Monday, January 9, 2012

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მსხვერპლი იზრდება

გაზეთმარტვილისრედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2012 . 6 იანვარს ავღანეთში, თალიბების თავდასხმის შედეგად, მარტვილის რაიონის, სოფელ ხუნწის მკვიდრის, ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ შალვა ფაილოძის დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.
კაპრალი ფაილოძე მე-3 ქვეითი ბრიგადის 31– მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.
კაპრალი ფაილოძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან ირიცხებოდა. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს მედალისამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის
კაპრალი ფაილოძე რიგით მე-12 ჯარისკაცია, რომელიც ავღნეთში დაიღუპა.

No comments:

Post a Comment