მე, მინდა მივმართო ჩემს მარტვილელებს. მარტვილელებს,
რომლებმაც გადაიტანეს ყველა ჭირ-ვარამი, რაც კი გამოიარა კოლხეთმა, სამეგრელოს სამეფომ
და საქართველომ თავისი არსებობის სხვადასხვა
დროს. 1878 წელს გაზეთი ”ივერია” წერდა: ”მარტვილს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობა, როგორც
რომის ქალაქს დასავლეთის ეკლესიაშიო”. ეს ის კურთხეული ადგილია სადაც მოღვაწეობდა გიორგი ჭყონდიდელი. ზუსტად ამ ვებერთელა ადამიანს გიორგი ჭყონდიდელს
მიანდეს დიდი მეფის დავით აღმაშენებლის აღზრდა.
მარტვილის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ დიდ მეფეს ბაგრატ IV-ს თავის საძვალედ მარტვილი აურჩევია…
შორს წაგვიყვანდა ყველა ისტორიული ფაქტების
ჩამოთვლა მარტვილზე, ამიტომაც შევჩერდები დღევანდელ დღეზე და გულისტკივილით ვიტყვი: მარტვილი დღეს არის ერთერთი ყველაზე ჩამორჩენილი რაიონი ეკონომიურად,
უფრო მეტიც,საერთოდ განადგურებულია რაიონის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, არ ფუნქციონირებს
არცერთი ფაბრიკა-ქარხანა, უმუშევრობა 80%-ზე მეტია. ეს კი ძალიან საგანგაშოა.
ამან კი მიგვიყვანა იმ სავალალო მდგომარეობამდე,
რომ რაიონს ტოვებს მოაზროვნე ახალგაზრდობა და სოფლები ცარიელდება. 1992 წლიდან მოყოლებული არავის უფიქრია
მარტვილის განვითარებაზე. პირიქით, მას ძარცვავდნენ და მიზანმიმართულად ანადგურებდნენ
მის ეკონომიკას. ამის მაგალითია ნულოვანი აუქციონი და ფაბრიკა-ქარხნების სასაცილო ფასებში
პრივატიზება. (შემდგომ კი ამ ფაბრიკა-ქარხნების ჯართად დაშლა და გაყიდვა. ამავე გაზეთის
მომავალ ნომერში მოგაწვდით ყველა იმ ფაბრიკა-ქარხნების ნუსხას, რომლებიც იქნა ნულოვანი
აუქციონით პრივატიზირებული და დაშლილი. ასევე
მოგაწვდით, თუ რა ფასად იქნა პრივატიზირებული ეს ფაბრიკა-ქარხნები და იმ ადამიანების
სიას ვინც იყიდა, ან იდგა ყველაფერი ამის უკან).
მარტვილელებო, ჩემი ერთადერთი თხოვნაა თქვენდამი,იქედან
გამომდინარე რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა თავისი ერისა და ქვეყნის წინააღმდეგ:
ნუ მისცემთ ხმას ნაციონალური მოძრაობის
კანდიდატს დავით ბაქრაძეს. ეს იქნება მარტვილის სირცხვილი. წინა
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარტვილმა სამეგრელოში ფოთის შემდეგ აჩვენა
41%-ით საუკეთესო მაჩვენებელი იმ რეპრესიული მანქანის მოქმედების დროს, რომელსაც მართავდა
ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი უგუნური და დანაშაულებრივი მმართველობით
დაკარგა და დაუმკვიდრა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20%. ნაციონალურმა მოძრაობამ
მოსპო პიროვნების თავისუფლება და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპები. მათ
სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგეს ადამიანებისათვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი
მოპყრობა, ამით მათ უგულებელყვეს ყველა დემოკრატიული პრინციპები. ნაციონალური მოძრაობის
ამ ქმედებებმა გამოიწვია: სახელმწიფო ტერიტორიების დაკარგვა, მოსახლეობის დიდი მასის
შეურაცყოფა, მათი უფლებების შელახვა და ყველაზე
გამოუსწორებელი: ასეულობით ადამინის სიკვდილი. ეს ის ძირითადი სისტემური დანაშაულია,
რაც დაამკვიდრა ნაციონალურმა მოძრაობამ, რის გამოც მას არა აქვს მორალური და იურიდიული
უფლება ყავდეს საპრეზიდენტო კანდიდატი. ნაციონალური
მოძრაობა უნდა გასამართლდეს და სანამ არ შედგება სასამართლო პროცესი საქართველოს მოსახლეობა
უნდა გაემიჯნოს ამ დანაშაულებრივ პარტიას ”ნაციონალურ მოძრაობას”.
