მიშველის ექიმები.

ლექსი  `ვღურუქ მარა მუ ვქიმინა~ სულ 14 სტრიქონისაგან შედგება, რომელთაგან 7 მეგრულადაა დაწერილი, 7-კი ქართულად. ასე რომ, ქართულ-მეგრული სტრიქონების მონაცვლეობით ლექსების წერა ჩვენში `არ ახალია, ძველია~.  ვახტანგ ხარჩილავა ამ საქმის პიონერი კი არ არის, ღირსეული გამგრძელებელია.
5. `მეგრული პოეზიის ანთოლოგიაში ჩემი 9 ლექსია შეტანილი, მაგრამ ერთი ლექსისთვის სათაური რატომღაც თვითნებურად შეუცვლიათ და დაურქმევიათ  `ლაზებს~.  არადა ის ლექსი ჯერ კიდევ  2012 წელს დაიბეჭდა გაზეთ `გალში~ და ეძღვნება გაზეთ `გალის~ თანამშრომლებს, ყველას ვინც იღწვის დღეს აფხაზეთში მეგრული ენობრივი კულტურის განვითარებისათვის. გაგაცნობთ ამ ლექსს:
თქვარეთ ჩქინი და დო ჯიმა
(გაზეთ `გალიშ~ მოხანდეეფს)
თქვან ნაჭარემს ვკითხულენქ  დო
მოკო თქვან გურს ინოჯინა,
თქვა ვარეთუ შხვაშიანი,
თქვა რეთ ჩქინი და დო ჯიმა.
ვორწყექ  მუჭო ომინჯუთუ
ნანას ნინას მარგალურსუ,
მოჯგირეემს ახარენთ დო
ნტერემს უსოფუნთუ გურსუ.
ჩქინი ნერჩი ართი რე დო
ჩქი მიღუნა ართი ჯინჯი,
თქვა მელეშეჩქი მოლეშე
ოკო ქუგობდვათუ ხინჯი.
ჯვეშ აიაშ ხონარიე
მარგალური ნინა სქვამი,
ღორონთქ დღასუ ვამოლასას
ჯიმალობა ჩქინ დო თქვანი.
მე ამ ლექსით მოვეფერე ჩვენს ღვიძლ დებსა და ძმებს, გალში მცხოვრებ მეგრელებს, განსაკუთრებით გაზეთ `გალის~თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ გაზეთში რუსულსა და აფხაზურთან ერთად მეგრულ ტექსტებსაც სისტემატურად აქვეყნებენ და ასე იბრძვიან თავიანთი `მეობის~ გადასარჩენად აფხაზეთში. Aარ მესმის, რა შუაშია აქ ლაზები?
მე ამ ლექსში, როგორც გითხარით, გალში მცხოვრებ მეგრელებს ვეუბნები: `ვორწყექ, მუჭო ომინჯუთუ ნანას ნინას მარგალურსუ~,  რასაცბუნებრივია ლაზებზე ვერ ვიტყოდი, რადგან:
მართალია, 10-15 საუკუნის წინათ მეგრული და ლაზური ენები სულაც არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ შემდეგი საუკუნეების განმავლობაში ჯერ ბერძნულმა, შემდეგ თურქულმა გარემომ ისე შეცვალა ლაზთა მეტყველება, რომ დღეს მეგრული და ლაზური სხვადასხვა ენებია. მკითხველს ვთხოვ სწორად გამიგოს.
მე პოლიტიკოსი არა ვარ და აქ არაფერს ვამბობ გაზეთ `გალის~ პოლიტიკურ შეხედულებებზე, მაგრამ ეს გაზეთი მომავალშიც თუ უფრო ხშირად დაუთმობს ადგილს მეგრული ფოლკლორის ნიმუშებს, ლექსებს, მოთხრობებს, ანდაზებს, წარმოაჩენს მეგრულენოვან ახალ ავტორებს, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, მათ ამისთვის ჩვენგანაც თანადგომა და წახალისება სჭირდებათ.
მეც სწორედ ამიტომ შევიტანე ჩემს მიერ შედგენილ ზემოხსენებულ კრებულში გალში მოღვაწე პოეტის ნარგიზა ბასარიას ლექსი _ `ლიმაქ ოკო ვეყუას~.
იმისათვის, რომ ლექსის შინაარსი ცნობილი გახდეს მეგრულის არმცოდნე პირთათვისაც, გთავაზობთ, მის თარგმანს ქართულად:
მიყვარს ჩემი აფხაზეთის
მოკაშკაშე  მზე და მთვარე,
მიყვარს ჩემი აფხაზეთის
წყლები ლაღად მოწკანწკარე.
როგორც მიწას მზის სხივები
უალერსებს სიყვარულით,
მიყვარს ჩემი ოდაბადე
მასთანა ვარ მთელი გულით.
აღარ უნდა იყოს ომი
ქვეყანაზე არასოდეს,
ბრძენს ხალხს შვენის ყველაფერში
სიყვარული წინ უძღოდეს.
მე კარგად მახსოვს 2011 წლის 28 სექტემბერს ენგურის ხიდზე ქართველი და აფხაზი ენათმეცნიერების, საზოგადო მოღვაწეებისა და ჟურნალისტების შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და აფხაზეთის მეგრულენოვანი მოსახლეობის კულტურისა და მეგრული ენის განვითარებაზე მომუშვე კულტურული თანასაზოგადოების შექმნის საკითხებს.
მახსოვს ამ შეხვედრის შესახებ პრესაში დაბეჭდილი ინტერვიუც გაზეთ `ილორისრედაქტორთან, ბატონ როლანდ ჯალაღანიასთან, სადაც ბატონი როლანდი აღფრთოვანებით საუბრობდა იმ სითბოსა და სიყვარულზე, რაც აფხაზმა მასპინძლებმა გამოიჩინეს ქართული დელეგაციის მიმართ.
ცამდე მართალია ბატონი როლანდი როდესაც ბრძანებს, რომ სწორედ სამეგრელოა ის ძალა, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს ჩვენსა და აფხაზებს შორის ისტორიული მეგობრულ-ნათესაური ურთიერთობები.
მეც ამიტომ ვამბობმომავალში,  `მეგრული პოეზიის ანთოლოგიის~ ხელმეორედ გამოცემისას მეტი ადგილი უნდა დაეთმოს აფხაზეთში მოღვაწე ავტორებს, რომლებიც დღეს იქ მეგრულენაზე ქმნიან ნაწარმოებებსწერენ ლექსებსმოთხრობებსმოიძიებენ და პოპულარიზაციას უწევენ ხალხური შემოქმედების ნიმუშებს.
დასასრულს მინდა ვთქვა, რომ, მიუხედავად  შენიშვნებისა,  `მეგრული პოეზიის ანთოლოგია~ არის მაღალპროფესიულ დონეზე გამოცემული და, რაც მთავარია, საინტერესოდ შედგენილი უძვირფასესი წიგნი, რომელიც ყველა კოლხმა კაცმა უნდა შეიძინოს და წაიკითხოს.
კიდევ ერთხელ მადლობა გური ოტობაიას იმ დიდი ეროვნული საქმისათვის, რაც მან `მეგრული პოეზიის ანთოლოგიის~ გამოცემით გააკეთა.                      

                                                                                                          ფაუსტ  ნადარაია

No comments:

Post a Comment