Monday, March 4, 2013

კოჰაბიტაცია, ანუ ქორწინება დემონთან


„სიკეთის ნიღაბს რომ არ ეფარებოდეს, ბოროტება ბევრს ვერაფერს გააკეთებდა ამქვეყნად“-
/ ებნერ-ეშენბახი/

კოჰაბიტაცია (Cohabitation) ფრანგული სიტყვაა და თანაცხოვრებასთანაარსებობასნიშნავსკოჰაბიტაცია სათავეს საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის კონსტიტუციიდან იღებს,როდესაც საფრანგეთი ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდაპრემიერისა დაპრეზიდენტის მსგავსი „თანაარსებობა კი მხოლოდ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობისდროსაა შესაძლებელიროდესაც პარლამენტს შეუძლია უნდობლობის ვოტუმით მთავრობისგადაყენებახოლო პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის დათხოვნა. მაგრამ საქართველოში სულ სხვა რეალობა, სააკაშვილს დღეს მოქმედი კონსტიტუციით მისი სურვილის შესაბამისად ერთდროულად მთავრობის და პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს და ეს მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის- სააკაშვილის რეიტინგი 5-8 %-ს არ აღემატება.
სამწუხარო ის არის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზების მიზნით დასავლელი პოლიტიკოსებისგან შემომოთავაზებული კოჰაბიტაცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს და მათ მცირერიცხვოვან მხარდამჭერებსმხოლოდ თავის სასარგებლოდ ესმით და თავხედურად ცდილობენ მათ მიერ ჩადენილ უამრავ ბოროტებაზე პასუხისგებასთავი აარიდონ, რადგან უძნელდებათ იმ პირადი კეთილდღეობის დათმობა რაც მათ ამ ცხრა წლის განმავლობაშიდაუმსახურებლად, კანონის გვერდის ავლით და მოქალაქეთა უფლებების ფეხქვეშ გათელვით მიიღეს.