Monday, April 29, 2013

აწმყოში დაწყებული მომავლის მშენებლობა

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლა რთული, მაგრამ პრინციპული ბრძოლის შედეგად მოახერხა, მაგრამ უფრო რთულ და  ეკლიან გზას „კოჰაბიტაციის პრინციპით“ სააკაშვილთან თანაარსებობით ქვეყნის მართვა წარმოადგენს, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნაციონალების მიერ საბოტაჟის ნაღმებით არის დანაღმული და რომ არა ივანიშვილის ფრთხილი და გააზრებული პოლიტიკა ქართული სახელმწიფო და საზოგადოება შესაძლოა ისევ საფრთხის ქვეშ აღმოჩენილიყო.
დანაშაულის ის მაშტაბები და სოციალური უთანასწორობა, რაც სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დროს სუფევდა ჩვენს ქვეყანაში კოალიციურ მთავრობას დღეს მძიმე ტვირთად აწევს. ამიტომ ივანიშვილის ხელისუფლება იძულებულია ნელი ტემპებით და პრინციპული მიდგომებით ქვეყნა მართვის სწორ რელსებზე დააყენოს.
მართლაც, ისეთი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური თუ სამართლებრივი მემკვიდრეობა საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ დახვედრია, როგორც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუტოვა სააკაშვილის სისხლისმსმელმა რეჟიმმა. მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შემოკრებილმა გუნდმა მოკლე დროში შეძლო მრავალი წინაღობის გადალახვა და საზოგადოებისთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმა. დღემდე ივანიშვილის მთავრობის ექვსთვიანი მოღვაწეობის შედეგად:
1.      პედაგოგების ხელფასები გაიზარდა.
2.      სტუდენტების სტიპენდია გაორმაგდა.
3.      გაზის და დენის ტარიფი შემცირდა.
4.      უნივერსიტეტის 14 ფაკულტეტზე სწავა უფასო გახდა.
5.      სასჯელ-აღსრულების სისტემაში (ციხეში) აღარ ცემენ და არაღ აწამებენ პატიმრებს.
6.      საბავშვო ბაღებში სწავლის გადასახადი გაუქმდა.
7.      ბენზინი ნაწილობრივ გაიაფდა.
8.      სასოფო-სამეურნეო ბარათი დარიგდის შედეგად გლეხებს მიწას უფასოდ უხნავენ.
9.      15%-ით გაეზარდათ ხელფასები შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურის ჯარისკაცებს.
10.  პენსიები გაიზარდა.
11.  მთავრობის გადაწყვეტილებით სასკოლო სახელმძღვანელოები ყველა მოსწავლეს დაურიგდება უფასოდ.
12.  თბილისში დენის და ნაგავის გადასახადი ერთმანეთს დაშორდა“.
13.  ტელეკომპანია „იმედი“ დაუბრუნდა პატარკაციშვილების ოჯახს.
14.  წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ახალი მთავრობა მედიას აღარ აკონტროლებს, ქვეყანაში აღდგა სიტყვის თავისუფლება.
15.  ამოქმედდა სოფლის მეურნეობის შეღავათიანი სესხები.
16.  ქვეყანაში 50%-ით შემცირდა კრიმინალის რიცხვი. (მიუხედავად იმისა რომ „ნაციონალური“ პროპაგანდა ცდილობს რეალობა საწინააღმდეგო კუთხით წარმოაჩინოს)
17.  ამოქმედდა საყოველთაო დაზღვევის პაკეტი.
18.  ინტენსიური გამოძიების რეჟიმშია ჟვანიას, გირგვლიანის, რობქიძის, ლაფანყურის და სხვა გახმაურებული საქმეები .
19.  პატიმრობიდან განთავისუფლდა ასობით პოლიტპატიმარი.
20.  ლტოლვილებს და სოციალურად დაუცველებს საკუთრებაში 560 სახლი გადაეცა. შენდება უბნები სხვების დასაკმაყოფილებლად.

ზემოთ ჩამოთვლილი საზოგადო სიკეთეები ახალი მთავრობის ექვსთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგია. მაგრამ ქვეყანაში მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც არის პრობლემები, რომელიც საზოგადოებაში უკმარისობის განცდას ტოვებს. ეს პირველ რიგში კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირების- სამართლიანობის აღდგენის დღემდე ვერ ამოქმედებაა. მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეების მიმართ საქმეები აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს წინა ხელისუფლების „მთავარი კრიმინაებიდან“ ჯერჯერობით ციხის კედლებს მიღმა მხოლოდ ბაჩო ახალაია აღმოჩნდა, სხვები კი ისევ ლაღად გრძნობენ თავს როგორც ქვეყნის შიგნით თუ ისე ქვეყნის გარეთ.

