

მე, ვუხდი მადლობას
იმ 9 000 მარტვილელ ადამიანს, ვინც 2012 წლის
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში
ხმა მისცა ქართულ ოცნებას. თამამად
შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ ყველანი იყავით გმირები. თქვენ, არ შეუშინდით ნაცმოძრაობის
რეპრესიებს და ხმა მიეცით თავისუფლებას, ღირსებას და საქართველოს განვითარებას. როგორც
2012 წლის არჩევნების ქართული ოცნების შტაბის უფროსი მარტვილის რაიონში, მუხლს ვიდრეკ თქვენს წინაშე და გთხოვთ პატიებას
იმ დაპირებების ბოლომდე ვერ შესრულებისათვის რასაც გპირდებოდით წინასაარჩევნოდ. ასევე
გიხდით ბოდიშს სამართლიანობის აღდგენის არ შეუსრულებისთვის. მე, არ ვიხსნი ვალდებულებას
იმ დაპირებებისთვის რასაც გპირდებოდით და თქვენთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობის
აღდგენისთვის, ღირსების დაბრუნებისთვის და რაიონის ეკონომიური განვითარებისთვის. გულს
ნუ გაიტეხთ იმაზე, რომ ის ადამიანები ვინც თქვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ და ნაციონალური
მოძრაობის სახეს წარმოადგენდნენ, დღეს ქართული ოცნების სახეები არიან და მის უკანალში
ძვრებიან. თქვენ გმირები ხართ, ხოლო ისინი ყვავები, რომლებიც მძორს ესევიან. ეს, ის
ხალხია ვისაც პატივმოყვარეობა და ღირსება არ გააჩნია. ეს, ის ხალხია ვინც ქვეყანას
ერთ შაურად გაყიდის ოღონდ თავიანთი მუქთახორა ოჯახი და ცოლ-შვილი გააძღონ. ქვეყანა
გამყვიდველებზე და ყვარყვარეებზე კი არ დგას, არამედ ქვეყანა პატრიოტებზე და ღირსეულ
ადამიანებზე დგას. ისტორია ყველას თავის ადგილს მიუჩენს. დიდი განსხვავებაა ცხოვრებასა
და არსებობას შორის. ათასჯერ ჯობია იყო თავისუფალი და ღარიბი, ვინემ მდიდარი მონურ-გამყიდველური სულით.
ჩემთვის გასაგებია ის ფაქტი, რომ ბევრ თქვენგანს გული
გაუტყდა ქართული ოცნებისადმი, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ ვერ შეიფარა ყველა თქვენგანი
და ვერ მოგეფერათ. ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ქართულ ოცნებაში იყო ბევრი ჩანერგილი ადამიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ
კუდისა და სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების მიერ. რათქმა უნდა არ ყოფილა მარტვილიც
გამონაკლისი. მაგრამ ეს არ გვაძლევს დღეს იმის უფლებას, რომ ხმა მივცეთ დავით ბაქრაძეს.
ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ ნაციონალების და ქართულ ოცნებაში ჩანერგილი ვირთხების ჩანაფიქრს.
მე, არ ვაძლევ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ გირჩიოთ თუ რომელ კანდიდატს მისცეთ ხმა.
ეს არის თქვენი პრეროგატივა და პირადად თქვენი კონსტიტუციური უფლება. მე, მხოლოდ ერთს გთხოვთ ხმა არ მისცეთ ნაციონალების კანდიდატს დავით
ბაქრაძეს.
ჩვენ, უახლოეს მომავალში ძირითადი აქცენტი და ძალისხმევა უნდა
გადავიტანოთ თვითმმართველობის არჩევნებზე. ქართული ოცნების კოალიციაში არის ღირსეული
ადამიანებიც და რამოდენიმე პარტიაც ვინც ათვითცნობიერებს უღირს კოჰაბიტაციას შეცდომად. ჩვენ ვისაც
ამ ქვეყნის ბედი აწუხებს, უნდა გავერთიანდეთ ეროვნულ პრინციპებზე და მართლმადიდებლურ
ღირებულებებზე დაყრდნობით. ჩვენ უნდა შევქმნათ
ეროვნული სულის შესაბამისი პროდუქტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ერის სულზე
და პიროვნებებზე მორგებული ღირებულებები. ჩვენ
უნდა შევიგნოთ, რომ საქართველო ჩვენია და მისი მოვლა ჩვენი ვალდებულებაა. ჩვენ არ უნდა
მივცეთ საშუალება ერთმუჭა ენჯეოებს და პარტიებს გარყვნილობის პროპაგანდის. იმ ენჯეოებს,
რომლებიც სხვადასხვა ფონდების საშუალებით ცდილობენ მოსპონ ტრადიციული საქართველო და
აქციონ ლიბერტანიალურ გარყვნილ სახელმწიფოდ. მხოლოდ ეროვნულ ცნობიერებაზე, ეროვნულ
თვითშეგნებაზე და ეროვნულ ტრადიციულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს
სახელმწიფო სისტემის განვითარება, როგორც კულტურული ასევე ეკონომიური.

ჩვენი ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია. ყველა ჩინოვნიკი
ცდილობს მოვიდეს პოლიტიკაში იმიტომ, რომ ჩაიგდოს ეკონომიკური ბერკეტები და მოძებნოს
გამდიდრების საშუალება. სანამ პოლიტიკა იქნება ფულის შოვნის და გამდიდრების მექანიზმი მანამ არ იქნება ჩვენი ქვეყნის საშველი.
1992 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო მართვის სისტემა ემსახურება პარტიულ
და ვიწრო ადამიანთა ჯგუფებს. ის არ ემსახურება ფართო მასების ინტერესებს. მათ დავიწყებული
ყავთ საკუთარი მოსახლეობა და ფიქრობენ მხოლოდ ორ რამეზე: ხელისუფლების შენარჩუნებაზე
და გამდიდრებაზე. ასევე ცდილობენ ეკლესიის დამორჩილებას საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ისინი ცდილობენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკლესიიდან
მართლმადიდებლური იდეოლოგიის ძირითადი პრინციპების ამოგლეჯვას, რაგან შეარყიონ რწმენა მოსახლეობაში
და მოსახლეობა გახდეს მათთვის უკეთესად სამართავი.
P.S.
კიდევ
ერთხელ მოგმართავთ თხოვნით: ნუ მისცემთ ხმას ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დავით
ბაქრაძეს. ეს არის სირცხვილი და საკუთარი თავის
უპატივცემლობა.
No comments:
Post a Comment