მარტვილის ნაცხელმძღვანელობამ შეშის გარეშე დარჩენილი ოჯახები სიცივისთვის გაწირა
დღეს, როცა
სრულიად
საქართველოში
„ქართული
ოცნებაა“ ხელისუფლების
სათავეში,
იქნებ ვინმეს
შეცდომად
მოეჩვენოს
სათაურში
გატანილი
სიტყვები „მარტვილის
ნაცხელმძღვანელობა“, მაგრამ
ვინც საქმეში
ჩახედულია, ყველამ
იცის, რომ სამეგრელოში
სწორედ მარტვილია
ერთადერთი
რაიონი,
სადაც 2012 წლის 1 ოქტომბრის
შემდეგაც
არაფერი
შეცვლილა
და აქ ისევ ნაცები განაგებენ
ყველაფერს.
ხელისუფლებაში
დარჩენილი
ყველა ნაციონალის
სურვილი
კი, მოგეხსენებათ,
ის არის რომ გამოიწვიოს
ხალხის უკმაყოფილება
„ქართული
ოცნების“ მიმართ,
რითაც თავიანთი
მოკლე ჭკუით,
სურთ, რომ ქვეყანა
ისევ ნაციონალური
დიქტატურის
ქვეშ დააბრუნონ. ეს, რა თქმა უნდა,
არასოდეს
მოხდება, მაგრამ ის სამარცხვინო
ფაქტი, რაც აქ ამ ზამთარში
დეკემბრის დიდთოვლობისას
მოხდა, სწორედ რომ აქაური
ნაცხელმძღვანელობის
„დამსახურებაა“, რამაც
მთელ მარტვილს სირცხვილის
დაღი დაასვა.
სანამ
მარტვილის
მუნიციპალიტეტის
ნაცხელისუფლების
მიერ ჩადენილ
ამ სამარცხვინო
ფაქტზე ჩემს აზრს მოგახსენებდით,
ჯერ სოციალურ
ქსელებში გავრცელებული
საგანგაშო
ინფორმაცია
მინდა შემოგთავაზოთ,
რომელსაც
სათაურად
აქვს „ცოდვის ტრიალი
კურზუში“.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს თემის სოფელ დობერაზენში მცხოვრები 45-დან 9 ოჯახი შეშის გარეშეა დარჩენილი.
თოვლის
მოსვლის შემდეგ
ადგილობრივმა
ომარ ნაჭყებიამ ეზოში
ტყემლის ხე მოაჭრევინა.
„ესეც მხოლოდ რამდენიმე
დღე შეიძლება გვეყოს
და მერე რა გვეშველება,
არ ვიცი“ _
ამბობს ომარი. მას
მხედველობა
აქვს დაკარგული.
ცოლიც მძიმე
ავადმყოფია,
შვილს კი დამბლის გამო,
მოძრაობითი აქტივობები
აქვს შეზღუდული...
რთულ მდგომარეობაშია
82 წლის იაშა ნაჭყებიას
ოჯახიც, რომელიც
ხანდაზმულ
ცოლთან, შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე შვილთან
და არასრულწლოვან
შვილიშვილთან
ერთად ცხოვრობს.
იაშას ცოტა
ხნის წინ გულის
ოპერაცია
გაუკეთდა,
ფიზიკურად
ვეღარ შრომობს
და არც თანხა გააჩნია
შეშის შესაძენად.
სოფელში
ერთი ტრადიციაა,
გაჭირვებულ
ოჯახებს მეზობლები შეშით
ეხმარებიან. 75
წლის მარტოხელა გული
ნაჭყებიასაც
ორი თვის წინ, შვილის
დასაფლავების
დღეებში მოტანილი
შეშიდან
მხოლოდ რამდენიმე
დღის სამყოფიღა
შემორჩა.