მე, ვუხდი მადლობას
იმ 9 000 მარტვილელ ადამიანს, ვინც 2012 წლის
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში
ხმა მისცა ქართულ ოცნებას. თამამად
შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ ყველანი იყავით გმირები. თქვენ, არ შეუშინდით ნაცმოძრაობის
რეპრესიებს და ხმა მიეცით თავისუფლებას, ღირსებას და საქართველოს განვითარებას. როგორც
2012 წლის არჩევნების ქართული ოცნების შტაბის უფროსი მარტვილის რაიონში, მუხლს ვიდრეკ თქვენს წინაშე და გთხოვთ პატიებას
იმ დაპირებების ბოლომდე ვერ შესრულებისათვის რასაც გპირდებოდით წინასაარჩევნოდ. ასევე
გიხდით ბოდიშს სამართლიანობის აღდგენის არ შეუსრულებისთვის. მე, არ ვიხსნი ვალდებულებას
იმ დაპირებებისთვის რასაც გპირდებოდით და თქვენთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობის
აღდგენისთვის, ღირსების დაბრუნებისთვის და რაიონის ეკონომიური განვითარებისთვის. გულს
ნუ გაიტეხთ იმაზე, რომ ის ადამიანები ვინც თქვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ და ნაციონალური
მოძრაობის სახეს წარმოადგენდნენ, დღეს ქართული ოცნების სახეები არიან და მის უკანალში
ძვრებიან. თქვენ გმირები ხართ, ხოლო ისინი ყვავები, რომლებიც მძორს ესევიან. ეს, ის
ხალხია ვისაც პატივმოყვარეობა და ღირსება არ გააჩნია. ეს, ის ხალხია ვინც ქვეყანას
ერთ შაურად გაყიდის ოღონდ თავიანთი მუქთახორა ოჯახი და ცოლ-შვილი გააძღონ. ქვეყანა
გამყვიდველებზე და ყვარყვარეებზე კი არ დგას, არამედ ქვეყანა პატრიოტებზე და ღირსეულ
ადამიანებზე დგას. ისტორია ყველას თავის ადგილს მიუჩენს. დიდი განსხვავებაა ცხოვრებასა
და არსებობას შორის. ათასჯერ ჯობია იყო თავისუფალი და ღარიბი, ვინემ მდიდარი მონურ-გამყიდველური სულით.
ჩემთვის გასაგებია ის ფაქტი, რომ ბევრ თქვენგანს გული
გაუტყდა ქართული ოცნებისადმი, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ ვერ შეიფარა ყველა თქვენგანი
და ვერ მოგეფერათ. ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ქართულ ოცნებაში იყო ბევრი ჩანერგილი ადამიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ
კუდისა და სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების მიერ. რათქმა უნდა არ ყოფილა მარტვილიც
გამონაკლისი. მაგრამ ეს არ გვაძლევს დღეს იმის უფლებას, რომ ხმა მივცეთ დავით ბაქრაძეს.
ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ ნაციონალების და ქართულ ოცნებაში ჩანერგილი ვირთხების ჩანაფიქრს.
მე, არ ვაძლევ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ გირჩიოთ თუ რომელ კანდიდატს მისცეთ ხმა.