საერთაშორისო არენაზე მართალია დღემდე მონოპოლიას სააკაშვილი ფლობდა და მას საშინაო პოიტიკაში საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა, მაგრამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბევრი რამ ევროპელთა განწყობებში შეიცვალა. აღსანიშნავია რომ ივანიშვილმა თავისი პრინციპულობით პოლონელი გირჟინსკისნაირ ევროპარლამენტარებს შეცდომის აღიარებისკენ უბიძგა. ცნობისთვის ზბიგნევ გირჟინსკიმ ბიძინა ივანიშვილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კითხვის დასმისას შემდეგი ტექსტით მიმართა: - "თქვენ არ გიყვართ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან გიყვართ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლონელი დეპუტატის ამ არასერიოზულ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის შეუფერებელ კითხვას ძალიან კორექტულად და ღირსეულად გასცა პასუხი: პოლიტიკა არ უნდა იყოს პიროვნებების სიყვარულზე აგებული. მთავრობის მეთაურს, პირველ რიგში, უნდა უყვარდეს საკუთარი ქვეყანა და ცდილობდეს, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხში მიხეილ სააკაშვილს აქვს თავისი წვლილი შეცდომები და ხალხმა პირველ რიგში დაშვებულ შეცდომებზე პასუხი საკუთარ მთავრობას უნდა მოჰკითხოს. თუ არა მიხეილ სააკაშვილის მძიმე შეცდომები, რუსეთს ასეთი დიდი აგრესიის განხორციელება გაუჭირდებოდა“,- განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა პოლონელ დეპუტატს რიტორიკა დაუწუნა და აღნიშნა, რომ: „სააკაშვილის მსგავსი რიტორიკით ცდილობს პოლემიკაში რომ ჩაგვრთოს, თუმცა ამის სურვილი არ გამაჩნია. ამ რიტორიკით მიიღო ჩვენმა ქვეყანამ ის, რაც მიიღო. ჩვენ დღეს გვაქვს მცდელობა, დიპლომატიურად, კულტურულად გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები“.
პოლონელმა დეპუტატმა, როგორც ჩანს ივანიშვილის პასუხის შემდეგ სინდისის ქენჯნა იგრძნო და ზბიგნევ გირჟინსკიმ  სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა, რომ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის დასმული შეკითხვა ქართული დელეგაციის წევრებთან, ჩიორა თაქთაქიშვილთან და თინათინ ბოკუჩავასთან შეათანხმა. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ნაციონალების კეკლუცობა „საერთაშორისო საზოგადოების სახელით“ მათი დაქირავებულ-მოსყიდული პოლიტიკოსების განცხადებებით რომ შემოიფარგლება და ქვეყნის იმიჯის საზიანო ქმედებას რომ წარმოადგენს. სწორედ „ნაციონალების“ ასეთი საბოტაჟური და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა დღის წესრიგში აყენებს მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს.

ვინაიდან, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას სტაბილურს გახდიდა, გარდა ამისა საზოგადოების რეალური და ობიექტური განწყობა აისახებოდა პარლამენტში, ვინაიდან ამომრჩეველი თავის არჩევანს არა შიშის და მუქარის ფონზე, არამედ მისი სურვილისამებრ გააკეთებდა. ასევე პოლიტიკურ არენას საბოლოოდ ჩამოშორდებოდა სააკაშვითან ერთად ნაციონაური მოძრაობა და მათი დღევანდელი მხარდამჭერები, რომლების ბრმად მისდევენ დღემდე მიშას აგრესიულ და ფარისევლურ „პროდასავლურ კურსს“ უფრო ადრე გააცნობიერებდნენ სააკაშვილის ანტიადამიანური რეჟიმის მკვებავ წყაროს რომ წარმოადგენდნენ და გააკეთებენ სწორ არჩევანს, რადგან 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დამდგარი ახალი რეალობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი ახალ მიდგომებს მოითხოვს, ხოლო „ბრმა მიშისტური კასტას“, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუკი სურთ ქვეყანაში რაღაცას წარმოადგენდნენ  ამ რეალობის გაცნობიერება უნდა შეძლონ და უარი უნდა თქვან ბოროტების და სიცრუის იარაღად ყოფნაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათდაუნებურად ჩაყვებიან მერაბიშვილ-სააკაშვილს პოლიტიკურ საფლავში.

P.S. წინ საპრეზიდენტო არჩევნები გველოდება, სადაც ეჭვს არ იწვევს, რომ გარდაუვალ გამარჯვებას მოიპოვებს ის კანდიდატი რომელსაც კოალიცია „ქართული ოცნება“ წარადგენს. ჯერჯერობით ამ პიროვნების ვინაობა უცნობია, თუმცა ძალიან მალე, სავარაუდოდ 13 მაისს გახდება ცნობილი.


No comments:

Post a Comment