Showing posts with label "მარტვილი". Show all posts
Showing posts with label "მარტვილი". Show all posts

Monday, April 28, 2025

ფესტივალი „თეატრალური მარტვილი“ და თეატრალური ზეიმი დიდ სცენაზე


      10-11 აპრილს ტრიფონ ხუხუას სახელობის მარტვილის კულტურის სახლმა  სასკოლო თეატრალური ფესტივალი "თეატრალური მარტვილი"-ს ფარგლებში საბავშვო თეატრალურ დასებს უმასპინძლა. ორი საოცრად ლამაზი, ზრაპრული დღე და 
მარტვილის ისტორიაში პირველად დაფუძნებული ყოველწლიური თეატრალური ფესტივალის დაბადება აღმაფრთოვანებელი სანახაობა იყო. კულტურის სახლის დიდ სცენაზე ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდა სკოლის წიაღში დადგმული საბავშვო სპექტაკლები, რომელსაც აშკარად ეტყობოდა სკოლის ორგანიზებულობის და ნიჭიერი ბავშვების შრომისმოყვარეობის კვალი, რაც მარტვილელი მაყურებლის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ამან კიდევ ერთხელ ცხადყო რომ მარტვილი იყო და არის თეატრალური ქალაქი.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ თორნიკე ჯანაშიას მხარდაჭერით და მერიის კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ბატონი მურმან წოწორიას ინიციატივით და ძალისხმევით თეატრალური ცხოვრების პოპულარიზაციის და განვითარების მიზნით დააფუძნა სასკოლო თეატრალურ ფესტივალი „თეატრალური მარტვილი“.

ფესტივალის ორგანიზატორები და იდეის ავტორები არიან ზურაბ ჯამბურია - მარტვილის თოჯინების თეატრის მმართველი; გოჩა სხულუხია - მარტვილის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და გიორგი წივწივაძე - კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი; ასევე ფესტივალის მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და მისი უფროსი ქალბატონი პაშა გულორდავა.

ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ფესტივალის „თეატრალური მარტვილი“ გახლავთ ის რომ მიმდინარე წლის მაისის თვიდან (ძირითადად ფესტივალში მონაწილე მოსწავლეებისგან) შეირჩევიან მსახიობები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას სპექტაკლში, რომელიც დაიდგმება ტრიფონ ხუხუას სახელობის მარტვილის კულტურის სახლის დიდ სცენაზე და ჩამოყალიბდება მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რომლის ორგანიზებას კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს.

ფესტივალში შვიდი საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას  (რისთვისაც უღრმესი მადლობა შვიდივე სკოლის დირექტორს და მათ პედაგოგიურ კოლექტივს). საბავშვო დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები განსხვავებული, სანახაობრივი და საინტერესო აღმოჩნდა მაყურებლისთვის. ფესტივალის დასასრულს გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ჟიურის (გივი ელიავა- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; მურმან წოწორია - მარტვილის მერიის კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი; გიორგი წივწივაძე - კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი; ლევან გაბრიჭიძე - კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარებიც ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის რეჟისორი; პაშა გულორდავა - მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი) გადაწყვეტილებით ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა:

 

1.    საუკეთესო მუსიკალური სპექტაკლი- სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა- სპექტაკლი (მიუზიკლინაცარას დღეობა და ეტიუდი ნაწყვეტი სპექტაკლიდან კაცია ადამიანი?! რეჟირორი ნინო ბოლქვაძე

2.    საუკეტესო შემოქმედებითი აქტივობა“ - სოფელ თამაკონის საჯარო სკოლა -   სპექტაკლი თანადგომა“ – რეჟისორი თამარ აბუთიძე

3.    „მაყურებლის სიმპათია“ - სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლა -  სპექტაკლი ,,თხა და ციკნები რეჟისორი ლალა ბასილაია

4.    „საუკეთესო სცენოგრაფია“ - მარტვილის N1 საჯარო სკოლა - სპექტაკლი "ბიბლიოთეკის ტყვეობაში  -  რეჟისორი ფატი სიგუა

5.    „საუკეთესო კომედია“ - სოფელ ბალდის საჯარო სკოლა - სპექტაკლი ჭინჭრაქა“ - „რეჟისორები:   ქეთინო რუხაია, ქრისტინე ხაჟომია

6.    „საუკეთესო საავტორო სპექტაკლი“ - სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლასპექტაკლი (ეტიუდინუცას სკოლა - რეჟისორი ლალი კვაშილავა

