დღეს, როგორც საქართველოს სხვა რაიონებში, მარტვილშიც მრავლად არიან მედროვე ყვარყვარეები, რომლებიც შევარდნაძის დროს `მოქკავშირის~ მზეს ფიცულობდნენ, შემდეგ, შევარდნაძეE რომ გადააგდეს, ნაციონალებად მოგვევლინენ და პირწავარდნილი მიშისტები იყვნენ, ახლა მიშიკოს `ნაციონალური მოძრაობისგან~ რომ არაფერს მოელიან, ნელ-ნელა `ქართულ ოცნებაში~ მოძვრებიან და ახალ ნიღბებს იკეთებენ...
გაზეთ `მარტვილის~ რედაქცია აცხადებს კონკურსს საუკეთესო საგაზეთო სტატიისათვის, რუბრიკით: `მედროვეები~, რომელშიც მარტვილის თანამედროვე ყვარყვარეები იქნებიან მხილებული.
გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით, სტატიები კი დაიბეჭდება ჩვენს გაზეთში.
ველით თქვენს გამოხმაურებებს, ახალგაზრდა ჟურნალისტებო!
გაზეთ `მარტვილის~ რედაქტორი
ფაუსტ ნადარაია
No comments:
Post a Comment