Thursday, September 24, 2015

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სოსო დანელიას მილოცვა მარტვილელებს

       ძვირფასო მარტვილელებო, ჩემო თანარაიონელებო!
25 სექტემბერი წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცესისა და წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მოძღვრის, გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეა.
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!
ჩემი სურვილია ყველა მარტვილელი, ყველა ქართველი მტკიცედ და ერთგულად დავდგეთ ჩვენი დიდი წინაპრის ნაკვალევზე და ქრისტესმიერი სიყვარულით შევიყვაროთ ერთმანეთი.
მე, როგორც თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვიცნობ თქვენს პრობლემებს და საჯაროდ გპირდებით, რომ, რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ მათ გადასაჭრელად.
თქვენ ალბათ, იცით, რომ მე წლების განმავლობაში ბევრ უცხო ქვეყანაში მომიწია ცხოვრებამ და საკმაო გამოცდილება მაქვს მიღებული. გჯეროდეთ, მთელ ჩემს ენერგიასა და გამოცდილებას ჩემს მშობლიურ კუთხეს მოვახმარ, ხელს შევუწყობ რაიონში ბიზნესის განვითარებას და თქვენთან ერთად ყველაფერს ვიღონებ ეკონომიკის ასაღორძინებლად.
მარტვილის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საშუალებას იძლევა სოფლის მეურნეობის (მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მემარცვლეულობა და ..) განვითარებისათვის.
სოფლის მეურნეობასთან ერთად განვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. ვიბრძოლებ იმისათვის, რომ რაიონში რაც შეიძლება ნაკლები იყოს უმუშევართა რიცხვი, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება თავისი შრომით არჩინოს ოჯახი და ლუკმა-პურის საშოვნელად თურქეთსა და სხვა ქვეყნებში არ უხდებოდეს სიარული.
მჯერა, თქვენი თანადგომის და დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერსქართული ოცნებაგაიმარჯვებს. ჩვენ ერთად გადავდგამთ ღირსეულ ნაბიჯს ჩვენი რაიონის უკეთესი მომავლისათვის.
ძვირფასო მარტვილელებო! კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს. ჯანმრთელობა, სიკეთე, სიხარული და ბედნიერება ნუ მოაკლოს ღმერთმა თქვენს ოჯახებს.

სიყვარულითა და პატივისცემით,
სოსო დანელია,
მარტვილის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის 

კანდიდატი შუალედურ არჩევნებშიქართული ოცნებიდან

No comments:

Post a Comment