7. „საუკეთესო ფსიქოლოგიური დრამა“- სსიპ აზა ადამიას სახელობის მარტვილის N2 საჯარო სკოლასპექტაკლი სისხლი - რეჟისორი მათე სოსელია

 

ასევე სპექტაკლებში მონაწილე ბავშვებს გადაეცათ ინდივიდუალური „საუკეთესო მსახიობის“ ნომინაცია სკოლების მიხედვით:

1.    მზია გაგუა (ლუარსაბის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა

2.    ნინო ცაავა (ხატიას როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - სოფელ თამაკონის საჯარო სკოლა

3.    საბა კალანდია (ყვავის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლა

4.    გიორგი რუხაია (კარლსონის  როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - მარტვილის N1 საჯარო სკოლა

5.    საბა ციკოლია (ქოსას როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - სოფელ ბალდის საჯარო სკოლა

6.    ლიზი გუგუნავა (მასწავლებელის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლა

7.    ნიკოლოზ რურუა (ბაბუას როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის) - მარტვილის N2 საჯარო სკოლა


დასასრულს მინდა მადლიერება გამოვხატო მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მიმართ, რომ მოგვცა შესაძლებლობა ამ პროექტის განხორციელების. აგრეთვე მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს: ბატონებს მურმან წოწორიას, გოჩა სხულუხიას, გიორგი წივწივაძეს და ქალბატონ პაშა გულორდავას. ყველამ ერთად ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ პროექტში. ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ და მონდომებამ შედეგი გამოიღო: ფესტივალი წარმატებული გამოდგა და მარტვილის კულტურულ ცხოვრებაში ახალ ერას ჩაეყარა საფუძველი.

ასევე მადლობა ყველა მონაწილე სკოლის ადმინისტრაციას და სასკოლო დასებს ფესტივალის დაარსებაში თანამონაწილეობისთვის, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება მარტვილის კულტურულ ისტორიაში. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია  ფესტივალი „თეატრალური მარტვილი“ ჩატარდება ყოველწლიურად და ვიმედოვნებთ რომ მასში მარტვილში არსებული ყველა სკოლა მიიღებს მონაწილეობას.


 ზურაბ ჯამბურია,  

მარტვილის თოჯინების თეატრის მმართველი

 





































