Wednesday, May 28, 2014

ორი შეკითხვა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატს- მიხეილ ცაავა

1. – რატომ გადაწყვიტეთ მარტვილის გამგებლობის კანდიდატობა და როგორია მარტვილის განვითარების თქვენეული გეგმა?
2. – როგორ ფიქრობთ, გაიმარჯვებთ პირველივე ტურში თუ იქნება მეორე ტური, რომელმაც უნდა გამოავლინოს გამარჯვებული?


მიხეილ ცაავა- "არასაპარლამენტო ოპოზოციის" მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი 
1. თუ რატომ გადავწყვიტე მარტვილის გამგებლობის კანდიდატი გავმხდარიყავი ამას პლატონისეული განმარტებით გეტყვით: "სახელმწიფო რომ მხოლოდ ღირსეული ადამიანებისაგან შედგებოდეს, ყველა ერთმანეთს შეეცილებოდა იმის უფლებას, რომ უარი ეთქვათ მმართველობაზე, ისევე, როგორც ამჟამად ერთმანეთს ეცილებიან ძალაუფლებას". .. „ყველაზე უარესი სასჯელი ისაა, რომ შენზე უარესი მოგევლინოს მბრძანებლად, რაკიღა შენ უარი თქვი მბრძანებლობაზე“. ნაწილობრივ ამ პრინციპების გათვალისწინებით დავთანხმდი არასაპარლამენტო ოპოზიციის შემოთავაზებას კენჭი მეყარა მარტვილის გამგებლის თანამდებობაზე. ასევე მინდა მივცე მარტვილის მოსახლეობას ალტერნატივის შანსი. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა გამგებლობის კანდიტატებისადმი, რომლებიც წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა პარტიებიდან მათ უკვე ქონდათ შანსი, რომ ემსახურათ. მე, მარტვილელებს ვთავაზობ სოციალურ და ეკონომიურ ცვლილებებს. მარტვილელებს ვპირდები ღირსების დაბრუნებას და იმას, რომ გიორგი ჭყონდიდელისა და ამბროსი ხელაიას მიწა-წყალზე ვერასდროს იბოგინებენ კლანები. ყველანაირად ხელს შევუწყობ მართლმადიდებლური აღმსარებლობის გავრცელებას და ქართული ადათ-წესების შენარჩუნებას. ვერავინ შეაფერხებს ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების კარიერულ წინსვლას მათი პარტიული შეხედულებების და სოციალური ფენის სხვადასხვაობისა. დღეს მარტვილის რეალობაში გვაქვს კარიერული წინსვლა მხოლოდ კომუნისტების და პუტჩისტების შთამომავლების. ეროვნული ხალხი, ქართული ადათ-წესები და პატრიოტიზმი კი გახდა დასაცინი. ვფიქრობ მარტვილის რეალობაში დროა დაბრუნდნენ ეროვნული და ღირსეული ადამიანები ვისთვისაც მცნება „სამშობლო“ და „მართლმადიდებლობა“ სულიერი მოთხოვნილებაა.
   მარტვილის ეკონომიკა 22 წელიწადია უმოწყალოდ ნადგურდება. ყველა ფაბრიკა-ქარხანაპრივატიზირებულ იქნა ნულოვანი აუქციონის დროს. იმის ნაცვლად, რომ ამ ფაბრიკა-ქარხნებში ინვესტიციები ჩაედოთ და გაეფართოვებინათ, დაშალეს ბარბაროსულად და ჯართში ჩააბარეს.
  მე, ჩემს გუნდთან ერთად გთავაზობთ მარტვილის განვითარების ეკონომიურ პროგრამას, რომელიც იქნება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ შესწავლილი და მეცნიერულად დასაბუთებული. შესწავლილი და აღრიცხული იქნება მარტვილის ბუნებრივი და ადამიანური რესურსები. ხელს შევუწყობთ ტეხურჰესის მშენებლობას, რომელიც 3-4 წლის განმავლობაში დაასაქმებს სამიათასამდე თანამშრომელს. მომზადდება ბიზნეს პროექტები, რომელიც იქნება შეთავაზებული პოტენციური ინვესტორებისთვის. პირველ რიგში გაშენდება ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საკონსერვო ქარხანა და სამაცივრე კომპლექსი. