Tuesday, December 3, 2013

საქართველოს ახალი პრემიერი


პი­რა­დად არ შევხვედ­რი­ვარ, თუმ­ცა მის სიახლო­ვეს ბევრჯერ ვყო­ფილ­ვარ. ბევ­რი კარ­გი გა­მი­გო­ნია მას­ზე და და­მი­მახსოვ­რებია. ვინ­აიდან ვინ­მეს ზურ­გსუ­კან ქება სა­სი­ა­მოვ­ნოდ ჟღერს, ასე­თი რა­მე ხომ იშ­ვი­ა­თობაა ჩვენ­ში. ერ­თი პე­რი­ო­დი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძალი­ან გა­მი­ჭირ­და, ვეძებდი თა­ნამგრძნობს, რომ გუ­ლი გა­და­მე­შა­ლა მის­თვის. ასე­თი თა­ნამგრძნობი მა­შინ კი­ნო­რეჟისო­რი გუ­გუ­ლი მგე­ლაძე აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც მირ­ჩია, დახმა­რებისათ­ვის ირაკ­ლი ღა­რიბაშ­ვი­ლის­თვის მი­მე­მარ­თა. ბატო­ნი ირაკ­ლი მა­შინ სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს „ქარ­თუს“ გა­ნა­გებდა. გუ­გუ­ლიმ ასე და­მიხასი­ა­თა: „ამ ადა­მი­ან­მა ისე თბილად მი­მი­ღო, რომ ჩვენს შო­რის გუ­ლი­თა­დი საუბარი გა­ი­მარ­თა, კი­ნოს პრობლე­მებსაც შე­ვეხეთ. ბოლოს, და­ვემ­შვი­დობე და მად­ლობა მო­ვახსე­ნე, რა­ზე­დაც მი­პა­სუხა: მად­ლობა თქვენ, რომ ასე­თი კარ­გი ფილ­მი (ლა­პა­რა­კი ყო­ფი­ლა „ფეს­ვებზე“) გა­და­ი­ღეთ. ჩვენ თქვე­ნის­თა­ნა ხალხს ვეძებთ“.
ასე და ამ­გვა­რად, გუ­გუ­ლი მგე­ლაძის რჩე­ვა ყუ­რად ვი­ღე და პა­სუხსაც არ და­უ­ყოვ­ნებია. რა თქმა უნ­და, ისიც შე­ვიტ­ყვე, რომ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის „ქარ­თუს“ უკან ბატო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი იდ­გა და ირაკ­ლი ღა­რიბაშ­ვი­ლი მი­სი ნდობით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რი გახლდათ.
ბატო­ნი ირაკ­ლი ღა­რიბაშ­ვი­ლი ხან­დაზ­მუ­ლი მე­გო­ნა. მას ისე­თი წეს­რი­გი ჰქონ­და დამ­ყა­რებული სამ­სახურ­ში, ისე­თი რი­დით ლა­პა­რა­კობდნენ მას­ზე, რომ ვი­ფიქ­რე, ალბათ, დი­დი ცხოვ­რებისე­უ­ლი გა­მოც­დი­ლება აქვს-მეთ­ქი. ასე ვფიქ­რობდი, ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნახავ­დი...
დიახ, ის სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდაა. აქვს სწრა­ფი რე­აქ­ცია და ურ­თი­ერ­თობაში დიპ­ლო­მა­ტი­ურ გრი­მა­სებს არ მი­მარ­თავს. თუ რა­მე მეს­მის ფსი­ქო­ლო­გი­ის, ღა­ლა­ტი და სულ­მდაბლობა მის­გან გა­მო­რიცხულია. ღვთის შე­წევ­ნით, ის უსა­თუ­ოდ მოიხვეჭს კე­თილ სახელს, რომ­ლის გა­რე­შე კა­რი­ე­რას აზ­რი არა აქვს.
ახლახან ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნახეთ ირაკ­ლი ღა­რიბაშ­ვი­ლი­სა და ოპო­ზი­ცი­ის შეხლა-შე­მოხლა პარ­ლა­მენ­ტში. ოპო­ზი­ცია ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლებას არ აძლევ­და, ყვე­ლა სა­შუ­ა­ლებით (ტო­ნით, მი­მი­კით, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით) ცდი­ლობდნენ მის მოთ­მი­ნებიდან გა­მოყ­ვა­ნას და რო­გორ უხარო­დათ, თუ ამას მოახერხებდნენ! ღა­რიბაშ­ვი­ლი კი ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნუ­რი რჩებოდა. არ უც­დია, და­ეთ­რგუ­ნა თა­ვი­სი ბუნება და გულ­გრი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის ნი­ღაბი მო­ერ­გო.