Thursday, December 5, 2013

მარტვილი ნაციონალების ოკუპაციისგან უნდა განთავისუფლდეს

მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მი­ერ ხელ­მო­წე­რი­ლი და ბე­ჭედ­დას­მუ­ლი ეს დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც თქვენ აქ ხე­დავთ, ჩვენ ად­რეც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ ჩვენს გა­ზეთ­ში, იგი აშ­კა­რად ადას­ტუ­რებს გამ­გე­ბელ მა­მუ­კა და­ნე­ლი­ას მი­ერ თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც გა­მო­­ხა­ტე­ბა სა­ტენ­დე­რო დო­კუ­მენ­ტე­ბის შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ყალ­ბე­ბა­ში.
    საქ­მე გახ­ლავთ შემ­დეგ­ში:
  2011 წლის ოქ­ტომ­ბრის თვე­შიმარ­ტვი­ლისფურ­ცლებ­ზე და­­ბეჭ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის საქ­მი­­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მარ­ტვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის აგ­რე­სია ჩვენს მი­მართ. მარ­ტვი­ლის პირ­წა­ვარ­დნილ ნა­ცი­­ნალ გამ­გე­ბელს მა­მუ­კა და­ნე­ლი­ასმარ­ტვი­ლისრე­დაქ­ტორ­თან პი­რად სა­­ბარ­შიც არა­ერ­თხელ აღუ­ნიშ­ნავს, რომ ის არ შე­­გუ­­ბა რა­­ონ­ში ისე­თი გა­ზე­თის არ­სე­ბო­ბას, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ­თა მა­სა­ლებს აქ­ვეყ­ნებ­და. მან მო­­ფიქ­რა კი­დეც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ისე­თი მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მა, რო­მე­ლიც გა­ზეთმარ­ტვილსფი­ნან­სუ­რად ისე და­­ზა­რა­ლებ­და, რომ არ მი­­ცე­მო­და რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მოს­ვლის სა­შუ­­ლე­ბა: 2012 წლის თე­ბერ­ვლის თვე­ში მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­­ბის  მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბი­სათ­ვის გა­მოც­ხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში, გამ­გე­­ბის სა­ტენ­დე­რო კო­მი­სი­ამ მა­მუ­კა და­ნე­ლი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, შეგ­ნე­ბუ­ლად, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე  გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­აც­ხა­და მი­სი ფა­ვო­რი­ტი, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სამ­ყა­როს­თვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ვი­ღაც ინ­დმე­წარ­მე, რო­მე­ლიც არა­ვი­თარ გა­ზეთს არ გა­მოს­ცემ­და და არა­ნა­­რი გა­ზე­თი არ ჰქონ­და და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. სა­ტენ­დე­რო  პი­რო­ბა­ში კი სიტ­ყვა­სიტ­ყვით ასე ეწე­რა: გა­ზე­თი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს და გა­მო­დი­­დეს თვე­ში ერ­თხელ.”
 რო­ცა ამ პი­რო­ბის დარ­ღვე­ვის გა­მო ჩვენ მო­ვით­ხო­ვეთ ტენ­დე­რის შე­დე­გე­ბის გა­უქ­მე­ბა და ვთხო­ვეთ კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა და­ნე­ლი­ას, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა გა­ზეთმარ­ტვი­ლუ­რი ამ­ბე­ბისთუნ­დაც ერ­თი ნო­მე­რი, მან გვით­ხრა, რომ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, რად­გან გა­ზე­თიმარ­ტვი­ლუ­რი ამ­ბე­ბიშპსეგ­რი­სის მაც­ნესსა­­დენ­ტი­ფი­კა­ციო კო­დით სარ­გებ­ლობ­სო (.. მის ფი­ლი­ალს წარ­მო­ად­გენს და ცალ­კე რე­გის­ტრა­ცია არ სჭირ­დე­ბაო.)  გამ­გე­ბე­ლი და­ნე­ლია ისე იყო გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ნაც­ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­უს­ჯე­ლო­ბით, რომ ამ სიც­რუ­ეს ოფი­ცი­­ლუ­რად, ბე­ჭედ­დას­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტი­თაც გვი­დას­ტუ­რებ­და. აღ­ნიშ­ნულ სი­ყალ­ბეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ოფი­ცი­­ლუ­რად, დო­კუ­მენ­ტის თან­დარ­თვით მივ­მარ­თეთ უშუ­­ლოდ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რესზა­ალ გო­რო­ზი­ას, ასე­ვე საკ­რე­ბუ­ლოს ყვე­ლა წევ­რი ჩა­ვა­ყე­ნეთ საქ­მის კურ­სში ღია წე­რი­ლი­თაც, მაგ­რამ არც ერთ მათ­განს სი­მარ­თლის და­სა­ცა­ვად ხმა არ ამო­­ღია. ეტ­ყო­ბა არც ერთ მათ­განს  არა­სო­დეს არ წა­­კით­ხავს რუ­სოს ეს სიტ­ყვე­ბი: “ხე­დავ­დე უსა­მარ­თლო­ბას და არ ჩა­­რიო, ეს ნიშ­ნავს, რომ მო­ნა­წი­ლე ხარ მი­სი”.
  და­მო­­კი­დე­ბელ ჟურ­ნა­ლის­ტთა ასო­ცი­­ციათა­ვი­სუ­ფა­ლი  პრესადა გა­ზეთმარ­ტვი­ლისრე­დაქ­ცია კი­დევ ერ­თხელ ღი­ად და სა­ჯა­როდ მი­მარ­თავს მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებს, გამ­გე­­ბის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, გა­ზეთმარ­ტვი­ლისყვე­ლა მკით­ხველს, გამ­გე­ბელ მა­მუ­კა და­ნე­ლი­ას ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ყვე­ლა მის ახ­ლო­ბელ-ნა­თე­სავს.
