Monday, January 2, 2012

საახალწლო

ამ ახალ წელს მეკვლეობას
მე გაგიწევთ ჩემი ლექსით
სიყვარულით გადღეგრძელებთ
ჩვენი ადათით და წესით.
ყოვლად წმინდა ღვთისმშობელმა
მოგიმართოთ ყველას ხელი
ამ კალანდას მოეტანოს
ბარაქა და ხვავი ბევრი.
ღმერთმა მოქცეთ რაც აქამდის
გინდოდათ და აღარ გქონდათ
გამრავლდით და გაიხარეთ
„ირო ორდათ ჯგირო ორდათ“1.
და ისურვეთ ყველაფერი
რაც გასულ წელს გამოგრჩათ...
ყველა ტკბილად დამიბერდით
„ლიქემ ლიცხე ალოჯახ“2.

ავტორი: ფაუსტ ნადარაია

1.“ირო ორდათ ჯგირო ორდათ“(მეგრული)- მუდამ იყავით კარგდ იყავით.
2. „ლიქემ ლიცხე ალოჯახ“(სვანური)- მატება და შემატება თქვენს ოჯახს.

No comments:

Post a Comment