მისთვის
გაუგებარი
მიზეზის
გამო, ის სიღარიბის
ზღვარს ქვემოთ მყოფი
ოჯახების სიიდანაც
ამოიღეს.
„ერთი წლის წინ
მოვიდნენ,
რაღაცეები
აღწერეს
და დახმარება მომიხსნეს,
არადა არც ტელევიზორი
მაქვს და არც მაცივარი,
მხოლოდ ძველთაძველი
კარადაა
და სხვა უმნიშვნელო
ნივთები. გულის
პრობლემები მაქვს,
ავტობუსით
მგზავრობაც არ შემიძლია,
რომ მიზეზი
მაინც გავარკვიო“
_ ამბობს გული
ნაჭყებია.
მეზობლების
მოტანილი
შეშის ორი კვირის
მარაგი
აქვს მრავალშვილიან
დემურ ნაჭყებიასაც,
რომლის 5 წლის
ბავშვს მენინგიტის
დიაგნოზი
დაუსვეს.
სოციალურ
ქსელებში გავრცელებულმა
ამ ინფორმაციამ
როგორც კი საქართველოს
მთავრობის ყურამდე
მიაღწია,
პრემიერ-მინისტრ
ირაკლი ღარიბაშვლის
ინიციატივით,
მაშინვე
სასწრაფოდ
მიიღეს
გადაწყვეტილება
აღნიშნული
ოჯახების დასახმარებლად
და 2013 წლის 20 დეკემბერს
მათ შეშის გარკვეული
მარაგი
ჩამოუტანეს.
მადლობა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
ყოველივე
ამისათვის,
მაგრამ სირცხვილი
მარტვილის
მუნიციპალიტეტის
ხელმძღვანელობას,
რომლებმაც, მიუხედავად
იმისა, რომ იცოდნენ
თუ რა მდგომარეობაში
იმყოფებრდნენ
უშეშოდ დარჩენილი
თანარაიონელები,
ერთი თეთრიც
კი არ გაიმეტეს
მათ დასახმარებლად.
ახლა კი ორიოდე
სიტყვა იმაზეც,
თუ რატომ გაუჭირდათ
წელს კურზუელებს
(და არა მარტო კურზუელებს)
მთიდან შეშის
დროულად
და კანონიერად
ჩამოტანა.
როგორც
ისინი აღნიშნავენ,
წელს მოქალაქეებისათვის
ხე-ტყის გაცემის
საქმეში
შეიქმნა
ისეთი ბიუროკრატიული
ბარიერი,
რომ ფაქტიურად
შეუძლებელი გახდა იქიდან
შეშის გამოტანა
და მოსახლეობა სიცივისთვის
გაიწირა.
კერძოდ, სოფელ კურზუში
რამდენიმე
სატყეო უბანს, რომელიც
რამდენიმე
კილომეტრითაა
დაშორებული,
ერთი რეინჯერი
ემსახურება. მოსახლეობამ
ბანკში უნდა
შეიტანოს
თანხა, ქვითარი
წარუდგინოს
რეინჯერს, შემდეგ
ეს უკანასკნელი
უნდა გაჰყვეს მას უბანში
და უჩვენოს
სად უნდა მოჭრას
შეშა. შეშის
მოჭრის შემდეგ
იქვე უნდა
მოხდეს საბუთის გაცემაც.
მაგრამ ერთი
რეინჯერი, ბუნებრივია,
ვერ ასწრებდა ყველა
უბანში მისვლას
და მოსახლეობისთვისაც
შეუძლებელი ხდებოდა კანონიერი
გზით შეშის ჩამოტანა.
გარემოს
დაცვამ გვერდი
აუარა
რა შექმნილ ბიუროკრატიულ
ბარიერს, სოფლის
მოსახლეობის უმრავლესობა
ხე-ტყის უკანონო
ჭრისთვის სოლიდური
თანხით დააჯარიმა, რითაც,
გარდა სიცივისა,
ღატაკი
მოსახლეობა შიმშილისთვისაც
გაწირა.