  ბა­ტო­ნე­ბო!   ჩვე­ნი თხოვ­ნაა კი­დევ ერ­თხელ კარ­გად გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი იმ დო­კუ­მენტს, სა­დაც გამ­გე­ბე­ლი და­ნე­ლია, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს სა­ტენ­დე­რო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეა, შა­ვით თეთ­რზე წერს, რომ გა­ზე­თიმარ­ტვი­ლუ­რი ამ­ბე­ბისარ­გებ­ლობს შპსეგ­რი­სის მაც­ნესსა­­დენ­ტი­ფი­კა­ციო კო­დით და გა­მო­დის 2012 წლის თე­ბერ­ვლი­დან. ამის შემ­დეგ კი გთხოვთ აუ­ცი­ლებ­ლად და­­კავ­შირ­დეთ შპსეგ­რი­სის მაც­ნესმთა­ვარ რე­დაქ­ტორსნა­თია ჯგუ­ში­ას (სა­კონ­ტაქ­ტო ტელ: 577 42 93 49) და თუ ის ქალ­ბა­ტო­ნი თქვენ­თან  და­­დას­ტუ­რებს, რომ გა­ზე­თიმარ­ტვი­ლუ­რი ამ­ბე­ბიმარ­თლა სარ­გებ­ლობსეგ­რი­სის მაც­ნესსა­­დენ­ტი­ფი­კა­ციო კო­დით და ამა­ში ჩვენც დაგ­ვარ­წმუ­ნებთ, სა­ჯა­როდ ვაც­ხა­დებთ, რომ ჩვენ ამი­სათ­ვის თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ იმ­დენ ათას ლარს გა­და­ვიხ­დით, რამ­დე­ნი თეთ­რიც და­გე­ხარ­ჯე­ბათ მას­თან და­რეკ­ვა­ში. ამა­სო­ბა­ში კი რო­მე­ლი­მე თქვენ­გა­ნი იმა­საც თუ მო­­ხერ­ხებს, რომ გამ­გე­ბელ და­ნე­ლი­ას გა­მო­არ­თვას და გვაჩ­ვე­ნოს 2012წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­მო­სუ­ლი გა­ზეთმარ­ტვი­ლუ­რი ამ­ბე­ბისთუნ­დაც ერ­თი ნო­მე­რი, ჩვენ თქვენს წი­ნა­შე ათი­­თას­ჯერ ბო­დიშს მო­ვიხ­დით, თუ არა­და, მა­შინ თქვენც კე­თი­ლი ინე­ბეთ ბა­ტო­ნე­ბო და აუხ­სე­ნით იმ თქვენს  ნა­ძი­რა­ლა მა­მუ­კა და­ნე­ლი­ას, რომ მან ასე­თი ტყუ­­ლე­ბით, რო­გორც მო­რა­ლუ­რი ასე­ვე მა­ტე­რი­­ლუ­რი ზი­­ნი მი­­ყე­ნა გა­ზეთმარ­ტვი­ლისრე­დაქ­ცი­ას, რაც მან აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და აგ­ვი­ნაზ­ღა­­როს ან უბ­რა­ლოდ, ბო­დი­ში მა­ინც მოგ­ვი­ხა­დოს, თუ სურს რომ ჩვენს შო­რის პო­ლე­მი­კა ამით დამ­თავ­რდეს.
  ხო­ლო თუ ის ამა­საც არ გა­­კე­თებს, ჩვე­ნი მხრი­დან ვპირ­დე­ბით, რომ გა­ზეთმარ­ტვი­ლისრე­დაქ­ცია სულ მა­ლე გა­მოს­ცემს მის შე­სა­ხებ და­წე­რილ მამ­ხი­ლე­ბელ ბრო­შუ­რას, რომ­ლის გარ­კვე­­ლი რა­­დე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბიბ­ლი­­თე­კებს, მარ­ტვი­ლის სკო­ლებს, პარ­ლა­მენ­ტა­რებ­სა და ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს უფა­სოდ  და­­რიგ­დე­ბათ.
  ძვირ­ფა­სო მარ­ტვი­ლე­ლე­ბო! ალ­ბად გა­გიკ­ვირ­დე­ბათ რა­ტომ მოგ­მარ­თავთ მა­ინ­ცდა­მა­ინც თქვენ, იმი­ტომ რომ მა­მუ­კა და­ნე­ლი­ას სინ­დი­სის ძარ­ღვი აქვს გაწ­ყვე­ტი­ლი, კა­ნო­ნი­­რე­ბა­ზე, ჰუ­მა­ნუ­რო­ბა­ზე, მა­ღალ იდე­­ლებ­ზე მას­თან სა­­ბა­რი მხო­ლოდ წყლის ნაყ­ვაა და მე­ტი არა­ფე­რი. იგი ისე არ მო­იშ­ლის ადა­მი­­ნის სუ­ლებ­ში ხე­ლის ფა­თურს, რო­გორც ნამ­წიფ ყა­ნა­ში გას­ვრი­ლი ღო­რი. მის­თვის მთა­ვა­რი მხო­ლოდ პი­რა­დი მე-. არა­და თავ­მოყ­ვა­რე გამ­გე­ბელს სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­­ბის­თვის მა­ინც უნ­და ეცა პა­ტი­ვი და მო­ცე­მულ სა­კით­ხზე მცი­რე კო­მენ­ტა­რი მა­ინც გა­­კე­თე­ბი­ნა. ჩვენ მას ამი­სათ­ვის გა­ზე­თის ფართს რა თქმა უნ­და, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუთ­მობ­დით.
  ბა­ტო­ნე­ბოჩვენ ად­რეც არა­ერ­თხელ გვით­ქვამს და მზად ვართ მო­მა­ვალ­შიც ათას­ჯერ გა­ვი­მე­­როთ, რომ მარ­ტვი­ლი დი­დი ის­ტო­რი­­ლი წარ­სუ­ლის მქო­ნე რა­­­ნია და მა­მუ­კა და­ნე­ლი­ას მსგავ­სი ოდი­­ზუ­რი, თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის გა­და­მე­ტე­ბის მა­ნი­ით შეპ­ყრო­ბი­ლი, თა­ნამ­დე­ბო­ბით გა­ყო­ყო­ჩე­ბუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი პრე­სის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი, შუ­რი­­ნი, მატ­ყუ­­რა და უღირ­სე­ბო პი­როვ­ნე­ბა მარ­ტვი­ლის რა­­ონს არ უნ­და გა­ნა­გებ­დეს.
  მა­მუ­კა და­ნე­ლია თა­ვი­სი და­ნა­შა­­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბით ჰგავს ფე­კა­ლი­­ბის წუმ­პე­ში ამოთ­ხვრილ იმ გლა­ხაკ ჩი­ნოვ­ნიკს, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ისეა უწ­მინ­დუ­რო­ბებ­ში ამოვ­ლე­ბუ­ლი, რომ ავ­გი­ას თავ­ლის გამ­წმენ­დი ჰე­რაკ­ლეც კი ვერ გა­რეც­ხავს ისე, რომ თვი­თო­ნაც არ გა­ის­ვა­როს.
  ჩვენ გვახ­სოვს მა­მუ­კა და­ნე­ლი­ას გა­დად­გო­მის მოთ­ხოვ­ნით გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­­ბი, რაც კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­მა შე­­ჩე­რა. ახ­ლა, რო­ცა კო­ჰა­ბი­ტა­ცია დამ­თავ­რდა, ხომ დროა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს მარ­ტვი­ლის მო­სახ­ლე­­ბის სა­მარ­თლი­­ნი მოთ­ხოვ­ნა-გა­დად­გეს გამ­გე­ბე­ლი მა­მუ­კა და­ნე­ლია და მარ­ტვი­ლი ნა­ცი­­ნა­ლე­ბის ოკუ­პა­ცი­ის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლდეს.

