ჟურნალ
დროშის 1985 წლის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა პოეტ დავით მაღრაძის ლექსი „სამშობლოში
დაბრუნება“, რომელსაც ასეთი ეპიგრაფი ახლავს: „ვუძღვნი ქალბატონ ლუბა აბდუშელიშვილს,
რომელიც ახალგაზრდა განშორდა საქართველოს და სამოცი წლის მერე დაუბრუნდა მას“.
ლექსში საოცრად თბილად და ემოციურად არის დახატული
ნოსტალგიით გაწამებული ქართველი ქალის სახე:
„ცრემლში იფურცლება
წარსულის ალბომი,
მკათათვე ტყეშია
თვალებმინამული,
ბავშვობა ედება
ბებერ გულს სალბუნად
- მადამ, გენატრებათ მამული?
მშვენივრად არის გააზრებული შემდეგი სტრიქონებიც:
ბალახში დაეძებთ
პატარა ნაფეხურს,
რა შეინახავდა
იმდენი წლის მერე,
ნუთუ მიაგენით?
-ვიპოვე!
-აფერუმ!
ცრემლები ჩამოსდით
საფლავში ქიმერებს.