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩაიდება ტურიზმის განვითარების პროექტების დასაფინანსებელი თანხა. ასევე დაიწყება მსჯელობა ალტერნატიული სამედიცინო დახმარებისცენტრის შექმნის შესახებ. თუ რა ფორმით ამაზე გადაწყვეტილებას სპეციალისტები მიიღებენ. ჩვენ, არ ვიქნებით მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტის მიერ გამოყოფილ ტრანსფერების იმედად. ჩვენ, მარტვილს გავხდით ეკონომიურად დამოუკიდებელს და არადოტაციურს. ხელს შევუწყობთ დამწყებ ფერმერებს და წვრილ მეწარმეებს. ვთვლით, რომ მხოლოდ წვრილ და საშუალო ფერმერებს შეუძლიათ სამუშაო ადგილების სწრაფად შექმნა და უმოკლეს ვადებში მოსახლეობის ეკონომიკური სიდუხჭირიდან სწრაფი ტემპით გამოყვანა.
  მარტვილის ბიუჯეტში იქნება ცვლილებები შეტანილი და ძირითადი თანხა მოხმარდება სოციალურ პროექტებს. გაგრძელდება ბაგა-ბაღების გახსნა და დაფინანსება. გაიხსნება ცალკე ფონდი ობოლ და სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად. გპირდებით: მარტვილის რაიონში შიმშილით არ მოკვდება არცერთი ბავშვი!!!
  თუ შემეკითხებით იმასაც: გვეშველება თუ არა და შეიცვლება თუ არა რამე უკეთესობისკენ? გიპასუხებთ: თუ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებთ რასაც 22 წელიწიადია ღებულობთ და ბრმად, ფულის სანაცვლოდ, ხათრით, ან ვიღაცის დაშინებით კვლავ იმ ხალხს აირჩევთ ვინც თქვენი ნდობით ისარგებლა და იმის ნაცვლად, რომ თქვენთვის ემსახურა, პირიქით თქვენ გიმსახურათ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ: უახლოესი 3 წლის მანძილზე არაფერი გეშველებათ!!! თუ მოგვცემთ ჩვენ ხმას, ამით თქვენ ხმას მისცემთ ცვლილებებს და თქვენი შვილების ღირსეულ ხვალინდელ დღეს.
   2. ვფიქრობ მეორე ტური გარდაუვალია და ამ მეორე ტურში გავიმარჯვებთ ჩვენ, ვინაიდან ვფიქრობ, მარტვილში ბევრია საღად მოაზროვნე ადამიანი ვინც შავს არჩევს თეთრისგან, ღირსეულს-უღირსისგან, სინათლეს-სიბნელისგან. მე, მჯერა რომ მარტვილი არ გაიყიდება ფულზე და არ შეუშინდება შანტაჟებს. ჩვენ არ გვაქვს ფული, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღირსება, ცოდნა და სამშობლოს სიყვარული. ჩვენი არჩევით მარტვილის მოსახლეობა აირჩევს მსახურს, რომელიც ღირსეულად მოემსახურება მათ 3 წლის განმავლობაში.
  მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ახალგაზრდებს ვისაც 18 წელი შეუსრულდათ და პირველად მიდიან საარჩევნო ყუთებთან: ჩემო კარგებო, დაიწყეთ ცხოვრება სწორად! ნუ გაიყიდებით! გააკეთეთ სწორი არჩევანი! ამოვძვრეთ ჭაობიდან ერთად! დავეხმაროთ მშობლებს შიშის დაძლევაში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში! დაიმახსოვრეთ: სამშობლო უფრო დიდია ვინემ ყველა ჩინოვნიკი ერთად აღებული! გააკეთეთ სწორი არჩევანი, რომ მომავალში არ შეგრცხვეთ თქვენი გადაწყვეტილების! გფარავდეთ ღმერთი.

"არასპარლამენტო ოპოზიციის" პარტიული სიის პირველი ხუთეული:
1. ზურაბ ბიგვავა
2. დავით წირქვაძე
3. მევლუდ კეშელავა
4. სიმონ წულეისკირი
5. ეკატერინე ნორაკიძე

No comments:

Post a Comment