   P.S. რო­ცა ეს წე­რი­ლი  და­სა­ბეჭ­დად  მზად­დე­ბო­და, ერ­თმა ჩვე­ნი გა­ზე­თის გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა ღვაწ­ლმო­სილ­მა პე­და­გოგ­მა გვირ­ჩია, მა­მუ­კა და­ნე­ლია მე­­ფე პეტ­რეს ფა­ვო­რი­ტი გამ­გე­ბე­ლია და სჯობს მას მი­მარ­თოთ ამ სა­კით­ხის გა­სარ­კვე­ვა­დო. მაგ­რამ არა, ჩვენ ვერ ვა­კად­რებთ მე­­ფეს გამ­გე­­ბის საქ­მე­­ბის გარ­ჩე­ვას. თუმ­ცა თუ­კი ის ამ წე­რილს უჩ­ვე­ნოდ გა­ეც­ნო­ბა და მარ­ტვილ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი სიტ­ყვის მკვლელ  მა­მუ­კა და­ნე­ლი­ას გა­ნუ­მარ­ტავს იო­­ნეს სა­ხა­რე­ბა­ში ნათ­ქვა­მი ამ სტრი­ქო­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას _ “და­სა­ბა­მი­დან იყო სიტ­ყვა და სიტ­ყვა იყო ღმერ­თთან და ღმერ­თი იყო სიტ­ყვა” _ ეს, რათ­ქმა უნ­და, უთუ­ოდ კარ­გი საქ­მე იქ­ნე­ბა. ვინ იცის , იქ­ნებ ამის შემ­დეგ მა­ინც მო­­გოს გონს და შე­ის­მი­ნოს მა­მუ­კა და­ნე­ლი­ამ, რომ ამ­ქვეყ­ნად სიტ­ყვა და მი­სი თა­ვი­სუფ­ლად წარ­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა ღმერ­თის მი­ერ არის და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი და, რო­გორც თქვა ეს ამას წი­ნათ ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა, ვინც სიტ­ყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას ებ­რძვის, ის ღმერთს ებ­რძვის, ღმერ­თთან ბრძო­ლა­ში კი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჯერ არა­ვინ გა­მო­სუ­ლა.


ფაუსტ ნადარაია,

გა­ზეთ “მარ­ტვი­ლის” რე­დაქტორი