Tuesday, May 27, 2014

ორი შეკითხვა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატს- დავით ინჯია

1. – რატომ გადაწყვიტეთ მარტვილის გამგებლობის კანდიდატობა და როგორია მარტვილის განვითარების თქვენეული გეგმა?
2. – როგორ ფიქრობთ, გაიმარჯვებთ პირველივე ტურში თუ იქნება მეორე ტური, რომელმაც უნდა გამოავლინოს გამარჯვებული?



საარჩევნო ბლოკი "ბურჯანაძე _ ერთიანი ოპოზიციის“ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი დავით ინჯია   
1. - მარტვილი ჩემი კუთხეა, ჩემი წილი საქართველო, ამიტომ თუ მექნება საშუალება ჩემი ცოდნა და ძალისხმევა მოვახმარო ჩემს კუთხეს ამას დიდი სიამოვნებით და პასუხისმგებლობით მოვეკიდები.
    ჩემს მერ შემოთავაზებული პროექტები, რეალურია, მათი განხორციელება სწორი გათვლის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია, თუმცა არა მარტივი, რადგანაც ამ საქმეში თითოეული მარტვილელის დახმარება, მხარში დგომა დამჭირდება. ამ კუთხის მოსახლეობა ის ძალაა, რომლის გარეშე ვერ იარსებებს ეკონომიურად ძლიერი მარტვილი. ჩვენ ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ, ღირსეული მომავალი შევუქმნათ ახალგაზრდებს, განვავითაროთ ჩვენი კუთხე. მონდომების შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია.
 მარტვილელების კეთილდღეობა ჩვენი კუთხის ეკონომიურ განვითარებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად უნდა არსებობდეს ეკონომიური განვითარების გრძელვადიანი სამუშაო პროგრამა:
    1. უპირველეს ყოვლისა უნდა გაანალიზდეს, რაიონში რა პროდუქციის შექმნა შეიძლება და შემდგომში მისი რეალიზაციის შესაძლებლობები.
   2. პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უნდა ეკავოს სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, რადგანაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება, ერთერთი პერსპექტიულ და მომგებიან მიმართულებად მიმაჩნია, განსაკუთრებით ჩვენ რეგიონში;
  3. შექმნილი პროდუქციის და (პროდუქტი) ბაზრის მოთხოვნის შესაძებლობებიდან გამომდინარე, რაიონში მცხოვრები მოსახლეობისა და გამგეობის მონაწილეობით, ტენდერის საფუძველზე უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმოები, რაც სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს. ერთობლივ საწარმოს წესდებაში გათვალისწინებული იქნება ის, რომ საწარმოს თვითღირებულების ამოღების შემდეგ შესაძლებელი გახდება მასში მონაწილე ფიზიკური პირის ან კერძო ფირმის მიერ მთლიანად საწარმოს გამოსყიდვა;
   4. ჯანმრთელობის დაცვის და სამედიცინო მომსახურეობის რაიონული პროგრამა, რომელსაც, მარტვილში ჯერ კიდევ არსებული, უმაღლესი კვალიფიკაციის მედპერსონალი მოემსახურება. კერძო სამედიცინო დაწესებულებები სწორედ ამ კადრებზე დაყრდნობით შეიქმნება. რომელსაც პირველ ეტაპზე გამგეობა დაეხმარება, ეს იქნება თანადაფინანსების ერთ-ერთი მეთოდი;
   5. ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გამოყენების გრძელვადიანი პროგრამები;    6. აუცილებლად უნდა შეიქმნას რომელიმე სერთიფიცირებული სასოფლო–სამეურნეო პროფილით მომუშავე ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) ფილიალი, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდობას აქვე მიიღოს განათლება. პარალელურად უნდა გამოიძებნოს იმ საწარომოების წახალისების ისეთი მექანიზმი, რომელიც დაასაქმებს ახალგაზრდა სპეციალისტებს. სამაგალითოდ მიგვაჩნია თვით ის, ფაქტი, რომ ანასეულში თავის დროზე შეიქმნა მძლავრი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, სადაც დისერტაციებსაც კი იცავდნენ და საკმაოდ მაღალი დონის მეცნიერ–მუშაკებად ყალიბდებოდნენ;
 7. რაიონის სფეციფიკიდან გამომდინარე, უნდა შემუშავდეს ტურიზმის განვითარების სპეციალური პროგრამა. ჩვენ გვაქვს ამის რესურსები: მარტვილის კანიონი, მღვიმეები, მარტვილის მონასტერი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ლებარდეს ბუნება და ა.შ;
 8. ყველა პროგრამაში უნდა ჩაიდოს, წახალისების მექანიზმი იმ საწარმოსათვის, რომელიც შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს რაიონში. საერთოდ დღეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა იყოს რაიონის გამგებლის მუშაობის ხარისხის მაჩვენებელი;
  9. სპეციალური ფონდის მეშვეობით, მოწვეული სპეციალისტებისა და მათი ოჯახების დასამაგრებლად, ყველა საკრებულოს ტერიტორიაზე, გამგეობის მხარდაჭერით შეიქმნება (გაშენდება) კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი ინფრასტრუქტურული სახლები – კომპაქტური ეზოებით. შემდგომში მათ მიეცემათ აღნიშნული სახლების გამოსყიდვის უფლება;
 10. ასევე უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი, წარმატებული მოსწავლე-ახალგაზრდების დასაფინანსებლად. კერძოდ, კონკურსის საფუძველზე გამარჯვებულები უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანსდებიან იმ პირობით, რომ ისინი რაიონს დაუბრუნდებიან, წინასწარ დათქმულ სამუშაო ადგილას. ამ შემთხვევაში მათი ანაზღაურება ადგილზე უნდა იყოს მინიმუმ 25 % მეტი, ვიდრე სხვა დანარჩენი სპეციალისტებისა. ეს იქნება გარკვეული გარანტია იმისა, რომ გამგეობის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდა სპეციალისტები რაიონს დაუბრუნდებიან. ეს იქნება რაიონში დარჩენილი მშობლების იმედი, რომ მათი შვილი დაუბრუნდება მშობლიურ კუთხეს. ეს ნამდვილად ეროვნული საქმე იქნება, რისთვისაც არის მოწადინებული ჩვენი კოოალიცია.
   11. ასევე შესაქმნელია ფონდი, რომელიც ხელს გაუმართავს რაიონში მცხოვრებ დაზარალებულ ოჯახებს მოულოდნელი უბედურების ჟამს.
 2. ვიმედოვნებ, ჩემი ამომრჩევლის გულებთან მივიტან ჩემს მართალ სიტყვას და გავიმარჯვებ, მე ჩემი ( ჭყონდიდელების) მარტვილელების იმედი მაქვს.

"ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" პარტიული სიის პირველი ხუთეული:
1. ფრიდონ ინჯია
2. ირინა გადელია
3. რევაზ კილასონია
4. ზვიად ბურჭულია
5. ელდარ თოდუა

No comments:

Post a Comment