Tuesday, May 27, 2014

ორი შეკითხვა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატს- ალექსანდრე გრიგალავა

1. – რატომ გადაწყვიტეთ მარტვილის გამგებლობის კანდიდატობა და როგორია მარტვილის განვითარების თქვენეული გეგმა?
2. – როგორ ფიქრობთ, გაიმარჯვებთ პირველივე ტურში თუ იქნება მეორე ტური, რომელმაც უნდა გამოავლინოს გამარჯვებული?



 
 "ქართული ოცნების" მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა


1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ეს არის ერთობლივი გადაწყვეტილება როგორც „ქართული ოცნების“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის, ასევე კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბის.
  მზად ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ვიტვირთო ეს საპასუხისმგებლო საქმე.ჩვენს რაიონს ბევრი პრობლემა აქვს, მათგან უმთავრესი კი უმუშევრობაა. მარტვილს კარგი რესურსი აქვს სოფლის მეურნეობის მხრივ. მის ასაღორძინებლად საჭიროა კერძო ინვესტორების მოძიება. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მონაპოვარი ხომ ბიზნესის „გათავისუფლებაა“. ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ სოფლის მეურნეობის აღორძინებას.
  მარტვილს დიდი აქვს ტურისტული პოტენციალიც. ამისათვის აუცილებელია კურორტ ლებარდის აღორძინება. ასევე მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. სოფლებში არის გზის, სასმელი წყლის, გაზიფიცირების პრობლემები. ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და მისი მოგვარება, მარტვილის ადგილობრივი ბიუჯეტით, თითქმის შეუძლებელია. საჭიროა მჭიდრო კავშირი ცენტრალურ ხელისუფლებასთან, დამატებითი თანხების მოსაძიებლად. ამის რეალური
შესაძლებლობა კი მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატს აქვს.
   2. მჯერა, რომ მარტვილის მოსახლეობა მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას და პირველივე ტურში გავიმარჯვებთ.

კოალიცია "ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველი ხუთეული:
1. ალექსანდრე გაბისონია
2. შოთა ბაღიშვილი
3. ელიზბარ ახვლედიანი
4. გრიგოლ გვილავა
5. ამბროს ჭყონია

No comments:

Post a Comment