არავის, არც გარემოს
დაცვის ინსპექციას,
არც სასამართლოს,
არც სატყეო მეურნეობის
მესვეურებს,
არც მუნიციპალიტეტის
გამგეობას, რომლის
წინ მასშტაბური აქციები
იმართებოდა, ხე-ტყის გაცემის
საკითხის მოსაგვარებლად,
ელემენტალური
კითხვა არ დაებადა, თუ რა სამართლებრივი
გზით ჩამოეტანა
მოსახლეობას შეშა
კანონდარღვევის
გარეშე.
ამაზე იტყვიან
წინ წყალი, უკან მეწყერიო.
ხოლო სოფელში
მუსირებს
აზრი, რომ ეს ეგზეკუცია,
გარემოს
დაცვის ინსპექცია,
სოფელს ხე-ტყის მაფიის
ერთმა ბოსმა
მიუსია.
გაზეთ „მარტვილის“ რედაქცია მიმართავს რაიონის ხელმძღვანელობას: მაშინ, როცა ტყისპირა სოფლებში ხალხი უშეშობის გამო სიცივისაგან იყინებოდა და სოლიდური ჯარიმებისგან მწირი ქონება უყადაღდებოდა, სად იყავით თქვენ და რას აკეთებდით მათ დასაცავად. ჩვენთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ იმ გაჭირვებულ ხალხს, სანამ ცენტრიდან დაეხმარებოდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვენც ჩაგაყენეს საქმის კურსში, რაზედაც თქვენ უპასუხეთ: ჩვენ ამათი დახმარება არ გვეხებაო. ნუთუ ამ ხალხის გასაჭირი არ ჩანდა თქვენი ჯიპების დაბურული მინებიდან? არადა ის 12 კუბომეტრი შეშა, რომელიც ზემოაღნიშნულ პირებს ცენტრიდან ჩამოუტანეს, თანხით 700 ლარსაც კი არ შეადგენდა.
რაო, ბიუჯეტს გაუფრთხილდით?
საინტერესოა, ბიუჯეტის გაფრთხილებაზე მაშინ რატომ არ იფიქრეთ, როცა გამგებელმა მამუკა დანელიამ 2013 წლის იანვარში საკუთარ თავს მარტო პრემიის სახით 2650 ლარი დაურიცხა და იანვარ-თებერვალში სულ ხელფასისა და პრემიის სახით აიღო 8000 ლარი. თანაც, ეს მაშინ, როცა გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში საერთოდ არ უმუშავიათ გამგეობის წინ გამართული აქციების გამო, რაც მთელმა ქვეყანამ იცის და რაზედაც არაერთხელ დაიწერა ჩვენს გაზეთშიც.
საინტერესოა, ბიუჯეტის გაფრთხილებაზე რატომ არ ფიქრობთ მაშინ, როცა რაიონის საბიუჯეტო თანხების თითქმის ნახევარს (რაც მილიონობით ლარს უდრის) მარტო თქვენი პრემიებისა და ხელფასებისთვის ხარჯავთ?
უშეშოდ დარჩენილი კურზუელი გლეხებისთვის კი 700 ლარიც დაგენანათ? სირცხვილი, სირცხვილი და კიდევ სირცხვილი თქვენ, ბატონებო!
მართლაც რომ დროა, დიდი ხანია დროა, მარტვილი ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებისაგან განთავისუფლდეს.
გაზეთ „მარტვილის“
რედაქცია
P.S. რედაქცია აგროვებს ინფორმაციას მასზედ, თუ რამდენი მოსახლე დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით ხე-ტყის უკანონო ჭრისათვის და რა თანხამ შეადგინა ის.
მსურველებს ვთხოვთ, დაგვიკავშირდნენ: ტელ.: 593-20-40-23, 591-25-69-10.
No comments:
Post a Comment