რახან ვიხსე­ნებ წარ­სულს, კვლავ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს და­ვუბრუნ­დები. არა­ერთხელ ვყო­ფილ­ვარ იქ, მსი­ა­მოვ­ნებდა იქა­უ­რი სი­სუფ­თა­ვე, სითბო, მყუდ­როება _ გან­სა­კუთ­რებით, თა­ნამ­შრო­მელ­თა გუ­ლისხმი­ე­რება. იქ გა­ვი­ცა­ნი პრეს­ცენ­ტრის ხელმძღვა­ნე­ლი სიმ­პა­ტი­უ­რი ელ­ზა ნაბახტე­ვე­ლი და ნი­ჭი­ე­რი იუ­რის­ტი ნი­კო ჩხეტი­ა­ნი, რო­მელ­მაც, და­მი­ნახა თუ არა, მკითხა:  „მო­ნა­ნიების“ სცე­ნა­რის ავ­ტო­რი ხომ არ ხართ?“
ელ­ზა ნაბახტე­ვე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებრივ თა­ნაგრძნობას იჩენ­და ყვე­ლა ხან­ში­შე­სული ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მელ­თაც დე­რე­ფან­ში და ოფი­სებში სწრა­ფი გა­და­ად­გი­ლება უჭირ­დათ, თვი­თონ დარბოდა მათ მა­გივ­რად და საბუთებს აგ­რო­ვებდა. ჩვენ კი ამ დროს, მშვი­დად ვისხედით მის კაბინეტ­ში და პრე­სას ვათ­ვა­ლი­ე­რებდით. ძნე­ლია ასეთ ატ­მოს­ფე­როს გა­ექ­ცე, მი­თუ­მე­ტეს იმათ­თვის, ვინც მიჩ­ვე­უ­ლი არ არის გუ­ლისხმი­ერ მომ­სახურებას.
ელ­ზამ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის ცხოვ­რების სირ­თუ­ლეები. ხში­რად გვი­საუბრია სა­ჭირბორო­ტო სა­კითხებზე. აინ­ტე­რე­სებდა, რა ხდებოდა სა­მეგ­რე­ლოს სოფ­ლებში, შე­ი­ნიშ­ნებოდა თუ არა აზ­რის მოძრაობა. ვეუბნებოდი, სოფ­ლებში ჯერ-ჯერობით სრუ­ლი კმა­ყო­ფი­ლება სუ­ფევს: დე­ნი აქვთ, სხედან ტე­ლე­ვი­ზო­რებთან და პრი­მი­ტი­ულ სე­რი­ა­ლებს უყუ­რებენ-მეთ­ქი.
_ მაშ, კმა­ყო­ფილ­ნი არი­ან? _ მე­კითხებოდა ელ­ზა ირო­ნი­ით.
_ ხო, ასე გა­მო­დის.
_ სხვა არა­ფე­რი აღელ­ვებთ?
_ არა­ფე­რი.
_ ეს ხომ ჩიხია?
_ ხო, ეს ჩიხია. _ ვუ­დას­ტუ­რებდი.
ელ­ზას აღელ­ვებდა ხელი­სუფ­ლების მიდ­რე­კი­ლება დეს­პო­ტი­ის­კენ, რომ­ლი­სად­მი ობივა­ტე­ლი, სა­ზო­გა­დოდ, ყრუ გახლავთ.
მაგ­რამ შუბი ხალთაში არ იმა­ლება. და­რე­კა ახალი დროების მა­უწ­ყებელ­მა სა­ათ­მა, ობივა­ტე­ლიც გონს მო­ე­გო. რო­ცა სა­ა­კაშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნებში და­მარცხდა, მე­ო­რე დღეს მარ­ტვილ­ში ჩა­ვე­დი. მო­სახლეობაში დი­დი გა­მო­ცოცხლება იყო. ერ­თმა ნაც­ნობმა მან­ქა­ნით ჩა­მიქ­რო­ლა და მო­მაძახა: _ თა­ვი­სუფ­ლება მო­მი­ლო­ცავს, თა­ვი­სუფ­ლება!!
ში­შის­გან თა­ვი­სუფ­ლებას გუ­ლისხმობდა. ად­რეც ბევრჯერ უთ­ქვამს _ ჩე­მი თა­ვი ჯან­დაბას, შვი­ლების მე­ში­ნია, რა­მე შარ­ში არ გაახვი­ო­ნო. თით­ქმის ყვე­ლას ეში­ნო­და, იმა­თაც, ვინც გა­რე­მოების წყა­ლობით, ნა­ცი­ო­ნა­ლების სამ­სახურ­ში იყო და კარგ ხელ­ფასს იღებდა...
ყვე­ლამ იგრძნო თა­ვი­სუფ­ლების ფა­სი. არა მგო­ნია, ადა­მი­ა­ნებმა ამი­ე­რი­დან თა­ვი­სუფ­ლება დათ­მონ! ოღონდ ამა­ში ხალხს ახალ­მა ხელი­სუფ­ლებამ უნ­და შე­უწ­ყოს ხელი _ სა­მარ­თლი­ა­ნობის და­წე­სებით!
მწამს, რომ ახალი მთავ­რობა, ახალი პრე­მი­ე­რი­სა და პრე­ზი­დენ­ტის მე­თა­უ­რობით, დაიხსო­მებს წარ­სუ­ლის მწა­რე გაკ­ვე­თი­ლებს და ივ­ლის დი­დი ილია ჭავ­ჭა­ვაძის გზით. მათ დრო­შა­ზე წა­ე­წე­რება სიტ­ყვები:

„თა­ვი­სუფ­ლებავ შენ ხარ კაც­თა ნავ­სა­ყუ­და­რი,
შენ ხარ ჩაგ­რუ­ლის, წა­მებულის წმინ­და სა­ფა­რი,
შენ ხარ მშვი­დობა და სი­მარ­თლე ამა ქვეყ­ნი­სა,

შენ ხარ აღ­მზრდე­ლი ღვთაებამ­დე კაცთ ბუნებისა“.


რე­ზო კვე­სე­ლა­ვა
კი­ნოდ­რა­მა­ტურ­გი, ლი­ტე­რა­ტო­რი.

No comments:

Post a Comment