ეს არის თქვენი პრეროგატივა და პირადად თქვენი კონსტიტუციური უფლება. მე, მხოლოდ ერთს გთხოვთ ხმა არ მისცეთ ნაციონალების კანდიდატს დავით
ბაქრაძეს.
ჩვენ, უახლოეს მომავალში ძირითადი აქცენტი და ძალისხმევა უნდა
გადავიტანოთ თვითმმართველობის არჩევნებზე. ქართული ოცნების კოალიციაში არის ღირსეული
ადამიანებიც და რამოდენიმე პარტიაც ვინც ათვითცნობიერებს უღირს კოჰაბიტაციას შეცდომად. ჩვენ ვისაც
ამ ქვეყნის ბედი აწუხებს, უნდა გავერთიანდეთ ეროვნულ პრინციპებზე და მართლმადიდებლურ
ღირებულებებზე დაყრდნობით. ჩვენ უნდა შევქმნათ
ეროვნული სულის შესაბამისი პროდუქტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ერის სულზე
და პიროვნებებზე მორგებული ღირებულებები. ჩვენ
უნდა შევიგნოთ, რომ საქართველო ჩვენია და მისი მოვლა ჩვენი ვალდებულებაა. ჩვენ არ უნდა
მივცეთ საშუალება ერთმუჭა ენჯეოებს და პარტიებს გარყვნილობის პროპაგანდის. იმ ენჯეოებს,
რომლებიც სხვადასხვა ფონდების საშუალებით ცდილობენ მოსპონ ტრადიციული საქართველო და
აქციონ ლიბერტანიალურ გარყვნილ სახელმწიფოდ. მხოლოდ ეროვნულ ცნობიერებაზე, ეროვნულ
თვითშეგნებაზე და ეროვნულ ტრადიციულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს
სახელმწიფო სისტემის განვითარება, როგორც კულტურული ასევე ეკონომიური.
ეროვნული ცნობიერება და პატრიოტიზმი არ უნდა დარჩეს უბრალო მოგონებად. თუ ჩვენ მივყვებით ეგრეთწოდებულ
დემოკრატთა დემაგოგიას, რომლებიც ფინანსდებიან როგორც დასავლეთიდან, ასევე ჩრდილოეთიდან
მაშინ მივიღებთ საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს სხვა სახელმწიფოების მოსახლეობის
ინტერესებზე თავისი მოსახლეობის ხარჯზე. ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს ჩვენი განვითარების კონცეფცია,
რომელიც უნდა ემსახურებოდეს ჩვენი მოსახლეობის
ინტერესებს და ამ ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვმოქმედებდეთ.
ჩვენი ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია. ყველა ჩინოვნიკი
ცდილობს მოვიდეს პოლიტიკაში იმიტომ, რომ ჩაიგდოს ეკონომიკური ბერკეტები და მოძებნოს
გამდიდრების საშუალება. სანამ პოლიტიკა იქნება ფულის შოვნის და გამდიდრების მექანიზმი მანამ არ იქნება ჩვენი ქვეყნის საშველი.
1992 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო მართვის სისტემა ემსახურება პარტიულ
და ვიწრო ადამიანთა ჯგუფებს. ის არ ემსახურება ფართო მასების ინტერესებს. მათ დავიწყებული
ყავთ საკუთარი მოსახლეობა და ფიქრობენ მხოლოდ ორ რამეზე: ხელისუფლების შენარჩუნებაზე
და გამდიდრებაზე. ასევე ცდილობენ ეკლესიის დამორჩილებას საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ისინი ცდილობენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკლესიიდან
მართლმადიდებლური იდეოლოგიის ძირითადი პრინციპების ამოგლეჯვას, რაგან შეარყიონ რწმენა მოსახლეობაში
და მოსახლეობა გახდეს მათთვის უკეთესად სამართავი.
P.S.
კიდევ
ერთხელ მოგმართავთ თხოვნით: ნუ მისცემთ ხმას ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დავით
ბაქრაძეს. ეს არის სირცხვილი და საკუთარი თავის
უპატივცემლობა.
No comments:
Post a Comment